დღიური-636-13 - დეკემბერი, 1943 წელი
ფრონტელთა ლექსების კითხვა
მწერალთა სასახლეში შაბათს, 25 დეკემბერს, ჩატარებულ იქნა ფრონტზე მყოფ მებრძოლთა მიერ გამოგზავნილი ლექსების კითხვა. [მებრძოლების ლექსები წაიკითხა საქართველოს სახალხო პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ. მან] წაკითხულ იქნა: [წაიკითხა] მირზა გელოვანის, ალ. დემურიას, ა. ბაბუნაშვილის, ი. აბულაძის, ლიახვისპირელის, ზოდა ბარამიძის, გუგული ნასარიძის, შადიმან გარდაფხაძის, აგურაშვილის (ლესელიძის), მელაძის, ზ. დოლიშვილის, ბიძინა სტურუას („ვიბრძოდით კავკასიონთან“) ლექსები. ლექსები წაიკითხა საქართველოს სახალხო პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ. წაკითხვამ დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მორიგი საღამო ლექსებისა მწერალთა სასახლეში შესდგება შაბათს, 2 იანვარს.