შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-155 - 1943 წელი


რუსთაველის პრ. 19. ქსენია წერეთელი.
61 = 47 - თამარა გაბიტ. მოლა.
მომხს. ანბ. ж. - მიმართვა აკადემიას.
86-44 - გერმანე დონდუა - კონსერვატორია.
აკადემიის სტამბა - 74-66 ბეღელური.

კაფელი - 38-97 (72 სანტიმეტრი - სიგანე, სიგრძე - 8 მეტრი, 52 მეტრი - სიგრძე-სიგანე).
Derrure (ნახ. 34).
მეგრელიშვილი, სილაძე, ვაშაკიძე.
არზრუმიანოვი.

*
აფხაზეთი. 14 ენკენისთვე. 1943.
1. გადაფრენა ტფილისი - სოხუმი. თვითმფრინავმა აიღო სტარტი - 19 საათზე და 15 წუთზე. სოხუმში ვართ 12 საათზე და 10 წუთზე, ჩვენის დროით. ვფრინავდით, მაშასადამე, ერთი საათი, ნაცვლად 14 საათისა - მატარებლით რომ გვემგზავრა. გადავიფრინეთ კავკასიონის უღელტეხილი. ვფრინავდით ღრუბლებს ზევით, მთებს ზევით, ზღვის ზევით. თან ჩამოვიტანე წიგნი "მოგონებები აფხაზეთზე".
2. დავბინავდით სასტუმრო „აფხაზეთში“. შეგვხვდა კარგი, მყუდრო ნომერი. ვიწყებ გადათვალიერებას წიგნისას: „მოგონებები აფხაზეთზე“.
3. ძლიერ ავადა ვარ გრიპით: მაგრამ ეგ არაფერია. უნდა გავუძლო.
4. ლუარსაბ ბოცვაძის ვაჟმა, რომელიც აქ ლექციებს ჰკითხულობს ინსტიტუტში, მითხრა, რომ მან აღმოაჩინა ალექსანდრე ჭავჭავაძის სრულიად უცნობი ლექსი.
5. პისჩიკი პესიმისტურად განწყობილი დაგვხვდა: იძახის - ქაღალდი არა გვაქვსო. თავისმიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება?

*
შერვაშიძე გიორგი. 1840-1918.
- არას დიდებით!

Иван Георгиевич Папаскири. ჟღენტი. ჯიბლაძე? ჭეიშვილი. Сохуми „АБГИЗ“.
პლეხანოვის პრ. №59. სტოლიაროვი. სტამბა... (შეკინძვა წიგნებისა).
"მესხეთი" - ჭილაიასთან ვ.

*
7/IX. 1946 - თამარ ჭავჭავაძემ მშვენიერად წაიკითხა დღეს დილით რადიოში (ნახევარი საათი ჰკითხულობდა) ჩემი ლექსები: 1. ჩემი სიმღერა; 2. ჰე, მამულო; 3. ხალხის აწმყო, ხალხის ხვალე, ხალხის დიდი მომავალი; 4. ახალი ტფილისის დაფუძნება; 5. გორი. დაამთავრა კითხვა დილის [ცხრის] ათის ნახევარზე.

"მნათობი" 20 ლექსი. 75 ტაეპი X 49 X 4 = 4960 + 2480 = 9,440.
მაუდი.

*
- ბ. გალაკტიონ, როგორაა ქართულად სიტყვა Лира?
- ქნარი.
- საოცარია. სომხურადაც ქნარია. ქალიშვილებს ხშირად არქმევენ „ქნარს“ სახელად. საიდანაა ეს სიტყვა?

*
უდიადესო სახელო,
საქართველოს სასახელოდ.

ჩანგი შენი ჟღერს ძვირფასი -
სხვა ვინა გვყავს შენი ფასი.

[ეს მეოცე საუკუნე
შენითაა მოგუგუნე.
შენის ჩანგით მოგუგუნე
ეს მეოცე საუკუნე.]

გულია,
იდიდე და იდღეგრძელე,
უდიადესო <საწყისო>,
კავკასიონის არწივო,
ამომავალო მზის სხივო.

