შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-615-15 - 1946 წელი


25/VIII-46 წ.
ლიტ. და ხელოვნებისათვის.
რაზედ ვმუშაობ... ჰმ. რაზედ. [ამჟამად ვმუშაობ].
დავამთავრე - რომანი პროზით: „1945 წელი“.
მაქვს მეტად კარგი მოგონებები აფხაზეთზე.

1. [ვმუშაობ ნაწერების V და VI ტომებზე. ერთ-ერთ წიგნში მინდა] მოვალედ ვთვლი ჩემს თავს, ერთ წიგნში თავი მოვუყარო ყველა მასალებს, დაწერილს 1941–1945 წ. წ. (სამამულო ომის პერიოდი).
2. „პოეზიის ხელოვნება“. ეს იქნება წიგნი, რომელშიაც ლიტერატურული მაგალითების სახით მოთავსებული იქნება ყველა მიღწევები, მე-XX საუკუნის ქართული პოეზიისა, რა თქმა უნდა, წარსული მიღწევების გამოყენებით... [ეს წიგნი, დააზუსტებს რა].
3. მიყვარს ზღვა. [ჩვენმა პოეზიამ ზღვის ტემა] ჩვენი პოეზია რვაასი წლის დუმილის შემდეგ, [მაინც მოახერხა ზღვის თემის დაფუძნება]. ისევ ეხმაურება ზღვას... [შემდეგი იქნება] ეს უდიდესი მნიშვნელობის საქმედ მიმაჩნია.
4. ვმუშაობ ნაწერების V, VI და VII, VIII და მე-IX ტომებზე.
აი, მოკლედ ყველაფერი...

*
[შენ არ უხრიდი] ჩვენ არ დავუთმობთ გზას არასოდეს,
[მოუხმობს] [რითაც] თანამედროვე გზა სადაც მიდის,
და პოეტს მარად უნდა ახსოვდეს
[დიდი [უდიდეს] ქართული ლიტერატურის]
გზა პოეზიის ქართულის დიდის.

პატიოსანი და თავმდაბალი,
მსგავსი მეორე არ მეგულება,
პოეტს ყოველთვის თან აწევს ვალი -
ერთხელ არჩეულ გზის ერგულება.

საერთო გზასთან რაა პირადი?