შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-14 - 1941-1945 წლები


სამამულო ომის პირველი დღე
მამულო, სიცოცხლეო (გვ. მე-7). საპასუხისმგებლო ლექსია.
1. დატა 1941 წ. 24 ივნისი.
2. სად დაიბეჭდა პირველად? საჭიროა გამორკვევა.
3. „სოცოცხლეო, [მამულო] სამშობლოვ, მტერი დაუნდობელი
რომ თვალს არ გაცილებდა, ვიყავ წინათ მგრძნობელი!“
(სად, რომელ ლექსშია ეს წინათგრძნობა).
4. დილის აღწერა:
აი, როგორ მოხდა ეს: ირიჟრაჟა თუ არა,
ალისფერმა სინათლემ ღრუბლებს გადაუარა,
ტყეში, სადაც ვიდოდა ტყის მკაფავი მცინარე,
ველად, სადაც ბაღებში ჩაფლულიყო მდინარე,
იყო დილა მშვიდობის და არ იყო ტკივილი –
ფრინველების გაისმა სტვენა, ჟივილ-ხივილი.
5. გადასვლა მშვიდობიანი დილისა, საზღვარზე მომხდარი ამბები.
აფრიალდენ საზღვარზე შავზე შავი სვავები –
ყუმბარათმტყორცნელები, მძიმე თვითმფრინავები!
6. რა სურთ?
- „სურთ, რომ გადმოანგრიონ ხალხის ნახნავ-ნათესი,
ქალაქები, სახლები, გზები უდიადესი“.
7. ვინ [არიან ისინი] არის ის?
„იგი მტერი ჩვენი და მსოფლიოსი მტერია!“
8. რა ელის მას?
„მაგრამ მის უგონობას ბედი არ უწერია!
და ამაოდ ტანკები იბრძვიან ყაჩაღებით,
ჩვენ მას უძლიერესი ცეცხლით დავეჯახებით“.

9. რა კი მძლავრობს ხალხის ხმა და სტალინის გენია -
ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვება ჩვენია!!!!!
10. ლექსი თარგმნილია რუსულად (ვისგან? სად დაიბეჭდა?).

სურათი პირველი: ცაზე ღრუბლები, რომელთაც ეპარება ალისფერი სინათლე. სჩანან უდარდელი ფრინველები.
მიწაზე ტყე - ბილიკი, სადაც მიდის ტყის მკაფავი. ტყის წინა ფონზე ბაღებში ჩაფლული მდინარე.
სურათი მეორე: ცაზე - იგივე ღრუბლები, მხოლოდ უფრო შავნი, მიწაზე, საზღვარზე... აფრიალდნენ შავზე შავი სვავები (დაიხატება საზღვარი).
სურათი მესამე: ცაზე შავზე შავი სვავები: ყუმბარათ-მტყორცნელები, მძიმე თვითმფინავები.
მიწაზე - ნახნავი, ნათესი, ქალაქები, სოფლები, გზები და მათზე ტანკები.
სურათი მეოთხე: დასკვნა.
„ვიცით, რომ საბოლოო გამარჯვება ჩვენია“.