სამშობლოა შენი ბაღი
[და კალამი] ჩანგი შენი - იარაღი.

*
Чичинадзе №? Шура Сальникова.
ჰა, გულიც, რადგან თანამგზოვარი.

ლენინგრადის მწერლები
ლენინგრადი. 11 ოკტომბერი. 1945.
ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საანგარიშო-საარჩევნო კრება ლენინგრადელი მწერლებისა. მოხსენებით სსრკ მწერალთა კავშირის ლენინგრადის განყოფილების მუშაობის შესახებ გამოვიდა ბ. პროკოფიევი.
მან აღნიშნა ლენინგრადელი მწერლების უხეში პოლიტიკური შეცდომები, გახსნილი ცკ-ის მიერ ჟურნალებში „ზვეზდა“ და „ლენინგრადი“ (ჟდანოვის მოხსენება). ილაპარაკა იმ დიდ, უზარმაზარ მიზნებზე, რომელიც ამჟამად დგას საბჭოთა ლიტერატურის წინაშე.
გამოსვლა მწერალი ქალის ოლღა ბერჰოლდის ისეთი იყო, თითქო მან ვერ შეიგრძნო შეცდომები პოემისა „შენი გზა“.
დიდის სიტყვით გამოვიდა მოსკოველი ვ. გორბატოვი, რომელმაც ილაპარაკა მწერალთა კავშირის ახალი გამგეობის მუშაობის შესახებ (მაშასადამე, უკვე ლაპარაკია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ახალი გამგეობა).
კრებამ მიიღო რეზოლიუცია - რომელშიაც დასახულია კონკრეტული ღონისძიებანი განყოფილების მუშაობის გასაუმჯობესებლად.
ლენინგრადის განყოფილების ახალ გამგეობაში არჩეულნი არიან: ს. ბ. ლავრენევი, ბ. ჩირსკოვი, პ. პროკოფიევი, მ. ლოზინსკი, ოლღა ფორში და სხვები. „და სხვები“... ვინ არიან ეს „სხვები?“

რა ამბებია ლიტერატურის გარშემო ამ სამი თვის განმავლობაში? მოსკოვი. ტფილისი. ლენინგრადი. კიევი! ყოველივე ამის ღრმად გაგებაა საჭირო!  შევეცადოთ!! შესაძლებელია!

*
ახალი 4,332 + გამოუქ. 593 = 4925 + 94 = 5,019.

5180 = 5200.
თედო ბეგიაშვილი.

„Родина“. Поэты Советской Грузии (192-1946), изд. „Заря В.“ ჩემი არის რვა ლექსი.
„თაიგული“, საბლიტგამისა, 1946 - ჩემი ლექსი.
სასოფლო-სამეურნეო არტელის „სტალინური წესდება“ საკოლმეურნეო მშენებლობის შესახებ - მალე უნდა გამოვიდეს.
გიორგი ქუჩიშვილზე ჩემს ლექსს ეხმაურებიან: 1. იონა ვაკელი 2.

*
 [ვერიკოს] გამოსვლა...
„ჩვენც გვყავდა ჩვენი შპიონებიო“ (უნდოდა ეთქვა: აგენტები).
„Високолят“ შალვა დადიანისა და გერონტი ქიქოძის.

პოეტი გრიგოლ ორბელიანი 80-იან წლებში (მაგ. 1874 წ.) „ცისკარში“ სწერდა „ძველი სემინარისტი“-ს ფსევდონიმით.

*
მხატვრები: 1. მირზოევი, 2. გორდელაძე, 3. ნადირაძე, 4. ბერიტაშვილი, 5. გაბაშვილი.

*
კასპი. მტ. ფაროსაშვილი არჩილი.

- ისე კარგადა რო, ხალხში პატივსა სცემენ (ვახტანგ მაღალაშვილზე, გიგო მაღალაშვილზე, რომელიც კლუბის გამგედაა კასპში).

ბ. ილია<რურუა>.
1. ავტობიოგრაფია.

სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის განყოფილებაში დიპლომატიური ატაშეს რანგით მომუშავე მწ. მელაძე. [სთარგმნა] დასწერა „თავისუფლებისათვის მებრძოლი ევროპის პოეზია“. სარგებლობდა კრებულით J’ennus des poites - მიხედვით.

