შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-157 - 1943 წელი


წერილი მეგობარს.

*
მან კარგად [იცის] იცოდა, რომ სასაცილო მდგომარეობაში [ჩავარდა] ჩააყენეს, მაშინ, როდესაც არაფერი [ამ წამებაში] მის გამოგონებაში სასაცილო არ იყო. რაა, [მაგალითად,] ამხანაგებო, სასაცილო იმ ადამიანის სულიერ ტანჯვაში, რომელიც [დაბადებიდანვე კოჭლად] დაიბადა - კოჭლად, ბრმად, ენა-ბლუდ? აგრეთვე, რაა სასაცილო იმ ადამიანის ბრძოლაში, რომელმაც ვერასგზით თავი ვერ დააღწია სიღარიბეს, შიმშილს, სიცივეს, უბინობას? [ჩვენ კი ვიცით] იოველის [დაცემა კი] გამომგონებლობა [სიღარიბე] კი ჰომერიულ ხარხარს იწვევდა იმ წრეებში, რომელნიც ამ ხარხარით ფარავდენ [შურის] მისდამი შურის[ძიების] გრძნობას, ისინი დემონიური დაჟინებით ჰკრებდენ პატარ-პატარა ცილისწამების ქვებს [დიდი] ფართოდ გასამართ მოზაიკისათვის, რომ დაეკავშირებიათ იმ საშინელი ცემენტით, რომელსაც საზოგადოებრივი აზრი ეწოდება; ყოვლად ულმობელი, ცინიკური, საზოგადოებრივი აზრი. იოველს [ფიზიოლოგიურადაც ჟრუანტელს უვლიდა] ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც წარმოიდგინა ყველა ეს ქალბატონები და ვაჟბატონები [ჩამომსხდარნი საღამოთი], ყველა ეს მარიამები და ქეთევანები, გიორგი ერისთავის „გაყრისა“ და „დავის“ პერსონაჟები, ყველა ეს ჭორიკანა დარეჯნები და ლუარსაბები, რომელთაც აღიზიანებდათ იოველის სახელის გახსენებაც კი: ჯერ მცირე ქინძისთავის ჩხვლეტის მსგავსი მოსწრებული სიტყვით გამოწვეული გაღიმება, ელვარება კბილების, [და] უცებ გაისმის გულიანი კისკისი ქალების, [გულის წასვლამდე, ისტერიკამდე!] და ხარხარი მამაკაცების! დემონი სიცილისა იღლიებში უხიცინებს მთელ დარბაზს [გულის წ. ისტერიკამდე] იმ გულის წასვლამდე, რომელსაც ჰიუისმანსი ღვთაებრივ ისტერიას უწოდებდა. საზოგადოების ნერვები ძალზე გაღიზიანდა, [ნერვიულობამ] მიაღწია იმ საზღვარს, რომლის იქით მხოლოდ შეშლილობაა. ეს, მართლაც, სასაცილოდ დაბერებული ხალხის აზროვნებაში ფიგურალურად განმტკიცდა ყველაფერი „სასაცილო“, მხოლოდ იოველის სახით, მისი წარმოდგენით, მასზე ნათქვამი ანეკდოტით, ჭორით. [იოველში კი სრულიად არაფერი არ იყო სასაცილო]. ყოველივე ამას ინჟინერ ქერიმის ბინაზე შეკრებილი ხალხი ხვევდა ვითომ „მეგობრული“ სამოსელით, რადგან იოველიც იქ იყო. ისმენდა იოველი, მაგრამ იგი სულ მუდამ სდუმდა. მისგან სიტყვის გამოტყუება ისევე ძნელი იყო, როგორც ეკლარის [ქვის] კლდისაგან ცარიელი ხელით [კლდის] ქვის ნატეხის გამოგლეჯა.
[მაგრამ მას მაინც არ ეშვებოდენ].
- გინახავთ სადმე, რომ გველს ფეხები ჰქონდეს? - კიდევ წამოიწყო ერთმა იქ მყოფმა ახალგაზრდათაგანმა.
- არა! - ერთხმად უპასუხეს მას.
- დაგინახავთ როდისმე ჭიანჭველას თვალები?
- არა - არა და არა!
- ისე ვერც მაგის გამოგონებასა ნახავთ.
ყუმბარასავით იფეთქა ხარხარმა. იოველმაც გაიღიმა.
შემდეგ გაშალეს სუფრა, შემოიტანეს ღვინო. ცოტა [ხნით შესწყდა] ხნის შემდეგ [იოველზე] იოველს საუბარი [მაგრამ ის ახალგაზრდა მაინც არ ეშვებოდა] უფრო რბილ ტონზე დაუწყეს.
- რადა ხარ, იოველ, აგრე ჩუმად! რამ მოგაწყინა, შე კაი კაცო. რა გულის ჟანგი გაგჩენია? იცოდე, იოველ, გულისა ჟანგი ღვინოსა სვამს პირველად, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ღვინო აბითურებს ჟანგს. დალევ კაცი ღვინოს და გადმოიღვრება ჟანგი, გამომჟღავნდება ყოველგვარ გამოგონებათა საიდუმლოება...
