შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-173 - 1946 წელი


8 არის ორშაბათი. 1 პარ.
შეხვედრა. საქართველოს სახალხო პოეტთან, აკადემიის ნამდვილ წევრთან გალაკტიონთან.
I. მოხსენება ბესო ჟღენტი. [II. მწერლობის გაძახება].

*
კახური ღვინით დავითვერ,
სამი დღე ვეგდე ლაფშია,
ამწიეს, გამამიყვანეს,
დამაგდეს დერეფანშია.

„სალამი ღვთისაა“.

*
ილო მინდიაშვილი. კახელი.
 
- რატომ სტკივა თვალები.
- მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში სტკიოდა.

ეს ქვეყანა ომისაგან განადგურდა და დაეცა. შვილს <...> ეძებს, ფრონტზე <მა¬გა...>.
                                            ძველ ისტორიას
                                           აშვენებს - აკაკი
                                           და ახალ მწერლობას
                                           გალაკტიონ ტაბიძე.

*
Мама и папа! Вы обещали мне купить подарок.

აწერია ბესო. ბესლეტი. „ბესლა“.

1946 წლის 1/IV-მდე პოეტ ტაბიძისათვის ერთი ცალი ფინიკის პალმა. თუ¬თაშვილი.
კინო სტუდია. ტელეფონი 3-28-86. კინო რეჟისორი ალავიძე ვარლამი. კი¬ნო ოპერატორი არზუმანოვი ლევანი.

*
ამ სიტყვით ვამთავრებ
ამ ამბავს, ამ იგავს,
ან ლექსი, ან სახე,
სოსოსას რა მიგავს!

* * *
თანაბრად ტრიალებს
მიწაცა და ცაცა -
ორივე უგულო,
ორივე ბაცაცა.

დამშვიდდი, ბულბულო,
დამშვიდდი, გუგულო!
ცავ და დედამიწავ!
უსულო, უგულო!
გ. ტაბიძე

გიორგის
ვერასდროს ვერ დავიჯერებ:
მითხრეს, გამხდარხარ ავადო.
ბულბულო მეგობრობისა,
და პოეზიის თავადო!

ვერასდროს ვერ დავიჯერებ,
რომ შენი ლექსი მქუხარე
იყო, არის და იქნება:
[შენ გზას რომ არ გადუხარე]
გზას მაინც არ გადუხარე.

თუმც, ჰაი, ჰაი, გიორგი!
ქვეყნად ბევრია ობობა.
ყ...საც ვერ მოგჭამს ვერც მტერი,
ვერცა რამ ავადმყოფობა!

*
ადრიატიკა. ადრიატიკა.

ძუძუთ დედა
აზრით ერთნი... ერთად მე და
თამარქალი, ძუძუთ დედა.

საქართველოს აერთებდა -
თამარქალი - ძუძუთ დედა.

*
არ მეტირება, კალე! მაგრამ ვგოდებ.

               მე არ მინდოდა
               შენთვის გამხელა,
               თვალის გახელა
               და... მაჭახელა.

*
კვლავ შეგვახვედრებს გამარჯვება.
1. ჩვენი მუხის ხე ჩვენთანაა, ვით ძველის ძველი (სიყრმის) მეგობარი (იგულისხმება ლექსი „მუმლი მუხასა“, რომელსაც მღეროდნენ ომიანობის დროს).
2. მოგონებები შეკრებათა მისი ხავსია... (სიძველე ხავსის),
3. რომ ეტმასნება ტოტს მონდომებით.
4. აჰა, სინათლემ კავკასიის დაჰფარა ქედი.
5. გზა გამარჯვების!
დაიცავი შენი ქვეყანა.
შენი ქვეყანა გევედრება
დიდის ვედრებით.
ოპტიმიზმია, როგორც პირველ ლექსში.

ჰე, მამულო.
1. მომაკვდავი გმირი, რომელიც ამბობს: „სამშობლო უპირველეს ყოვლისა!“
2. „მამულს გული უპირველეს ყოვლისა!“
3. წამლად იქნეს ყოველ დაჭრილ გულისა გამარჯვება! უპირ.
4. საქართველოს მკერდი ორდენოსანი - უპირველეს ყოვლისა.

ფიცი.
1. თასს სადღეგრძელოს ხელში ვიღებ.
2. მარად ერთგულის გრდემლის.
3. კალმის -
4. ხმლისა და
5. გუთნის!
6. ძმად შეფიცვა.
7. „ქართლის ცხოვრება“ - წიგნი ქარიშხალში.

კავშირი გულთა შორის.
1. კავშირი გულთა შორის.
2. „გზა გვქონდეს გამარჯვების არა ერთის და ორის“.
3. ძველო ასპინძის ველო!
4. ძველო ციხეო გორის!
5. დიდო არმია!

ისტორიის ახალი გვერდი.
წიგნის გვერდი წარწერით.
ისტორიის ახალი გვერდი.

ჩანგო ვით წინათ.
1. ჩანგი.
2. საქართველოს მზე.
3. დაუღალავი განაგებს ხელი.
4. ხუთწლედი.
5. „აშუქებს შრომა და მხოლოდ შრომა“.
6. მხატვრული გრძნობა.
7. მეცნიერება.
8. პოეზია.
9. სხვა რესპუბლიკებს მხარდამხარ უდგას.
10. სად ეჯიბრება სართულს სართული.
11. მეომარი.
12. კიდევ ჩანგი.

იავნანა.
1. ქართველი დედა აკვანთან შორს მყ.
2. შენ ჩემი ხარ ბიჭი შავ.

შუქი აღმოსავლეთით.

* * *
ჩემი ლექსების გულო! ნუნას სურათო კარგო...
სტუმრად მოსული მგოსნის საუკეთესო ქარგო.

გახსოვს შავი ზღვის ის არე, <ქარიშხალო და სულო>
ნუნას სურათო კარგო, ჩემი ლექსების გულო.

*
ეული! დაჭრილი
           იმ იმედებით!
[გალაკტიონით სავსე]
გული! ოდესმე
          სავსე გედებით.
არასდროს აღარ
          გამიმთელდება.
იგი თავდება,
          ყოფნით ბნელდება.

მოწამე ხარ შენ, საქართველო.
უჩასართველო. გასართველო. გასაქარველო. სასარკმელო. დამრთველი. გუ¬ლის სარქველო.

9 ივნისი - ნუნუ.
г. Сухуми, ул. Могилевская 22. Бгажба Х. С.

კავკასიონი. 1. ენციკლოპედია - Кавказ. 2. მეგზური.

წიგნი. კრავატი. ფეჩი.
იყო ახალუხი. იწყება ჩექმებით და ქუდით, ნაბდით. იქვეა ნაბადიც. ჩოხა-ახალუხი. ქილებით.