შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-231 - 1949 წელი


სია. ლექსებისათვის ალბომი.
ნუციასაგან. 1948-19-X.

*
კოლია. ორჯონიკიძის 69. კანდელაკის ბინა.
ნინო. ვარვარა გაჩ... საშა...
მიკიჩამ გამამაგზავნა.
აპოლონი (კლუბის დარაჯი). ორჯონიკიძის ქ. №40. მეტალისტების კლუბი.
ბეჟან.
ბლაიხშტაინერი. ვენა.

*
მდგომარემ.
ტაიგა - ტუნდრა.
ტუნდრა - ტუნდრა - ტყე ციმბირის.
Степь - ველი,  ტრამალი.
Пушнина - ბეწვეული.
ზღაპრული სიმდიდრეები ციმბირის (წიაღი, ოქრო, რკინა, მადნები, Графит და ათასი სხვ.).
მძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა.
ადგილი კატორღისა და გადასახლებათა.
ქარხნები, ფაბრიკები, ოქრო.
ქვანახშირის მაღაროები. ოქროების.
ოქროს მადანი.

იყო დაფარული, წიაღს რაც ებადა,
ადგილს კატორღის და გადასახლებათა.
იტყვი: ვითარ დიადია
იმ გზათ, იმ არეთა
მძლავრი ენერგია
წყალუხვ მდინარეთა.

ტუნდრა და ტაიგა.

[ისე] ო, [რა] ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარემო,
იტყვი: [ვერ <იმარჯვებს> გადამხდომარეო] გაიღვიძა მხარემ მძინარემო.

[მხარი მხარს <...>] შემჭიდროვებულა არე აქა-იქა,
გადახვეულია ტუნდრა და ტაიგა.

[და ტყეს] მიწას ციმბირისას, [მძიმე] ტყეთა ამალებით,
მისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალები.

[ოქრო-ბეწვეული] აგე, მონადირე მიდის ვით წვეული
[მძიმე] და მას [ათასფერი] ათასგვარი მოაქვს ბეწვეული.

*
რედაკტორი - ქარელიშვილი?
რადიანი? ნატროშვილი?
7 ფორმა - 16 X 7 = 112 стр.? განა ეს ტომია?
რედაკტორი ფორმაზე (16 გვ.) იღებს ჰონორარს 400 მანეთს და ქვევით:
გიორგი წერეთლის წიგნისთვის - ნატროშვილმა აიღო 250 მანეთი ფორმაზე.
სანდრო ამბობს: ცეკადან თუ იქნება განკარგულება,  მალე დაიბეჭდებაო, ისე კი სტამბა სახელგამის გადატვირთულია სახელმძღვანელოებითო!
არა, ჩემი წიგნი სჯობია აკადემიის სტამბაში დაიბეჭდოს (დავიხმარ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებს).
რედაკტორი, რედაკტორი, რედაკტორი!
ბეჟანი?
რა ამბავიაო რუსეთში! რამდენი წიგნი იცემაო! ოო!!!
საზღვარგარეთის მომენტები.

*
რამდენჯერაც ლექსს დასწერ, იმდენჯერ მომიგონე.
შენი „ნუცია“, 1949-II

*
ო, ვიგრძენი თუ არა
იმ დღის სიალმაცერე,
მე მტკვრის პირად დღიურშიც,
მახსოვს, ასე ჩავსწერე:

*
- სთქვი, სთქვი, რა მოხდა -
ჰკითხავდა ხალხი,
გაოცებული,
როგორც მტკვრის ტალღა,
- რაღა რა მოხდა, -
ამბობს მხედარი -
ჩვენი საზღვრები -
გადმოილახა!
მეხის გავარდნას
მოწმენდილ ცაზე
უდრიდა სიტყვა
[მონასაზრები] და ნააზრები...
[როგორ?] ჩვენი საზღვრები...
[როგორ?] ჩვენი... მაშ ასე...
[რად] გადმოილახა
ჩვენი საზღვრები!

დადგა დუმილი
[მაგრამ დუმილი] თოვლის წამრეცხის,
დიდი  ქარიშხლის
წინამორბედი,
წინ ბერიკაცი
დადგა, სთქვა: შერცხვეს,
ვინც მტრის წინაშე
მოჰხაროს ქედი!

