შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-186 - 1947 წელი


გიორგი ახვლედიანს ძაან ეწყინა?
ჭილაია სერგო.

*
რამდენ კაცს იტევს კონსერვატორია.
1. მწერალთა კავშირში. 3-55-25 - ქავჟარაძე.
2. აკადემიის მდივანთან - მუსხელიშვილი.
3. კონსერვატორია.
4. „მნათობელა“. 17 საათზე. ხვალ.
Галактионова декада. გალაკტიონის საღამოები.
1. პროგრამები. 2. ღია ბარათები. 3. კედლის სურათები (ცინკო-ფოტო).
თავმჯდომარე. მომხსენებელი. სიტყვები.
ბილეთები იყიდება: 1. მწერალთა კავშირში. 2. სახელმწიფო უნივერსიტეტში. 3. აკადემიაში. 4. მხატვართა კავშირში. 5. პროფკავშირში. 6. სახელგამის წიგნის მაღაზიებში.

*
გიორგი. გიორგი ახვლედიანი.
გიორგი და მისი ახვლედიანი.
ირაკლი და მისი აბაშიძე.
იყო და არა იყო რა.

* * *
ვუცდი მგოსანს, მოიტანოს, დროა,
ლექსი, ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი.

*
სათარგმნია:
1. რა საჭიროა სიტყვები, მჯერა. II ტ. 2. ყველა წითელარმიელი (ეპოქის ბოლო). 3. პრესა.

პიერ.
1917 წელში, პარტიის წევრი ვიყავიო.
იონა ვაკელი. ი. ხოშტარია. კ. ბობოხიძეს. ი. ნონეშვილს. [შ. დადიანი].