შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-146 - 1941 წელი


გ. ტაბიძე. 1941 წ. 6 აპრილი.
„სწავლანი სულიერნი ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე აღმსარებლისა სტოდიელთა წინამძღვარისა თვისთა მოწაფეთა მიმართ“
გ ~კ ნ   მ ~მ ნ ო

გვ. პირველი.
ძმანო და მამანო. სტ~რი ღმერთი ჩვენი რომელი მომცემს ჩვენ ცხოვრებად და ყოველთა (?) წმინდათა მომავინებს ჩვენ და მოძღვარსა ჩვენ ჟამს მრავლისა კეთილით (მართლისა) მოწყალებითა /მოძღვრებითა/ რომელსა... მოღაჰყვენ და სხვ...

წარწერები ყდაზე:
1. წარწერა: ესე მარხვა დიდსა (თუ დიდება) კუი (კუთ...).
2. წარწერა: ესე წიგნი ეკუთვნის მღვდელს...
3. წარწერა: ესე წიგნი ეკუთვნის უასილ ტაბიძეს - სტეფანეს ძეს.
4. წარწერა: ესე წიგნი ეკუთვნის ვასილ ტაბიძეს (ეს როდესაც მამაჩემი, ალბად, ბავში იყო, მაშინდელი წარწერებია).
მელანი მქრქალია, ალბად, შინ დამზადებული - ჭიაფერისა ან შავი თუთის ხის წვენისაგან. ჭიაფერისაგან მეც ძალიან ხშირად მიმზადებია ბავშობისას მელანი. ჭიაფერა იზრდებოდა ღობის ძირს - და მე მაშინ მეგონა, რომ ამ მელნის აღმომჩენელი თვითონ მე ვიყავი. ო, როგორ მიხაროდა. მაგრამ ეს მელანი ჭიაფერისა არ არის. ყველანი ჩვენ წიგნების ყდებზე ვსწავლობდით ხელის მოწერას. შემდეგ უკვე წიგნის ყდებით აღარ ვკმაყოფილდებოდით და სახლის კედლებზე გადავდიოდით. ძველი წაბლის ხის ფიცრებს ალბად ეხლაც აჩნია ცარცითა და ნახშირით აჭრელებული ბავშის მიერ ნაწერი უზარმაზარი ანბანებით: ეს სახლი ეკუთვნის გალაკტიონ ტაბიძეს... ეს იყო ვარჯიში, თორემ ეს სახლი, მართლაც, ჩემი საკუთრება იყო. მელანი მქრქალია. მაგრამ ეს არ არის ჭიაფერის მელანი.
5. მეორე წარწერა უფრო ძველია: ეს წიგნი ეკუთვნის მღვდლის სტეფანეს ძეს - ვასილს, ტაბიძეს.

საინტერესო წარწერები ფორზაცზე:
I. ესე წიგნი ეკუთვნის დავითს გიმახია (გიგახია,) გიგიხია (მეგრელი?).
II. ანბანი ხუცური ასომთავრული - კარგის ხელით.
III. ანბანი ხუცური ჩვეულებრივი - კარგის ხელით.
IV. წარწერა ხუცურითვე კარგის ხელით: ანბანი. სასწავლებელი. ჰყრმათანი. ვისაც სწავლა გინდათ: - განსრულდა. დიდება ღმერთსა. მელანიც კარგია.
V. №79 - ალბად ნომერი წიგნთსაცავისა, სადაც ეს წიგნი ინახებოდა – ძველად.
VI. ...გიორგის ძე... გგ... ტა...
VII. ახა... გარივა...