- დალიე, იოველ, ღვინო! დალევ ღვინოს და დატრიალდება მთები, აირევიან ღრუბლები. შენ იძულებული იქნები, მიმართო მათ ასეთი სიტყვების გამოგონებით: მთებო, ღრუბლებო, რა მოგივიდათ? ღვინოს მე ვსვამ და თქვენა თვრებით?
- დალიე და შეგერგება, იოველ! უფრო უკეთეს რამესაც გამოიგონებ, ასეთია ღვინის ძალა: ის რომ ტურას ხახაში ჩაასხა, მგელს წააქცევს.
როგორც ქვა არ დაეცემა იმ ადგილიდან, სადაც დაეცა, ისე არ შეცვლილა იოველის [გარეგნო.] სახის გამომეტყველება. იოველი სდუმდა. და როგორც ჯოჯოხეთში არ შეიძლება გაუწამებლად ყოფნა, ისე მეშჩანურ ოჯახში, სადაც ასეთნაირი [სიტ.] საუბარი გესმის [იმართება]. რატომ ჰგონიათ, ვერას დროს ვერავინ დაინახავს იოველის გამოგონებას? რისთვის ფიქრობენ, რომ ღვინის დაძალებით წამოაცდინონ იმ გამოგონების საიდუმლოება, ან რას ნიშნავს გადაკრული თქმა უკეთესი გამოგონების შესახებ: ასეთია ღვინის ძალა, ის რომ ტურას ხახაში ჩაასხა, მგელს წააქცევსო.
- აბა, აბა! - დაიძახა მასპინძელმა, - ჯერ ვახშამი და შემდეგ მასლაათი. რა ჰქვია ამ საჭმელს, მომიტანე აქ.
- საცივი, ბატონო, საცივი, - უპასუხა მოსამსახურემ.
- ჰოდა, რაკი სახელი რქმევია, გაგვაშინჯე კიდევაც. აბა, მიართვით ძვირფას სტუმრებს. რისგანაა რომ ეს ღომი ასე თხელია?
- იმე, რავა გეკადრებათ! თხელია იმის გამო, რომ „ქიფილი“ ცოტაა! ასე ამბობს მზარეული, თორემ მე თვითონ კი არ მომიხარჩავს, არც მეზობლისაგან მომიტანია, ბატონო.
- მაიტა, მაიტა, ძმობილო, დღევანდელი ღომი სჯობია ხვალინდელ კანადის პურს. ბიჭო, ბიჭო, ბიჭო! დამწვა პირი, შე ოჯახდასაქცევო!
- ჯერე სული უნდა შეუბერო, ბატონო!
- აბა, მანდ ბევრს ნუ ლაპარაკობ, - შეაწყვეტინა სიტყვა მასპინძელმა, - ცარიელ სუფრაზე როდი ლოცულობენ. სიტყვებით ფლავიც არ დამზადდება, ზეთი და ბრინჯია საჭირო. წადი და სამზარეულოს მიხედე. საცივი კი გემრიელია, რადგანაც ზეთით ზომიერად შეუკაზმნიათ.
- ნუ იტყვი [თუ] ესა თუ ის კერძი [გემრი.] უკეთესიაო. კარგად შეკაზმული ყოველგვარი კერძი კარგია.. განსაკუთრებით ეხლანდელ დროში, ასე არ არის, ქალბატონებო და ბატონებო?
- ასეა, სწორედ ასე! - იყო პასუხი!
იოველი ისევ მოწყენილად იყო... არ ახარებდა მას ეს მასლაათი. მისი ფიქრები სხვა სფეროებში ტრიალებდენ: „რა მემართებოდა, - ფიქრობდა იგი, - მე თვითონ არ ვიცოდი. საშინლად, ნერვიულად გავატარე ეს ზამთარი. ცხოვრება ცხოვრებას არა ჰგავდა. ამიდებიც ცუდი იყო. მაგრამ ზამთარი გავიდა. არასდროს ჩემს სიცოცხლეში ასეთი საზიზღარი ზამთარი არ [გამიტარებია] გადამიტანია.
- თქვენი სადღეგრძელო! - დალია იოველის სადღეგრძელო ევამაც, რომელიც მის პირდაპირ იჯდა, და დაფიქრებული შესცქეროდა. ევა ეხლა ორმოც წელს მიახლოვებული ქალია. როგორ არ ახსოვს იოველს მისი მხიარული ბავშობა და ახალგაზრდობა. იგი უნახავს მას შემდეგ საჩხერეში, ყვარელში, საწულუკიძეოში. ქალი სოციალურად განწირულ კლასს ეკუთვნის. მაშასადამე, ცხადია, განიცდის იმავე მწვავე კრიზისს, რასაც მისი მშობელი კლასი. ის არის უმაღლესად განვითარებულ ადამიანურ ინტელექტის პატრონი, იგი არ გათხოვდა, იგი ცხოვრობდა, როგორც ველური და მოღუშული ძუ-მგელი და ეხლა იცის, თუ როგორ ღრმაა და გამოუსწორებელი მისი ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობა. ქალი ყველა ქალია, მაგრამ ევა სხვა ქალია. მიუხედავად მისი ორმოცი წლისა, იგი იხედება თავისი შავზედ უშავესი მტკიცედგამომეტყველი თვალებით, ატარებს კარგად შეკერილ ტანთსაცმელს და სრულიადაც უჭკუო არ არის. პირიქით, ის უმაღლესი ინტელექტუალური კულტურის ადამიანია. მთელი თავისი ცხოვრება მან გაატარა