დღიური-637-15 - 1943 წელი
ჩემო მენავე - „მიაცურვებს და მიუბნობს“.
„მზის ამოსვლა ზღვაზე - „საცა გინახავს იგი მზე
წამომყევ ზღვასა კიდესა“.
„ამ სტრიქონებს - „ქართა აღძვრენ საშინელთა
ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ“.
თამარი ზღვ. ვიდ. - 1. „მეფემან ნავი-ხომალდი
მოკაზმა ზღვისა კიდესა“.
2. „თამარს ვაქებდეთ მეფესა“.
„მოხუცი მემედი“ – „გვესმა ამბავი ზღვისა...“
„მოგზაურობა ვერცხლისფერი ბილიკით“ – „რა ვიარო ოდეს მივალ
ან გზასა აქვს რა სიდიდე?“
„ზღვის ზედაპირი გარინდებული“ – „გამოვლნა ზღვანი“.
„აენთო შვება და მძლავრი ღამე“ – „შორით ნახნა:
მენავენი მიდიოდენ შიგან ზღვასა“.
„ცხენი“ - 1. „ცხენთა შესხდეს უკეთესთა“.
2. „ფრიდონის საჩუქარი“.
რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია.
[„ქარის პირდაპირ“] იბობოქრე - მზეო, თქვენ შური მიფინეთ
ჰაი, რა ავი დარია!
1. მეფესა მზის თამარისა ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერისა.
2. შენ ერთხელ მეტყვი: „მითხარო“, მე ასჯერ გეტყვი: „ვერასა“.
*
240 + 327 + 298 + 270 = 1065.
612 + 285 + 288 + 412 = 1397.
1065 + 1527 = 3,604.
3604 X 15 = 54,260.
სამშაბათი.
ფესვებისსიმფონია
თუ დაემხობი მიწაზე რწმენით
და ყურს დაუგდებ ჭოროხს, გონიოს,
მუდამ მოისმენ მახვილი სმენით
შეუდარებელ ამ სიმფონიას:
სიცოცხლე მრავალ ათასი ფესვის
შეიშმუშნება მიწის ქვეშ ჟღერით -
ეს სიმღერაა დარგვის და თესვის
ჰანგით ფარულით და შვენიერით.
ასე: ბუნებას ვერ კითხავ, რატომ?
ოდეს მრავალი და თანატომი
ეხმაურება ატომი ატომს
და უერთდება ატომს ატომი.