შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-152 - 1942 წელი


სალომე ილიას ასული მგელაძე. ტელ. 73-75.

ასტოვი გრიქულა წყნეთში. ადრესი: ვადაჭკორიას სახლი. თვით. გარდაიცვალა. ცოლი, ორი შვილი. ავტო პურის მაღაზიასთან დაეჯახა.

* * *
რაც უფრო შორს ხარ,
მით უფრო ვტკბები.
გალაქტიონი

იმ წმინდა ოცნების ლანდი ვარ
და ჩემი სურვილის აჩრდილი,
მისი ვარ, ლანდი ვარ ნამდვილად
მისი და არც დილის...
ათრთოლდა სული და სურვილი
ამწევს და ამაფრენს შენამდე,
ამ გზაზე ამგვარად სულ ვივლი,
რომ მხოლოდ ოცნება მშვენოდეს.
ეს გული წვალებას შებმია,
წვალებით წავედი ამ გზაზე,
თვალები ცრემლისგან შრებიან,
ცრემლებს კი სტრიქონებს ვამსგავსებ.
შორს არის, ნაზია სიშორეც,
წყურვილი ამ ღამის თენების
და ცრემლებს უმალვე აშრობენ
ქაღალდზე საბრალო თვალები.
ი. აროსია
1942

*
I. ღვთისმშობლის ეკლესია.
II. Церковь Св. Варвары (Варваринск).
III. Протоирей Прокл Софронович Иоселиани, род. 20 ноября 1828 г., сконч. 17 м. 1879 г. (ქართულადაც). <მ...>.
IV. Здесь покоится прах Надворного Советника Моисея Василиевича Наливайко Гречини скончавшегося 10 мая 1862 г. на 70-м году от роду (Мра...).
აღმშენებელი ამა წმ. ტაძრისა დეკანოზი იაკობ მაქსიმეს ძე ჩიჯავაძე (რუსულადაც). 1812-1890.
მეუღლე დეკანოზ იაკობ ჩიჯავაძისა ნინო გაბრიელის ასული (რუსულადაც). 1818-1887.
მღვდელი თეოფანე იოსების ძე ჩიჯავაძე (რუს.). 1836-1883.
Карабутенко.
Храм <праз...> по нов. 17 дек. по ст. 4 дек.
Настоятель храма Андрей Ткемаладзе 77 и.
შვილიშვილი დეკანოზის იაკობის დეკანოზ იოსები.

*
1. არც ერთი ქუჩა მოასფალტებული არ არის. გამოყოფილ იქნას კომისია.

- რად უნდა მაგას გამოძიება! გამოძიებულია დიდი ხანია.

იოსელიანის წიგნი. პლატონ იოსელიანი. ვანო იოსელიანი. ნუცა იოსელიანი.

მედეა ჯაფარიძე. სურათი დახატა ვინ?
კეცხოველის პარტკაბინეტი.
ვეფხვაძის სურათი ბერიას. საჭიროა ფოტოგადაღება. ვეფხვაძე მჭირდება, რომ გადაიღებს სურათს და ერთ ცალს მომცემს.
ვერის ბაზარი. ზაზიაშვილი.
ვეფხვაძე - 30-7-91. ტილო მზადა აქვს.

Москва, Староконюшенный пер. 28, кв. 5, Э. Г. Ананиашвили.
დაუვიწყარი 19 წელი. გოცირიძე. ირაკლი. იოსელიანი ნუცა.
ვასო და სამსონ ვანიძეები. ერთი - დეზერტირკა, მეორე ბერიას მოედანი.

*
იროდიონ ქავჟარაძე - Ирродион. იროდიონს მოახსენეთ, რომ ნუგეში მის თავს მისცეს, ოჰოია დაივიწყოს და მამალ ვირს <...>, ის ახლავე გვერდით უზის.
ხუტა ბერულავას, რომელსაც ეხლა ძალიან იტაცებს „რუსული გული“. მას გვერდით უზის „გიჟპოეტა“.
ნონიკაშვილი. ეხლა რომ მივაგზავნე ლეონიძესთან ამბავი: რომ ვერ გამოვალ... ახლა ამ ჯგუფს შეუერთდა მათი შესაფერი.
მიხ. ჯაფარიძე - (მახსოვს) ერთხელ რომ ცხარე ცრემლით მთვრალი ტიროდა - სარდაფში. რა მოსაგონია? ა? ეხლა დრამატურგია, ჩასუქდა. იმედებს არავითარს არ იძლევა.
ხარიტონი კრეტინი! როგორი სულელური გამომეტყველება აქვს, როგორი სიბეცით აქვს სავსე თვალები. რა სასოებით ეძებს თანამგრძნობელს. ვის? რომ გაიღრიჯოს. გაფუჭებული, წარყვნილი ბიოგრაფია აქვს ამ კაცს. იგი არ გამოდგება არავითარ კეთილშობილურ საქმეში. ეგოისტურია ყოველი მისი ბიჯი, გამოხედვა. შურით, უმოქმედობით, საზიზღროებით.
ღვინის სუნი. Вирта.
„სკლინტ“ - რაღაც შეთქმულივით ხან ერთს ელაპარაკება, ხან მეორეს. საზიზღარი! გიორგი ქუჩიშვილს სამარეშიდაც უწოდა ეს „სკლინტი“ - როგორ გეკადრებათ! „ვილლა“ აქვს აფხაზეთში. ისე როგორც „რუსული გულის“ ავტორს.
ეს ჩვენი პავლე ინგოროყვა დადის ხან იქით, ხან აქით. რა უნდა? რა დაეკარგა? რას დაეძებს, რას ემუქრება ყველას, რას იღიმება ორაზროვანად. რას იმუქრება თითქო... რა უნდა ამ მართლაც „სკლინტს“??
მრევლიშვილი კარგად ლაპარაკობს რუსულად, მაგრამ ურევს „и так далее“... არაა საინტერესო.
შემოვიდა ცოლი კალე ბობოხიძის - ახალი პალტო, შეღებილი, შემოყვა კ. ლორთქიფანიძე.
Жидкий <ст...> გერონტი ქიქოძეს და მიხ. მრევლიშვილს.
ჯანგულაშვილი უადგილოდ ჰგრძნობს თავის თავს.
შემოვიდა ცქვიტი (იგინივე და ცქვიტი). საერთოდ დემონიურად ლაპარაკობს ქუთათელი. იდიოტია!
ჩემო იერემია, გეტაძე მარჯვეა ფლურის ხვეტაზე.

*
საბურთალო. სახლი დამკვრელების (ბაზრის პირდაპირ). ბინა 28. ილიკო ქურხული. 5 საათიდან ყოველდღე სახლშია.
53-09 - რუხაძე ნინა ეპიფანეს ასული.

*
ოპერის თეატრის გვერდით, რომ ქუჩა ჩასდევს ტრამვაის ლიანდაგისკენ, გადასჭრით ტრამვაის ხაზს, და პირდაპირ მიადგებით სახლს, ორსართულიანს, სადაც ფოტო მუზეუმია მოთავსებული, რომელსაც განაგებს ბ. ტაბიძე.
ბ. ტაბიძე (ფელეტონი). Ленинское Знамя.

1. საინტერესო სცენა: (<ცა...> მისამართი. ახ. საერთო გადაღება Комокционер. სცენა ცამპიერთან (სამხატვრო ფონდი). შიდა <...> მევალება ორიენტაციის აღება.).
ფოტო-კინო არქივი. ბესარიონ ტაბიძე.