შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-176 - 1946 წელი


რევაზ მარგიანი - ლექსი „ქართველი ბავშვები“.

საბავშვო ლექსები:
საბავშვო ლექსები - რიცხვით 50. სტრიქონი - 1400.
1. მგელი და ცხვარი.
2. ბავშვები სამოქალაქო ომში - I-ლი ტომიდან („ეპოქა“-ში).
3. მწყესი (ოქრო აჭარის ლაჟვარდში).
დაბრკოლებანი.
19/IX - 1,720.

*
საჭეთმპყრობელი (Рулевой).
- ეშტუზის ღელე.
- კამეჩის მაწონს მეტი ცხიმი აქვს.
- მეგობრებში და მეზობლებში კი მაქვს ბედი, სხვაში აფერში.
- აკაკი გუბელაძე შეექცევა საზამთროს. პოლონეთიდან დაბრუნებულა სამხედრო სამსახურში.
- ბავშებს თაფლი უყიდნიათ და მზეზე შეექცევიან: გარს გუნდ-გუნდად ეხვევიან ფუტკრები.
- ქართული არ ვიცი! - ამბობს აფხაზი გლეხი.
- თამარ დედოფლის შეხედულება ჰქონდა, მარა ახლა?.. (ებრაელი).
- მკვდარს რა გამოაბრუნებს?
- იყიდეთ მელანი! ვინც კი იყიდა, ყველა პროფესორი ან აკადემიკოსი გამოვიდა.
- ბიჭად - ბიჭი კარგი ხარ, მაგრამ წელში ხარ გლახად გამოყვანილი.
- რაც დედა, რაც მამა, ის შვილი.

*
- რა ღირს შენი სულგუნი, მეგრელო?
- ასი მანეთი, ჩემო ბატონო.
- ასწონე ერთი კილო...
- ავწონიდი, რომ საწონი მქონდეს... (მიიხედ-მოიხედა). არც არავისა აქვს ახლო?!
- კაცო, ასი მეგრელი ხართ და ერთი სასწორი ვერ მოიპარეთ! (სიცილი).
- ჩვენ რა, მეგრელები ცხენს ვიპარავთ და გურულები ბანკებსა და რკინის გზებზე ესხმიან თავს. რომელი უკეთესია? ერთი გერასიმე იყო ფოთში - პალიასტომთან. კარგი მონადირე იყო. თვითონ კი არა სჭამდა ხორცს. პალიასტომთან ნავიცა ჰქონდა.
ერთხელ ფოთში 4 გურული შევარდა ბანკში. ჩაჰყარეს ტომრებში ფული, მაგრამ გამგე თურმე მიმალულიყო და პოლიციას შეატყობინა.
როდესაც ბანკიდან გამოვიდენ, სტრაჟნიკები დახვდათ: ატყდა სროლა. ერთი თავდამსხმელი მოჰკლეს. გურული მივარდა მოკლულ ამხანაგს, თავი მოსჭრა (რომ ვერ ეცნოთ), ხურჯინში ჩააგდო და მიუშვა ცხენს სადავე... ფულიც თან წაიღო. გერასიმეს ნავი აუშვა პალიასტომთან და გაღმა გავიდნენ.
აგერ კიდევ: გურულები თავს დაესხნენ გემს: კაპიტანი და მეზღვაურები ძირს ჩაჰყარეს და გემი გაძარცვეს...
- ეხლა შენ მეგრელებს ამტყუნებ - ერთი სასწორი ვერ მოიპარესო! არა, მამა, არა!

სოხუმი - დრანდი
(20 ოკტ. 1946).
- უჩა ტანისამოსი.
- ავტობუსში ბევრია შავებში ჩაცმული (მგლოვიარე) მეგრელი ქალები. და მათ ძლიერ შვენისთ მგლოვიარება.
- დიდებულია მეგრელების ზრდილობა - როცა ისინი ერთმანეთში საუბრობენ, მუდამ ისმის ხალისიანი სიტყვები. როცა ერთმანეთს ეხუმრებიან - კიდევ უფრო საინტერესოა. გახსენდება მამია გურიელის სიტყვები: „და ტკბილის ენით - მეგრულით უყვარს ჩემი გაჯავრება“.
- კილასურის ხიდი, კედელი.
- გულრიპში.
- ნოდარ, შენ იქ გადადი. ქალები.
- დაკეტე კარები..
- დრანდა „ტრიანდა“ ბერძნულიაო.
- სად მიდიხარო! სადაც სამი ბერი.
- Почему называется „Дранда“?
- А я не знаю.. А вот Кутаиси я знаю почему называется: крутые горы – подъ¬¬емы – Крутаиси – там весь город крутой вокруг одного бульвара…

დრანდი სრულიად გაპარტახებულია.
კლუბად გადაუქცევიათ ეს უუძველესი ისტორიული ნაშთი.

