შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-167 - 1945 წელი


Табидзе Галактион Васильевич. 1945 г.
3-17-23 - სორინი. ალექსანდროვი. 10-49 - სიკო ფაშ. ეძგვერაძე.
Чанишвили. Чилаев. Котэ Ратишвили. Георгий <Ш…>.
გიგლა ფირცხალავა.
3-68-03. Т. Агабегов.
Квливидзе, Орджоникидзе, Кучукашвили, Гогодзе, NN, N, Руруа, Руруа, Чеишвили, Ер. К., Александр, Иасамани. 12 поэтов.
ვიშლი. ბარათაშვილი.
3-54-91 - Аматуны Ирина. С 6 вечера. Чалаубанская 7. Четверг. В 6 часов.

*
1945 წ. ივნისის პირ. რიცხვი.
შემხვდა კ. ფოცხვერაშვილი. ეს უზარმაზარი კაცი, რომელიც ქუჩაში იქცევს ყურადღებას, როგორც ბაყბაყდევი, ან საჩვენებლად გამოსული სპილო, ერთის არაკისა არ იყოს, ეს მართლაც გულივერი, ანუ ამირანი, ანუ სხვა მითოლოგიური ამბების გმირი, [იდგა] მიდიოდა ოპერის თეატრის წინ. როდესაც აკაკი წერეთლის ბიუსტს გაუთანაბრდა, მე გავიფიქრე, რომ აკაკი წერეთელი ამაზედ მეტი დიდი ტანისა იყო, და იქცევდა ყურადღებას პირდაპირ კოლოსალურს...
მე რაღაც უხერხულობასა ვგრძნობდი, როდესაც კ. ფოცხვერაშვილს მივყვებოდი. ის კოჭლობს, ავადაა, ხელში წამლის პატარა ბოთლი უჭირავს...
- ავადა ვარ, ძალიან ავად..
- არაფერსაც არ ვმუშაობ, - განაგრძობდა ის, - სულ ერთია. ხომ უნდა მოვკვდე და მერე რაღად მინდა ოპერა, ანუ სხვა რამე. აი, ფალიაშვილმაც დასწერა ოპერა და ფეხებიც გასჭიმა. ოპერამ ვერაფერი უშველა.
(მე რატომღაც გამახსენდა ძველ იუმორისტულ ჟურნალში დახატული კარიკატურა; დახატული იყო მოღვაწეთა პანთეონი, სადაც კ. ფოცხვერაშვილისთვის ადგილი აღარ დარჩენილიყო, და ფეხები გაჭრილ სამარეს იქით დარჩენოდა).
მე ტყვილა არ მიხსენებია გულივერი. მართლაც, ამ დროს გამოიარეს ლილიპუტებმა. ექვსი ლილიპუტი ქალი იყო. დადგენ ტროლეიბუსის მოსაცდელ ადგილას (მომღერალი ლილიპ.).
კ. ფოცხვერაშვილმა გადახედა ლილიპუტებს რაღაც დიდის დაკვირვებით და მისთვის უჩვეულო გულმოდგინებით, შემდეგ - ჩადგა მათ შორის და...
- გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში!.. - სთქვა ვიღაცამ.
რას მიეწერება ეს საერთო აპატია, რომელსაც მოუცავს <ხალხი>.
რაც დავწერე და გავაკეთე, ისიც არ გამეკეთებიაო...
საერთო გულის აცრუებაა??

*
22-85 - აბაშელი.
სახ. საგეგმო კომისია. კაპანაძესთან. მე-V სართული. სასახლის შენობაშია.
№3 и 4 и 4 стихотв.

22 ივნ. „საღამო უნდა ჩავატაროთო ფართოდა და ვრცლად“. ასე სთქვა ჯიბლაძემ.
წიგნი. 23.

1. Акад. Кекелидзе, 2. N. (Ак. Вазири.), 3. Василий Барнов, 4. Иа Екаладзе, 5. В. Гуния, 6. Гандег., 7. Д. Клдиаш., 8. Ш. Дадиани, 9. З. Чичинадзе, 10. Сандро Шаншиашвили.
23/VI. იქნება მზად „სტენოტიპისტი“. ჭავჭავაძე №1.

*
2668. [ტაბიძე, სვიმონ] „თქვენდა ღირსმყავით აწ შესხმის მოხსენებად...“ აკროსტიხი ეს მიერთმევის მათს ბრწყინვალებას... თავ. მამუკა... ორბელიანს 1880 წ. ნოემბრის 18 (თტრ. 1886, 37, გვ. 427). [ტექსტის ბოლოს]: ეს ლექსი მივიღეთ პატივცემულ კნ. ნინო ორბელიანისაგან.

ქართული ჟურნალებისა და [გაზეთების] კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია.
თეატრი №25. არის ყაზბეგის ლექსი 1886 წ. (ცალკე წიგნადაც გამოსულა, როგორც მითხრეს).

ილია ხოშტარია. გამოვიდა 25 ივნისს და გამოვა კიდევ.

*
აკროსტიხი, ესე მიერთმევის მათს ბრწყინვალებას დიდ-პატივსაცემელის თავადს მამუკას ფომიჩის ძეს ორბელიანს... 1880 წ. ნოემბრის 18.

ქვენდა ღირს-მყავით აწ შესხმის მოხსენებად;
დონაБ ღმერთი იყოს მცველ-მფარველად.
ითარცა ღირს ხარნ ქებად შემკობადის;
ქ პეტერბუხს მობრძანდებით გვახარედ ჩვენცა;
იდ-დიდებულ გვარ-ტომობით სახელოვან:
რღანო ტკბილად მეტყველ რიტოროვანო.
იცხვი არ მაქვს თქვენდამო პატივის-ყოფად -
რძანებრ დიდ-ქცევის შესაბამ თქვენისა,
სრედ საყვარელო ჩვენის მამულისად,
იტონის გულითა სიბრძნე-სიმდაბლითა,
ვერიას პატივცემულო და აქაც
ღსრულო მაღალს კათედრს ხარისხობის,
უ გვჰყოფ უწყებად არცთა დავიწყებადის,
აბრალოს სვიმონას გვარითა ტაბიძეს.

(ეს ლექსი მივიღეთ პატივცემული კნ. ნინო ორბელიანისაგან).
ამოვიწერე ჟურნ. „თეატრი“-დან. 1945 წ. 22 ივნისი.

*
Вашлованская 4. Джалагания. აქვს ჩემი ფოტოსურათი.

მწერალთა კავშირში (უკეთ, „ლ. და ხ.“ რედაქციაში) ერთი მაგიდის მინის ქვეშ აქვთ ბარათი:
ვანო იოსელიანის დამკრძალავი კომიტეტი: 1. ვანო წულუკიძე, 2. პ. კაკაბაძე, 3. ა. გაწერელია, 4. გ. ტაბიძე, 5. ნ. კანდელაკი.
25/VI-45

*
ამა 1945 წლის 25 ივნისს დღესა ორშაბათსა პირველად ვიგემე მრისხანება ჟამთა, წარხდომა თვალ ჩემითა მზერისა, ოდეს ქალმან ლაღიძის წყლის პავილიონსა შინა, რომელსაცა შემთხვევით გავკარი ფეხი, ნაწყენათა სთქვა: ამ ქვეყნად კიდევ ბევრი არს ბრუციან.

