შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-170 - 1945 წელი


№1. ნინოსაგან. 3 ლექსი. გალ. IV. ნოემ...

*
1. ამიერ-კავკასიის ხოხობი. Закавказский фазан.
2. კავკასიის ირემი (ბორჩალო. 1912).
3. კავკასიის მწვანე კოდალა. Зеленый дятел.
4. მტკვრის კურდღელი. Куринский заяц.
5. მესკია, ნიბლია. Parns major, major L.
6. ბოლოშავა. ნიბლია, სკვინჩა, ჩხიკვი, მალაღური.
ამიერკავკასიის ზღარბი, ფოცხვერი, როჭო (Тетерев), ტყის ბუ, ზარნაშოს ოჯახობა, ქვეარწივი (Пофор...), მთის შევარდენი, ქედანი, მიმინო, ქორი, ღობემძვრალა, ჭინჭრაქა, გულწითელა (Зарянка).

 *
რად,
რად გინდა მოწმე!

*
დავით თომაშვილი. დავით ბასილაძე.
                                      შენმა რჩეულმა მოწაფემ
                                     სალამი შემოგითვალა.

*
ბუმსმეტი. ბანკი. წვერის გაპარსვა. მოქანდაკე. დინამო. ცინკოგრაფია.

აბესალომის ნაამბობი:
1. მოხერხებული ოფიციანტი.
2. მოხერხებული შოფერი.
3. როგორ სარგებლობს ერთი კაცი სამი და ოთხი კაცის მიწის ნორმით.
4. მოხერხებული მეღვინე (დაძმარებული ღვინის ამბავი და ამბავი თავის დაძვრენისა).
5. მასწავლებელმა შესჭამა მოწაფეთა „პოვიდლო“. იგი გაამართლეს. ვინც ეს საქმე გამოუძებნა, ის ცილისწამებისთვის სამართალში მიეცა და მიუსაჯეს... წელიწადნახევარი. ეხლა ის მასწავლებელი საარჩევნო კომისიის წევრია.

- შენ დააქციე ეს ქვეყანა, თორემ მას რა უჭირდაო (ხუმრობით). მინამ წიგნი მთხოვა.

ქართული მწერლობა სომხურ ენაზე:
1. 1929 წელს, ნიმუშები: (წიგნი) ი. ჭავჭავაძე, ლ. არდაზიანი, ლალიონი, ე. ნინოშვილი.
საერთოდ ნათელია, რომ სომხები მე გვერდს მივლიან. მე შევიჭრები. N.N. იქაც დამარცხდება.
ავჩიანი მასხარა ყოფილა. იგი აგროვებს სომხებისათვის მასალებს.

დინამო
ახალგაზრდებო, ვისწრაფოთ,
გრძნობითა ჩვენ ერთურთითა:
თქვენ ფეხბურთითა, მე კიდევ
მიწის - მსოფლიო ბურთითა.
გ. ტაბიძე
14 დეკემ., 45 წ.

*
IV. შუადღისას - როცა გზაზე
ათასგვარი ფიქრი მწვდება
[ერთი სახლი] [მის. ფანჯრების] შენი სახლის დანახვაზე
არ დავფიქრდე, არ იქნება.
შეპყრობილი რაღაც [სნებით] გრძნებით,
შენ ვერ ხედავ დღეს უამესს.
და [ხელოვნურ] დახურულ დარაბებით
ჰქმნი ხელოვნურ შუაღამეს.
რა [აღონებს] აბნელებს, ნეტა, შენს გულს,
როცა ნათელშია ყველა?
რად [ვერა გრძნობ] არ ძალუძს ამ გაზაფხულს
ერთი [მწუხარე] [ლამაზ] ქართველ ქალის შველა?
[რა ისეთი განიცადა
შენმა გულმა, რომ ვერ თბები?
როდის მოხდა, რისთვის, რადა?
მსურს ვიცოდე და ვერ ვხვდები.]

*
ვიცი, რაღაც მძიმე დარდი
ეუფლება გულს ძლიერი,
ვგრძნობ - არ ვარდობს შენთვის ვარდი,
სხვისთვის ასე მშვენიერი.
ვიცი მწვავე ეს ნაღველი:
დახურული არის გული,
გამოსავლის ვერ მნახველი
და სიკვდილის მონატრული.
რა ისეთი განიცადა
შენმა დღემ, რომ ვეღარ თბები?
როდის მოხდა, სად, ან რადა?
მსურს ვიცოდე და ვერ ვხვდები!
[აჰ, ნეტავი მქონდეს ღონე]
[მაგრამ] ერთი ვიცი: ხალხს აქვს ღონე
[ვთქვა] სთქვას სიმღერა, შენ რომ გიყვარს,
ლაჟვარდოვან ფრთების მქონე -
გრძნებიდან რომ გამოგიყვანს.

დაჰკრავს შენი გრძნობის სიმებს,
ის გაგიგებს გულის ზრახვებს,
სიხარულით გაგაღიმებს,
და მომავალს დაგანახვებს!

*
მზადაა. IV. 12.

* * *
თანდათან ციდან [ძირს ეშვება] დაეშვება სამხრეთის ღამე,
[ცის დასავალი] თრთის დასავლეთი, ლაჟვარდი ზღვა, ცა მოკაშკაშე.

ღამე მშვიდობის - [მითხარი შენ] ამბობს ქალი - ცა მოწამეა.
ღამე მშვიდობის - მაგრამ განა ეხლა ღამეა?

[შეყვარებულთა ზეცას მხოლოდ ეხლა გათენდა!]
[შეყვარებულთა] რამ დააღამა, გულში დილა გათენდა გრძნობის.
ღამე მშვიდობის, [მშვენიერო] რა კი შენ [გსურს] სთქვი, ღამე მშვიდობის!

*
ო, რა ხანაში გვიხდება ყოფნა,
ნეტა თუ ვინმე მიხვდება ოდეს.

*
12. მზემან სხივი ზღვას მიმართა,
მოიშორეს მთებმა ბური -
და ჰა, თვალწინ აღიმართა
აფხაზეთი ვაჟკაცური.

სიცოცხლეა ხევთა შორის,
შორს გაისმის ხმათა თრობა,
და მოძრაობს, ვით ილორის
წინანდელი გიორგობა.

[ეძინება] დაღლას ვამჩნევ დღეს შესწავლილს,
მაგრამ მაინც ჯერ არ ცხრება
და ედრება დღესასწაულს
კოლმეურნის ქორწინება.

პარიჟი
ტვირთ მძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი
დიდი დროშა დაიშალა...
კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ
იგი დროშა დასცა დაბლა.

კვლავ ეწამა მოყვასისთვის
საოცარი იგი ერი,
კვლავ დაიდგა დიდ წამების
მან გვირგვინი მშვენიერი.

კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა
წმინდა სისხლი წამებულის,
კვლავ დამარცხდა დიდი საქმე,
ყოვლად მხსნელი სიყვარულის.

კვლავ ძირს დასცეს იგი მცნება,
ქვეყნის ხსნად მოვლინებული,
რომლისთვისაც თვითონ ღმერთი
იყო ტანჯულ და გვემული.

კვლავ შეფერხდა ისტორია,
განახლების შესდგნენ ძალნი,
და კვლავ დღესასწაულობენ
გამარჯვებულნი მტარვალნი.
1871 წ., 29 მაისი
ილია ჭავჭავაძე