შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-199 - 1947 წელი


სტალინური ეპოქის მესიტყვე
გ. ნატროშვილი
1. „მესიტყვე“ თუ მესიტყვეთაგანი?
2. სიტყვა და საქმე.
3. „სტალინურ ეპოქა“-ს - კრიტიკოსი იწყებს გიორგი ლეონიძის ლექსების წე¬რის დაწ¬ყების ხნიდან. გამოდის: როგორც კი გაისმა გ. ლეონიძის ხმა, იმ წუთ¬შივე დაიწყო სტალინური ეპოქა და ეს მოხდა... 1925 წლიდან... აშკარაა კრი¬ტიკოსი აქ განზრახ სჩადის სიყალბეს, იგი ამახინჯებს, რევს, ფალ¬სი¬ფი¬კა¬ციას უკეთებს ქრონოლოგიას. აშკარაა კრიტიკოსის განზრახვა, გა¬მო¬იყ¬ვა¬ნოს გ. ლეონიძე მთელი ეპოქის წარმომადგენლად, ხაზი გაუსვას - ყველსა და ყოველს. აი,  რას ნიშნავს თურმე „სტალინური ეპოქის მესიტყვეობა“. რას უშ¬ვება კრიტიკოსი დანარჩენებს, მაგ. მაშაშვილს, მოსაშვილს, ჩიქოვანს, ეულს? და სხვებს? თურმე, ყველას წინ მიუძღოდა ლეონიძე! აშკარა ცალ¬მხრი¬ვობაა. აშკარა მიკერძოება.

კანდიდ ჩარკვიანის აზრი ჩემს „ეპოქა“-ზე.
ჩემი ეპოქა დაწერილია სწორედ 1922-1930 წლამდის.
ვინ უფრო ადრინდელია?
კრიტიკა „ეპოქის“ შესახებ - ვრცელია (ჭილაია, რადიანი, ჟღენტი, დროშა და მრავალი სხვა).

...ახალი პოეზიის - შექმნის მთელი სიმძიმე... - ვინ ქმნის ახალ პოეზიას?
„იზვესტია“ თავის მოწინავე წერილში აღნიშნავდა, რომ ლეონიძის პოეტურ ხმა¬ში საქართველოს დაბურული ხეობების გამოძახილი ისმისო. - რა იცის „იზ¬ვესტია“-მ?
„არსებობს ორგვარი ენთუზიაზმი, - წერდა დიდრო, - ენთუზიაზმი სულისა და ენთუზიაზმი ოსტატობისა. პირველის გარეშე იდეა უფერულია, უმეორისოდ - შესრულება სუსტია. ხოლო მათი შერწყმა დიად ელფერს აძლევს ნაწარმოებს“. - ეს არა აქვს მას.
...გიორგი ლეონიძე - არ არის პირველხარისხოვანი ოსტატი.
„ქართული კერის თბილი ჰაერი“, „ხმა-ტკბილი ქართული იავნანა“. აი, სულ - რაც ჰყოფილა, კრიტიკოსის აზრით, ქართული ნაციონალური კოლორიტი.
ქრონოლოგია მობრუნებულია. 12 ლექსი დაწერილია აგერ ახლა.
პოეტი გრძნობს განუყრელ მთლიანობას სამშობლო მიწასთან. ლექსში „დი¬ლა კრწანისის ბაღში“ ვკითხულობთ:
...მე ამ თუთის გაზრდილი ვარ განა,
მისი სიტკბო ჩემს ძარღვებში სწვეთავს,
დიდ მომღერალს მე ვინ დამამგვანა,
ჩემი მიწა თუ არ მექნა მწეთა.

ცვრიან ბალახში თუ ფეხშიშველა
არ გავიარე, რაა მამული?