(მეორე გვერდი ფორზაცისა).
I. ალფაბეტი ქართული - მხედრული - კარგის ხელით (ა. ბ. გ. დ. ე. ვ. ზ. თ. ი. კ. ლ. მ. ნ. ჲ. ო. პ. ჟ. რ. ს. ტ. უ. ჳ. ფ. ქ. ღ. ყ. შ. ჩ. ც. ძ. წ. ხ. ჴ. ჯ. ჰ. ჵ.Շ).
II. „მე ახალშენის არხ. ეპისკოფ.“
III. „ესე ხელი ნოსხას ფელი (?) მოსწავლისა გამლახველი“. (ყელი).
IV. ფირცხლად მოხვდეს ყბაში ხელი.. ღმერთო... (ღმერთს).
V. შენ მიეცი ივლიანე ტაბიძეს. ქაღალდი ალექსანდრიულით გასანთლული. (Весы. სიმბ. ).

გვერდი პირველი.
1. ისევ იმ გიგიხია-მეგრელის ხელით: ეს მარხვანი ეკუთნის... (არ მთავრდება.)
2. სოფიუშკამ ნახა ეს წიგნი: ო, რა მშვენიერი წიგნია... უთუოდ წინად ვერცხლის „Застежки“ ექნებოდა. ო, როგორი წვრილი ხელით ნაწერია. ღმერთო, შეხედეთ პირველ გვერდზე თაფლის სანთლის ლაქა. უთუოდ ღამღამობით გულმოდგინეთ კითხულობდენო.
3. პირველი კინოვარი. რა არის კინოვარი? რისთვის კინოვარით? კინოვარით დაყოფილია თავები: სულ არის 44 თავი. სათაურები ყველა კინოვარითაა.

ნუმერაცია.
I. ნუმერაცია არაბული ციფრებით - უფრო ახალია (წიგნთსაცავისაგანაა ალბად).
II. ხუცური ანბანით ნუმერაცია რატომღაც არეულია: Շ არის - მე-3 გვერდზე, զ - მე-4-ზე - მე-6-ზე. კიდევ զ - 7 გვ. Ծ - 8-ზე. შემდეგ წინადაც მთელი გვერდები გამოტოვებულია. ისევ Ծ - მე-9. ղ- 10 და ა. შ. ეს ნუმერაციაც, ალბად, მხოლოდ სასწავლო მიზნითაა დაწერილი და არავითარ შემთხვევაში ნუმერაციად არ ჩაითვლება.

- ესე წიგნი არს ძველი, მომცა ვინმე ბერმან.
- არის...
- მღმს...

- მარადის სულისა თქუენისა მიერ სტოდიელები.
- (ეპისკო)..ბოზი არს ყოვლის მხრით მკობელი.
- მისს ყოვლად უსამღვდელოესობას იმერეთის ეპისკოზი ყოველი მხრით მგალობელნი შენნი - ალლილუია.
- მოვედით თაყვანი ვსცეთ..
- ესე წიგნი ეკუთვნის იუსტინე ტაბიძეს (მთლად ბავშური ხელით).
- მართებს.
- ღმერთო, შემიწყალე ცოდვილი მწერალი იესე.

მწერალი იესე.
- როგორ უნდა გავიგოთ ამ შემთხვევაში სიტყვა "მწერალი?" მწერალი თუ გადამწერელი? თუ მწერალი აქ ნიშნავს ავტორს, ეს საეჭვოა, ხალხურად "მწერალი" მოხელეა (მოსე მწერალი). მაგრამ ეს სიტყვა ძველად, ალბად, ასე იხმარებოდა.
მწერალი აქ ნიშნავს გადამწერს.
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ კვალიფიციურ კადრებთან, რომლებიც შექმნილნი იყვენ სხვადასხვა მონასტრებში (გადამწერლები!).

ისევ კინოვარის შესახებ.
შალვამ ნახა ეს წიგნი. დააკვირდა კინოვარს და წამოიძახა: აჰ, ეხლა მე მესმის საიდან არის ეს სტრიქონები: „ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი... ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“-ო.

რომელი საუკუნისაა?
ამბობენ, ეს წიგნი მე-XVII საუკუნისააო - ვინაიდან ამ საუკუნეში უმაღლეს მწერვალზე იყო ასული ქართული კალიგრაფიაო (ეს წიგნი, მართლაც, იშვიათი კალიგრაფიული ნაწარმოებია).

