დღიური-638-26 - 1947 წელი
ოდეკოლონი. [ინგლისური ქინძისთავი. პალტო].
Бухгалтерия Госиздата Грузии - პინა, ან პასუხისმგებელი ბუჰღალტერიიდან (აუხსნი, რომ ვიღაცა შემხვდა და...).
1. გამოგზავნონ წიგნი საჩქაროდ, მეორე საავადმყოფოში, კამოს ქ. №103.
*
როდესაც ოიდიპოსის წარმოშობის [საკითხი] საიდუმლო მჟღავნდება, რომელსაც საფუძვლად ღრმა ტრაგედია უდევს, დრამის მოქმედი პირი, ამბობს:
არცა ისტროსის, არცა ფაზისის
მრისხანე ტალღებს არ შეუძლია,
აღხოცოს ყველა ის ბოროტება,
ნებაყოფლობით [დაბადებული] დამართებული,
რაც სასახლეში დაბუდებულა
და რაც თავს იჩენს ადრე და მალე.
სოფოკლე
(„ოიდიპოსის მეფე“)