ამა წლის 25 ივნისი.
სამხატვრო აკადემიაში მოხდა ჩემი შეხვედრა - აკადემიის კოლეკტივთან. რომ არ ველოდი - ისე - კარგად - ჩატარდა. დიდებული იყო ბესო ჟღენტი.. აგრეთვე აკადემიის სტუდენტები. ის მასალა (სტენოგრაფია) ცალკე რომ გამოვიდოდეს, რა კარგი იქნება. ეხლავე წარმომიდგენია: კარგად გაკეთებული ანბანები, კარგი კლიშეები: სტენოგრამმა მალე მზად იქნება (როდის?). შევუდგეთ ამ საქმეს სხვა საქმეებთან პარალელურად.

26 ივნისი. 1945 წ.
- აი, ამ მაღაზიის წინ, - მიმითითა დავით დონდუამ წიგნის მაღაზიაზე, რომელიც ბერიას მოედანზეა, - ამ მაღაზიაში შემოვიდა ხანში შესული კაცი, „მიჩვენეთო გალაკტიონის წიგნიო“. უჩვენეს. ფასი იკითხა - ცოტა ეძვირა, 100 მანათი - რა ამბავიაო. მერე რომ გადაშალა, წაიკითხა პირველი ლექსი "ყველას რაიმე აქვს სახსოვარი", სახეზე აღელვება დაემჩნია, დაფიქრდა, ამოიოხრა. ჯიბისკენ ხელი წაიღო და სთქვა: „ასი კი არა, რამდენიმე ათასი მანეთი რომ ღირდეს, მაშინაც შევიძენდი ამ წიგნს, სწორედ აი ამ ლექსის გამოო“. იყიდა და კმაყოფილი წავიდა (დ. დონდუა).

- გალაკტიონი განა 100 მანეთი ღირს და მეტი არაო?
- არა გრცხვენია, გალაკტიონს მხოლოდ 100 მანეთად აფასებო?
- არა, ძმაო, მხოლოდ მის წიგნსაო. - ეუბნება გამყიდველი.

სახელგამში, სადაც წიგნის საწყობია, მივარდა იოსებ იმედაშვილი და ერთი ამბავი დაათია, როგორ თუ წიგნი მე ესეთი შემხვდა გალაკტიონისა და არა ლიდერინისაო. დიდის ამბით გამოაცვლევინა.

ახალგაზრდები კოლეკტიურად იძენენ წიგნს.

- ძალიან იყიდება ეს წიგნიო...
- გალაკტიონის წიგნი აიტანს ამ ფასსო (სახელგამში).

პირდაპირ ლეგენდარული ამბავია: ორი კვირის განმავლობაში გაიყიდა 2.000 ცალზე მეტი (საწყობის გამგე - თევდორაძე).

გრანდიოზული საღამო მოეწყო წიგნის გამოსვლის გამო სამხატვრო აკადემიაში.

სომხის ბაზარში ბუკინისტი რომ არის, იმან მითხრა, რომ ამდენი წიგნი მას არასდროს არ გაუყიდია.

„კომუნისტი“-ს გვერდით წიგნის მაღაზიაა, მან პირველ დღესვე გაჰყიდა 40 ცალი და კიდევ მოითხოვა 60.

მთელი ქვეყანა მესევა - მომეცი წიგნიო. რა ვქნა, არ ვიცი: სულ 10 ცალი მივიღე საავტორო და არ ეყო ყველას.

არასდროს არ დამავიწყდება: სასახლის ქუჩიდან ტროლეიბუსისკენ რომ კაცი მიდიოდა და ჩემს წიგნს კითხულობდა. ავტო კინაღამ დაეჯახა და გაიტანა.

რა დიდებული წიგნია, გაიძახის ყველა.

ვენერას წინად დავპირდი წიგნს: ეხლა მეუბნება.

- თქვენზე ძალიან ნაწყენი ვარ - მითხრა მოლარე ქალმა.
- რაზე, ქალბატონო?
- იმ დღეს რომ კინოში თავი არ დამიკარით?
- როგორ? არ შეიძლება ეს მომხდარიყო... თქვენ დამენახეთ და...
- ჰო, მართლა, შეიძლება და ნამდვილათაც ვერ დამინახავდით: თქვენ გადაღებული იყავით 9 მაისის სურათში. თქვენ ჰკითხულობდით, ისე მშვენიერად ჰკითხულობდით გამარჯვების ლექსს.
- აჰა, მესმის, გავიგე... დიდ ბოდიშს ვიხდი, ქალბატონო, ჩემი მეორე "მეს", ჩემი ლანდის მაგიერ.

- წიგნი ძალიან იყიდება. დღესაც გავყიდეთო 2 ც. სულ ჯეელები ყიდულობენო (მე-2 მაღაზია)...

უიმქალოდ ძნელია საქმის წინ დაძვრა... საჭიროა აგრეთვე რედაკტორი კარგი. გამოცდილი.

არასდროს კაცმა არავითარი საქმე არ უნდა დაიჭიროს გველესიანთან. მას უწოდებენ ცოცხალ ლეშს - დადის ეს ლეში ცოცხალ ადამიანებში. ცოცხალი ადამიანები იღუპებიან, ლეში კი განაგრძობს არსებობას... იგი საზრდოობს ცოცხალი ადამიანებით, რომლებიც იცლებიან ენერგიისაგან. რას ჩააცივდა პორტრეტს?

მერკვილაძის ქ. №11. კარაპეტიანი - საღამოობით - ჩემი მთარგმნელი სომხურ ენაზე.

ტელეფონით დღეს ლენა სტურუამ მითხრა: თქვენ დიდი პოეტი ხართ, ისე დიდი, რომ მხოლოდ მომავალი თუ შესძლებს დაგაფასოთო.

წიგნის შესახებ. შემხვდა უცნობი. მე ხელში მეჭირა წიგნი. მან გამაჩერა, გამომართვა წიგნი, დიდხანს სიყვარულით ათვალიერა და სთქვა:
- რა შესანიშნავი გამოცემაა. თქვენ დიდი პოეტი ბრძანდებით. თქვენ გაფასებთ მთელი საქართველო, მხოლოდ თქვენ თავის თავს არ იფასებთო.

*
„ამხანაგთან მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს: გულღია, ამხანაგური. ჩემს კაცად ვთვლი. მაგრამ მექნება თუ არა მასთან რაიმე სერიოზული საქმე, უეცრად დავიბნევი, დავთარი ამერევა. არ ვიცი, საიდან დავუწყო ლაპარაკი. დავიწყებ „თქვენობით“ ოფიციალურად და... ისიც ისეთ უარსა მტკეცს, - თვით მევე შემრცხვება და გავწითლდებიო“.