*
სტრიქონების რიცხვი წამოღებული წიგნიდან.

I - 609. II - 1379. III - 1152. IV - 775. 3915. 4.000 - აკლია 1.100.

I. რამდენი ლექსია? II. დაახლოებით რამდენი გვ. დიდი ფორმ.
უნდა დაემატოს კიდევ 3543. ე. ი. ცოტა იმაზე მეტი, რაც არის.

ვარდები. მშობლიურო მიწა! პოემიდან „ახალი ტფილისი“. პოემიდან „კავკასიონის ქარი“. პოემიდან „უძველესი ქალაქები“. პოემიდან „კაფე კორსოს ქუჩაზე“. პოემიდან „კომპიენის ტყე“. Larix cibirica. Ars longa, vita brevis. პოემიდან - აკაკი წერეთელი. წიგნიდან მე-III ტომი.

შენიშვნები. აბზიანიძე - მონოგრაფია. ბიოგრაფია.
ფაქსიმილე. ორ დიდ ფურცელზე.

14 აპრილი.
დილა. ცხრას აკლია 5 წუთი.
გორი. საღამო ინსტიტუტში. გორის გაზეთი „სტალინელი“. ვიყავით გორის ციხეზე. ოლგა იურიევნამ - გორის ციხის ერთი კედელი დახატა. ვიპოვე გლაზურიანი ნამტვრევი. ვართაგავას სიტყვა. ღონღაძის სიტყვა. პირველი ცდა პოეტთა შეკავშირების კარგად დამთავრდა. წულუკიძის სიტყვა. შემხვდენ კარგად. ცენტრალური ადგილი - აკოფოვის ლექსია. მე წავიკითხე - „მთაწმინდის მთვარე“, „რევ. საქ.“, „მშობლ. ჩ. მ.“.
1. მზადება პირველი მაისისათვის. კოსტიუმი. „მნათობი“.

დამხობით - გზის გადამღობით.

*
იდეა საღამოებისა.
შეიძლება მაისის განმავლობაში მოეწყოს 31 საღამო: 1. მწერალთა კავშირში. 2. უნივერსიტეტში... 3. ცეკავშირში... 4. მარჯანიშვილთან... 5. გრიბოედოვის თეატრში... 6. რუსთაველის თეატრში. 7. მასწავლებელთა სახლში - 10 მაისს. 8. საჯარო ბიბლიოთეკაში... 9. ჯაფარიძის სახელობის ბაღში... 10. ვოროშილოვის სახ. კლუბში... 11. ილია ჭავჭავაძის სახ. შკოლაში... 12. ბერიას სახელობის კლუბში... 12a. ძერჟინსკის სახ. კლუბში... 13. ორჯონიკიძის სახ. კლუბში... 14. გორკის სახ. კლუბში... 15. წითელი არმიის კლუბში... 16. პიონერების კლუბში... 17. მხატვართა კლუბში... 18. ხალხური შემოქმ. სახლში... 19. ნავთლუღის კლუბში... 20. საზკვების კლუბში (ვ. რ.)... 21. წითელი არმიის სახლში... 22. სახკინმრეწვში... 23. ტფილსაბჭოში... 24. რადიოში... პირველ მაისს. 25. ფუნიკულიორზე... 26. საქ. ესტრადა... 27. ფილარმონია. 28. კომუნისტ. რედ. 29. ახ. კომუნისტ. რედ. 30. ფიზკულტურელებთან. 31. საქ. ალპიურ კლუბში ("კომუნისტი"). 32. მშობელთა უნივერსიტ. (პლეხ. პრ. და კამოს ქ. №1). 33. "მუს-კომედია". 34. მოზარდ მაყურებელთა თეატრში...

*
იდეა სამაისო რეიდის.
28 ლექსი - „კომუნისტს“. 28 ლექსი - „ახ. კომუნისტს“. 28 ლექსი - „З. Вост.“-ს. 1 ლექსი - „მნათობს“. 4 ლექსი - „ლიტ. საქართველოს“. 4 ლექსი - „ნიანგს“. 14 ლექსი - „საბჭოთა მასწავლ.“ 1 ლექსი - „ჩვენი თაობა“.