ნავსადგურში სდგას ლამაზი ანძებიანი ძველი პატარა გემი სახელად „ამ¬რა“.
- რას ნიშნავს ამრა?
- აფხაზურად მზეს.
- მზეს.
- სხვ. საკითხები ხომ არა გაქვთ რა? - მიმართა <ბეზვარმა> ქალიშვილებს.

*
კომკავშირის №13. ეზაკელი. სახლების „მაკლერი“.

* * *
მეგრს გურული ეკითხება:
- მეგრელო, ვისი კაცი ხარ; მითხარი, თავი ნუ მოგიკვდება.
- ვისი უნდა ვიყო, პარტენი, ვისი ვარ და ჩემი თავის...
- ისემც კარგი მოგივა, კარგი პატრონი შენა გყოლია!
- აბა, შენ, გურულო, ვისი კაცი ხარ, მითხარი, მამა ნუ წაგიწყდება.
- ვისიო? რავა მეკითხები მაგას... ვისი ვარ და ქვეყნის, ხალხის, ძმობის, ერთობის და თავისუფლების. თოფის, ფიშტოსი, მაჭახელაის, ბურთის, მოედნის, პარტიის.
- ვაი, რას ამბობ, გურულო! კაი „კახპა“ დედა გყოლია, თუ ყველა მაგათი კაცი ხარო.

*
დრანდა.
23/IX-46.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას აქვს ბაღი, რომლის მსგავსი - მეორე არ არსებობს საბჭოთა კავშირში... ის არის პირველი უპირველესთა შორის, პირველი თანაბართა შორის... ასეთი ბაღი აქვს ჩვენს აკადემიას. როდესაც იტყვიან: რომელ ბაღს აქვს ყველაზე მეტი იშვიათი ლორა  დაასახელებენ ჩვენი აკადემიის ბაღს; როდესაც იტყვიან უკეთეს ადგილმდებარეობას კიდევ დაასახელებენ ჩვენს ბაღს. სირცხვილიც იქნებოდა, პირველი ბაღი  საბჭოთა კავშირისა, არ ყოფილიყო საქართველოს ტერიტორიაზე.

24/IX-46.
ჰაეროპორტი - შესანიშნავი გადაფრენა ტფილისში. ტეოფილ გოტიეს "Сим¬фо¬ния ярко-белого" - საათნახევარის შემდეგ ტფილისში ვართ.

Левитас Чхартишвили.

*
I მოქმ.
კაფე. ქალი მიდი-მოდის.

აფხაზეთის და სახელგამის წიგნი.
ჩვენს განკარგულებაში დავიტოვოთ 7 დღე, ე. ი. (25 სეკტ. 1 ოკტომ. სამშაბათი).
1. ერთხელ კიდევ გადათვალიერება და შემოკლება აფხაზეთის წიგნის მასალის.
2. მოლაპარაკება ბ. ჟღენტთან.
3. ჩაემატოს ახალი ლექსები.
მეორე საქმე პარალელურად. შედარება VI ტომის დედანთან.

1. ნ. კიკნაძე - საქმე ხელშეკრულების და წი. (ზევიდან დავუძახოთ.).

ქინძი. კინწი. კოკორახი.
კიწი - იცი. ფიცი, მტკიცი.
კიწის - მიწის. კვიცი.
კიწია - მიწი. ცოდვამ გიწია. კი - ბიძა. ბიძია.
კიწიმა - კიწვიმა. ააციმციმა. ხრინწი. ხიწვი. მამლაყინწითა. მიიზიდა.

*
25/IX-46.
1. აბაშელის წიგნი თითქმის მზადაა.
2. გრიშაშვილს აკადემიაში ირჩევენ.
3. გამსახურდიას წიგნი 40 ფორმა დაჩქარებით იწყობა.
4. 3 ოთახი გრიბოედოვის თეატრში.