*
29 ივნისი.
დღეს, სასტუმრო „ტფილისის“ წინ წიგნის მაღაზიაა, იქ გავიარე... ამ წიგნის მაღაზიაში ყველა მაღაზიებზე უკეთესად, თითქმის სადღესასწაულოდ იყო გამოფენილი ჩემი წიგნები: ერთ წყებად მთელ დარაბაზე.
დღეს რომ გავიარე, წიგნები თაროზე გამოფენაზე აღარ იყო. უნდა გამოვტყდე, ზაფრა მეცა. კონფისკაცია ხომ არ უქნეს მეთქი წიგნს... ან რა ამბავია ასეთი მეთქი. გამოირკვა რა: 50 ცალი წიგნი სულ გაუყიდიათ და უკანასკნელი ათი ცალი აბრიდან აუღიათ. ეს იყო და ეს.

*
ა. აბაკელია.
* * *
მშობლიურ ჰანგებს დაუგდე ყური:
არაგვის, თერგის, მტკვარის, რიონის
გესმის სიმღერის მძაფრი ხმაური? -
ეს გენიაა გალაკტიონის.

მორღვევა მთიდან მეწყერის ავის
და გადალეკვა ხელშემკვრელ დონის,
გესმის გრიალი მომსკდარი ზვავის -
ეს გენიაა გალაკტიონის.

თავისუფლების მოყვარულ ერებს
ხომ არ სჩვევიათ თავდახრა მონის -
ტყე რომ იმღერებს, მთა რომ იმღერებს -
ეს გენიაა გალაკტიონის.

აქ გამარჯვება დროშას სწერია
არა ლაჩარის და არა მონის...
თუ რამ სიმღერა ხალხს უმღერია,
ეს გენიაა გალაკტიონის!
1943

ომმა ბევრს ახადა ნიღაბი: აი, ეს ქალი, გვარად აბაკელია არ მავიწყდება. რა ჩაიდინა, რა!!!

*
დღეს სამი უნებური, ჩემთვის არასასიამოვნო შეცდომა დავუშვი.
1. როდესაც სახ. ბანკში ფულს ვიღებდი - მოლარესთან წამომცდა შემდეგი სიტყვა: Вот дура! მე უნდა ვირბინო ბუჰღალტერთან, როდესაც ხელისმოწერა მისივ საქმეა...
2. სოლომონს რომ პრემია აუღია თბილისის სიმღერის ტემაზე, მე ეპიგრამა წამომცდა:
გაცოცხლოს, ჩვენო სოლომან,
ხმისა შენისა სოლომან!
და ეს სრულებით არ იყო საჭირო. რომ გაიგოს, დავკარგე ამ კაცის ჩემდამი კარგი, მეგობრული დამოკიდებულება!
3. "მნათობი"-ს რედაქციაში ლევან ასათიანს გამოეგზავნა აკაკი წერეთლის რუსული სიტყვა ვიღაცაის დასაცავად. მე ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუ ამას ქართულად დაბეჭდავენ-მეთქი და არა რუსულად... რას დავეძებდი? განა ტიუტჩევის ტომში შეტანილი არ არის მისი ფრანგული ტექსტი?
რაღაც ერთი საათის განმავლობაში სამი შეცდომა დავუშვი: სამი კაცი გადავიმტერე.

მე ჩემს თავში შევამჩნიე ერთი ამბავი: არტისტულ „Неряшливость“-ს რომ ეტყვიან, მქონდა, იგი უკვე ბუნებაში შეიჭრა და მე ეხლა თავს ყურადღებას არ ვაქცევ... ეს არ ვარგა, შეხედე, სხვები როგორ იჭერენ თავს!

*
ვარდისფერ ხალად მზე შემოგიგე...
ეხლა პასუხი შენი ჯერია.
- ო, ქვეყნიურო მზეო, მოგიგე!
- განა მომიგე? არ მიჯერია!

ბაღში სულ ორი თამაშობს ბავში,
ერთის სახეზე წყენა სწერია.
მეორე ამბობს: მოგიგე, აი...
პირველი: არა, არ მიჯერია.

ერთი სივარდეს, და სხვა სიცოცხეს
დაუნანებლად წირავს სიცოცხლეს!
ჩრდილი არა სჩანს, რაგინდ ჩამოცხეს:
არც ერთის მათთვის არ მიჯერია.

*
ქარი ჩადგა...
              თვალწინა დგას მარად ჩრდილი
ჟლეტა-ხოცვის.

*
ეხლა ილიკო კარაგიშვილზეა საქმე.
12-63 - ლომინაძე..
- გოგო როგორ არის? რამდენი კიჭი აქვს. დამიკოცნე: „მალალი, თალალი“.

*
წყნეთელი გლეხი ბავშვი. მან გააჩერა თავისი ვირი ასფალტიან ქუჩაზე და თვით ეზოში შევიდა ძახილით: „მაწონი“.
მოვიდა მილიციონერი, შეუძახა:
- აქედან წაიყვანე ე ვირი.
- ეხლავეო. - სთქვა ბავშმა და ვირი ეზოსკენ წაიყვანა, თან ჩაილაპარაკა:
- ე მამაძაღლი! ვირი ქვაზედანა სდგას, ვის რას უშლის? ყანაში ხომ არ გადასულაო!
- როგორ თუ ყანაშიო?

*
ვანო იოსელიანის უნდა იყოს წერილი ანასტ. ერისთავ-ხოშტარიას შესახებ. „მნათობი“, 1924.

„მშვენიერ სუნსა უშვებს მზეში გუნდის ხე“.

ჩაბალახი უნდა თუ ყაბალახი?

- კაკ დელა, რუსო!
- დელა? ნუუ-ვოტ. დელა, დელი-დელა, დილ-ვოდილა-დელა. - უპასუხა რუსმა.

- კაკ დელა, რუსო?
- დელა? კაკ ლეგლა, ტაკ ი დალა...

დედა შეწუხებულია იმ გარემოებით, რომ მისი პატარა ბიჭი, რომელიც მიჰყავს თან, ხშირად იხედება მაღაზიებისაკენ, რაზედაც ათასნაირი სათამაშოები, ბრჭყვიალა ნივთები და სხვა თვალის მომჭრელი ნივთები ალაგია...
- რა მეშველება, - შესჩივლა დედამ შემხდურ გამვლელ ნაცნობ ქალებს, - ჩემი ბიჭი უსათუოდ ნოქარი გამოვაო.