წიგნებთან, გენიალური ავტორების წიგნებთან. და როდესაც იგი გამოვიდა თავისი სახლიდან და დაინახა ნამდვილი ცხოვრება, ქალი შეშფოთდა ამ ცხოვრების საცოდავობით, მოუწყობლობით, სიცივით, სიცალიერით, ტალახითა და ჭუჭყით. ქალი იხუთებოდა ამ ატმოსფერაში, რომელშიაც სუნთქავდა მისი კლასი, ბურჟუაზიული და წვრილბურჟუაზიული ფენა, რომელსაც „საზოგადოებას“ უწოდებდენ. ცხოვრება, მისი აზრით, ეკუთვნოდა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეებს, გაიძვერებს, ლაქიებს, ფარისევლებს, ადამიანისათვის კი ჰაერი არ იყო. თვითეული უნდა დაეტიოს თავის პატარა ქერქში, იყოს წყნარად, მშვიდობიანად, კრინტი არ დასძრას, რაგინდ საშინლად არ გრძნობდეს თავის განწირულებასა და მარტოობას. ასეთივე იყო ბედი მისი დროინდელი ყველა ნიჭიერი პიროვნებების, პოეტების, მხატვრების, არტისტების; ყველა ისინი, დამცირებულნი და განდევნილნი განიცდიდენ საშინელ მარტოობას, როცა ადამიანი ხდება მგლად, როცა მას ეზიზღება გარშემო ყველაფერი, მაგრამ ენატრება ნამდვილი ადამიანი და ახალი, ნამდვილი ცხოვრება...
რაღაც სიახლოვეს ჰგრძნობდა იოველი ამ ქალისადმი. საუბარი და შექცევა კი თანდათან გრძელდებოდა.
- [რას გერჩოდენ,] სახლები რომ ჩამოგართვეს? ხომ გერჩივნა გაჰყოლოდი ოცდაერთში ევროპისაკენ? არ დაიჯერე, დარჩი, მარა რა?! შენს სიცოცხლეს კი სჯობია სიკვდილი! - ეუბნებოდენ ერემიას, ყოფილ სახლის პატრონს, რომელიც ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა...
- რა ვიცი, რას მერჩოდენ... ანდაზის საქმე დამემართა: მოლას ერთი თხა გაექცა, მეორე კი ვერა, რადგან დაბმული იყო. მოლამ დაბმულ თხას დაუწყო ცემა: რომ დაბმული არ ყოფილიყავი, შენც ხომ გაიქცევოდიო?!
- არავის აქ არ დაუბმიხარ, ერემია.
- არა, სიტყვას მოჰყვა თორემ... პირიქით, პირობასაც კი იძლევოდენ, არავისა და არაფერს ხელს არ ვახლებთო. ჩვენ კი მაინც გვეშინოდა და!!
- იმ მოლას პირობის ამბავია ესეცა. მოლა თურმე გზად მიმავალ ხოლერას შეხვდა: - სად მიდიხარ? - ისპაჰან ქალაქში, ხალხი უნდა ამოვწყვიტოვო. მოლა შეეხვეწა: ასი კაცის მეტს ნუ მოჰკლავო. ხოლერამ პირობა მისცა, მაგრამ, როდესაც ქალაქში შევიდა, ასი ათასი კაცი მოკვდა. „ეგ რა გიქნიაო, პირობა დაგირღვევიაო“, - შეხვედრისთანავე უსაყვედურა მოლამ. „არაო, - ფიცულობდა ხოლერა, - ასი კაცის მეტი არ მომიკლავს, დანარჩენი კი სულ შიშით ამოწყდაო!“
- აწი [ხომ ვერაფერს წამართმევენ] კი, მამა არ წამიწყდება, ათასი ხოლერა რომ მოვიდეს, ვერაფერს დამაკლებს. - დაამთავრა ერემიამ.
- ეგ კიდევ ისაა, მეგრელი რომ ტრაბახობდა: ათასი კაცი რომ დამესიოს, ნიფხავს ვერ გამხდისო; თურმე არაფერი არ ეცვა, რას გახდიდნენ.
- ტრაბახითაც ბევრი გადის ფონს, ჩემო იერემია. აი, შენი მეზობელი თაყანა, შეხედე, რა დიდებულადა ცხოვრობს..
- მაგაზედაც მოგახსენებთ. ჩვენში ერთი მეგრელი იყო ჩამოსახლებული, სახელად ბახვა. ცოლი არ ჰყავდა. ქვრივი იყო. როდესაც სოფელში ბურთი გავარდებოდა, ორი ჯგუფი იბრძოდა: ცოლიანები და უცოლოები: [საწყ.] ბახვა ფიქრობდა, თუ ვის მიმხრობოდა: ცოლიანებს - ცოლი არა ჰყავდა. უცოლოებს მიმხრობოდა - არც ისე ახალგაზრდა იყო. დაბურსალობდა ბახვა. როცა უცოლოები გაიმარჯვებდენ, დაიძახებდა: „ლელო, ბაბაია“! და როდესაც ცოლიანები, კიდევ „ლელო, ბაბაია“. ასეა თაყანას საქმეც: მენშევიკების დროს მენშევიკებისაკენ იყო, ბოლშევიკების დროს ბოლშევიკებისკენა და - იმარჯვებს კიდეც: ყველგან გააქვს ლელო! საქმეს კი არაფერს აკეთებს, ეს ყველამ ვიცით.

