შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-638-12 - 1941 წელი


ამ ყდაში არის:
1. ჟურნალი „პიონერი“ - 2 ეკზემპლიარი. 1940 წ. საოკტომბრო ნომერი ჩე­მი ლექ­სით: „სიხარულით გავალ ხალხში“.
2. „ლიტერატურული საქართველო“. საოკტომბრო ნომერი. ბ. ჟღენტის წე­­რი­ლი „რევოლიუციის პოეტი“ (ჩემს შესახებ. 2 ეკზემპლიარი).
3. „Заря Востока“ - პირველი იანვრის ნომერი (1941 წ.) ჩემი ლექსით „Eesti“ და ინფორმაციით - სამხრეთ ოსეთის მიერ ქართ. მწერლ. გამოცემის შესახებ. თავ­ში მე ვარ. 3 ეგზემპ.
4. „კომუნისტი“ - პირველი იანვრის ნომერი (1941 წ.) წერილით „რაზე ვმუ­­შა­ობთ“, თავში ჩემი წერილით. 2 ეკზემპლიარი.
5. „ლიტერატურული საქართველო“ - საახალწლო (1941) ნომერი ჩემი ლექ­სით „მი­სალმება ესტონეთს“. III ტომის კლიშეთი და ანოტაცია, შ. რადიანის წე­რილი „ლი­რი­კის შესახებ“. 5 ეგზემპლ.
6. „კომუნისტი“ - 1941 წ. 4 იანვრის ნომერი - ჩემი III ტომის კლიშეთი და ანო­­ტა­ციით. 2 ეგზემპლიარი.
7. ფოტო-სურათი წიგნისა (III ტ. გამოცემა სახელგამის). 4 ეგზემპლიარი და ლაი­ნეს საახალწლო მილოცვა.
8. ოკტომბრელი - უკეთეს ქაღალდზე.
9. „საბჭოთა საქართველოს“. წერ. „ქართული პოეზიის ანტოლოგია“. რუ­სულ ენაზე. 1941. №1.
10. ამონაჭერი გაზ. „კომუნისტიდან“. წიგნის კლიშე. ბ. ვაჟას წიგნის შესახებ.
11. გაზ. „კომუნისტი“. 12 იანვ., 1941 წ. ესტონეთი, Eesti - გერბი.
12. „Заря Востока“ 15 იანვრის. წერილი მ. დავითაშვილის და კლიშე. 2 ეგ­­ზემპლ. და 1 ამონაჭერი „სპრავ. ბიუროდან“.
12-а. დარია ახვლედიანის წერილი.
14. „Заря Востока“, ст. 11, янв., №9. ლიტ. ქრონიკა „ლირიკა“-ზე.
15. წერილი გორიდან - ახალგაზრდასი.
15. წერილი უკრაინიდან - უკრაინელი მასწავლებელი ქალის.