*
20 აპრილი. 1941 წ.
ტფილისის მასწავლებლის სახლის ლიტერატურულ-პედაგოგიურ წრესთან შეხვედრა.
I. სავლე აბულაძე... (კარგი იქნება, დაამთავროს ლექსით).
II. ჩემი სიტყვა „საუბარი პოეზიის საკითხებზე“. 17. 18. 19. 20.
III. სიტყვები: 1. სოლომონ ცაიშვილი... 2. იოსებ იმედაშვილი... 3. გრიგოლ ცხვედიანი... 4. ნიკო გურგენიძე... 5. გრიგოლ ჯაფარიძე... 6. ხალიფაშვილი ივანე... 7. იპ. ვართაგავა (წერეთლის ქ. №5).
IV. დასკვნითი ნაწილი: წრის...
1. აფიშა... განცხადება. 2. სინათლის შესახებ. (ფოტო). ტელეფ. საფუძველზე ნოემბერში. შე...
მოხსენებები რუსულ.
აღებულია...

ლარსის ქ. №5. სავლე აბულაძე.
ლიტ. გაზეთი. კომუნისტი. დ. ბენაშვილი.
ლევან ნიკოლოზის ძე პროკოფაშვილი. ტელ. 3-52-46.
სტენოგრაფისტები მოვიდნენ საღამოს 8 საათზე. მასწ. სახლში ფურცელაძის ქ. №3. 20 აპრილს.

ვაი თუ ამ იპოლიტემ... ვაი, თუ ამ სავლემ...
1. მოიძებნოს: ლომისი, პოეზიის დღე.
2. მოიძებნოს არტისტი-წამკითხველი.
თუ სიტყვისთვის ბევრი კაცი ჩაეწერა: საღამო [გადაიდოს] გაგრძელდეს 21 ს., 22 ს.
შეეტყობინოს: წვერავა, ობოლი მუშა, იაშვილი. 20-ს საღამო.
მონოგრაფიები: აბზიანიძის, ყუბანეიშვილის, ბენაშვილის, კასრაძის.

*
Фед. Заря В.
1
შეხედე, როგორ ჩქარია ამქვეყნიური დიდება,
შეხედე, რა სიზმარივით წუთი წუთს მიეზიდება.
2
კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა,
რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!
3
ხელში გეჭიროს სიცოცხლის თასი, მასში მტევნები გრძნობის ჩასწურე;
რასაც არა აქვს სიცოცხლის ფასი, - დალეწე, დასწვი, გაანადგურე!
4
ჩვენ ხომ იმისთვის გავჩენილვართ
და ის გვაქვს მიზნად,
მივსცეთ სიცოცხლე,
თუ გაჰქრება დღე შხამიანი;
შეუზღუდველად არსებობდეს
ამ სოფელ-ქვეყნად
თავისუფალი და ძლიერი ადამიანი!
5
კმარა, ნუ ფიქრობ უბედობაზე. გასწი, იარე და არ დაღონდე,
ნუ დაგიმონებს მგლოვიარება, თუ ულოდნელად ასაღამოვდეს!
6
იქ უნდობლობა, კიცხვა და დევნა მუდამ ახალი ალით ინთება,
სადაც კი დიდი მიზნისთვის ბრძოლის ნათელი შუქი გამობრწყინდება.
7
ბევრ დიად საქმეს დაუზარებლად აქ განაგებდენ მაგარი ხელით;
ასრულდა ბევრი, რასაც ველოდით და ასრულდება ის, რასაც ველით.
8
[ჭეშმარიტ] ყოველი დროის და გარემოის
ჭეშმარიტ პოეტს გაიგებს ხალხი!
9
სიტყვა ნაწყვეტი გამოგიცხადებს -
უფრო მეტს, ვინემ დიდი მსჯელობა,
დღის სინათლე ჰკლავს ღამის სიცხადეს
და სიყვარულს კი - მჭერმეტყველობა.
10
აწმყო შრომაა და მომავალი,
შენ მხოლოდ შრომას დაუმორჩილდი.
11
არის სიცოცხლის დიდი მიზანი და უფრო დიდი დანიშნულება;
ფერფლი არ იყვეს ადამიანი, სანამ ახარებს თავისუფლება!
12
ბევრი ღიმილი მინახავს ქვეყნად,
ბევრჯერ დამწვია ღიმილით გული:
ერთში დაგმობა გამოითქმოდა
და მეორეში კი - სიყვარული.
13
უნდა იშრომო და უნდა შექმნა,
ამოებაში კი არ გაერთო,
მეცნიერება მედგარ შრომასთან
ჯაჭვით გააბა და შეაერთო.
14
რაა იმაზე მეტი სიბრიყვე,
სიღარიბესთან რომ სიმშვიდეა.
მისით სიკვდილის კარებთან იყვე
და მაინც კვნესდე: ღმერთი დიდია!
15
გულს გული იცნობს და ღონეს ღონე,
რომ ქვეყნის მეფედ გახადოს შრომა!
16
მხოლოდ ბრძოლაში,
მთელი ცხოვრება
არის ცხოვრება!
17
ფერიც მზესა და ქარს მოჰყავს,
დროც სარკეა, როგორც სახე.