*
შანშიაშვილის გამოსვლიდან:
ეს შემცდარი სტოიციზმია და ჩვენ არაფრად გამოგვადგება. ჩვენი ცხოვრება დუღილია. მისი ტალღები პოეტს ხან აქეთ მიახეთქებს, ხან იქით. ამ დროს შეიძლება დიდ გენიოსსაც ფეხი დაუსხლტეს სადმე და იღძოს. მაშინ გენიოსს მკურნალობა აღარ სჭირდება! კრიტიკოსობა კი არის მკურნალობა და გზის გაკაფვა, მე ვგულისხმობ აქ პირუთვნელ ობიექტურ კრიტიკოსს.
მეორე: ესა თუ ის პოეტი მთავრობამ დააჯილდოვა ორდენებით, აკადემიაშიც ავირჩიეთ, წოდებაც მივეცით, ან სახალხო პოეტისა ან დამსახურებულისა, და გონიათ, რაკი ასეთ პატივში გვყავს ესა თუ ის მწერალი, შეუძლებელია, მას აუგი რამე შევკადროთ, თუკი ის სამართლიანად იმსახურებს. ამხანაგებო, ხუთმეტ კაცამდე მწერალთა კავშირში ორდენოსანი და დამსახურებულია, მათ რომ ვეღარაფერი შევკადროთ, მაშ, უნდა დავდუმდეთ, ან სულ გუნდრუკი ვუკმიოთ მარჯვნივ და მარცხნივ. ეს რა გამოვა? სასურველი ბორკილი დავიდეთ და ენა [დავიდუმეთ] დავიმუნჯეთ? არა, ამხანაგებო, ჩვენი გზა ხსნილია, უკეთუ ჩვენი აზრი და მოქმედება საბჭოთა მწერლობის ასამაღლებლად მოქმედებს...
შემდეგ კიდევ: „მეც ავიკიდე ჩემი გუდა-ნაბადი და ენა დავიმუნჯე“, ე. ი. რაკი ამხანაგები ასე ფიქრობენ, რომ არ შეიძლება დაჯილდოებული პოეტის გაკრიტიკება, ჯანდაბასო. ვისხდეთ ასე, ერთმანეთი ვაქოთ, ვადიდოთ, კრილოვის არაკების გმირებივით ან და იმ ორი თავადის და გვარად, რომლებსაც ხალხი თავადებად არ სთვლიდა, თვითონ კი ერთმანეთს უადგილო ადგილას წამდაუწუმ თქვენს ბრწყინვალებას უწოდებდენ".
ეხლა გადავალ პირდაპირ საგანზე და ვილაპარაკებ ერთი პოეტის ნაკლულოვანებაზე - მხოლოდ ერთისაზე, რადგან მასზე მე უკვე ვიმუშავე, მასალები უკვე მქონდა და ამან გამიადვილა საქმე.
ეს პოეტი არის ჩვენი სახელოვანი გალაქტიონ ტაბიძე. მე ვერავინ დამწამებს, რომ მე გალაქტიონს დიდ პატივს არ ვცემდე. პირველი ქება მე ვუძღვენი მას, როდესაც ის მართლაც საქები იყო. ეხლა ვილაპარაკებ მხოლოდ მის უკანასკნელ წიგნზე, რომელიც გამოვიდა ბათუმში ამ სამიოდე თვის წინად და ჰქვია „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“. ამ წიგნში არის ლექსები ხუთი ათას სტრიქონამდე. ზოგი სამამულო, ზოგი ზურგის ფრონტზე და ზოგიც ჩვენს ყოფა-ცხოვრებაზე. ეს ციკლი ლექსების ზურგის ფრონტს უნდა მივაკუთვნოთ.
ეხლა რომ დავიწყო მის წარსულზე, მის საერთო ლირიკაზე, და მას რაც გაუკეთებია, და რატომ არის ჩვენგან ასე რიგად პატივსაცემი, ეს ძალიან შორს წამიყვანს. აქ, მწერალთა წრეში, თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ მისი ავიც და კარგიც. ამ ჩემს შენიშვნებს ვაკეთებ მხოლოდ იმის საილიუსტრაციოდ, რომ დაგანახვოთ, [რომ] თუ ჩვენი კრიტიკოსები როგორ განგებ თვალებს იხვევენ იმ მოსაზრების გამო, რომელიც მე ზემოდ აღვნიშნე და უმთავრესად გულისხმაში ვაგდებ მომხსენებელს. მან თუ ჩემი ნაკლი დაინახა, რატომ ვერ დაინახა გალაკტიონისაც. პირიქით, როდესაც გ. ნატროშვილი გალაკტიონს შეეხო, ჩვენ შევნიშნავდით, რომ თითქო ვიღაცას ეკამათებოდა, რომელმაც ეჭვი შეიტანა მის „ოქროს ლაჟვარდში“. ეს ვიღაც, ალბად, მე ვიყავი, რადგან ამის შესახებ ჩვენ გვქონდა კერძო ლაპარაკი. იგი გამოსთქვამდა დაახლოვებით ასეთ აზრს: „უკანასკნელად გამოსულ წიგნში გალაკტიონი დარჩა ერთგული იმ დიდი მოქალაქეობრივი რომანტიული ტრადიციებისა და ლირიზმისა, რომლებიც ქართულ ლიტერატურაში ბარათაშვილმა და აკაკიმ უმაღლეს მწვერვალზე აიყვანესო“.
ქებას ნახვა სჯობიაო, ნათქვამია. მე წინასწარ ბოდიშს ვიხდი, რომ შორიდან უნდა დავიწყო. ეს ჩემი მასალებიც ასე მაქვს თემატიურად დალაგებული, დაწერის შემდეგ აღარც გადამითვალიერებია მუშტრის თვალით და შეიძლება წამომცდეს მწერალთა წრეში მკაცრი გამოთქმები, რისთვისაც წინასწარ ბოდიშს ვიხდი.
უპირველესად ყოვლისა, პოეტს მოეთხოვება, იცოდეს, რომ რა ვარიაციებით და ემოციებით არ უნდა იყოს დაწერილი ლექსი, მასში სამი ანბანური ჭეშმარიტება სავალდებულოა და აუცილებელიც. პირველი - რომ უნდა იყოს ერთი მთლიანი თემა, ფაბულიანი იქნება თუ უფაბულო.
მეორე - რომ ლექსიდან გამომდინარე პარალელები, შედარებები, ეპიტეტები და მეტაფორები და სხვა რამ უნდა გამომდინარეობდეს ლოგიკურად მთავარ თემიდან და მას აძლიერებდეს.
მესამე, რომ ლექსის დასკვნა - კანცოვკა - ისევ ამ მთავარ თემას აგვირგვინებდეს და აზეიმებდეს.
თუ ეს ელემენტარული თვისებანი ლექსში დაცული არ არის ან და სადმე ირღვევა, რა თვალმარგალიტითაც არ უნდა შემოსოთ და რა რითმებიც არ უნდა მიაყენოთ, იგი იქნება ფორმალისტური...“

*
კოსტიუმის გაწმენდა.
ჯამასპიშვილი ან წივწივაძე. „კომუნისტი“-ს სტამბაში, მან უნდა მომეშველოს აწყობა-დაბეჭდვაში.
ხუთშაბათისათვის. მხატვართა კავშირში კვასხვაძე შალვა. აქვს ჩემი წიგნი 1914 წ.
დავითაშვილის აღმართ. №1. ტელეფ. 3-01-53 - დავ. კობაიძე.
Вестник. Патриарх.
[Вениамин Васильевич.]
Гогочури - ეხლა ამაზეა საქმე... უსათუოდ არ მოვშორდები, ჩავაცივდები და გავიტან კიდეც.
თამარ ლოლუა (ბენოსთან).