*
საღამოობით აივანზე სდგანან ლამაზი და ახოვანი ქალები. გრძელი შავი თმები [ეცემა] ვიწრო მხრებიდან გადმოშვებული აქვთ თეთრ აბრეშუმის პენუარებზე. ისინი მამაკაცის დანახვაზე თითქო მორცხვობენ, მაგრამ მათ შავ-შავ თვალებს მეტისმეტად ეშმაკური გამომეტყველება ემჩნევა.

*
ამ ეზოში, ამბობენ, ოდესმე ცხოვრობდა ერთი ღარიბი მეგრელი. მას ჰყავდა სამი შვილი. სამივენი [ისე] ძლიერ ჰგავდენ ერთმანეთს, როგორც ტანადობით, ისე ხმითა და ლაპარაკის მანერით, ვერასგზით მათ ვერავინ არჩევდა. მათი გამორჩევა შეიძლებოდა მხოლოდ სახელებით: უფროსს ერქვა უჩა, საშუალოს - ქუჩუ, უმცროსს - მაცი.

*
1. [ის ქურდი კაი ბიჭია] იმ ქურდსა, როგორც წესია, წელზე ჰკიდია კვესია.
ჩვენსავით ქოსა კაცია, არც უხნავს, არც უთესია.

2. [ზურგზედაც ხალთა ჰკიდია]
[არც უხნავს] არასდროს არც უთესია, მარა ეხლა კი ესეა.

ეგია. ბეგია. ლექია. ლეკია. ჩიტირეკია. ხრეგია. მუდრეგია.

* * *
[ის ქურდი ბიჭად ლეკია, ლეკია, ოთარ-ბეგია,
[მას წელზე დანა ჰკიდია, [ან დიდ აჯამეთს უტია] მუხლი არ მოუდრეკია.]
მას წელზე კვესი ჰკიდია, ან ინგლისური სტეკია.]