*
მწერალთა კავშირის პარტ. ჯგუფის სია:
1. ირ. აბაშიძე, 2. გ. აბაშიძე, 3. შ. აფხაიძე, 4. დ. ბენაშვილი, 5. რ. გვეტაძე, 6. ა. გომიაშვილი, 7. შ. დადიანი, 8. ს. ეული, 9. გ. ლეონიძე, 10. რ. მარგიანი, 11. ა. მაშაშვილი, 12. გ. ნატროშვილი, 13. შ. რადიანი, 14. დ. შენგელაია, 15. ა. ჭეიშვილი, 16. ს. ჩიქოვანი, 17. ი. ლისაშვილი, 18. გ. კაჭახიძე.

*
„История цивилизации в Англии и Соединенных Штатах Америки“. Прайс. მასსაჩუზეტის ამბები.

1. პოლიტ-სამმართველოსთან არსებული ანსამბლი.
2. ხალხს უყვარს სანახაობრივი განყოფილებაო - ამბობდა შადური.

* * *
„ჩემი სამასი თუმანი
კასპის ერთ დიდ კლდეში დევსა.
ამოიღეთ და მიეცით
ღარიბებს და ღატაკებსა“.
„არსენას ლექსი“-დან

ეს იყო სახალხო გმირის, ხალხის საყვარელი არსენას უკანასკნელი სიტყვები - „კასპის ერთი დიდი კლდე“ - აქ ერთ-ერთი იმ კლდეთაგანია, რომელზედაც არაერთხელ მიმსხვრეულა ქართველი ერის მტერთა ძლიერი ურდოები. „კასპის ერთი დიდი კლდე“ - სიმბოლოა უდიდესი მოძღვრების და მომაკვდავი არსენას სიტყვით, აქ მთელი ქართველი ხალხი ლაპარაკობს. არსენა უფრო ადრე იქნა მოკლული,  მას წაკითხული არ ჰქონდა „კომუნისტური მანიფესტი“-ს დიადი სტრიქონები, კარლ მარქსი დაბადებულიც არ იყო, ენგელსიც. და მუშათა და გლეხთა დიად კავშირზე - შემდეგში ლენინმა გაშალა ხარტია უუდიდესი რევოლჲუციის. დიადი დროშა, რომელიც „კასპის ერთ დიდ კლდე“-ზედაც აფრიალდა. „კასპის ერთ დიდ კლდეში“ გადანახული - ხალხის მიერ შექმნილი სიმდიდრე, თვითონ ხალხს დაუბრუნდა, სწორედ ღარიბებსა და ღატაკებს! მართლაც, მას, ვინც მდიდრებს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა - სიცოცხლის უკანასკნელ წუთშიაც [კი არ დავიწყებია] ასახელებს მას, ვისაც მთელი თავისი მებრძოლი სიცოცხლე შესწირა. და რომელსაც არასდროს არ დაივიწყებს ხალხი... აი ის არე-მარე - სადაც მოქმედებდა არსენა: მცხეთა...
და თითქო გვირგვინად ამ გეოგრაფიული სახელებისა ჩნდება კასპი. ჭეშმარიტად დიადია კასპის შესახებ ნათქვამი სიტყვები!!
„სინათლე, მეტი სინათლე“ - ამბობდა გიოტე სიკვდილის წინ.
„რას სჩადიხართ“ - იყო ილია ჭავჭავაძის სიტყვები, უკანასკნელი სიტყვები.
„კასპის დიდი კლდე“ - იყო არსენას უკანასკნელი ამოძახილი!
თითქო დიდი ხალხის უკანასკნელ სიტყვებში ყოველთვის სჩანს მთელი მათი ცხოვრების შინაარსი და მისწრაფება.
რა ისტორიული ამბები არ მომხდარა ამ არე-მარეს. „და ამილახორს გამოართვეს კარბი და კასპი“ - სწერია „ქართლის ცხოვრება“-ში. „ყორღანიშვილის კახაბერის ცოლი და შვილი და სახლეულნი, დაიპყრნეს და გადაჰყარეს კლდესა გელი ყარისასა და იტყოდნენ პირველსავე მას ლექსსა“ (ქ. ც. გვ. 91).
არიან საქართველოში კლდენი მრავალნი...

