შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-175 - 1946 წელი


გ. ტაბიძე. №5. ნახული, გაგონილი, ამონაწერები, დაკვირვებანი.
დიონი - რომაელი მჭერმეტყველი და ფილოსოფოსი. სცხოვრობდა II საუკ. ქ. დაბ.

სალამი პარიჟს (47), ბერალის ქუჩა (55), მარსელი (69), შეფფილდი (70), ქა¬ლაკქისა (60), პა დე კალე (61).

„მაღალ-მხატვრული“.

*
პროფესსორები.
პროფესსორი ქუჩაში ეუბნება ლენინგრადიდან ჩამოსულ მეგობარს, მასაც პროფესსორს:
- Ты пока не уезжаешь? Навести меня до отъезда, пожалуйста, в консерватории.
- Да, но как тебя узнать и найти в консерватории, там, ведь, масса народу!
- Да, меня же легко узнать: я ведь без ордена и в галошах…
ჰმ!

„ჩერნობურკა“.
სამხედროების ცოლებიო იმდენ „ჩერნობურკა“-ს იცომენ, რამდენიც მათ ქმრებს ორდენი აქვთო: თუ ერთი აქვს - ერთს, თუ ორი აქვს  ორს, თუ სამი აქვს სამს, თუ ცხრა აქვს ცხრას და ასე შემდეგ.
მაგრამ დახეთ მათ გაოცებას: შემოვიდა გენერლის ცოლი სრულიად უჩერნობურკოთ. აღმოჩნდა, - აი, რა. გენერლის ცოლს ჟაკეტს ქვეშ გაუკეთებია საორდენო ნიშნები, და ქვეშ კი ცხრამეტი მელის პატარ-პატარა კუდი ჩამოეკიდებინაო.

*
აბაშელი. გრიშაშვილი. ქუჩიშვილი.

სიმ.
ჯერ აბაშელი, მერე გ. ტაბიძე.
დეე, მეტი...
უბრალო თვალები გაბრიელმა დაუბრიალა...
მზეს ძაღლები კუდებს უქნევენო.
იწრიალა ძერასავით, იწრიალა, იწრიალა და ბოლოს მოვიდა.
„კომუნისტის“ რედაქტორი ნანიტაშვილი. ლექსები.
ძერასავით იწრიალა, იწრიალა.

1. რიფსო, 2. ჩაჩავა, 3. ჩიქოვანი, 4. ლომიძე. ამას ორი, 5. აფხაიძე, 6. ნ. კეცხოველი, გ. ჯიბლაძე, ი. მოსაშვილი, ასტვაცატუროვი, ბღაჟბა, ი. აბაშიძე.

*
 [გნოლია - მაგნოლია.]

* * *
სინამდვილე და ოცნება
ეს არწივი და გნოლია.
სად[აც] მუხა ცად იტყორცნება -
იქვე სუნთქავს მაგნოლია.

*
8/IX-46.
ლორიას სიტყვიდან:
საკვირველი იყო ის სენსაციები, რომელიც წინდაწინ მოუწყვეს ახალგაზრდა მწერალს ანა კალანდაძეს და ეს მაკვირვებს მით უფრო, რომ ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც იყო ილია, ვაჟა და სადაც არის გალაკტიონი.

*
Авехатров.
უყანყრატოსა - სამტროსა.

პინამ - მინას, მინამ - პინას. მინამ - პინას.

*
1. იმერელის მონოლოგი.
2. შანშიაშვილი სანდრუა.
3. პინა და მინა.
რუქა.
სიმპ. სახის უსაქმო კაცი.
პირველის ნახევარზე 9 სეკტ. შარია.
ნაპირებზე თეთრი ნავი.

მაშაშვილი, გრ. აბაშიძე, ირ. აბაშიძე 2. საკუთარი თავისავე აუდიტორიაში.
პეიზაჟური პოეტ. ლოღიკა. სახე არა...
ხულიგნების გამოსვლა.

ლატვიის დელეგატი იანის ეპლუდი. ედდე - ოგნეც...
ქრონიკა „იავ-ნანა“.

500 ცალი.

[შენიღბული ღამე]
[სადაც ჩქარი ხმაა ზვირთის
და ჩხრიალი დაბახანის.
სუნი ხავსის და გოგირდის,
დარდი აღა-მაჰმად-ხანის].

[მოგონების დროა] ჩქარი დენა ზვირთზე ზვირთის,
ყრუ ჩხრიალი დაბახანის,
სუნი ხავსის და გოგირდის,
თვალი აღამახმად-ხანის.

ბანი [ძველისძველი] წელში მოხრილ სახლის,
სპარსული ხმა და დივანი.
ნარიყალა და ირაკლის -
[დიდებული] ძველებური აივანი.

ყოველივე [ეს ამ] ღამემ სმენით
სურს მიინდოს და [დააღძოს] დაღალოს,
წამოვიდეს ციდან ფრენით,
და ყუმბარა დაახალოს.

1946 წ. 11 სეკტ.