[ის არა] არა სთქვა ჩიტირეკია - [არამედ ბიჭად] ის ქურდი, ვგონებ, ლეკია.
წელზე ან კვესი ჰკიდია, ან ინგლისური სტეკია.

თუ ბიჭად ბიჭი ლეკია, ალბად, ზურგს [ხალთაც მოუდრეკია] გუდაც დრეკია,
[ნაცარი, ყველი, სადგისი, - მისი სიმდიდრე ეგია.]
[მიაქვს] თან აქვს ყველი და სადგისი, ნაცარიც ჩაურეკია.

[თუ] ზურგზე გუდა დრეკია,
მისი [დარბაზიც] სასახლეც იქა დგას, სადაც მთა ცხრამუდრეგია.

რაკი მთა ცხრამუდრეგია, იქვეა შარა-ხრეგია,
ხევზე ცხრა კიბე [ჩ]აჰყვება, [თავი არ] ვერავის ჩაუდრეკია.

[ცოლის სახელიც კ.]
[ჩემი სათქმელიც ეგია: ცოლის სახელი კეკეა,]
[რაკი ცოლს კეკე რქმევია]
ცოლის სახელი კეკეა - [თვით] ქმარს ჰქვია ნაცარქექია.

[კატასტროფა]
წერილი მეგობარ ექიმს
[ექიმო, სად ხარ] თუმც ცოცხალი ვარ, არა მჯერა, რომ სული მედგას!
ჩემი ცოდვა მას, ვინც [დამმართა ამდენი] მომიხმო ასეთი მტერი,
ბედითი მტერი, ცუდი მტერი: სიკვდილის ნატვრა!

ექიმო, გული ძველებურად [ვერ იწყებს ფეთქვას] თუმც ისევ ფეთქავს,
დაკარგული აქვს [მშვენიერი] ძველებური სიმრთელის ფერი.
ეს ყველამ იცის, მაგრამ ამბობს: [არ ენდოთ] წარსულით დათვრა!

[ჩვენ] ათასი ჭირი გავიარე[თ], ექიმი [გვი] ჩქარა!
უხარბო იყოს, პირ-მართალი, მისანდობელი!
ოსტატი ჩქარი, უნუკვარი და არა ზანტი.

[მხოლოდ ასეთი] და უამისო თუ იქნება, მაშინ იარამ,
[რომელმაც ასე] დეე, ძააღლივით დაღრღნას ჩემი დღე და სოფელი,
უბრალო ჩრჩილმა წააქციოს მუხა გიგანტი!

[ჩვენი სხეული] ო,  ჩემი გული იყო მტკიცე ციხე-ქალაქი,
ბუნება ტანის იყო მისი [მეფე] მცველი ძლიერი,
[და [როგორც] იერიშით] ასაოხრებლად მიდის მთაზე [ჭირი და მანკი] ურიცხვი ჯარი.

მტერის ეს არის ათასგვარი ჭირი და მანკი
წამალი ჩემი ბუნებისა, წამალი მწველი,
ცხარე ომის დღეს სანდობარი არის აბჯარი!

ექიმი [კარგი] გვინდა, ვით მეაბჯრე [იქნება კარგი] და ამხანაგი,
[რომ მწარე სიკვდილს ხელით] რომ სიკვდილს ხელთგან გამოსტაცოს პოეტის ჩანგი..

*
მწარე-მწარე.
გვარდიის დროშა.

მე მინდა ვუთხრა ყოველ სულ-მოკლეს:
1. [გამოვიდა] არღვევს გარემოცვას საგვარდიო პოლკი -
მაგრამ თვითონ მედროშე კი დაჭრილია [მძიმედ] ავად.
მან ტარს დროშა ჩამოხია, დროშა, და თვითონ კი -
ფორთხვით სოფელს მიაშურა, ტკივილუხედავად.
2. თარეშობენ გერმანელნი, მხარე, მაგრამ მოდის...

* * *
1. არღვევს საგვარდიო პოლკი გარემოცვას,
[მაგრამ] პოლკის მედროშე კი - მძიმედ დაჭრილია,
დროშა ჩამოხია ტარით და მიცოცავს
ფორთხვით - სოფლისაკენ, [სად მზეც დაჭრილია] სადაც გზა ჭრილია.

2. [კვლავ] აქ რბის, დათარეშობს, [მხეცი] მყრალი გერმანელი,
მხოლოდ ჩვენი სოფლის ძალა არ დაეცა...
სოფლად მან იპოვა ვლასი, დანიელი,
მათთვის იგი დროშა, შესძლო, გადაეცა.