* * *
კასპში ცემენტის არის ქარხანა „ეპოქა“.
1. კასპის მტს მუშა-მოსამსახურეები.
2. ალკ. კასპის რაიონის ორგანიზაცია.
3. კასპის საშუალო სკოლის პროფკავშირული ორგანიზაცია.
4. კასპის ფიქალის ქარხნის მუშა-მოსამსახურეები.
5. კასპის სტალინის სახელობის ცემენტის ქარხნის პირველადი კომუნისტური ორგანიზაცია.
6. დასახლებულ პუნქტ კასპის კოლმეურნეობა „ძმობა“.
7. კასპის ცემენტის ქარხნის მუშები, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები და მოსამსახურეები.
8. სოფ. ქვემო-ჭალის სტალინის სახელობის კოლმეურნეობა.
9. სოფ. იგოეთის კოლმეურნეობა „გლეხის იმედი“ (საარჩევნო სიით კომ. №252, 1946 წ.).

ცემენტი - იგივე კლდეა. ცემენტი აკავშირებს.
საშუალო სკოლა - სწორედ კასპის კლდისაგან გამოღებული საგანძურიდანაა. ხალხის შრომისაგან.
კასპის ფიქალის ქარხანაში - სწორედ იმ კლდიდან მუშაობენ, იმ ფიქალისაგან.
კოლმეურნეობის სახელი „ძმობა“ - სიმბოლო შეკავშირების ცემენტით. ძმობისა.
„[გლეხის] ხის იმედი“ - იმ ანდერძის ასრულებაა, რომელიც სახალხო გმირმა დასტოვა.
ნამდვილი „ძმობა“ იმასა ნიშნავს, რომ ძმამ - ძმა რკინის ჯაჭვით გულთან უნდა მიიბას.
„გლეხის იმედი“ კიდევ ის უნდა იყოს, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ დაირაზმონ.
„სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების“.

*
იაკუბ კოლასი.
ბელორუსიის ტყეებს
მე მიყვარს მშობლიური ტყეები,
ყრმობის დღეებიდან მიყვარს მათი იდუმალი შრიალი.
ყრუ სიუდაბურე, მათში მეხით გადამტყდარი ხეები.
გაზაფხულის ქარები, მოგუგუნე ჭექა-ქუხილნი,
ზაფხულის წვიმების ჟრიამული.
მადლობელი ვარ, ტყეო, შენი!
მადლობელი ვარ ოქრო-საჩუქრებისთვის,
წყნარი დაფიქრებისათვის, ჭაბუკურ ოცნებათათვის,
მე რომ ტყის არყები გარს მომახვევდნენ.
ძალისა და გამძლეობისათვის ბრძოლაში.
გმადლობ, მშობლიურო ტყეებო!
მოგვემსახურეთ, რომ მშვიდობიანობასა და ომიანობაშიც
გვფარავდით ფოთლებში, გვასმევდით, გვაჭმევდით!
ჩვენ ხეტყე ქოხებისთვის ტყეებიდან გამოგვქონდა
და ჩვენ გვსვრიდა ცვარი.
ჩემს საყვარელ სამშობლოზე
ომმა, როგორც მთიბავმა, გადაიარა ცელით.
განბანა გზები სასიკვდილო ცვარ-ნამით,
ველებზე დაეცა ტყვიის ფენებით.
ტყეები ძირფესვიანად შეაშფოთა.
აწ დროა, ტყეებო, დაისვენოთ..
გარემოიხვიოთ მწვანე, ახალი შესამოსელი,
რომ არ გესმოდესთ მსუსხავი ჭრის ხმა,
მწარედ რომ ისმოდა შენს მუხნარებზე,
დროა, ამოისუნთქო მთელის გულმკერდით.
მაშ, იზარდე, ჩემო ტყეო, მარადო,
ფართოდ გაშალე შენი მწვანე ფრთები.
და კვლავ მოიკრიბე ის სიბრძნე - ძალა,
რასაც ძველადანვე წმინდათ ინახავდა
ჩემი საყვარელი,
მდიდარი და სილამაზით სავსე მხარე.
1945 წ.

