დღიური-156 - 1943 წელი
გრიბოედოვის 22. 1 საათზე. უჩა ჯაფარიძე.
ოთხშაბათს 11-1 საათამდე, ერ. ასტვაცატუროვი.
61-90. ჩიტიაშვილი.
* * *
[ლიტერატურული] პოლიტიკური მოღალატეობა დარჩეს მოღალატეობათ, მაგრამ კულტურისთვის სრულიად საჭირო არ არის ისინი აღიარებულ იქნან მოღალატეებად.
*
1. აბაშელი ალექსანდრე, 2. აბაშიძე ირაკლი, 3. აბაშიძე გრიგოლ, 4. აფხაიძე შალვა (?), 5. ბობოხიძე კალე, 6. გაბესკირია ვიქტორ, 7. გაჩეჩილაძე დავით, 8. გეგეჭკორი ლადო, 9. გელოვანი მირზა, 10. გომიაშვილი ალ., 11. გორგაძე ვასო, 12. გრიშაშვილი იოსებ, 13. ერთაწმინდელი სეზმან, 14. ეული სანდრო, 15. ვარდოშვილი ხარიტონ, 16. ვაკელი იონა, 17. თავაძე სოლომონ, 18. კალაძე კარლო, 19. კაჭახიძე გიორგი, 20. იასამანი (კინწურაშვილი), 21. კრეიტანი გ., 22. ლეონიძე გიორგი, 23. მარიჯანი, 24. მაშაშვილი ალიო, 25. მეგრელიძე ლიდია, 26. მიქელაძე მარიკა, 27. მოსაშვილი ილო, 28. მრევლიშვილი მარიკა, 29. ნადირაძე კოლაუ, 30. ჟურული ვარლამ, 31. სერებრიაკოვი ბორის, 32. სიხარულიძე ილია, 33. ფაშალიშვილი სიკო, 34. ქუჩიშვილი გიორგი, 35. შანშიაშვილი ს., 36. შენგელია ალეკო, 37. ჩიქოვანი სიმონ, 38. ყანჩელი ალექსანდრე, 39. ყიფიანი ივიკ, 40. ცეცხლაძე გრიგოლ, 41. ჭიჭინაძე კონსტ., 42. ხეჩუაშვილი გიგო, 43. ხოსიტაშვილი ბაბილინა, 44. ხოშტარია ილია, 45. ხიდისთაველი სიო.
[27] 32. 22 человека.
ციცქიშვილი გობრონ (სასახ.). კაშმაძე შალვა - (სასახ.). ონელი არნო - ? რატიანი კოტე - ნავთლ. ძიძიშვილი ქუჯი - (მის. ბოლოს). ასათიანი ლევან - ჭავჭავაძის 12. N. B. გაჩეჩილაძე გივი (მატერიალური 11). მეგრელიძე ლიდია. პატარიძე მიქელ (მაიაკოვსკი).ნინო დოლიძე.
იარალაშვილი. მეტი რა ვუთხრა. ვ. ჟურული.
*
ორი მხარე პოეზიის: შემოქმედებითი და ტეხნიკური:
ნიჭი მხატვრული შემოქმედებისა თანდაყოლილი ნიჭია - როგორც სახის სილამაზე, როგორც, მაგალითად, ხმა, ძლიერი ხმა. ეს ნიჭი შესაძლებელია და საჭიროცაა განვითარდეს, გაღრმავდეს, მაგრამ მისი მოპოება (შეძენა) არავითარი ძალითა და ცდით, არავითარი მეცადინეობით არ შეიძლება. Poetae hascuntur... ვინც არ დაბადებულა პოეტად, იგი იმად ვერასოდეს ვერ გახდება, რაც არ უნდა ეცადოს, რანაირი შრომა და ჯაფა არ გასწიოს. მაგრამ ყველას, დიდი მუშაობის შემდეგ შეუძლია ისწავლოს ლექსთაწყობა და მიაღწიოს მას, რომ საკმარისად ასე თუ ისე ლამაზი ლექსი დასწეროს. იქ იქნება ერთგვარი სიამოვნება, ყოველთვის პოეზია როდია. პირიქით. ლექსის ტეხნიკას უსათუოდ დაუფლება უნდა. ნიჭი პოეტისა, ნამდვილი ოქრო პოეზიის, შეიძლება გამოსჭვივოდეს გარეგნულად დაუწყობელ ლექსში, მაგალითად, ბარათაშვილისა და გრ. ორბელიანის ლექსებში. მაგრამ სრულიად რომ გამოხატოს მთელი თავისი ნიჭი - [რომ] გადმოშალოს მთელი თავისი სული - შეუძლია მას.