3. ყრმაა დანიელი, ვლასი - მოხუცია.
ორსვე შურისგების დაგავს მდუღარება..
კითხვამ, დაპირებამ მათ გულს არ უწია..
მტრისდმი პასუხია [მათი] მკაცრი მდუმარება..

4. ციხე ნესტიანი ახრჩობთ ბნელზე-ბნელი...
[ის ადგილი სადაც] <უხმობს> მოძმეთ, თუმცა, დროშა გადამალა,
ციხით თავდაღწევას ფიქრობს დანიელი -
მაგრამ ის სუსტია, [მძლავრი] მძლეა მტრის ამალა.

5. აჰა, საღრჩობელაც! მიწაც იქ ითხრება.
[ხროვა გერმანელთა] და მხეცს სინიდისის სად აქვს ნატამალი?
გმირებს უკანასკნელ კითხვით ეკითხება:
- დროშა [თქვენეული] დაფლეთილი, სთქვით, სად გადამალეთ.

6. ამ დროს თოფებისამ [მეხმა] ზათქმა იგრიალა,
ტყიდან გამოიჭრა რაზმი პარტიზანთა.
დანიელის, ვლასის [გულში] თვალში [მზემ] გაიალა.
ფაშისტების [თვალში] სახეს კი [თავზარი] სიფითრე სჩანდა!

7. და ყრმამ სიამაყით დროშა ფერატლასი,
[გვარდიელებს] ჩააბარა მოძმეთ - [დროშა,] როგორც მტერის რისხვა.
და გვარდიის შტაბმა დანიელ და ვლასი
[გვარდიელთა] სახელოვან მებრძოლთ პოლკში [ჩაირიცხა] [გადარიცხა] შთაირიცხა.

ვლასა. გაირისხა. ჩაირიცხა. ფერსატლასი.

*
რომ შეჰქმნა დიადი რაიმე.
მწარე-მწარე სიტყვები.
წითელი ვარსკვლავის ორდენი.
ქედი კოხტი - მწერვალი 514 - 2.

1892-1898. 1898-1903. 1903-1908.
1892-1900. 1900-1905. 1905-1908. 1908-1913. 1913-1918. 1918-1923. 1923-1928. 1928-1933. 1933-1938. 1938-1943.  

*
1. შეხედე, რაგვარ დიდებით შედის.
2. [მძლავრი არწივი] ლაჟვარდში ორბი კლდეების ხშირის.
3. და სიამაყე იმ დიდი ქედის
4. სიამაყეა ერთ ქართველ გმირის!

*
შეხედე: [მთვარე] მაღლით
დაჰყურებს ქედებს
ცად ატყორცნილი
მწერვალი კოთხის.
ქარი მირეკავს
ღრუბელთა გედებს,
ძირს [მიდამოა] გაფენილა
[მსგავსი] დარი სამოთხის..

შეხედე, რაგვარ
დიდებით შედის
ლაჟვარდში - ორბი
კლდეების ხშირის,
და - სიამაყე
იმ დიდი ქედის
სიამაყეა
ერთ ქართველ გმირის!

*
[წინასიტყვაობა.] სანდრო - ნარსია. ა. ნარსია.
არწივი. [ველების] კლდეების ხშირის. [მიდამო, სადაც.] [მწერვა.]
ნაცლი - ვაცლი.

*
[ხედავ იმ მწერვალს, რომელსაც გარე]
შეხედე, როგორ დაყურებს ქედებს,
ცად ატყორცნილი მწერვალი კოთხის,
ქარი მირეკავს ღრუბლების გედებს,
ძირს მიდამოა მსგავსი სამოთხის.
შეხედე, რაგვარ დიდებით შედის,
მაღალ ღრუბლებში [და მწერვალს მხარი] არწივი [ძირის]
და [საიდუმლო] სიამაყე იმ დიდი ქედის -
[საიდუმლოა] სიამაყეა [ვით] ერთ ქართველ გმირის [ლომის].
[იქ მშობლიური, ნაზი [ქარი ისევე თეთრ და] იისფერ
ღრუბლებს
მრავალრიცხოვან მომხდურს პირისპირ -
ხვდება...]
მაგრამ [იმ დღეს კი] წინა დღით შავს და ყორნისფერ
ღრუბლებს მოეცვათ მწერვალი [იგი] <რაზმი>.
მრავალრიცხოვან მომხდურს პირისპირ
შეხვდა [ქართველთა] უშიშარ მეომართ [რიგი] რაზმი.
ომში, [პირველი] რომელი ერთი მათგანი -
პირველ შეიჭრა [პირველთა] შორის,
როგორი იყო ნგრევა: ხათქანი -
მოწმეა წყება კრთომის მთა-გორის.
"სამშობლოსათვის!" [დაიძახა მან] იგი,
[უშიშარი და შეუპოვარი]
თვალთაგან ცეცხლის ალთა მთოვარი
და იქ, სადაც მტრის არის ბილიკი,
უშიშრად მიდის შეუპოვარი.
მთელის თავისი სიმაღლით [მიდის] მსვლელი
[ის მიდის მთელის თავის სიმაღლით.]
ის ზეზეურად [გზადაგზა] ფეხზე, გზადაგზა,
[ტყვიამფრქვევიდან ხვრეტს არ]
მრავალათეულ მტრის [მომსპობელი] მომსვრელი,
ტყვიამფრქვევიდან მეხს [აყრის] ურტყამს მეხზე -
[მრავალათეულ] [საარაკოა [მისი გმირობა] იმისი ღვაწლი].

