შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-240 - 1949 წელი


ჟურნალ-გაზეთები.

1949. 10 ივლისი. ს. მცხეთა.
„Правда“ - 1 ივლისიდან 7 ივლისამდე (ჩათვლით) - სრულია.
„Известия“ - 1 ივლისიდან 8 ივლისამდე (ჩათვლით) - აკლია №158 (ხუთშაბათი).
„Комс. Пр.“ - 1 ივლისიდან 6 ივლისამდე (ჩათვლით) - სრულია (ზედმეტია ივნისის №№151-2).
„Литер. Г.“ - №№53-54 (ექვსი ივლისის. სულ ორი ნომერი). სრულია.
„Учительск. Г.“ - №№51-52 (ექვსი ივლისი) - სწორია.
„Мол. Стал.“ - №№79-80 (სწორია? 5 ივლისიდანაა) - რატომ?
„კომუნისტი“ - 1 ივლისიდან 9 ივლისამდე - სწორია (ზედმეტია №132).
„Заря Вост.“ - 1 ივლისიდან - 8 ივლისამდე (ჩათვ.) - სწორია.
„ლიტ. და ხელოვ.“ - სულ ერთი ნომერია - 3 ივლისისა - სწორია ვაკეზე.
„სახალხო განათლება“ - სულ ერთი ნომერია - 7 ივლისი (სწორია თუ არაა სწორი, სულ ერთია).
„ახალგ. კომ.“ - სულ სამი ნომერია: 81, 82, 83 - მგონია, რომ სწორია.
აქ ყველაფერი სწორია, სამი ნომერიც კი ზედმეტია. აკლია მხოლოდ „Известия“ №158 (ხუთშაბათის ნომერი).
ერთი რამაა გაუგებარი: მოსკოვის გაზეთები: „პრავდა“ - თავდება ხუთშაბათით, „Известия“ პარასკევით, „Комсомольская Правда“ - კი ოთხშაბათით, რისთვის არის ეს? რატომ თანაბრად არ მოდის? ყველა ყოველდღიურია.
თბილისის გაზეთებიც ასე: „Заря“-ს უკანასკნელი ნომერია 8 ივლისისა. „კომუნისტი“ 9 ივლისის. რატომ ორივე ერთად არ მოვიდა?
სხვა საკითხები არაა..

*
რაგვა - ღობის წვნა,  შემოვლება სარებითა და სხვ... (რაგვის, რაგვით).
არ აგვის - არ წაშლის (გადაღ.).
არ აგვისტოზე - აგვისტომდის, აგვისტოა, აგვისტოთი.
არ აგვისრულდა! - ოცნება.
არ აგვისწრია - მზის ამოსვლისთვის?
არ...

*
1951. 3 ივნისი.
ქვედრულა მოდიდებულა,
თან მოაქვს მთა და ბარია,
შენი ქვედრულა მოგიკდეს,
თუ არ გიცვალოს ფერია.

*
ჩარკვიანი.
არ გვიანი. ძარღვიანი. მხარ-სვიანი. და ქვიანი.

[დროზე] ვაქოთ სიტყვა-ძარღვიანი,
საქმეშიაც არ-გვიანი,
[სამშობლოსთვის] მამულისთვის თავდადებით
[მხნე მებრძოლი] მეომარი ჩარკვიანი.

*
ბაღად იქნას მწირნი მთანი
უდაბურნი, ნარ-ქვიანნი.
ჩვენ მშრომელებს წინ მიუძღვის
ჩვენი კანდიდ ჩარკვიანი.

ჩვენი ქვეყნის [ყოველ] ყველა კუთხე.

[ჩვენ ვახსენებთ] იმის სახელს,
[ვით] მას, მეომარს სტალინისას
და ბერიას მარჯვენა ხელს.
ბაღად ქცეულ მწირ ადგილებს,
[ნახავს ვინაც] თვალს როს [გ]ახელს,
დავინახავთ სამშობლოსთვის
შრომას მედგარს და ხელდახელს.

ბავშიც კი როს.
უდაბური, ნარ-ქვიანი.

*
მას, [მეომარს] მხნე მებრძოლს სტალინისას
და ბერიას მარჯვენა ხელს,
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე,
ახსენებს ვით სპეტაკ სახელს.

[გადავხედოთ] მშვიდობა სურს არე მარეს:
ბავშიც კი, როს თვალს გაახელს,
დაინახავს [სამშობლოსთვის] მთიდან ზღვამდის
შრომას მედგარს და ხელდახელს.

[დროშა] სული ქართულ ზნეობითა,
და სიწმინდე [ქართულ] დედა-ენის,
გულწრფელობა [ილიასი] აკაკისა
და [აკაკის] ილიას დროშას შვენის.
ბავშობაში ფეხშიშველა,
მომწყურვალე [ნათლის] შუქის ფენის,
[წინ მიიწევს] მიიწევდა ფრთები ბავშის
აწ განმგრძობი დიდი ფრენის.
ვაქოთ სიტყვა ძარღვიანი,
საქმეშიაც არ გვიანი,
კომუნისთვის თავდადებით
მეომარი ჩარკვიანი.

*
[მაშ] როს ვუმღერით [ჩვენებურად], მეგობრებო,
საქართველოს ახალთ-ახალს,
[მაშ] ჩვენ ვუმღერით [კომუნიზმის] ჩვენი ქვეყნის
მშენებლობას ცამდე მაღალს,
[ვუმღეროთ მას] როს გვიყვარს ის, ვინც იდეას
[უსპეტაკეს] სასოებით გულს ინახავს,
ვინც მხარს უჭერს ყოველივეს -
რასაც წმინდას დაინახავს.
[ვაქოთ] სიტყვა-ძარღვიანი
საქმეშიაც არგვიანი -
[სამშობლოსთვის] კომუნისთვის თავდადებით
მეომარი ჩარკვიანი!

*
1951. სტალინის პრემიის ლაურეატები:
კ. ლორთქიფანიძე, გ. ლეონიძე, ი. ნონეშვილი, დ. შენგელაია, ხ. ბერულავა.

*
1. სალიტერატურო წრე სუხუმში.
2. დისსერტაციები.
3. გამოცდებზე შკოლებში.
4. ჰუპპერტი.
5. პოემების შესახებ.
6. მერვე ტომი.
7. მეშვიდე ტომი.
8. საკითხი აკადემიური გამოცემის.
9. მეცხრე ტომი.
10. 60 წლის თავისთვის.
11. გალაკტიონი თუ გალაქტიონი.
12. სიმფონიაU მშვიდობისთვის.
13. საღამოები გალაკტიონის დაუსწრებლად.
14. „Заря Востока“-ს წიგნი (მთარგმნელები).
15. ბალმონტის თარგმანები.
16. მთარგმნელები საერთოდ.