აქ მიმართვითი მანერაა წერის. ვისა აქვს კიდევ ასეთი რამ? (მერი და სხვ.).

*
საყვარელო მთა და ველო,
სილამაზით სავსე მხარე...

„შუა-დღე“
მე ვეძებ შენს სახეში წინასწარ ნიშანს იმ აუცილებლობისას, რომელიც თავს დაგტრიალებს, რომელიც არა სჩანს, მხოლოდ იგრძნობა იმ ფონზე, იმ რუხ, არაფრისმთქმელ ფონზე. რა უდაბურებაა ამ მაღლა ამართულ თავის მოხაზულების იქით! და როგორ საშინელია იგი: მას ვერ დაარქმევ ვერც ბურუსს, ვერც მზიან სივრცეს, ვერც დარს, ვერც ავდარს, ვერც მეტყველსა და ვერც უენოს. ვერც გამოუცნობსა და ვერც გამოცნობილს; ენით არ გამოითქმება ფონი, რომელზედაც ამართულია აწ არ არსებული ისტორია ერთი სიცოცხლისა. მერე როგორი სიცოცხლის.
მაშინ, როდესაც შენ ცხარე ბრძოლაში გაეშვი, მახსოვს, როგორ უწესრიგოთ ფრიალებდა შენი ყორნისფერი თმა. ეხლა ის თმა [შეთხელებულა] შევერცხლილა: ის - არც ისე უწესრიგოა; სჩანს, ერთმა ისეთმა ალალმა გამოგიქროლა...
შუბლი - როგორ სპეტაკი იყო მაშინ შენი შუბლი. მაღალი შუბლი. ეხლა მასზე ორი ძლივს შესამჩნევი ნაოჭია. მაინც არის ნაოჭი...
თვალები - ორი დიდი, ლამაზი, ჭკვიანი თვალი დაბურულ წარბებქვეშ. მათშიც არ იგრძნობა რაიმე წინასწარი ნიშანი იმ აუცილებლობისა. მათი გამოხედვა ეხლა არც ისე დარწმუნებულია, როგორც წინად მეგონა. არც ისე შეუბრალებელი, როგორც მეგონა. ეხლა ეს თვალები თითქო თვითონ ითხოვენ შებრალებას. იმ აუცილებლობის წინაშე, როგორ ეხამებიან ისინი შენს მოკუმულ ბაგეებს! აჰ, საბრალოვ. საბრალო ბავშო!

*
28/XII.
აკადემია. პიროვნება. საზოგად.
გიორგი წერეთელი.
ი. გრიშაშვილი. კუფტინი. თაყაიშვილი.
მათემატიკა: ვეკუა. კუპრაძე. წევრები.
ქიმია - ქუთათელაძე.
სასოფლო მეურნეობა - ვასილ გულისაშვილი.
ბერიტაშვ., ბიოლოგიის და მედიცინის: ღამბარიშვილი, ჟღენტი, ალადაშვილი.

*
Отчизна. Отчизна.
Прав - მარ. Прва-ს მაგიერ.

გაბიჩვაძე, გოკიელი, თაქთაქიშვილი, ალექ. შავერზაშვილი.

Москва 51. Большой Каретный пер., д. №8, кв. 6. Юрию Никандровичу Верховск.

I. ვარლამ თოფურია - „პოეტის სიტყვებით დაასურათა“.

90-07 - მიქავა. Гокс. В рчи.

ცეცხლი. [რკინა.] ქურა. <წინამ...>. აცმევენ ხალხს.
ხრამგესი. გვირაბი. ლანდი მშენებლობაზე. რუქა, რელიეფი.

*
გ. ქუჩიშვილის „ანდერძი“... ჩემს პროცესიას... და სხვ.

40 საღ.
ირაბო. საავადმყოფ.
„ვისაც კი ვუთხარი ამბავი გიორგის გარდაცვალებისა, ყველას თვალებზე ცრემლი მოუვიდა (ნაცნობს და უცნობს)“. ილია აღლაძე.
შენი სადარი.
            