*
„იმუშავეთ, ვირებო,
ჭამეთ, ბრიგადირებო“.
კოლმეურნეთა ხალხური სიმღერა

* * *
1. ვით ყავისფერი დროშა -
2. [აქანებულა] შენ გეხვეოდა ფარდა, -
3. [შვენის] როცა მარჯვენა ლოჟა,
[ქრიზანტემათ და ვარდთა.]
[ორკესტრი ჯერ არ იწყებს]
ჭიანურების...

1. ძალიან გამიხარდაო.
ხუციშვილი სახელგამში.
კიწის კონცერტები.
წინასიტყვაობა - გ. ჯიბლაძე, 1. ლორთქიფანიძის ლექსი. 2. შ. ნავთლუღელი - ლექსი.

* * *
რა მშვენიერ ჰანგებს მღერის კიწი.

*
საბავშო წიგნისთვის:
1. მამულო სიცოცხლეო. 2. მშობლიურო ჩემო მიწავ. 3. გამარჯვება (9 მაისი). 4. ცხენი. 5. ადგილები ამირანი. 6. ბავშები კაფეში (რუსთ. შ.მდე). 7. პიამა ნატროშვილი. 8. მფრინავი გასტელო. 9. ბავშები ზღვაზე. 10. პოეტის ძეგლი (ბავშები მოვლენ). 11. ელგუჯას დაბრუნება. 12. დასვენება (აჭარის წიგნი). 13. იავნანა. 14. სამოქალაქო ომის დროიდან. 15. ატმის ყვავილები. 16. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. 17. სპორტი (კალათბურთი და სხვ.).

„Известия“-ს 1945 წლის კომპლექტს აკლია:
1. Январь №25;  2. Февраль ყველაა; 3. Март №№57, 58; 4. Апрель ; 5. Май ; 6. Июнь (ყველაა). 7. Июль №161; 8. Август №189, 192; 9. Сентябрь ; 10. Октябрь ; 11. Ноябрь №289; 12. Декабрь №299.

Правда. 1945:
1. Январь ; 2. Февраль ; 3. Март №№62, 63, 64. 4. Апрель №87; 5. Май №№120, 121; 6. Июнь ; 7. Июль №164, 181; 8. Август №№186, 188, 195, 199, 207, 208; 9. Сентябрь ; 10. Октябрь №256; 11. Ноябрь №271; 12. Декабрь №303.

Заря Востока:
1. Январь; 2. Февраль; 3. Март; 4. Апрель; 5. Май; 6. Июнь; 7. Июль; 8. Август; 9. Сен¬тябрь; 10. Октябрь; 11. Ноябрь; 12. Декабрь.
„კომუნისტი“:
1. Январь №9; 2. Февраль ; 3. Март №42, 54; 4. Апрель ; 5. Май №91, 106; 6. Июнь №29; 7. Июль №137; 8. Август №152, 163, 166; 9. Сентябрь №212, 213, 214; 10. Октябрь №№196, 204, 210, 211, 212, 213, 215; 11. Ноябрь №216, 227, 232; 12. Декабрь №№237, 238, 250.
აკლია: №№137, 113, 227.

Лит. газ. всего – 52. будет – 47 вып. Нехв.: 4, 18, 21, 22, 46.
ლიტ. და ხელ. სულ – 34. აკლია ხელოვ.: 4, 16, 23, 25, 28, 32, 27, 25, 38, 42.
Сов. Искусство – полное.

1945.
„Правда“ - 4. „Известия“ - 4. „Заря В.“ - 4. „კომუნისტი“ - 16. „ლიტ. და ხელოვნება“. „Литературная Газета“ - 19. „Искусство“.

Москва.

21. X. 46.
მეეტლეს – 40. საუზმე – 60.
აფხაზეთის წიგნი. 38 000. 17 500.

ტეხნიკური დირეკტორი - სახელი, მამის სახელი და გვარი.

ბევრ ხმელ შეშას ცოტა ნედლიც უნდა შეაყოლო.