*
ფილარმონია - 3-38-06. ვენაძე.
Никто, никто. იმიტომ რომ შეგაწუხეთ.
ხვალ 1 საათზე კორნელი სანაძესთან.
3-00-40 - ეგაძე, ეგაძე.
გიაზპროffი. Шестоff. Пушкина.

*
 [ამხანაგურმა ვახშამმა [ღამის] გვიან ღამემდე გასტანა.] იმ საღამოს დავლიეთ, გაგიხარიან! [მაგრამ] როდესაც სახლიდან ქუჩაზე გამოვედი, ერთი ისეთი სიბნელე იდგა, რომ კაცის თვალი ვერაფერს გაარჩევდა. მივდიოდი ისე, ალალბედათ: [რამდენიმეჯერ ხან ქვაფენილის ორმოში ჩავარდებოდი] ხან ხეს [დავეჯახებოდი], ხან ჩემს წინ მიმავალ მგზავრს, ხან ტელეგრაფის ბოძს დავეჯახებოდი. მაგრამ [ყველაფერზე] უფრო საშიშარი - [აყრილი] ქვაფენილის ორმოები იყო, რამდენიმეჯერ სარდაფის კიბეზეც დამიცდა ფეხი. და ყოველივე ამ გარემოებამ სრულიად შესცვალა რამდენიმე საათით ადრე მოპოებული ჩემი მხიარული სულიერი მდგომარეობა. "რა სიბნელეა, - მომესმა ჩემს წინ მიმავალი ქალის ხმა, - დაუბნელდეს ჰიტლერს ორთავ თვალის სინათლე".
- ფრთხილად იყავით, - ვურჩიე ქალს, - ემანდ ორმო უნდა იყოს, არ გადავარდეთ. მომეცით თქვენი ხელი.
- ო, მე თქვენ სრულებით ვერ გხედავთ.
- ვერც მე გხედავთ, მხოლოდ ხმა მესმის თქვენი.
- ხმა! - გადიკისკისა ქალმა, - ხმის ხელით შეხება ხომ არ შეიძლება და არა.
- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მე ფიზიკურად განვიცდი თქვენს ხმას: იგი მატყობინებს, რომ ჩვენ სრულებით ახლო ვართ ერთმანეთთან, და ისეთნაირად ახლო, რაც შეუძლებელი იქნებოდა, [მაგალითად] ჩვენთვის დღის სინათლეზე, ჩვენ ხომ ერთმანეთს არ ვიცნობთ.
- [მაშ, მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი: მე მარიკას მეძახიან] თქვენ კიდევ თქვენი ვინაობის დასახელება არ გჭირდებათ, რადგანაც მე გიცნობთ თქვენ ხმით: [თქვენ ვინ არ გიცნობსთ, თქვენ ვის არ უყვარხართ.]
აქ ქალმა გარკვევით სთქვა ჩემი სახელი. თავისი კი არასგზით არ დაასახელა. მივდიოდით ხელიხელ გაყრილი, ერთმანეთს კი ვერა ვხედავდით. უეცრად დაარტყა საშინელმა კოკისპირულმა წვიმამ და ჩვენ ვარჩიეთ სადმე [კიბეზე] შეგვეფარებინა თავი, მაგრამ სად? რომ ვერაფერსა ვხედავდით?
ცივი, წვიმაში მყოფი ტფილისი, გაურკვევლად მობუბუნე მტკვარი, ყოველივე სიშავეში იყო შთანთქმული.
[ - დაუბნელდეს ჰიტლერს თვალები - გაიმეორა ქალმა].

