შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-558-4 - 1947 წელი


შენიშვნები:
ღჯუკენ. 1. აღებულია მანქანის პირველი ხაზის 12 ანბანი: ც (ზ), ღ‚ ჯ‚ უ‚ კ‚ ე‚ ნ‚ გ‚ შ‚ წ‚ ზ‚ და ხ.
2. ვარჯიში მხოლოდ ამ ანბანებისაგან შექმნილ სიტყვებზე.
3. პირველ სტრიქონებში დაშვებულია 10 შეცდომა უმთავრესად ხდებოდა სიტყვების შეერთებაში (ღჯუ‚ კეკე‚ ცხენზე‚ ნეკზე და სხვ.).
4. შემდეგ შვიდ სტრიქონში კი ორ შეერთებაში‚ ერთი ანბანის სწორად არ დაყენებაში‚ ერთიც წაშლილია. სულ სამი შეცდომაა.
5. გამოსარკვევია ერთი ხარვეზი. „ტაბულიატორი“ სტოვებს სიტყვებს შორის მეტად დიდ ხარვეზებს. რაშია საქმე?
ღჯუკენ - უცხო სიტყვაა, უთუოდ ამერიკიდანაა. აქვს კავშირი „ჯეკ“-თან მაგრამ ღჯუ?
ღჯუკენ - გ.
გშ!! გშ! გშ! წზ! წზ! წზ! ცხ-ხ‚ ცხ-ხ-ცხ.
1. ღჯუკენ‚ ღჯუკენ! ღჯუკენ - გშ. წზ. ცხ.
2. გშ! გშ! გშ! შკოლაში ბავშებს არ უშვებენ, ქათმებს, ეუბნებიან „ქშ“‚ ბავშებს - „ქშ“.
3. წზ! წზ! წზ! (წზ! წზ! წზ! წზ!) ქარი სისინებს.
4. ცხ‚ ცხ‚ ცხ! (კატას რომ შეუძახებენ).
„ღჯუკენ“ - შეიძლება ღორს ჰქვიოდეს? ან კიდევ ოსსა?

* * *
ღჯუკენ‚ გშ‚ გშ‚ გშ!
ღჯუკენ, წზ‚ წზ‚ წზ!
ღჯუკენ, ცხ‚ ცხ‚ ცხ!
გ. ტაბიძე
შოვი, 1947