*
- ერთს კაცს ქიზიყში აწყენინეს და გურიაში გული მოუვიდაო.
- [ერთმა კაცმა ტფილისის სადგურზე] ქიზიყელმა სიღნაღში მეორეს ბეჭი გაჰკრა  და ბაქოში ბოდიში მოიხადაო...
- ადგილის კურდღელს ადგილის მეძებარი დაიჭერსო.
- ახალი რითმებია, არა?
ნაძალა დევი, დასძალა დევი, ღამე ნათევი, თავი დასდევი.
საბურთალო, შენაბურდული, ენა მურტალო, ნაქურდალია.

[ტიმოთეს] ეგვენას ბაღი
იგავ-არაკი
[ერთი ბაღი იყო <... ... ...>]
საყვარელს <...> უვლიდა.
              [ვინმე რეგვენი]
იყო მებაღე - და იმ მებაღეს -
              ერქვა - ეგვენი.
ბაღს აქვნდა სახეს
              ვინმე რეგვენი -
ვინმე მებაღე. და იმ მებაღეს
              ერქვა ეგვენი.

*
საქაღალდეები. 46 + 50 + 21 = 117.

В костюме, выкроенном Вами,
[Я здесь] [Меня художник]
[Костюм, который вы  мне]
В костюме выкроенном Вами,
Я в книгу эту...

*
სახელგამის წიგნისთვის:
1. სათაურები არც ერთს ლექსს არ ექნება. არცა აქვს.

3-29-86 - მდივნიშვილი.
ნიკო - კიკა. ჭეიშვილი. ენგელსის 19. 9. 1 საათზე.

*
ვერის ბაზარი.
ერთჯერადი გამოსაღების განაკვეთი (Ставка разового сбора) 1 დღის ვაჭრობისათვის.
1. ავტომანქანიდან და საზიდრიდან გაყიდვის დროს - 25 მ.
2. საპალნიან ცხოველებიდან - 8 მ.
3. ხელზე, მიწაზე, ფარდულებში, კალათებში, ხელსაზიდებში, მაგიდაზე დარკ. - 8 მ.
4. თითო სულ მსხვილფეხა პირუტყვის - 25 მ.
5. წვრილფეხა - 10.
6. შინამრეწველურ და ხელოსნურ რეწვის წარმოებისათვის - 8 მ.
14/IX-46.

*
„მნათობში“ - შეცვლილია გალაქტიონი გალაკტიონად - წვრილმანია, მაგ¬რამ...

თხზულების თხზულებანი.

*
ქიზიყელ შანშიაშვილსა,
მეწისქვილესა სანდროსა,
ზოგი ეძახის სანდრუას
და ზოგი ალეხანდროსა.
ლექსებსაც[ა] [წერს] იღებს, დრამასაც,
მინდსაც აყოლებს ამ დროსა...

*
წაბლი, ძველი ხახვი, ახალი, გაწურული მაწონი, ბროწეული, ქართოფილი, პიმპილი, ინდის ხურმა, ყურძენი, სოკო მაჭუნკარა, ყურძენი, კიტრი, პამიდორი, კვახი, ადესას ყურძენი, ნიორი, ოხრახუში, ქინძი, წითელი ჭარხალი, სტაფილო, მჟავე კიტრი, შაშკვლავი, ცერეცო, პრასი, უცხო სუნელი (ზაფრანა), მჟაუნა, ასკილი, ჭყლიტი ლობიო, პატრიჟანი, თვის ბოლოკი, თეთრი ბოლოკი, მაჭარი, ზეთის ხილი (ლურჯი და ყვითელი), [აჟიკა] აჯიგა (აფხაზური), ქონდარი. სუსტი ბგერა, „აჟიგა“.

*
ნ. ბასილაია და ტ. ქეცბაია. ქართული ლიტერატურა არაქართული სკოლების IX კლასის. მოწონებულია საქ. გ.
სახელგამი - სოხუმი. 1946.

*
Сухуми. Обком. Тов. Тускадзе.
Не успел зайти. Сдал книгу. Заранее приношу благодарность за [скорое] ее издание. С товарищеским искренним приветом Галактион Табидзе.

Сухуми – Союз Писателей. Товарищу Бгажба Хухуту Иосифовичу.
Не успел повидатся. Сдал книгу.
С товарищеским приветом Галактион.

