შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-30 - 1941-1945 წლები


                                             მებრძოლი ხალხისთვის

გვწერს მებრძოლი [ზაქრო დოლიაშვილი] ფრონტიდან: „თავს დავდებ ხალ­­ხისთ­ვისა“. ხალხი - დიადი შემოქმედია, ხალხი გოლიათური ძალის მფლო­ბე­ლია. მე მეჩვენება უზარმაზარი [კოლოსალური] გემი, ცხოვრების დასაბა­მი­­დან [მტვირ­თა­ვი] მზიდავი საკაცობრიო ტვირთის, რომელიც არასოდეს არ იძი­რება. ხალხი - გავ­ლილია უამრავ ცეცხლში. იგი - ფოლადია. ხალხი - თვით არის მჭედელი თავისი - სახალხო საქმის. ხალხი - დროის სვლასავით დაუპ­ყრო­ბელია, ხალხი - მუდამ გულ­გაუტეხელია. ეს არის კედელი, რომლის ფუძე გა­უტყრობელია. ეს არის გმირი, რო­მელიც მრავალ გმირთა მშობელი არის. ხალ­ხი - მადნის გადამდნობელი ლი­თო­ნია. ხალხი - ამყვავებელი მწირი მინ­დვრე­ბის, ხალხი დაუნდობელი და მკაცრი მტრებ­თან, ხალხი - რომელსაც:

„ბევრჯერ სიბრაზის ალი ნთებია მთელ
                                                  ძალ-ღონის შემოკრებამდე,
ჭიდილში მტერი უხეთქებია ცის წითელ ხანძრად ამონთებამდე...“
ხალხი კვლავ დაჰკრავს სისხლიან ტახტებს, ტახტებში
                                                  ცეცხლად ჩაელეწება,
ხალხი – სამშობლოს მებაირახტრე, ეხლაც რაოდენ დიდ
                                                  მსხვერპლს ეწევა.
ხალხი – მრავალი ტანჯვის ამტანი, მაგრამ მარადჟამს
                                                  გაუტეხელი –
ხალხი – ძლიერი ქარის ქროლაა, მთებზე ნისლების
                                                  გადამბერტყველი.
აი, რა არის დიადი ხალხი, – ხალხი – სტალინის ენით მეტყველი“.

. .