შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-183 - 1947 წელი


До 12 дня. 3-53-63. С 1 ч. – 3 ч. – 3-46-45. Шура Аджиашвили.

*
უკრაინას - 42. [მშობლიურ ჩანგებ - 72]. სვანის დაბრუნება - 75. იდიდე - 132. მშფოთარებათა - 133. ბზიბი - 136. ცხენი - 135. იდიდე, სამშობლო, იდიდე!

*
ცინკოგრაფია - ლიტ. და ხელოვნება. Заря Востока.
„მჭედელი“ - ლევანიძე.
28-42 - ამბულატ. სტ. რაიონი.

*
საყვარელი, მდიდარი და
სილამაზით სავსე მხარე.

*
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს...
გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

[1935 წლიდან] მე ვცხოვრობ ჟორესის ქ. სახლში №24. [მიუხედავად] იმისა, რომ სახლი ახლახან აშენებულია, ბინა ეხლავე საჭიროებს რემონტს: [კედლები დამსკდარი აქვს. ხშირად [ზედა] სართულიდან ჩამოდის წყალი..] ამ სახლში სამი ოთახი მიჭირავს, [ვცხოვრობთ შიგ ექვსი სული. ბინაში ვერასგზით ვერ დამილაგებია ჩემთვის საჭირო წიგნები, ნაწილი წიგნთსაცავისა] ერთობ შევიწროებულად..
სივიწროვის გამო მუშაობა ვერ გამიშლია ისე, როგორც საჭიროა. ჩემთვის საჭირო წიგნებიც კი ვერასგზით ისე ვერ მომითავსებია, როგორც მინდა და ნაწილი ჩემის ბიბლიოთეკისა ერთი სოფლადაა [მაქვს], ერთიც კიდევ სხვა ოჯახში. საერთოდ ამ ბინაში ძალიან მიძნელდება მუშაობა. ერთადერთი ღირსება ამ ბინისა ჩემთვის ისაა, რომ მეორე სართულზე ვცხოვრობ, რაც აუცილებელია ჩემთვის, გულით ავადმყოფისათვის.
ყოველივე ამის გამო გთხოვთ [უმორჩილესად], გამიწიოთ დახმარება ახალი ბინის აღმოჩენისათვის, რომ მოვეწყო როგორმე და ამით [რითაც] საშუალება მექნე[ბა]ს - გულდადებით ვემსახურო ჩვენს საერთო საქმეს...
1947, 11 თებერვალი
მაგრამ მარტო ეს ხომ არ კმარა.

Галактионова. გალაკტიონის.
Будем...
„ბუდიმ კარტოჩკი სნიმატ“.

*
ს. აბაშელი.
სახელმწიფო გამომცემლობის მიმართ.
[აკად.] „ჩაუვარდება კოვზი“...

* * *
ნაცარი.
ნაცარი კიდევ ყოველთვის კერასთანაა.
რა არის კიდევ კერასთან? - ყოველივე, რაც იხარშება, იწვის, ცხვება.
ვინ უზის კერას? ვინც ხარშავს, სწვავს, აცხობს.
კიდევ?
ვინაც უნდა ისაუზმოს, ისადილოს, ივახშმოს!
აი, მან, კერასთან მდგარ ქოთნიდან - სურს კოვზით ამოიღოს ლობიო. მაგრამ ქოთანში თითქმის არა დარჩენილა რა. სულ შეუჭამიათ.
მხოლოდ ძირში დარჩენილა ცოტა ლობიო, ერთი კოვზი თუ გამოვა, მაგრამ, რომ იცოდეთ, რა გემრიელია ფსკერზე დარჩენილი ლობიო... იგი ოდნავ მოხრაკულიც იქნება.
აი, ამოიღო გმირმა კოვზით ის ლობიო, უეცრად კი კოვზი ნაცარში დაუვარდა!
დარჩა ხელცარიელი, ხახაში ჩალაგამოვლებული.

*
სიმღერები.

* * *
მიწის და [ცის]
ზღვის კიდე.
გმირს ხმალი [ჰფერს] ეც, ქალს რიდე,
იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!

ომი და
სიმშვიდე,
[შეგშვენდეს] [ფხიზლად ჰყავ] სიფხიზლე, ო, სიკვდიმდე.
იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!

სჭედავდე
თუ მკიდე,
მღერდე კიდევ და კიდევ!
იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!

[გავნათლდეთ]
[გავ] იმრავლე[თ],
გმირთ ზრდიდე,
ჩანგიც გულთან მიზიდე.
იდიდე, იდიდე, იდიდე!

[მომხდურ] მტერს კიდევ
შიშს გვრიდე,
სიმართლისათვის სისხლს ღვრიდე!

[გმირს] ვაჟს ხმალი,
ქალს რიდე!
[ცის კიდიდან ზღვის კიდე,]
ზღვის კიდიდან ცის კიდე.

იმკვიდრე. სიმდიდრე.
გამოიყენეთ ერთი ხმისთვის „ლილეს მოტივი“.

* * *
[ბუმბერაზ] [სამშობლო] მიწის და ცის კიდე, ზღვის კიდე,
[კაცს] გმირს ხმალი ამშვენებს, ქალს რიდე,
[გშვენოდეს] ომი და სიმშვიდე,
იდიდე, [იდიდე] სამშობლოვ, იდიდე!

იბრძოდე, სჭედავდე, თუ მკიდე,
წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიდმდე.
დედაო ქართლისავ, გმირს ზრდიდე!
იდიდე, იდიდე, იდიდე.

*
Тбилисская государственная консерватория.
С 23 февраля по 4 марта проводится литературно-музыкальная декада в честь Народного Поэта Грузии - Галактиона.

ტფილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
23 თებერვლიდან 4 მარტამდის ჩატარდება სალიტერატურო-მუსიკალური დეკადა საქართველოს სახალხო პოეტის  გალაკტიონის პატივსაცემად.
23. 24. 25. 26. 27. 28. 1. 2. 3. 4.
აფიშაა! დაწვრილებით პროგრამაში.

*
1. საბავშო საღამოები.
[ფიზკულტურ. საღ.]
სემინარიელების საღ.
(მოგონებათა საღამოები).

ზომა მუდმივ შესასვლელი ბილეთისა.

სიმონ წვერავა. 100 пунктов. 3.0[00] ბილეთი.
გენიოსი. 30 вечероff. უდიდესი.
სახელგამი, მწერალთა კავშირი, განსახკომი, კონსერვატორია.

*
მოგონებათა საღამოებზე:
1. დომენტი არონიშიძე. ძველ სემინარიაზე.
სემინარიის მოგონებები: დ. არონიშიძე, გ. მიხელაძე, ა. სირაძე, ა. ტაბიძე, ტ. ვეფხვაძე, ვ. ხუცაიძე, კ. მოდებაძე, [ღვდელი,] კ. ტყეშელაშვილი, ლეონიძე, გორგაძე, ლადო გეგეჭკორი, შ. აჯიაშვილი.

იოსებ იმედაშვილს ჰქონდა ჩემი ერთი პოემა.
ჟურნალი „შუქი“. პავლიაშვილის „ტარტაროზი“.
ერთი მხოლოდ მუსიკალური საღამო. წერილების ყუთი.
კარგი "პორტრეტების მობილიზაცია".
გალაკტიონი. "ექვთიმე თაყაიშვილი".
არის: 5.000. 100 фото. წიგნების გადიდება.
ენიკოლოპოვ.