შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-1 - 1945 წლის შემდეგ


ამ თეატრში ვიყავი 1918 წელს, იმ დღეს, როდესაც მოჰკლეს გრაფი მირბახი. ეს აკტი ჩაიდინეს მემარცხენე ესერებმა. თეატრში კი ისინიც მოწვეულნი იყვნენ დიდ ყრილობაზე - და დაპატიმრებულნი, მახსოვს იგი დღე. გარედ წვიმდა. კრება არ შესდგა. სპირიდონოვა ავიდა ტრიბუნაზე, არა, სკამზე, რომელზედაც იჯდა და დაიძახა: „Товарищи! Мы все арестованы! Споем же наши революционные песни“. ...ამღერდა პარტერის ნაწილი. გვიანამდე მღეროდენ. როდესაც გარედ გამოვედი, თეატრი გარშემორტყმული იყო წითელარმიელებით. ხუთ რკალად. მე გამატარეს.