* * *
3 ივლისი.
ელიკომა სთქვა: გამომიძახა შარიამო. დიდხანს მელაპარაკებოდა შენს წიგნზედ და შენზედო. სთქვაო, რომ ასეთი პოეტი ეხლა რუსეთშიაც არ არისო. მხოლოდ ეს არისო, რომ მას ბევრი ისეთი რამ შეუტანია წიგნში, რომელთა შეტანა აუცილებლობა არ იყოვო (?). მას შეუტანიაო (თითქო არ იცის, რომ მე ამ წიგნის არა ვიცი რა, რაც რადიანს გადავეცი, კორეკტურაც კი არ წამიკითხავს, ბევრი რამ ჩაუმატეს, და ეხლა მე უნდა ვაგო პასუხი). არა! საჭიროა საღამო მწერალთა კავშირში, თუ ასე მიდის საქმე. ბევრი რამ კარგი ილაპარაკა შენზე, როგორც პიროვნებაზეო.

*
- წვერს ვიპარსავ ჰიგიენაში. ახალგაზრდა გამპარსველი ქალი მესაუბრება რელიგიაზე და ირონიულად დასძენს: „აი, ამ ქაშვეთისა (ფანჯრიდან სჩანს ქაშვეთი) მანეთი მმართებს. ღმერთს სანთელი ავუნთე და არ გადამიხდია... ვალად დამედო...“ (3.VI).

ქალი მაგრად ურახუნებს ფანჯარას. ამის გამო მიმავალი კაცი ამბობს:
- ვაჰ, ქალებსაც ძალა ჰქონიათ ამ სამას გრამ პურზედა...

*
იქნება შევსძლო ცივ სამარეში
მშვიდობიანად ატანა მიწის.

        ქვეყანამ იცის,
რომ შემეზიზღა [რომ] და ვერ შევძელი
მშვიდობიანად ატანა მიწის.

ტურფავ.

*
იურისტი დ. ლორთქიფანიძე ჰყვება:
- ვანო იოსელიანი შექეიფიანებული მოდის, ხვდება იოსებ ქუთათელაძე, ვექილი, ისიც მთვრალი - მოზრდილი მუცლითა.
- აბა, - ეუბნება ვანო, - ერთი „პაპელიტე“ მომეცი (პაპელიტეს პაპიროსს უწოდებდა, გოტიეს ლექსის მიხედვით).
- არა მაქვს. - იყო პასუხი.
- ამოტელა ფაშვი გაქვს, - და ხუმრობით თითი ჰკრა მუცელში, - პაპიროსი რატომ არ უნდა გქონდეს?
ეწყინა იმერელ ქუთათელაძეს, მუცელზე ხელი როგორ მკრაო და რევოლვერზე იკრა ხელი. რომ ამოიღო და, აჰა, უნდა ესროლოს, ვანო მობრუნდა, წაიკუზა, უკანალი მიუშვირა და ასე შესძახა ქუთათელაძეს:
- აი, აქ, აი, აქ მესროლეო...
წახდა თურმე ქუთათელაძე, მერმე თითონ ყვებოდა ამ ამბავს: იმ ადგილას რავა ვესროდი და წამახდინა კაციო.

ვანო რომ ტფილისის ქუჩებზე ზაფხულობით ხეების ჩრდილს ქვეშ ტროტუარებზე ჩამომსხდარ ეზიდებს დაინახავდა, სერიოზულ სახეს მიიღებდა. ახლო გაიარდა და ერთს ისეთს დააძახებინებდა მუცელს, რომ ზარბაზანი გეგონებოდათ. ეზიდები კი ხმას არ ამოიღებდენ - და ეს იყო გასაკვირველი.

გრიშაშვილს დიდხანს უყურა ასბინიან კომბინატის სასადილოში და შემდეგა სთქვა: „რა უნიჭო თავი აქვსო“, თან გრიმასები გააკეთა.

პაოლოზე - ის რა არის, იცი? დიდი სულელიაო. მაგრამ მოსწონდა „წერილი დედას“.

*
მხატავს მხატვარი.
მე ცას გავცქერი.
ცა ლაჟვარდია
და ნა აგერი.
სდგანან გუნდად ხის
სილუეტები.
ბაღში ცისფერი
ფრენენ მტრედები.
შუაგულას სდგას
ვარდებში - პალმა.
აგერა ვაჟი
ქალს მიესალმა.
ვარდებით ხელში
ქალს მიჰყავს ბავში.
ბავში თეთრშია,
ქალი კი შავში.

*
მხატავს მხატვარი.
Пер. Кирпичный – Бакрадзе, д. 13, под. 1, 1-ый этаж. В 2 ч.
გვ. სურათი. სიგრძე - 1 მეტრი, 15 სანტ., სიგანე - 97 სანტ.

*
მგონია ვიპოვე: „სიმძიმეთა შემსუბუქების იდეა“.
ეს იყო დილის 9 საათზე, როდესაც ავდიოდი ჭონქაძის ქუჩაზე და პორტფელი მძიმედ მომეჩვენა... ვიპოვე საშუალება (სულ უბრალო) ამ სიმძიმის სრულიად მსუბუქად შექმნისათვის. გავაფართოვოთ იდეა. მივსცეთ მას პრაკტიკული გაფორმება „ტვირთ-მძიმეთა და მაშვრალთათვის“.
ე-ვ-რ-ი-კ-ა!

*
დომენტი ოყროშიძემ მითხრა: შევიძინეო შენი წიგნი. პირველად რომ გამოვიდაო 1927 წელს, იგი სულ დამიხიესო, იმან წაიღო, ამან წაიღო. ეხლა რომ წიგნი ვიყიდე... უკაცრავად... ვერავის ვათხოვებ, მხოლოდ ჩემი ქალიშვილები თუ მიუახლოვდებიანო.

*
- აი შე... კურკა წონია! (ძუნწი).

- შეიბნიე ე გული, რომ მოგიღიაღებია ქვრივი ქალივით.. თუმცა ორმოცდაათი ბოზი არ გყოფნის.

ჩუმი ტირილით ლაპარაკი იციან ქვრივმა ქალებმა და საზოგადოდ უბედურმა ქალებმა.

- შენი არც გამარჯვება მინდა, არც გაგიმარჯოსო.

- Надо толкнуть, а не просить (ტრელი).
- კავკასიური ნაგაზი - ცხვართან ახლო არ მიგიშვებს.
- შენი არც გამარჯვება მინდა, არც გაგიმარჯოსო.

ეს თაობა წავა, გადაგვარდება, მეორე თაობას უკვე აღარაფერი აღარ ეცოდინება ამ თაობისა.

კაფეები: „ჩვენებიანთ ვანუა“, „მასსაჩუზეტი“ და „ჭიდოსნური სალამურები“.