*
1. პლაკატი - „ქართველი მწერლები“.
2. პლაკატი: ბიოგრაფია.
3. პლაკატი - პოეზიისთვის.

ეს შემოდგომა.

ძაუგთან
დნეპროპეტროვსკის [აღებით] გრიგალი
[მიჰქრის, კვალდაკვალ მიყვება.]

[ამ შემდგომის] ამგვარ დღეების გრიგალი,
[დნეპროპეტროვსკის] ჩვენი ძაუგის გრიგალი,
[სამარის ქვაა]
[ჰიტლერის ავანტიურის]
ხვალ თუ ზეგ მომხდურისათვის
სამარის ქვაა ფიქალი!
მტერი უბედურ დღეებს სთვლის,
მტერი თავისთავს იმეტებს,
და ცეცხლში ნასროლ სიცოცხლის
სწვავს უკანასკნელ იმედებს.

* * *
დნეპროპეტროვსკი [რაც ჩვენ აქ] ჩვენია,
[გვიგრძვნია, გვიშენებია,
დაუნგრევია გარეწარს,]
[ჩვენ] [გვიგეგმავს, გვიშენებია,]
[და რაც გვიშენებია.]
დნეპროპეტრო...

[დნეპროპეტროვსკი]
დნეპროპეტროვსკიდან წინ, დასავლეთისკენ!
[შემოდგომაა...
ეს შემოდგომა ისე დაიწყო,
ამ შემოდგომის - მრისხანე ქარი,
ამ შემოდგომის ქარვისფერ დღეებს].

1. [სიცოცხლის, ცეცხლში [გადასროლილის] ნასროლის
უკანასკნელს სწვავს უბედურ დღეებს]
[სწვავს უკანასკნელ]
მტერი უბედურ დღეებს სთვლის,
მტერი თავის თავს იმეტებს,
და ცეცხლში ნასროლ სიცოცხლის
სწვავს უკანასკნელ იმედებს.

2. [ის ამბობს:]
შემოდგომაა, და თოვს კი!

[ჩვენს შრომას გაუჩენია,
რაც აქ...]
[დნეპროპეტროვსკი ჩვენია!
[რადგან ჩვენ გვიშენებია]
ჩვენს კუნთებს უშენებია].

[ეჰ, უბედურო] [მიიწევ] [იწვი] დასწვი, საბრალოვ! გაცლა გსურს,
მაგრამ ვერ დაიმალები,
[საბჭოთა [სამშობლო] ქვეყნის] კავკასიონის მეომარს,
შევარდენს უგავს თვალები!
[დნეპროპეტროვსკი ჩვენია,
ჩვენს კუნთებს უშენებია.]

მისი ხმა შემაზრზენია -
[ყოველი] შენგვარი ოხერ-ტიელის:
[დნეპროპეტროვსკი] [კავკასიონი] [იგი ძაუგი] ეს საქართველო ჩვენია,
და არა გადამთიელის!

* * *
[დნეპროპეტროვსკი] კავკასიონი ჩვენია,
ჩვენი [კუნთებს უშენებია] კუნთებით [ნაგები]
[ნანგრევი აღუდგენია -
ღამე დღეს უთენებია.]
სინათლეს აღუდგენია,
და [ბაღებს] კოშკებს უშვენებია.
[ის სიმბოლოა]
[მისთვის მცირე] მის მოდარაჯე მხნე თვალებს
რული არ მოეკიდება:
მამულის ხსოვნას ავალებს -
სამარადისო დიდება!