[ო, ამინ! - სადღაც
გრგვინავდა -]
„ამინ!“ - ხმამ ერთხმად
დაიგრიალა
და [შენ კი] მტკვრის შეაკრთო
საღამო კარგი.
[მაგრამ] სადღაც ჩონგურის
შესწყდა წკრიალი
და საომარ ხმით
აჟღერდა ჩანგი.

1. ამბერკი ჯულაყიძე.
2. ლონგინოზ დეისაძე.

*
- რამდენი გყავს <გარდა ბარი>.
- ...
- ისე რა ვქენი.

*
მზადაა 1949 წ. 15 თებერვლისთვის:
1. 1939-1948 - 672. 2. ახალი სანაპირო - 1980. 3. ორმოცი წლისანი - 66. 4. ჩვენ ღარიბები ვიყავით - 184. 5. ჩონგურს დამღერდა ქალი - 120. 6. ჩვენი საზღვრები გადმოილ. - 60. 7. მოხევის ქალი - 392. 8. იმერის დაბრუნება - 400. 9. საქართველოს მდინარეები - 352. 10. სიცოცხლეო, მამულო - 44.
4.270.
ცხენის ჭიხვინი - 40. გამარჯვების დღე - 408. რუსთავის მშენებლებს - 70. პირველი მაისი - 160. მზის ამოსვლა საქართვ. - 48. დილა გამარჯვებისა - 152.

მანქანაზე დაბეჭდვის დროს:
1. გვერდებზე ნუმერაცია იქნას კარანდაშით (თუ რამდენიმე მემანქანე ბეჭდავს).
2. ნიშანი [ ნიშნავს ახალი სტრიქონით დაწყებას - მაგრამ.
3. ყველა მასალა ერთის სტილით იბეჭდება, მაგალითად:
სიცოცხლეო მამულო,
მძაფრი, არაფარული
შვილთა შენთა ხმამაღლა
სთქვან შენი სიყვარული.
4. ახალი თავების დაწყებისას გამოშვებული უნდა იქნას განსაზღვრული ადგილი - ერთი სახის ყველა თავებისათვის.
5. ლექსის ტექსტი მოქცეული უნდა იქნას ქაღალდის შუაგულში.
6. ვინაიდან წყება ლექსისა სხვადასხვაგვარია (ზოგი შვიდმარცვლოვანი, ზოგი რვამარცვლოვანი, ზოგი ხუთმარცვლოვანი), ყველას შესაფერისი ადგილი უნდა, იმ წესით, რომ სტრიქონი უსათუოდ ქაღალდის შუა ადგილას მოხვდეს.
7. ყოველი ახალი თავი იწყება ახალი გვერდიდან. იგი არასგზით არ მიჰყვება შემდეგ თავს, და სწყდება ერთ ადგილას, გინდა დარჩეს ბევრი თავისუფალი ადგილი ფურცელზე.

*
აბესალომის მოწაფეებთან ერთად.
არჩილ გიორგის ძე პავლიაშვილი. ს. ატენი (გორის მაზრა).
ცხაკაია. რუსთაველი 242. ვლადიმერ ფიტოს ძე ჟვანია.

*
1. ახალი წელი - გვ. 70. 2. 9 მაისი - 72. 3. დიდება - 73. 4. [გახსოვს] ომის დაწყება!

Семеновский поселок, д. №7. Федор Павлович Мишкорудников. Инкубатор цыплят.

*
Великая Грузия.
აკაკი წერეთელი.
ავტომანქანით პირველად.

პატარა ტოროლა
გალაკტიონს
ტიროდა ტოროლა პატარა:
ტირ-ლი-ლი, ტირ-ლი-ლი.
რტოებთან ისმოდა პატარა
ტოროლას ტირილი.
პატარა ტოროლას ტირილი
ედება ტრიალ ველს.
ტოროლას ტირ-ლი-ლი, ტირ-ლი-ლი
ჰაერში ტრიალებს.
გობრონ ციცქიშვილი
(აგარელი)
21 თებ., 1949

*
მონდორშია ქინძარაო,
გინდ ყოფილა, გინდ არაო.
13/III-49
კაპანაძემ მითხრა: თქვენ უნდა იყოთ ჯანმრთ., თორემ ჩვენ რათა.

*
მარად გახსოვდეს შენი „ნუცია“!
1949-21-II