შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-143 - 1941 წელი


1941. 17 იანვარი.
ს. აბაშელი აღარ ხუმრობს. ის შეტევაზე გადმოდის; ჯერ მორცხვად დაიწყო. „მზის სიცილი“ - ოპტიმისტური იყოო, აწერინებდა ხალხს (გულუბრყვილო კრიტიკოსებს ჰგონიათ - რაკი ნაწარმოებს სიცილი აწერია - ოპტიმისტურიაო) მაშინ, როდესაც იგი ღრმად პესიმისტური, დეკადენტური ნაწარმოებია.
შემდეგ - ყველაფერი ეს იყო ჩემს წინააღმდეგ: შეხედეთ, გალაკტიონი წინად პესიმისტი იყო - მე კი ოპტიმისტი ვიყავიო.
კ. გამსახურდიას სიტყვა-სიტყვით ასე დააწერინა: შეხედეთ ს. აბაშელს, რა ყოჩაღიაო. სულ ერთი წლის განმავლობაში ამ პატარა წიგნაკით მოწინავე საბჭოთა პოეტებს გვერდით ამოუდგაო (იგულისხმეთ, გალაკტიონსაც უცებ გვერდით ამოუდგა ს. აბაშელი, რომელიც მთელი ოცი წლის განმავლობაში დემონსტრატიულად სდუმდა).
ამნაირად: ის წინადაც ოპტიმისტი იყო, ეხლა კი გვერდთ ამოუდგა მოწინავეებს.
როგორ გგონიათ, ამითი დაკმაყოფილდა ს. აბაშელი? მან ეხლა გამოატყვრინა ძველი „ცისარტყელა“-ს დროინდელი ალფაბეტის წესი. ეს საშუალებას მისცემს მას, გვერდით კი არ იდგეს, არამედ ყველაზედ წინ იდგეს. ვითომ და რა - ალფაბეტიაო. იწყებაო ანით. რომელიაო წინ? აბაშელი!
ამ წესით ააწყობინა სერებრიაკოვის წიგნი: ეს წიგნი ჯერ დაბეჭდილი არაა.
ყველას ეგონა, მას შემდეგ, რაც უკანასკნელი ამბებიაო, ცოტა შერცხვებოდა.
მაგრამ არა. ის ეხლა - მოსკოვში გამოსაცემ ქართული პოეზიის ანტოლოგიის სარედაქციო კოლეგიის წევრია. იქაც გაიყვანს ალფაბეტს (გოლცევი, მაშაშვილი, ჩიქოვანი - ყველა - ერთი გზით მიდის).
ეხლა კი... გამედიდურებულმა - მოინდომა „მწერალთა კავშირის კრებული“-ს - რომელიც თებერვალში უნდა გამოვიდეს, ამ მიზნით გამოყენება... აქაც უნდათ... ალფაბეტით... მაშინ წიგნი გაიხსნება ს. აბაშელის ლექსით. ტრადიციულად ყველა წიგნები, ყველა ჟურნალები და კრებულები იხსნებოდენ ჩემი ლექსებით.
ვნახოთ - რითი დამთავრდება ეს დუელი! დუელი ჩემსა და მას შორის.
 
24 თებერვალი.
ს. აბაშელი დამარცხდა ამ საქმეში...
 