*
160 დარჩენილი. გამოვიტან ასათს.
ჟღენტი. 15.000
მერი კობეშავიძე. ფრიადოსანი. სამედიცინო ინსტიტუტი.
ბოკერია. ვლადიმერ ჟღენტი.
დავიდოვი - დეკანი.

*
1943 - 35 летие. 1948 - 40 летие. 1953 - 45 летие. 1958 - 50 летие.

1943 წ. 1 ოკტომბერი. პარასკევი - „კომუნისტის“ დღევანდელ ნომერში მოთავსებულია შემდეგი ცნობა სათაურით: „გალაკტიონ ტაბიძის საღამო“. ცნობაში ნათქვამია: „საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი აღნიშნავს გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული მოღვაწეობის 35 წლისთავს. ამ მიზნით ოკტომბერში მოეწყობა მხატვრულ-ლიტერატურული საღამო. მწერალთა კავშირმა შუამდგომლობა აღძრა აგრეთვე გ. ტაბიძის ნაწარმოებთა აკადემიური გამოცემის განხორციელების შესახებ“. ეს ცნობა მოთავსებულია მე-4 გვერდზე, ძლივს შესამჩნევ ადგილას. ამიტომაც არც არავითარი რეზონანსი საზოგადოებაში არა აქვს. არაა ნათქვამი არც „იუბილე“, არც „სახალხო პოეტი“, არაა დასახელებული დრო და ადგილი საღამოისა; არაა ნათქვამი გასაგებად და დამახინჯებულია მთავრობის 1933 წ. დადგენილება, სადაც ლაპარაკია არა მხოლოდ ჩემს ნაწარმოებთა აკადემიურ გამოცემაზე, არამედ „ნაწარმოებთა სრულ აკადემიურ გამოცემაზე“. ამდენად „კომუნისტი“-ს ამ ცნობაში, რომელიც 6 სტრიქონს შეიცავს, არის ექვსი დიდი გაუგებრობა და ეს თავიდანვე. მაგრამ სათავეში ამღვრეული წყალი უნდა დაიწმინდოს. „კომუნისტის“ რეპორტიორმა ნუცუბიძემ ეს ცნობა - მწერალთა კავშირის ოქმებიდან ამოიღო...
5 ოკტომბერი - ხუთი დღე გადის და არავითარი სხვა ცნობა. ეტყობა, საღამო სურთ უცებ და უმნიშვნელოდ ჩაატარონ. კომისია, რომელიც უხელმძღვანელებს საღამოს ჯერაც არჩეული არ არის. დასახელებულია სამი კაცი: ლევან ასათიანი, სიმონ წვერავა და ანდრო თევზაძე.
პავლე კანდელაკმა (ხელოვნების მთავარი სამმართველო) სიტყვა სიტყვით ასე მითხრა: ოპერის თეატრს დაგითმობთ, მხოლოდ ამაზედ მწერალთა კავშირმა, ორგანიზაციამ უნდა აღძრას შუამდგომლობაო. თანაც სთქვა, რომ იგი მთელი თავისი გამოცდილებით დაეხმარება საღამოს მოწყობას. როცა ეს ბ. ჟღენტს ვუთხარი, მან სთქვა, რომ კომისია თვითონ მონახავს შესაფერ ბინასო. ირაკლი აბაშიძე, ძველებურად, ალბად, წინააღმდეგია ოპერის თეატრში საღამოს გამართვისა.
ავტობიოგრაფია მზად არის, გადავეცი დასაბეჭდათ. წინ განუხრელად. მტრებმა არ დაგვასწრონ...
6 ოკტომბერი - მწერალთა კავშირის მდივანი ირაკლი აბაშიძე წასულა სოხუმში ისე, რომ მიუხედავად დაპირებისა, პრეზიდიუმის კრებაზე არ გაუტარებია საღამოს მომწყობი სამეულის არჩევა. კავშირის საქმეთა მმართველი ქავჟარაძე მატყობინებს, რომ ირაკლი ჩამოვა 8 ამ თვეს. მანამდე, თუ საჭირო იქნება, მე გავატარებო ოქმში ამ სამეულის არჩევასო. როგორ მოვიქცე? დავუცადო მას თუ არა? ორ დღეში გამომუშავებულ იქნას დაზუსტებული გეგმა იმ სამეულის მუშაობის საღამოს წარმატებით ჩატარებისათვის. ხვალ ვინახულებ პეტრე შარიას.

1943