*
მანჯგალაძე. თარხნიშვილი.
აბაშელი - 3-89-70. აბაშიძე ი. - 3-64-75. აბაშიძე გ. - 3-69-25. 9-10-47. აგლაძე ილ. - 3-16-05. აფხაიძე შ. - 3-91-94. 3-30-09. ამისულაშვილი - 47-10. ალექსიძე მარ. - 34-33. აბრამია პ. - 20-37. ასათიანი ლ. - 26-10. ბენაშვილი დ. - 3-06-84. ბარამიძე ა. - 91-98. 28-67. ბარათაშვილი მ. - 85-91. ბელიაშვილი ა. - 47-63. ბობოხიძე კ. - 52-70. ბუხნიკაშვილი გ. - 77-25. 81-58. გამსახურდია კ., გვეტაძე რ., გომიაშვილი ალ. გრიშაშვილი ი. - 3-38-11. გორგაძე ვ., დადიანი შ., დანელია ს., დარასელი ვ., ეული ს., ელსნერ ვ., ერისთავ-ხოშტ., თავზიშვილი, იორდანიშვილი, კალანდაძე ლ., კალაძე კ., კინწურაშვილი, კეკელიძე, კლდიაშვილი ს., ლეონიძე გ., ლისაშვილი, ლორთქიფანიძე კ., ლორთქიფანიძე ნ., მაშაშვილი, მელიქსედბეგ, მიქავა ნ., მიქელაძე მ., მოსაშვილი ი., მრევლიშვილი მ., პოლუმორდვ., ჟურული, ჟღენტი ბ., რადიანი, სულიაშვილი, სამსონია, ტაბიძე გ., ფაშალიშვ., ქორქია, ქუჩიშვილი, ქუჩუკაშვილი, შანშიაშვილი, შენგელაია დ., ჩაჩიბაია არ., ჩაჩავა ნ., ქუთელია ა., ჩიქოვანი ს., ჭიჭინაძე, ჭილაია, ჭუმბაძე, ცაგარელი, ჯიბლაძე, ჯაფარიძე, ჯანელიძე დ., მაშიფ., შანშ., ატრიანი, ქიაჩელი, ურუშაძე ვენერა, მ. ჯაში, წვერავა, ჩაჩავა, კეშელავა, სახოკია.
ორგანიზაციები: გამ-ბა „საბჭოთა მწერალი“, „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, „სახელგამი“, მთავლიტი, ნიანგი, გაზ. „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, ლიტფონდი.
ც. კ.: ქვესადგური - 3-00-40. პ. შარიას მდივ. - 3-06-72. ჭილაია - 3-66-60.
ვაჭრობის სამ.:
მდივანი - 3-02-07. ბარნოვი - 3-03-69.
რკინიგზა, სადგური, ცნობათა ბიურო, მთავრობის ოთახი, საჰაერო ფლოტი.
ხელოვნების სამმართვ.: რ. შადური. რეპერტკომი. ვ. ხატიაშვილი - 3-55-21.
მუზეუმები: ლიტ. მუზეუმი, მეტეხი, საქართველოს, სათეატრო.
„სოიუზ-პეჩატი“ - 3-61-03.

*
ვალერი ჯვარიძის მიერ ჩემს სიტყვებზე გაკეთებული სიმღერები:
1. ლესელიძე - ბარიტ., 2. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი ტენ., 3. მშობლიურო ჩემო მიწავ - ბარიტ., 4. სამშობლოსათვის, სტალინისათვის.
მე და ღამე, მერი, ლურჯა ცხენები, მესაფლავე, ორი ზარი.

*
9 მარტი. 11 მარტი (?). 12 მარტი. 13 მარტი. 14 მარტი. 15 არის. 16 არის. 17 არის. 18 არის.

თამარა გეორგიევნა.
300. 275 ადგილი სკამების №№-ით.
9-18. აფიშები უნდა.
მწერალთა კავ. I კიოსკი. წარწერა ფაქსიმილე.
თითეულ საღამოზე ცალკე აფიშა.
1. ორი კვირა. რამდენია ვერაზე.