22 იანვარი.
ი. გრიშაშვილი - „ზოგიერთებივით ქაღალდით არ ვკითხულობ ლექსებსო“. დიდ დეკლამატორად მოაქვს თავი. „ზოგიერთებივით“ - ეს მე ვყავდი მხედველობაში (ლენინის საღამო 21 იანვარს მწერალთა სასახლეში).
იმ დღეს საღამო გაიხსნა ჩემი ლექსით... მე ვკითხულობდი. მაშასადამე, მოსალოდნელია იერიში - ლექსის წაკითხვის შესახებ.
ეს იქნება ახალი დუელი, წამოწყებული გრიშაშვილის მიერ. სულ კუდით ქვას ვასროლინებ მაგ საწყალს!
ერთი ვაი-უშველებელი ატეხა - კრებულის გარშემო სტამბაში, რატომ ჩემი ლექსი პირველად არ დაიბეჭდაო!
გრიშაშვილმა გაიმეორა ეს ამბავი ც.კ.-ის საღამოზე.
აბაშელი ლექსს კარგად ალაგებს, მაგრამ ცივი მწერალია... (ირ. აბაშიძე).
ლექსი იწყება ჩემი რითმებით (საბანო - იასამანო).
Теперь - когда поумерли академики - академию открывают.

ნადებია. დაგადენია. დაქადებია. გემია. ჩემია. თემია. სცემია. გადებია. ბარიკადებია. ედემია. ნახატებია.
ლაქა. აქა. ბაგა. მაგა. ჯაფა. დაჰკა.
და. ზღვა. ცა. წა.
36 X 4 = 144.

გ. ტაბიძე.
უნივერსიტეტისთვის
[უნივერსიტეტში]
შეიმოსა ახალ სხივით ჯურღმულები, ხაროები,
და აღმოსკდა დიდი ცოდნის - ულეველი წყაროები.
 
დანატრული, ათასობით, მწყურვალე მან დაიწაფა.
მხარე წიგნთან კავშირშია; გამახვილდა, დაიძაფა.
 
იგი მუშა და ის გლეხი მხარეს აგებს შრომით მწველით,
მეცნიერულ საფუძველზე, მეცნიერულ საფუძველით.

სიამაყე აღუვსებს გულს, სწავლა - ცოდნის კორიფეებს -
სხვებთან ერთად რომ მჭედელი გასაოცარს აგებს დღეებს.
 
ინდუსტრია, კოლეკტივი, ეს საბრძოლო სიტყვა სწავლის,
ძლევს წარსულის დაბრკოლებებს, და ეკუთვნის იგი სტალინს.
 
[სწრაფად მიდის დრო და ხანი - უჩვეულო გაქანებით
ფრთა შესხმული საუკუნე, მოისწრაფის მანქანებით].
 
გზას უკაფავს საქართველოს - ოცი წელი დიდებული,
შრომა, მეცნიერებასთან მჭიდროდ [დაკავშირებული] ხელჩაკიდებული.

* * *
უცხო ვინმე არ გეგონო, მე ვარ რატი რატიშვილი:
ათი შვილი ცოცხალი მყავს, ასი - შვილის-შვილის-შვილი.
 
მათში სულყველაზე უმცროსს - ჩემი სახელი აქვს - რატი.
მე ასი წლის მოხუცი ვარ, მას - წელს შეუსრულდა ათი.
 
[ჩემზე სიტყვა არვის უთქვამს, ისე გავხდი უხუცესი -
პატარაზე - თქვენს ჟურნალში პოეტს გამოეთქვა ლექსი,
 
ღირსიც არის. როცა ვკითხავ: - მომავალში შვება-ლხენი,
[ვინ მოუვლის საქართველოს?] ვისი არის მომავალი? ბავში მიპასუხებს: ჩვენი!

[როცა ვკითხავ: [ვისი არის] ქალაქები და მინდვრები თვალუწვდენი,]
[როცა ვკითხავ: ლენინისა და სტალინის თვალუწვდენი.]
[როცა ვკითხავ: ოცი წელი საქართველოს გზებს რომ ერთვის - ]
 
როცა ვკითხავ: ლენინისა, და სტალინის გზებს რომ ერთვის -
ვისთვის მიდის ოცი წელი? - ბავში მიპასუხებს: ჩვენთვის!
 
[მერე] ვკითხავ: - ოცი წელი, სხვა უამრავ წლებს რომ ერთვის -
ვისთვის იყო მეომარი? - ბავში მიპასუხებს: ჩვენთვის!
 