რომ პოეზიას აქვს თავისი ტექნიკური მხარე, ამაზედ ლაპარაკიც ზედმეტია.
დამყარება მხოლოდ ზეშთაგონებაზე წარმოუდგენელი რამაა.
რა გააკეთა ამ დარგში პოეტების სექციამ?
საჭიროა:
1. დამწყებ [მწერალს] პოეტს, რომელიც 10 წელიწადს უნდა მოუნდეს, მიაღწიოს იმას, რაც უკვე მიღწეულია, უნდა გავუადვილოთ მუშაობა.
2. საჭიროა ერთი წიგნი: რომელშიდაც გაშუქებული იქნება ჩვენი პოეზიის მიღწევები...
1. დამოკიდებულება რედაქციებთან: „კომუნისტი“ (მაგ. კუდიანიშვილისა და სხვ. „Заря Востока“-სთან).
2. დამოკიდებულება ხელოვნების სხვა დარგებთან: მუსიკა, ფერწერა, არქიტეკტურა, თეატრი, კინო.
3. დამოკიდებულება მოძმე რესპუბლიკების პოეტებთან.
4. მიზეზები, რაიც აბრკოლებენ პოეზიის ნორმალურ განვითარებას. დაბრკოლებები (გვერდის ავლის საკითხი).
5. სამამულო ომის პერიოდის პოეზიის თავისებურებანი (პრესა, საღამოები, პლაკატები, წიგნები, რადიო).
6. დამოკიდებულება პროზაიკოსებთან და კრიტიკოსებთან და სხვ.
„О чем прозаик…“
7. პოეზიის შემოსავლიანობა.
გაჩეჩილაძე, ნადირაძე, ცეცხლაძე, მარიჯანი.
ვ. გორგაძე, დ. ნახუცრიშვილი, არისტო ჭუმბაძე.
სექციები.
23 სეკტ., 1943.
გალაკტიონ ტაბიძე!
[ხა ხა ხა ხა.]
1. ოთხი ბავში ჩვენს შემდეგ ეზოში: პიონერები (შვილები, ალბად, კომუნისტების).
2. სცხოვრობენ: ან ჩვენს ეზოში, ან მეორეში.
3. არიან მთლად თავხედები, გადარეულები; არავითარი ოჯახური ზეგავლენა არ ეტყობათ (თუმცა...).
4. გადავიდნენ მესამე ეზოში.
ერთი მათგანი ჩვენი...
- ალი! ჰქვია ერთს.
На высоту!
1. კომანდირი კ. ლორთქიფანიძის ვაჟი (Мститель).
ეხლა ექვსია.
*
პროზაიკოსები:
[1. ასათიანი ლევან], 2. ბელიაშვილი აკაკი, 3. გამსახურდია კ., 4. გვეტაძე რაჟდენ, [5. გაწერელია აკაკი], 6. გარიყული მარიამ, [8. ინგოროყვა პავლე, 9. იორდანიშვილი სოლომონ, 10. კაკაბაძე პოლიკარპე, 11. კასრაძე დავით, 12. კაპანელი კონსტ., 13. კეშელავა პლატ.,] 14. კლდიაშვილი სერგო, 15. ლისაშვილი იაკინთე, 16. ლორთქიფანიძე ნიკო, 17. ლორთქიფანიძე კონსტ., [18. მდივანი გიორგი, 19. მთვარაძე სიმონ], 20. ნაკაშიძე ნინო, 21. პოლუმორდვინოვი ელიზბარ, [22. ჟღენტი ბესარიონ], 23. სულიაშვილი დ., [24. ქვარიანი სიმონ], 25. ტატიშვილი იოსებ, 26. ქიაჩელი ლეო, 27. ქორქია როდიონ, 28. ქუთათელი ალექსანდრე, 29. შენგელაია დემნა, [30. ჩიქოვანი მიხ.], 31. ჩხეიძე ბორის, [32. წვერავა სიმონ], 33. ჭეიშვილი ალექსანდრე, 34. ჭუმბაძე არ., 35. ხახუტაშვილი ანნა (ცქვიტი), ჩაჩიბაია არ. 22 კაცი.
კრიტიკოსები:
1. ასათიანი ლევან, 2. ბენაშვილი დიმიტრი, 3. გაწერელია აკაკი, 4. კეშელავა პლატონ, 5. კასრაძე დ., 6. კაპანელი კ., 7. დანელია სერგო, 8. ნატროშვილი, 9. ჟღენტი ბესარიონ, 10. რადიანი შალვა, 11. წვერავა სიმონ, 12. წულუკიძე ივანე.
კანდიდ. 1. ასტვაცატუროვი, 2. მებუკე გიგლა.
