შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-555-7 - 1946 წელი


1. ფიქრი აკადემიის ბაღში; 2. მოწამე ხარ შენ, საქართველო; 3. აფხაზურად თავმოკრული; 4. ნავთსადგური; 5. 17 მაისი, 1946 წ.; 6. ის ევკალიპტი.

*
- ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - ერთხმად [დაიძახა მაგიდამ,] იძახდნენ ინსტრუქტორ-ბუღალტერი, რევიზორ-ბუჰღალტერი  და უფროსი ბუჰღალტერი. სამივენი ერთმანეთსა ჰგავდნენ, როგორც სამი გოჭი. სამთავეს სამი შამპანიური ბოთლი ედგათ წინ, თვითეულს თითო ბროლის ჭიქა ეჭირა ხელში.
- აქეთ-იქით გამარჯობა! - დინჯად მიესალმა ყველას დარბაისელი ძველი მოქალაქე.
- ვიინც მოუვიდა - გაუმარჯოს! - დაიძახეს ახლო სუფრაზე მჯდომმა აისორებმა.
- სულ ყველას გაგიმარჯოსთ - აქეთ-იქით გამარჯობა! - ამბობდა სახეღაჟღაჟა ძველი მოქალაქე.
- შენ რა აქეთ-იქით გამარჯვებასა ამბობ. ჯერ აქეთ მოდი, ერთი შენებურად დაგვლოცე, - სთქვა რევიზორ-ბუღალტერმა.
- ღვინო მიირთვი, სედრაკ! - დაუმატა ინსტრუკტორ-ბუღალტერმა...
- დაგვილიე ღვინო! - მიმართა უფროსმა ბუღალტერმა.
- იცოცხლეთ, გაგიმარჯოსთ - ხელში აიღო ჭიქა სედრაკმა. ერთი ამოიხვნეშა და ასე დაიწყო...