აი, დასაფლავება წინად იცოდნენ. წინ ბაირაღი მიუძღვოდა, ეკლესიასთან მიახლოვებისას ზარის ხმა ატყდებოდა. ეხლა დ...ვი ბაირაღს, რად მინდა... რას იღრიჭები ბოზივით? (სიო...მა).

ლამისყანაში - სამშაბათობით, ხუთშაბათობით, შაბათობით მიდის ფოშტის ლინეიკა (ვ. ჯვარშეიშვილი).
კასპი. სოფ. ლამისყანა. ვალიკო ჯვარშეიშვილი.

9 ივლისს ვიყავი მცხეთაში, მზის დაბნელებას იქიდან ვუყურე (მცხეთაში დაიწყო და ავჭალაში დამთავრდა).

*
10 ივ. ნინო ნაკაშიძე ჰყვება ამბავს ძველი სიყვარულისას. ვასილ წერეთელს შეუყვარდა ერთი ჩემი ნაცნობი ქალიო.
- უნდა [სიყვარული გამოვუცხადო და] ცოლად შევირთოო.
- მაგაზე უკეთესს რას იზამ მეთქი. - ვურჩიე მეც.
ვასილი მეორე დღეს მოვიდა ჩემთანო და მითხრა...
- წინადადება მივეცი. მან უარი მითხრაო.
მე ძლიერ შევწუხდი, ეს რა დაგმართნიათ, ეს როგორ მოგივიდათ მეთქი.
მან კი ღიმილით მითხრაო..
- რა გაწუხებთ, ქ-ნო ნინო, ის თუ არ იქნება, ამ საქართველოში ქალი ვინ დალიაო.
მართლაც, მალე შეირთო ცოლი. თითქმის შეაბერდენ ერთმანეთს და ვასილმა ერთხელ თავის ჭაღარითმოსილ ცოლს განუცხადა:
- სხვა შემიყვარდა.. რა გაეწყობა, უნდა გამოგიცხადოო. შენ ჩემთან იცხოვრებ, მაგრამ მე ისიც მეყვარებაო.
ცოლმა უგდო ყური. გაოცება გაბრაზებად შეეცვალა, დაავლო ცოცხს ხელი და სულ ცემა-ტყეპით გააგდო სახლიდან თქვენი ვასილი.

*
ბევრი მითქმა-მოთქმაა ჩიტო თაყაიშვილის ქალზე. ირაკლის თურმე საბლიტგამის გამგის თანაშემწედ ნიშნავენ. სიმონიკა ჩამოვიდა. ჩემი საღამო ორშაბათისათვის გადაიდო, ე. ი. 16 ივლისისათვის. რატომ ასე გაახლაფორთეს?

*
1945.
პრეზიდიუმის წევრებია: 1. ჩიქოვანი, 2. ჯიბლაძე, 3. აბაშიძე ირ., 4. ეული სანდრო, 5. გვეტაძე რაჟდენ, 6. დადიანი შ., 7. ჟღენტი ბ., 8. რადიანი შ., 9. მოსაშვილი ილო, 10. ქიაჩელი ლ.
გამგეობის წევრებია: აბაშიძე ირაკლი, აბაშელი ალ., ბენაშვილი დიმ., გომიაშვილი ალ., გრიშაშვილი ი., დადიანი შ., ეული სანდრო, ინგოროყვა პავლე, კვიციანი ლავრ., კლდიაშვილი ს., ლეონიძე გ., ლორია პ., მარიჯანი, მოსაშვილი, ნაკაშიძე ნინო, პლიევი ხარიტ., ჟღენტი ბეს., რადიანი შ., ტაბიძე გ., ქიაჩელი ლეო, ქიქოძე გერ., შანშიაშვილი, შენგელაია დემნა, ჩიქოვანი სიმონ.
11 ივლისს დღის 2 საათზე.

*
11 ივლისი. 1945.
ცაგერის მხარეთ-მცოდნეობის მუზეუმი. დირეკტორ ვარლამ მახარობლიძეს.

ვარლამმა - გამიზიარა თავისი აზრი რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის შესახებ. მან წაიღო გეგმა და დამპირდა, რომ მალე შემატყობინებს ყველაფერს.
ოთარ ეგაძემ მითხრა: ტეხნიკურად ისე უნდა მოეწყოსო, რაიკომმა ან რომელიმე ორგანიზაციამ უნდა იშუამდგომლოს მწერალთა კავშირთან საღამოს მოწყობის შესახებ. მწერალთა კავშირი შეათანხმებს ც.კ.-სთან. დაევალება ვინმეს. საჭიროა ორი კაცი, რომელიც იმუშავებს. ამ შემთხვევაში გამოსადეგია სიგუა. იგი წავა და ადგილობრივად მოაწყობს.
                        
შარუხიც მოვიდა. ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო.

- იმას რა სჯობს - პკეს რომ მოიყენებს.

*
15 ლექსი (ყველა პერიოდების). 500 სტრიქონი. ს. ჩიქოვანი.
Гурийские горы, Я и ночь, Синие кони, Когда по вечерам, Мое сердце, как Черное море, Спи! В горах, Клятва Родине.
56 - Цагарели.
ზაქარიაძე პიერი.
„ქართული ლიტერატურის ისტორია“. 20 ფორმა.
მაშაშ., ჭიჭ., გრ. აბაშ., მოს., გამს., სულ., კ. ლორ., ბელ., ლ.ქიაჩელი, ლისაშვილი. ისტორია (გვეტაძე, ნატროშვილი).
2 ადგილი.

უსათუოდ საჭიროა სტენოგრაფისტები... (ნინას შევუთანხმოთ).

*
- ერთი, ნეტავი, სხვა არა მინდა რა, ერთი ეხლა შენი ჭკუისა ვიყო...
- ბევრი ვეცადე ჩემთვისა, ძლივ გავახერხე ჩემთვისა.

*
სტალინის სახელობის კულტურის დასვენების ბაღის სპეციალური გამოშვება.
1. „Заря Востока“-ს შეუთანხმო დაბეჭდვის აბრა.
2. მიმართვა „ზარიას“ და „მთ.“

საქ. მთავლიტს.
გთხოვთ, მომცეთ ნებართვა დავბეჭდოთ გალაკტიონისადმი მიძღვნილი მასალები. ტირ. 300 - 500 ცალი.

*
- აბა, გვიშველე, ენა გვაქვს გადმოგდებული, ენა (ცხელა).
- რას მოვესწარით. ნამდვილი წყალი შაქრით! შარბათი.

ფუნიკულიორი 22 ივლისს.
გ. ჯიბლაძე.

*

ლя.
„იაზან სან-სან,
ბოზან სან-სან,
ოხეან სან-სან,
ქიმ-დიერ-იალანსა“.
დამწერი შენა ხარ,
წამკითხავი შენა ხარ,
დიდი კაცი შენა ხარ,
ვინ გაბედავს თქვას,
მართალი არ ხარ.

*
Я не поэт, в искусство посвященный
Не числюсь средь поэтов молодых,
Но музою твоею увлеченный,
Тебе решился посвятить свой стих.

Народу дорого твое искусство,
Прими-ж поэт...