[როცა ვკითხავ: ბედნიერი, უამრავი, თვალუწვდენი,]
როცა ვკითხავ: თექვსმეტ ერთან, [ბედნიერი] მზიურ შუქით მონაფენი,
[ვისი არის მომავალი? - ბავში მიპასუხებს: ჩვენი!]
დღე ვისია დღევანდელი? რატი მიპასუხებს: ჩვენი!
ასეც არის..

როცა ვკითხავ: მომავალი საქართველოს შვება-ლხენა,
ვინ იგრძნოს და უზრუნველყოს? [ბავში] რატი მიპასუხებს ჩვენა.
 
[კიდევ მრავალს დაესწარი, მხიარულო ჩემო რატი.
კვლავ მრავალი ოცი, ასი, [და] სხვა ათასი წელიწადი].
[კიდევ] მაშ, ლენინის და სტალინის [გზით კვლავ იარე] გაშუქებდეს, ჩემო რატი,
ოცჯერ ოცი, [კიდე] ოცჯერ ასი და ათასი წელიწადი..

კვლავ მრავალი ოცი.
ჰაუუ, ჰაპის-ჰაპის-პაპა!

Соха да борона.

თემები პატარ-პატარა წერილებისათვის:
1. ჩრჩილი (Мол) - Дамы вдруг вскричали: мол, мол!!! (ბრემი?). О. Ю-на: ასეთი თვისება აქვსო, მოკვდება და იმნაირივეა მკვდარიც, როგორიც ცოცხალი იყოო. შეაცეცდება ეს მკვდარი ჩრჩილი ერთ ადგილს და არის.. (ჩრჩილი - ჩერჩილი). წინად კი მავნებელი იყო. ყოველივე ახალს - უცებ...
2. „Из стран народ куда идет“ (მღერის მთელი ჯარი - ჯარი კი არა სტატისტები. გეგონებათ ბევრიაო. ნამდვილად კი სულ რამდენიმე კაცია. კარმენი. ბიზე. ნიცშეს წერილი ვაგნერის წინააღმდეგ. კარმენი).
 
ს. აბაშელი. 16.
[რაც შალვა დადიანმა.]

1941 წ. 21 იანვარს მწერალთა კავშირში იყო ლენინის ხსოვნის საღამო.

*
 [ჩემი გზა მარად ეკლით მოსილი]
ჩემი გზა იყო ძნელზე ძნელი, [ეკლით და ყველასთვის] მკაცრად უვალი.
[გზა, რომელიც მე ავირჩიე, იყო უვალი.]
გზა, რომელიც მე წილადა მხვდა - იყო უვალი;
გზა, რომელიც მე ავირჩიე, გზა იყო ძნელი.
 
*
რად მინდა მთვარე შვაღამის გედი,
რად მინდა ზღვასთან დარგული პალმა,
უბედურება ყველაზე მეტი
გადაიტანა ქართველმა ქალმა.
 