*
მომხსენებლები:
ასათიანი ლევან, ასტვაცატუროვი ერ., ბენაშვილი დიმ., გაწერელია აკაკი, გაჩეჩილაძე სიმონ., [თავზიშვილი გ.], ნატროშვილი გ., რადიანი შ., ჟღენტი ბ., წვერავა სიმონ, წულუკიძე ივ., [ჯიბლაძე გ.], კანდელაკი, ბახტაძე ილია, გაჩეჩილაძე სიმონ, ნატროშვილი გ.

*
ტფილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ა. წ. [მარტის] 9, 10, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 და 19 მარტს იმართება საქართველოს სახალხო მგოსნის, მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრის - გალაკტიონ ტაბიძის საღამოები.
(ათი საღამო).
გეგზავნებათ ბილეთები დეკადის პირველი საღამოისათვის.
თუ რაიმე მიზეზით [საღამოს ვერ დაესწრებით] არ ისურვებთ საღამოზე დასწრებას, გთხოვთ, ბილეთები დაგვიბრუნოთ 9 მარტამდე.
თუ ისურვებთ სხვა საღამოებზე დასწრებას, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ტელეფონით (აკადემიაში ან სახ. კონსერვატორიაში).

*
40 ნაბიჯზე - ბაღი იწყება. 180 ნაბიჯი ბაღის დასასრული. 60 ნაბიჯი ქუჩა.

ხოშტარიას ქალი დაგვპირდა! კანდელაკიო!!!
მე-2 ირაბოს 112. სიმონა წერ. გაჩეჩილაძე.
ჭოლა ხინთიბიძე კულტურული კაცია.
რევაზ გაბიჩვაძე - „ასე რისთვის“, რომანსი.

ერისთავის ქ. №14. მოლოტოვის რაიონი. ცინცაძე ეპიფანე.

Заказано:
1. Ак. На. 1912 г. сн.
2. У моп. А. Цер.
3. Обложка книги А. Цер.
4. 5. 6. 7. 8. Снимки в Черкеске.
9. С <пир.> двое.

გივი გაჩეჩილაძე, ვენერა ურუშაძე.
გოცირიძე, მესამე სართული. Рекламн. Бюро.

პურის წერტები, დიდი მაღაზიები, კუთხეებიანი მაღაზიები.

კამოს ქ. №74. კოტე ერისთავი, მხატვარი.

ახალი მთვარე
1947
1. იანვარი - 23 იანვარს. 2. თებერვალი - 21 თებერვალს. 3. მარტი - 22 მარტი. 4. აპრილი - 21 აპრილი. 5. მაისი - 20 მაისი. 6. ივნისი - 19 ივნისი. 7. ივლისი - 18 ივლისი. 8. აგვისტო - 16 აგვისტო. 9. სექტემბერი - 14 სექტემბერი. 10. ოკტომბერი - 14 ოკტომბერი. 11. ნოემბერი - 12 ნოემბერი. 12. დეკემბერი - 12 დეკემბერი.
ზოგიერთებმა ახალ მთვარეზე იციან გადარევა.
ყოველ ახალ მთვარეზე წამოუარსთ.

*
Как определить день луны:
1. Луна имеет 30 дней.
2. Взять надбавку года (1947 год имеет надбавку – 6). 3. Взять месяц в порядковом количестве (январь и февраль считать – 2). 4. Взять число данного месяца и все сложить.
Напр: 23 марта.
I надбавка – 6. II Порядков – 3. III Число месяца – 23. И того – 32.
Примеч. Если полученное число превышает лунный месяц (30 дней), сбрасывается 30 и остается день луны.
Значить 23 марта (32 - 30 = 2) будет второй день луны.
Теперь, напр. 23 января новолуние.

*
20-02 - ამიდის ბიურო.
ბურნაძე სულიკო. სტალინს. 8 ივნისის №107.
ვარდისუბნის ქ. №2. ვენერა ურუშაძე.

Derrire - pен - позади, за;
1. adw. - назад, назад;
2. sin. – зад, задняя часть;
3. Задница; 4. pl. - s. millit. - заднее войско, арриергард.
Omnibus – омнибус, общество.

1943