*
- მართლა?
- შენ ნუ მომიკვდები.
- თამადათ აგირჩიეს?
- ჩემმა მზემ!

*
20 июля 1945 г.
„Только что (в четверть одиннадцатого) передавали ваши стихотворения по радио из Москвы. Было, кажется, 5-6 стихотворений, перев. Тихонова и кого-то… Страна моя родная – или что… Читал артист Лебедев“.
ასე მითხრა უცნობმა ინტელიგენტმა დღეს დილით ჩვენს სასადილოში.

*
საქ. კ. პ. ბ. ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მდივანს ამხ. გრ. ნარსიას.

X საუკ. ქართულად თარგმნილ დიდაქტიკურ ძეგლშია: მენანდრემ მიიღო რა პირველმა ჰონორარი მეფისგან, უარი თქვა: „მძულს ნიჭი, რომელმან მაიძულოს მღვიძარებად“.

22 ივლისი.
არისტოტელმა სთქვა: „ყორანნი მით განსხვავდებიან მლიქვნელისაგან, რომ ისინი ლეშს სჭამენ, ხოლო მლიქვნელი ცოცხალ ადამიანებს“.

*
მარგალიტა ლონგინის ასული დეისაძე. სამედიცინოზე - გამოცდები დაიწყება 15 აგვისტოში.

* * *
არ დაიჯერო; ცა მთელია, ეს ცისფერ-შუშება
[არც იარების, ომით] იარების გსურს მოშუშება,
[არც ომით...].

*
ქართული პოეზიის როლი.
პ. შარია, ქიაჩელი, ჩიქოვანი.
პროზა პოეზიას ჩამორჩებოდა. შარიას კარანდაში დაუვარდა - აბაშელი მივარდა ასაღებად.
ლიტერატურული კრიტიკა.
კ. ჭიჭინაძე, გრ. აბაშიძე, ი. გრიშაშ., ს.აბაშელი.

*
გაკრული იყო პლაკატი:
                          „დაზოგვილი ნაღმია
                         დაზოგვილი მანეთი,
                         მტრის რიგების [გამრღვევი] ამრევი,
                         მტრის რიგების გამკვეთი“.
მე მგონია, ასე უკეთესი იქნებოდა:
                         „უზოგველი ნაღმია
                         დაზოგვილი მანეთი,
                         მტრის რიგების ამრევი,
                         რომ ვერ სცნონ ერთმანეთი“.
ასე განა უკეთესი არ იქნებოდა? როგორია რუსული ტექსტი მაიაკოვსკისა?

*
მწერალთა ყრილობაზე ვიღაცამ ასე სთქვა:
- ამა და ამ ავტორს (დაასახელა ვიღაც) ნახსენები აქვს სიტყვა „კესანე“. რა არის ეს სიტყვა, მე არ ვიცი... ალბად, რაიმე საინტერესოა (ირონიით)...
კესანე - ნახე „კვალი“ 1893 წლისა. იქ ბაჩანას ლექსია „კესანე“. შენიშვნაში წერია: კესანე - მთის ყვავილია.
„კესანე“-ზე - სწორედ ამ კესანეზე, ბაჩანას ლექსზე - მთელი ადგილები აქვს ჭოლა ლომთათიძეს თავის ერთერთ დიდ ნაწარმოებში - ციხის დღიურიდან.

*
გორი. 21 დეკემბერი. 1946 წ.
1. ვერიკო ანჯაფარიძე, 2. ნატა ვაჩნაძე, 3. ლეო ქიაჩელი, 4. დ. სულიაშვილი, 5. სანდრო შანშიაშვილი, 6. შალვა აფხაიძე, 7. ნიოგოლ ჩაჩავა, 8. რეზო მარგიანი, 9. გივი გაჩეჩილაძე, 10. მიშა კავსაძე.
დაგვხვდნენ: 11. პეტრე კაპანაძე, 12. გრიგოლ გლურჯიძე, 13. რაიკომის მდივანი, 14. მისი თანაშემწე, 15. ადგილობრივი კულტპროპი, 16. პავლე ფრანგიშვილი (რეჟისსორი), 17. გიორგი სვანიძე (გუნდი), 18. ინსტიტუტელები (საღ.).
ჩამოვიდა: 19. ვასო ეგნატაშვილი.
ბანკეტზე იყვენ: 20. გენერალი ჯინჭარაძე, 21. ვასო ეგნატაშვილი, 22. რაიკომის მდივანი, 23. მისი თანაშემწე, 24. კულტპროპი, 25. გრ. გლურჯიძე, 26. რუსის ქალი (Детиздат).

ყველას თავისი თავი გენიებად ჰყავს წარმოდგენილი. მწერლებსაც და პარტმომუშაკეებსაც. იყო სიცივე. მე გამოვედი გენიალურად.
ხასიათით მომეწონა გენერალი ჯინჭარაძე და მასწავლებელი გლურჯიძე.

[ვერიკო ვერ იტანს:]
In vino Veritas!
In vino Veritas!
გ. ტ.
გორი, 1946, 26 დეკ.

*
Поэт награжденный высокой вдохновенностью – Галактион Табидзе более 35 лет украшает грузинскую художественную литературу.

*
I. შესავალი სიტყვა ბ. ჟღენტისა.
II. Чтение стихов. მესხიშვილის ძალ. კარგია.
Брагин, Бодров, Р. Ивнев, Б. Серебряков.
Если человек очень хороший - то навер. очень бездарный.

*
დღეს გაკეთდა: 1. ლექსი კომუნისტს, 2. ბახტურიძე - ქუთაისი, 3. გრიგორაშვილი, 4. აკკერმანი, 5. გაბესკირია, 6. ბუაჩიძე,  7. მხატვ. კავშ., 8. ფულის გად. ზარია, 9. ფულ. გად. სახელგ.

* * *
კალამთან გუთნის კვალია,
ხმალი და ფარ-მუზარადი:
[ცხოვრება] სიცოცხლე წარმავალია,
ხელოვნება კი მარადი.

გვიყვარდეს [ჩვენი კალამი] კუბოს კარამდე -
ახალთან ძველი ბარათი.
[ცხოვრებაც] სიცოცხლე წარმავალია,
ხელოვნება კი მარადი.

პროზა [ყოველთვის] წყალია,
[პოეზია] ლექსი კი - ღვინო-შარბათი.
[ცხოვრება] სიცოცხლე წარმავალია,
ხელოვნება კი მარადი.

[სიცოცხლე წარმავალია,
ხელოვნება კი მარადი,
დალიე, ღვინო, დალიე].