გიგო მედელეჟნე
 ძველი დელეჟანი - ავტობუსივით. რამდენი კაცი ეტეოდა? - რამდენი კაცი ეტეოდა კოფოზე. რამდენი ცხენი. ძგრიალი (გოგოლისებური). იყო ურეზინო შინები - სამი ცხენი (თუ ოთხი). გიგო მედელეჟნე - მიქელანჯელოს მოსეს მსგავსი, მუდმივი საწვიმარი (პლაშჩი), მუდმივად სათვალეები (ძველი სათვალეები ოთხი შუშით, მკედის ძაფით დამაგრებული ყურებთან), მუდმივად კოფოზე გაზეთს კითხულობს (ან როგორ ახერხებს ამ ნჯღრევაში კითხვას?), მუდმივი დუდუკით - რომელიც შორიდან ისმის და ძლიერდება ჩვენს სახლთან მოახლოებისას, რომ მოაქვს გაზეთები - არ ჩერდება, ისე გადმოისვრის სანატრელ ფურცლებს ორ თელასთან, სადაც ჭიშკარია, და მივრბივარ - გახარებული გაზეთებით.
გიგოია - მოხუცი ბიბლიური წვერებით, ქარისა და წვიმისაგან ჩამოგლეჯილი "პლაშჩით", სერიოზული, ჩუმი, არასდროს არ მახსოვს, რომ ვისმეს დალაპარაკებოდეს, ისე ჩუმი იყო. და კითხულობდა სულ გაზეთს - კოფოზე. მუდმივ გაბმული იყო გზაში - დილით - სამტრედიიდან საჩინომდე. საღამოთი საჩინოდან - სამტრედიამდე. სულ ერთი იყო: მზიან დღეშიაც იგივე პლაშჩი, ქარშიც და წვიმაშიც იგივე პლაშჩი - და რამდენი წვიმიანი დღეებია, რამდენი ქარიანი ამინდი რიონის ჭალაზე.
ხანდახან გაზეთზე ჩაეყვინთება როგორც ჭოტს - და მიდის მძინარე მედელეჟნე (მოლარე იყო და მოდუდუკე), გარშემო კი...
რა ჩუმი კაცი იყო. არავის არ ელაპარაკებოდა - თითქო არავის არ იცნობდა. მას კი მთელი ქვეყანა იცნობდა. და მიდიოდა დელეჟნით მთელი ქვეყანა: შუამთელი, ტობანიერელი, ირითელი, საპაიჭოელი, ტყელვანელი, დუცხუნელი, ციცხელი, და სხვ. და სხვ. (სოფლები ახლომახლო არიან... მაგრამ რაღაც განსხვავებაა მათ ლაპარაკის, გამოთქმის კილოში). გიგოს ერთი ტყავის ჩანთაც ეკიდა - დელეჟნის ფულებისათვის, გიგოს ძველი ჩექმები ეცვა - მუდამ ტალახიანი და ხელშიც კნუტი ეჭირა... რომ ცხენებისთვის გადაეკრა, ცხენებს კი თვითონ არ ერეკებოდა, არამედ მეორე მოხუცი.
გზა წინად ძალიან კარგი იყო.
არა, გიგო ძალიან საინტერესო იყო, როცა კოფოზე ეყვინთებოდა: ხელები პლაშჩის სახელურებში ჰქონდა.
იმ ხანებში - ერთბაშად შემოვიდა გაზეთების კითხვა, რუსეთ-იაპონიის ომი, ცხრაას ხუთი... გურიის ამბები...
გიგო განა თავის გაზეთს ჰკითხულობდა? სხვისას. აი, შუამთამდის, სანამ მიუტანდა ადრესატს. გაზეთს რათ გამოიწერდა. განა ისეთი ფულის მფანტველი იყო? კაპიკს-კაპიკზე აწეპებდა, როგორც ყველა ამ რაიონში.. „ივერია“, „ცნობის ფურცელი“ - აი, მისი გაზეთები. კითხვაც იმ ხანებში ისწავლა, თორემ ისე ხელის მოწერაც ძლივს შეეძლო; ჰკითხულობდა გასართობად, აინტერესებდა გაზეთების სიახლე, რომ გეკითხათ, რა სწერია გაზეთშიო - ვერაფერს გეტყოდათ. ასეთი იყო ის უცნაური მედელეჟნე. დიდათ ზრდილობიანი კაცი იყო, როგორც ყველა იმერელი...
ეეჰ, ძველისძველი კაცი. გვარი არ მახსოვს გიგოსი: უნდა გავიგო.
ერთი კარგად უნდა შევმოსო გიგო მედელეჟნე და შევსვა ისტორიული დილიჟანსის კოფოზე.
შკლოვსკი კი სწერს: „Из Багдади поехал Маяковский учиться в Кутаиси. Ехали в маленьком, если мне не изменяет память, одноконном дилижансе... Какие-то деревья цветут розовым. Ошибка в словах „какие-то“: надо было назвать деревья по имени: он забывает деревья живущие и теперь, помня однако о давно умерших одноконных дилижансах. Надо знать и помнить все ненужное, попутное, и мимолетное тоже. Оно потребуется писателю.
Образ М-ского редко встречается, ответвляется в сторону (Они своей чащей покрывают основной кряж дерева, на котором они растут).
В тюрьме он (М.) очень много прочел, столько, что можно сообразить только потом“.
 
