შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-185 - 1947 წელი


3-65-92. აკაკი სირაძე.
რადიო - 303-64.

მუშებს
ზოგი მუშაა, ზოგი მუშაკი -
ყველა კი ქვეყნის არის გუშაგი.

მუშა-მუშაკი.

1. რატომ არსად არა სჩანს. 2. მისი მეთაურობაა.
ბილეთები. 20 პირველი რიგი.

*
აბაშელმა მითხრა: - მოვალო, დავესწრებიო საღამოსო, ავტომობილით თუ წამომიყვანო, და სხვ.
თანახმაა, რომ მისი ლექსი წაიკითხონ სცენაზე 9 მარტს.

*
გალაკტიონის დეკადა
თბილისი. 9 მარტიდან 19 მარტამდე. 1947 წ.
თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზი
გრიბოედოვის ქუჩა №24
მუდმივი დასასწრები ბილეთი პრეზიდიუმში.....
დეკადის ჩამტარებელი კომიტეტის თავმჯდომარე

*
ლიტფონდი.

* * *
კონსერვატორიის მცირე დარბაზი - იშვიათი, ჩემთვის საყვარელზე საყვარელი დარბაზია, იგი მართლაც მცირეა - სულ 250-300 კაცს იტევს, მაგრამ ძველისძველია და იმიტომაა კარგი. ხმოვანებაც დიდი აქვს. აკუსტიკა მცირე დარბაზისა რაღაც იშვიათი რამაა. მე მგონია, ტფილისში არც ერთ დარბაზს ასეთი აკუსტიკა არა აქვს.
ზის დინჯზე-დინჯი საზოგადოება. უმეტესად ქალები - მანდილოსნები.
40 მანდილოსანი მოხუცი, ხანში შესული ქალია, 40 შუახნისანი.
და სულ მცირე რაოდენობა ახალგაზრდობა. ყველანი მუსიკას უსმენენ გულდასმით.
პერტაიამ, კონსერვატორიის სამნეო ნაწილის გამგემ, სთქვა: - როგორ გეკადრებათ, ჩვენს კონსერვატორიაში ვერც ერთ ხულიგანს ვერ ნახავთო.
რა თქმა უნდა... ასეცაა...
პერტაიამ დაუმატა: „აბა, რა საზოგადოება დადის, თქვენ ნახეთ, მუზკომედიაში, რუსთაველის თეატრში და სხვაგან?“
პერტაია ცამდის მართალია.
ხულიგნებს ვერ ნახავთ: ოპერის თეატრში, კონსერვატორიაში, ვერც გრიბოედოვის თეატრში. აქ, მართლაც, სულ სხვა ხალხი დადის და ეს საზოგადოება შესასწავლია. „აუდიტორია - უკეთესი არ შეიძლება იყოს...“ მომსმენი, თავაზიანი, მუსიკალური გემოვნების მქონე საზოგადოება, თუმცა ახალგაზრდობა... ყველგან ახალგაზრდობაა... მაინც თავისი იერი აქვს მიმზიდველი და... ამასთანავე დამაფიქრებელი.
იქნება თუ არა ეს ხალხი ჩემს საღამოზე? უეჭველად! პირველ საღამოზე მაინც.
დიდათ გრანდიოზული რამ იქნება პირველი საღამო!!!
ერთი, პლაკატისტები უნდა დავატრიალო!

*

დოლიძე ვალერიანე. ტელ. 60-03.

მსახიობები: თამარა ჭავჭავაძე: 1. ჩემი სიმღერა. 2. ჰე, მამულო! 3. ხალისით აწმყო. 4. ახალი ტფილისის დაფუძნება. 5. გორი.

თავბექილა
ო, საბრალო თავბექილა,
[სამი წელი]
ნადირობა [შენ] გიყვარდა,
სამ წელ[იწად]ს ჩიტიც [ვერ] არ მოგიკლავს,
ერთი კოჭლი ქათმის გარდა?
მეოთხე წელს ჩეგემლები
დაგესიენ, როგორც მგლები,
[შეგკრეს, ხელი ზურგს მიგიკრეს
და გაგხადეს ფეხსაცმლები.
ო, საბრალო თავბექილა,
ხელახლა აქ დაიბადე,
წაუგდიხართ წინ ხუნდებით
და თორმეტი
შენ ერთი ხარ.]
[შენ] ერთი [ხარ,] იყავ, [ისინი კი] და თორმეტის
[ათორმეტთან] წინააღმდეგ რას გახდები?
შეგკრეს, ხელნი ზურგს მიგიკრეს,
და დაგხადეს [ფეხსაცმელები] ქალამნები.
წაუგდიხართ წინ ხუნდებით,
გაგივლიათ გალავნები.
გზა დაებნათ: გზაზე ნისლი
მოწვა, როგორც ბამბის ფთილა.
და სიკეთის [მაგიერად] ნაცვლად ისევ
სვანეთს მიჰყავთ თავბექილა.
აქ [წამოსცდა] დაფიქრდა თავბექილა[ს],
და წარმოსთქვა შეჩვენებით:
- უწმინდურნო, ურჯულონო,
გამიშვით და გზას გიჩვენებთ!