*
I. მშობლიურო ჩემო მიწავ.
1. მშობლიურო მიწავ - 168. 2. მილიონები - 196. 3. ჩვენ ღარიბები - 52. 4. ლენინგრადი - 162. 5. სარაცინი - 28. 6. მამულო სიცოცხლეო - 20. 7. მასთან ბრძოლა - 16. 8. ეს წელიწადი - 16. 9. მფრინავი - 32. 10. ჩანგი - 40. 11. გრძნობა - 20. 12. დიდო არმია - 22. 13. დელაროკი - 80. 14. კრიზისისაგან - 40. 15. ირაკლის ხმალი - 20. 894.

II. „მნათობის, 8-9“.
16. ბარბაროსი - 404. 17. შეღამება სოფლ. - 124. 18. გმირული ნანგრ. - 109. 19. მშობლ. მიწ. - 54. 20. მზის გულით - 40. 21. კავკ. ჯარს - 14. 745 + 894 = 1639 + ელგ. 476 = 815.

III. 22. ელგუჯას დაბრუნება - 176 (1815). 23. გმირს გაუმარჯოს - 120. 24. ციხე არაგვის პირად - 68. 25. ჩვენ გავიმარჯვებთ - 64 + 75. 26. დრო მიგვითითებს - 4. 27. ჰე, მამულო - 16. 28. ის კომედია კვლავ მეორდება - 234. 29. პირველი მაისი - 152. 30. სად მოიფინა აურზაურით - 16. 31. ომმა შესცვალა ზეცა კრიალა - 128. 32. ელეგია განშორება-დამშვიდობების - 56. 33. კარგა ხანია დავშორდი დიკენსს - 20. 34. ღრუბლები ქართლის - 88. 35. მატარებელი - 56. 36. ევროპის პრესა - 80. 37. ლენინი - 100. 38. საღამოს ნისლი. ლენინი - 42. 39. ერთი მანქანას, მეორე ფიწალს - 68. 40. კვალი (არა გინდა რა) - 80. 41. დაბურულ ტყეს <...> - 140. 42. ტაძრები - 32. 43. ჩვენ გავიმარჯვებთ - 75. 44. სიკვდილი რევ. - 304. 45. ვინ გაიმარჯვებს - 24. 46. მტერს სურს გვი. - 24. 47. კლარა ცეტკინა - 40. 48. კაფე კორსოს ქუჩაზე - 688. 49. კომპიენის ტყე - 444. 50. საით, ვისთან - 232. 5, 274.
ახალი სანაპირო - 756. კომპიენის ტყე - 444 სტრ. კაფე კორსოზე - 688. საით, ვისთან - 232. 1364.

1. ელგუჯას დაბრუნება. 2. გმირს გაუმარჯოს. 3. ახალი ტფილისი. 4. ევროპა, აბა, რად გინდა. 5. ლენინი.

38,6 - მშობლ. მიწა.
ომს სურს შესცვალოს ზეცა კრიალა.