*
Ениколопов Иван Константинович. Ул. Коминтерна №3.
დ. არსენიშვილთან - დილ-დილობით.
„დაროჟკები“ ნაყიდია. „მასტიკა“ ნაყიდია.
დიდი წიგნი ნაპოვნია. გრაფიკულობა - მზადაა.
G. Tabidze.  გ. ტაბიძე.
განუხრელად, განუხრელად.
კიროვის №14. „შერმანი“ საღამოობით.
დარეკვა მოსკოვში. ცაგარელი.
3-28-66 - ბუჰღალტ. სახ. უნივერს.
სტენოგრაფისტების ბიურო ტფილისის საბჭოსთან მე-2 სართული. საათში 18 მანეთი. შიფრის გაკეთებაც - 18 და ასე.
„Крокодил“, №10, 10 июнь, 1945. М. Слободский. Епиграммы.
- ეე... ლოჟაა თუ გალიორკა? (ფანჯრიდან რომ იყურები).
ჩემს მიშა თუხარელს. 3-08-39.
მუსიკა კაცს როგორ არ უნდა უყვარდეს, ცხოველებსაც კი უყვართ.
სალექციო ბიურო - 3-55-22. დავითაშ. №1. დაახლ. 12 საათ. ილია ბახტაძე.

*
ქაღალდი:
1. ძველი, აფიშიდან დარჩენილი - 96 (32 ფ.). 2. ვიშხიმისა - 14. 3. ლიტვ. ქაღალდი - 74. 37. 4. ფინლანდიის - 620 - 266. 804 Лист.

*
36-9-56. Булат.
რამიშვილი მარიამ ისიდორეს ასული. 6 ნოტი.
ლადო გრიგოლია დადის სასადილოშიო (ყდა).

კლიშესათვის:
1. წერტილები დაფარული უნდა იქნას ტუშით.
2. „Правда“-საც რეტუში უნდა.
კლიშეებისათვის „პრავდა“ ჩაიბარა რევაზმა (რევაზიშვილმა). იქვე იყო ვადბოლსკი.

- არ ეტყობა უმადობა ლაჯებში!
„მწყერს ერთი დღე შეხვდა და ისიც წვიმიანიო“.

*
მე ამ ქუჩის მეცოდება
გაბზარული სარკე.
ცალკე შვილი მელოდება,
ავადმყოფიც ცალკე.

*
3-11-25 - საჯარო ბიბლიოთეკა.

38 + 38 = 76 - მომცა ლიტფონდმა - 2 კ. 50 გრ. მაშ, კილო იძლევა 38 გაზეთს. 30 კილო - 380 + 380 + 380 = 1140. თუ აკად. - 20 კ. = 380 + 380 = 760. 10 კილო მე მექნება - 380.
96 ფურცელი აკად.
განუხრელი.
3-54-90 - ჯიბლაძე.
მუსიკალური ერთი მომენტი.
ნინასთან შაბათს (სიები მწერალთა კავშირის წევრების).
1945. აფხაიძესთან, შალვასთან - 16 მაისს.
აკადემიის განმანაწ. 72-10. ელენე, სილოვან.
გრიგოლ ცეცხლაძემ ლექსი და ასტვაცატუროვთან წერილი ხვალ (16 მაისს).
ფრუიძესთან - 3 ბილეთი თავისათვის და ცოლისათვის. აეროდრომი.
ენგელსის ქ. 6 ტელ. 3-48-72. ბიროვიან - რიურიკ ივნევი.
Александр.
პოდსტრ. - აკკერმანი (საქართ. ბიბლიოთეკაში) და დავით არსენიშვილი ბინაზე და ლომინაძე „Заря“-ში (მიშა).

ლადო სირბილაძე ამბობს: შეიძლება მოგცენ 10 კილო ქაღალდიო, 10 კილოში გამოდისო 300 ფურცელი ქაღალდისა (ლიტ. და ხელოვნებისა).
გამოდგება თუ არა მოწაფეთა (ილია ჭავჭ.) ნაწერები?
ლიტფონდი - 3-54-15.
„Боец Р. К. Г.“ თავს იყრიან რუსი მწერლებიო.

*
1945.
1. „გლავბუმაგსბიტის“ საქართველოს კანტორის.
2. ქაღალდი 100-200 კილოგრამი. 5-6 ფუთა.
3. რუბენი. დამპირდა საათს.
4. ორშაბათები მაისში: 7, [14], 21, 28. Отпр...
ალეკო ახ. კომ-ში მუშაობს (ანან. სახლები).
დამპირდა სურათი დაიბეჭდება 36.000 ცალი. ირაკ.

Гончарная 28. შალვა კ.
ანტიკი.
5. ირაკლი ამაშუკელი (Д. К. А.) ადმინისტრატ. შვილია მამუკასი. ზეგ 12 საათზე (10 მაისი). შაბათი ან კვირა. უნდა მოელაპარაკოს კლუბის უფროსს.
38-25 სტამბა. ლექ. თქ.
თხინვალის ქ. №5. ცახელის ქალიშვილი.
თვალჭრელიძე. გელოვანი.
ქართული ფანდურები თარხნიშვილისათვის - მუსიკალური მომენტები.
79-83. მაჩაბლის ქ.
პავლე კანდელაკი. 64-50 - ბინა, 03-06 - სამსახ.
20 კუპონი - რუბენთან.
მიხ. ელიზბარაშვილი - პანთეონი ხუთშაბათამდე.

*
Як - вы не потешилось, так повесилось... Старая хохлацка пословица.
(რა ცხოვრებისგან სულ განადგურებული რუსი ქალი ამბობდა ამას).

*
„პიონერის“ რედაქცია თხოულობს ლექსს.
ბესარიონი - კომენდანტი მწერალთა კავშირის (მჭირდება ავტ. 3-55-25).
პატარა „სუმკა“ ღირს 28 მანეთი და სამი ტალონი „მონ. კავშირში“. „დრაპი“.

ნათელა - ავალიანის ცოლი. მშვენივრად გაუკეთებია რაზიკაშვილის პორტრეტი.
ბარტლომე ჩხარტიშვილი. ქაღალდი.
ალ. ჭეიშვილი - აკადემიაში და უნივერსიტეტში.
54-64. აკადემიაში დამპირდა ქალი. ბაბო დადიანი - მასხ. იქვეა მდივნიშვილი.
ბორის სერებრიაკოვი. 5-6 ლექსი. ლირიკა.
სერებრიაკოვს „ზარიას“ ლექსი გაუგზავნია იზვესტიასთვის.
ლიტფონდმა მომცა ქაღალდი - 2 კ. 50 გ.
3-58-00. Бюро машинисток. Чавч. №1. Лист. 3 р. на груз.
ჟორესის 57. დავით ხმალაძე.

*
მთვარემ ღამე გაათია,
შუქთა კრთება დინება,
ღამის სამი საათია,
შენ კი არ გეძინება.

*
ჯანო ბაგრატიონისათვის. 3-57-97.
ფილარმონია. შ. კაშმაძე და სხვ. I საათზე.
Основание держит вершину.
79-76 - შალვა. 38327 - ამირ. - 71-66.
Бокс - организованное хулиганство.
Ул. Чонкадзе 19 - დ. გველესიანი.
3-62-86 - ბიბლიოთეკაში სანდრო ეული. მთარგმნელები.
3-62-26 - каб. дир. „კომუნისტი“.
21-28 - ფედერაცია. ნიანგი - 10-29. აბაშელი - 3-22-85.