14 კ. 9 კ. ჩემს მხ.
დრამატურგები:
1. დადიანი, 2. თვარაძე, 3. ბუხნიკაშვილი, 4. მდივანი გ., 5. ქვარიანი სიმ.
ნარევი:
1. ქიქოძე, 2. ინგოროყვა, 3. იორდანიშვილი სოლომ., 4. დანელია სერგო.
*
1943. 6 ოკტომბერი.
I. ბენო გორდეზიანის აზრით, ისეთი უბრალო პლაკატის გამოშვებისთვის, როგორიცაა „აკაკი წერეთელი“ - მოუნდება 2 თვე. რაა მიზეზი?
1. ლიტოგრაფიაში ხალხი აღარაა.
2. უნდა გაკეთდეს კლიშეები ცინკოგრაფიისათვის; რასაც დრო უნდა.
3. კლიშეები მანამდე უნდა გადაეცეს მხატვარებს, ჯერ დასამუშავებლად.
4. შემდეგ ათასგვარი ნებართვა.
5. შემდეგ ქაღალდი.
6. უნდა დაიბეჭდოს რამდენიმე ფერადი.
მაგრამ თვით სტამბაში - ორ-სამ დღეში, [თუ] შეიძლებაო გაკეთდესო.
აქედან დასკვნაა: ყველაფერი დროზე მზად უნდა იყოს.
1. მხატვრის ნახატები და კლიშეები.
2. ვინ იძლევა ნებართვებს? გაგებაა საჭირო და ენერგიული მუშაობა. უპლაკატო საქმე არ ივარგებს.
II. ქაღალდის საკითხის მოგვარებაა ყველაფერი.
1. შეიძლება დაგვეხმაროს ეგაძე ცეკადან - საბლიტგამის ქაღალდი.
2. შეიძლება სახელგამსაც აქვს ქაღალდი.
3. შეიძლება ფედერაციას და სხვ.? ან თვით მწერალთა კავშირს?
III. ფოტოსურათების საკითხი. საჭიროა ფოტოს ქაღალდები.
1. სახკინმრეწვი?
პატარა წიგნიაო, მაგრამ ისეთი, რომ ალაპარაკდეს ყველაო. წერილები დაიწერესო, ყუმბარასავით გასკდესო, როგორც გალაკტიონს შეფერისო.
ნოემბრის დღეებისათვის რომ მზად გვექნესო.
* * *
1. წიგნის საბოლოოდ გადახედვა.
2. „მხარძლიერი“ (ხარკოვის ცას).
3. ახალი ლექსებით შევსება.
4. გამოტოვება სუსტი ადგილების.
5. „კვლავინდებურად ამოდის მზე და ისევ ჩადის“.
6. გამოიყურ.
წიგნს გაბარებო სუფთას და უნდა დამიბრუნოთ ჭუჭყიანი. იმიტომ ნუ წაიღებ, რომ იმნაირადვე დამიბრუნოვო.
ფრონტზე. ზურგში. უკვე ბედავს.
ასტვაცატუროვმა მთხოვა ავტობიოგრაფია.
მხატვარმა ბერიტაშვილმა მთხოვა ფოტო-სურათი კარგი სურათისთვის - ის უნდება 2-3 დღეს თვითეულ სურათს.
ასტვაცატუროვმა სთქვა, დამიწერე ისეთი ლექსი - რომ იყოს ლექსი და ისეთი კი არა - როგორც ლეონიძეო.
რა ჯდება ლიტოგრაფიაში?
*
ნინა - უარს ამბობს სასწრაფო <...>. ფოტო.
უარს ამბობს მეორე...
სასურველია, შევეკითხოთ ყველას.
1. ვიზა. 2. გამოცემის საკითხი. 3. მომღერლები.
ბადრიძე, ჩიგოგიძე, გავაშელი.
მაჩიტაძე მამია.
1. კოსტიუმი ორი შარვალით. 2. ერთი შერსტი გიმნასტიკ. 3. ორი აბრეშუმის პერანგი.
18 ნოემბერი. კილასონია.
მარო.
კობერიძე. მაჩიტაძე. ეთერა.
3-47-86. ისიდორე დოლიძე.
*
არის მოგონება, რომელიც არასდროს კაცს არ დაავიწყდება.
მართალია - სიცოცხლე მხოლოდ აქ არის.
ღმერთო, ერთი თხოვნა მაქვს. ნუ მიღალატე, ღმერთო! ღმერთო!
ცდა ბედის მონახევრეა.
*
- ერთი ეს შენ უჯრაში შაინახე - მიაქვს ტელეფონის წიგნი.
ნინა „კომუნისტიდან“.
1943