შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-548-3 - 1946 წლის შემდეგ


1. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრება გიგანტიური ნაბიჯებით მიდის წინ. ნაწარმოები, ორი წლის წინად რომ წარმოადგენდა რაიმეს, ეხლა უკვე მოძველებულია. შადურმა სთქვა: გვადი ბიგვა უკვე ისტორიას ეკუთვნის, იგი თანამედროვე აღარააო.
2. ასევე შეიძლება ითქვას ქართულ ჰიმნზედაც. იგი უკვე მოძველებულია. იგი შეიძლებოდა დაწერილიყო 1921 წელს (მაგრამ დაიწერა 1946 წ.), 46 წელშიაც იგი უკვე ძველი იყო (ეს ჰიმნი უფრო გვადი ბიგვას ხანას ეკუთვნის).
3. მუსიკას...

საბჭოთა საქართველოს ჰიმნი
იდიდე მარად (1) ჩვენო სამშობლოვ,
გმირთა კერა ხარ გაუქრობელი (2, 3);
არაა ეს ქართული. უადგილოა „კერა“, არ არსებობს ასეთი გამოთქმა ელეკტრონის ხანაში.
ქვეყანას მიეც დიდი სტალინი,
ხალხთა მონობის დამამხობელი (4).
შენი ოცნება ასრულდა (5),
შენი ასრულდა ოცნება...
რისთვისაც სისხლი (6) ღვარეო;
არაა საჭირო სისხლი.
აყვავდი (7), ტურფა ქვეყანავ,
იგივეა: შენ როსღა აჰყავდები - არა სჩანს დრო!
ილხინე (8), ქართველთ მხარეო!
იხარე? ილხინე - Для <веселья и кутежа> лирика мало оборудована.
დიდი ოქტომბრის შუქით (9) ლენინმა
რატომ არა სხივით? შუქი მთვარისაა.
შენ გაგინათა მთები ჭაღარა (10),
სტალინის სიბრძნემ ძლევით შეგმოსა (11),
Неудачное выражение.
გადაგაქცია მზიურ ბაღნარად (12, 13).
როდის არ იყო საქართველო მზიური? დ - რითმა??
მოძმე ერების ოჯახში
დამკვიდრდი, გაიხარეო (14);
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ქართველთ მხარეო!
Тавтология.
უხსოვარ დროდან (15) ბრწყინავდა შენი
სიტყვის წარმოება არ ვარგა.
აზრი, ხმალი და გამბედაობა,
დღეს შენს დიდებას, ნათელ მომავალს
სჭედს სტალინური წრთობის თაობა (16).
საბჭოთა დროშა დაგნათის
მზესავით მოელვარეო (17),
დროშა ფრიალებს და არ ანათებს.
აყვავდი, ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ქართველთ მხარეო!
18. დატეხვა ლექსის? არაა საჭირო.
ტექსტი: ალ. აბაშელის და გრ. აბაშიძისა. გ. ტაბიძისა.