Сухуми. Союз Писателей. Народному поэту Дмитрию Гулия.
Не успел повидаться. Привет от наших. Сдал книгу. С искренним приветом уважающий Вас Галактион Табидзе.

Сухуми. Госиздат Абхазии. Писчику.
Выехал, не успел повидаться. Надеюсь в Тбилиси встретиться. Галактион Та¬бидзе.

*
ტელეფ.:
აბაშელი  3-89-70. აბაშიძე ირ. - 3-69-75. აბაშიძე გრ. - 3-69-25. აფხაიძე შ. - 91-94. ალექსიძე მ. - 34-33. აბრამია პ. - 20-37. ასათიანი ლ. - 26-10. ბენაშვილი დ. - 3-06-84. ბარამიძე ა.  91-38. 28-67-11. ბარათაშვილი მ. - 85-91. ბელიაშვილი აკ.  47-63. ბობოხიძე კ. 3-52-70. ბუხნიკაშვილი გ.  77-26. გამსახურდია კ. - 08-11. გვეტაძე რ. - 73-18. გომიაშვილი ალ. - 69-48. გრიშაშვილი ი. - 38-11. გორგაძე ვ. - 72-51. დადიანი შ. - 03-74. დანელია ს.  64-05. დარასელი ვ. - 68-25. ეული ს. - 63-55. ელსნერი ვ. - 97-31. ერისთავხოშტარია - 39-69. თავზიშვილი გ. - 59-13. იორდანიშვილი  56-58. კალანდაძე ლ. - 83-86. კალაძე კ. - 82-92. კინწურაშვილი - 76-31. კეკელიძე კ. - 11-55. კლდიაშვილი ს.  06-32. ლეონიძე გ. - 67-38. ლისაშვილი ი. - 62-94. ლორთქიფანიძე კ. - 77-53. ლორთქიფანიძე - 32-88. მაშაშვილი ალ. - 11-52. მელიქსედბეგ - 41-66. მიქავა ნ. - 21-97. მიქელაძე მ. - 58-92. მოსაშვილი ი. - 90-52. მრევლიშვილი მ.  42-93. პოლუმორდვინოვი ე. - 44-24. ჟურული ვ. - 20-49.
ჟღენტი ბ., რადიანი შ., სულიაშვილი დ., სამსონია ა., ფაშალიშვ., ქორქია რ., ქუჩიშვ. გ., ქუჩუკაშვილი, შანშიაშვილი, შენგელაია, ჩაჩიბაია, ჩაჩავა ნ., ქუთელია ა., ჩიქოვანი ს., ჭიჭინაძე კ., ჭილაია ს., ჭუმბაძე ა., ცაგარელი გ., ჯიბლაძე გ., ჯაფარიძე მ., ჯანელიძე დ., მაშიფ. ა.
3-04-64 - „მნათობი“.
შანიძე ალ., ატრიანი, ქიაჩელი ლ., ურუშაძე ვ., მ. ჯაში.
საბჭოთა მწერალი, კომუნისტი, ზარია ვოსტ., სახელგამი, ბუღალტ., საბლიტგამი, მთავლიტი, ნიანგი, ლიტფონდი.
შარიას მდივანი - 3-06-72.
ჭილაია - 3-66-60.
ვაჭრობის კომისარიატი: მდივანი, ბარნოვი.
რკინიგზა: სადგური, ცნობათა ბიურო, მთავრობის ოთახი, საჰაერო ფლო¬ტი.
ხელოვნების სამმართველო: შადური, რეპერტკომი, ვ. ხატიაშვილი.
მუზეუმები: „ლიტ. მუზეუმი“, „მეტეხის“, საქართველოს, სათეატრო.

*
კალამი, კალამი, კალამი!
Онегин - XXIV, глава 5-ая.
Веспер - планета Венера. Она бывает видна на небе либо вечером, либо ут¬ром. Древние считали ее за две звезды - вечернюю (Веспер), утреннюю (Люци¬фер).
Пушкин ошибочно называет здесь - утреннюю звезду - Веспером.

*
პავლე ინგოროყვა და კ. ჭიჭინაძე.
ახალკაციშვილი ვასო. „კომუნისტი“.
ვაკე. ბარნოვის ქ. №82 კლიმიაშვილი.

*
Каркас для кафельной плиты.
Плита. Готовы <...жек> для передвиж. плиты. Система Арзрумян.