აკაკი წერეთლიდან:
1. არა - გინდა-რა.  2. დაბურულ ტყეს იქით (8-13). 3. ტაძრები (44-45).

*
ხელდახელი
მიმაქვს ლელო.
მიჰქრი, [აღარ გც] ცდა <...>
და სახელი,
სისხლის <მსმელო>,
შენი, [კაპიტალია] <მორბენალია>.

*
З. В. - პოემები. ფედერაცია - პოემები. სახელგამი - IV ტომი. საბლიტგამი - მწყემსი. რემედასი - რევ. მებრძოლი.
1364 - ფედ., 2000 - З. В., 5.000 - სახელ., 2.000 - საბლიტგამი, 2.000 - რემედ.
12364 X 3 = 37.092.

*
И того:
Издательству „Заря Востока.    
Прошу внести в план издательства издать мою книгу маленьких поэм, под общим названием „Кафэ на улице Корсо“, 688 стр. Войдут поэмы: 1. Кафе на улице Корсо, 2. Компьенский лес, 3. Осада Парижа, 4. Беженцы. [232] Всего 3.000 строк.

*
ქვეყნად ყოველ დიდებულზე დიდებულო შოთა.

საპირველმაისო მისალმება
შოთა რუსთაველს
[ომის გრგვინვა]

რა ბრწყინვალეთ [განგიცდია] გამოხატე, დიდებულო შოთა,
ომთა გრგვინვა, და დროშები თამარ მეფის დროთა!

[რა მხურვალეთ იბრძვის გმირი - ვით ქრის ხმალი მისი -
ნესტანის და თინათინის სიყვარულის ღირსი.]

[არ ავღელდე - არ იქნება - უცხო] შენ გიყვარდა ხმათა სტვენა... უჭკნობ დაფნის რტოთა -
უკვდავების მტარებელო, დიდებულო შოთა!

[ნესტანის და თინათინის სიყვარულის ღირსი
[იყო] არის მხოლოდ გმირთა გმირი და შეტევა მისი].

და იმ "ვეფხის ტყაოსანით" ბევრი, არა-ცოტა -
გამარჯვების დღე ყოფილა, დიდებულო შოთა!

[სასწაულთა მომხდენია - მეგობრობა, ძმობა,]

თვით [ქაჯეთის] ქაჯისაც არ არსებობს [ციხე კოშკი] ციხეები შავი -
[ძმადნაფიცთა რომ არ ლეწდეს - ] ძმად შეფიცულ მეომრების - რომ არ ლეწდეს მკლავი!

თინათინის და ნესტანის სიყვარულის ღირსი
მხოლოდ გმირთა უკვდავება არის მარადისი, -

მხოლოდ გმირთა თავდადების გზა იყო და არის
[არის] ღირსი დიდი სიყვარულის მშობლიური მხარის.

მე ყრმობიდან [მიყვარს ომი] ვიცნობ ომებს, მიყვარს ხმალთა სტვენა,
სიკვდილისაც არ მაშინებს - შავი ფრთებით ფრენა.

ახსოვს ჩემსას ბობოქარ წლებს - გორს, ასპინძას, მცხეთას,
თუ რამდენჯერ სიკვდილისთვის თვალში შემიხედავს.

შოთა. შოდა. ხშოდა.

*
1943. თებერვ. და მარტი.
სახელგ. - 3156. „მნათ“. - 400. პენსია - 500. პენსია 25. 4, 191.
ხარჯი: პალტო - 430. ტუპ. - 100. ფეხსაცმ. - 500. 1, 130.
ხელშეკრულებანი უნდა დაიდვას: 1. Заря. В. 2. საბლიტგამი. 3. ფედერაცია.
შესაძლებლობანი: 1. რადიო-საღამო. 2. ჩვეულებრივი საღამო. 3. Заря Вост. თარგმანი. 4. „კომუნისტი“.
სესხი: ლიტფონდიდან, სოცუზიდან - ხვალ.

[შენიშვნები წიგნის.]