Гейне говорил, что поэт силен и могуч до тех пор, пока не покидает почвы действительности. И вера в прогресс, - говорил Гейне - должен одушевить поэта страстностью, вера проистекающая из знания [конечно поэзия есть вдохновение].

„В грамм добыча, в год труды. Изводишь единого слова ради, тысячи тонн словесной руды“.
 
*
24 იანვარს, 1941 წ.
შეხვედრა მოეწყო „Заря Востока“-ს თანამშრომლებთან. იყო ყვავილები... პირველი საღამო ამ წელიწადში.
 
მაშაშვილს შეუმოკლებია ჩემი ლექსი - „ლენინი“ „მნათობი“-სათვის. ეს არაა კარგი.
საქდესის საშუალებით.
საჭიროა სია და მისამართები - ყველა რაიონული გაზეთების (ფოშტაში არის, ალბად).
შალვა კაშმაძეს - Смотрите мне в ноздрю.
1. „Стучал ноздрей в седые усы“. Это - по Тыняновски.
Ал. Толстой.
2. „Смотрите мне в ноздрю...“
А. Серафимович

3. „А-а... Ноздрев... Октуда вы?..“
Н. В. Гоголь

*
მონტაჟი ყველა წიგნების, რაც ამ ოც წელიწადში გამოცემულა.
„ბარიკადებზე იბრძოდა ქალი“. „დიდი ბიბლიოფილი“.
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.
Чернищ...
მამებთან, ქმრებთან, შვილებთან ერთად
ბარიკადებზე იბრძოდა ქალი.

კარგია სურათი „ჩერკესკა“-ში სარაჯიშვილის ქუდით... ცხენზე...
Primus inter Pares.
„კომუნისტს“ მასალა გადაეცა 24 იანვარს - „ახალი ტფილისი“.
- Это такие карты, которые непременно должны выиграть - О. Ю.
 
*
25 იანვარი 1941 წ.
მასალები გადაცემულია:
1. „მნათობი“ (იანვრის ნომერი); 2. „კომუნისტი“ (ახალი ტფილისი); 3. „ოქტომბრელი“ (ჩვენი); 4. „მწერალთა კავშირის კრებული“; 5. სერებრიაკოვის წიგნი; 6. მოსკოვის ანტოლოგია; 7. სამხრეთ ოსეთის ანტოლოგია;
 დავპირდი: „Заря Востока“-ს; „ხორარდაინს“ (მიც.); „Известия“-ს (მიც.); წიგნი რადიანს (მიც.); ბაჟანი.
„დავითაშვილი“ (კრიტ. უნ.);
29-ს სურათები.
გაკეთებულია მე-18 კონფერენციის...
დასამზადებელია: 1. წიგნი ფედერაციისათვის; 2. მასალები „მნათობისათვის“; 3. სალიტერატურო გაზეთისთვის; 4. უნივერსიტეტის გაზეთისათვის; 5. ახალგაზრდა კომუნისტისათვის; 6. კომუნისტისათვის. 38084; 7. ახალგაზრდების (საბლიტგამი); 8. ხორარდაინი; 9. „Заря Востока“. წაიღო სერებრიაკოვმა; 10. „Известия“ (37-38); [11. კომუნისტი].
 
26 იანვარი.
მწერალთა კავშირიდან დამირეკეს, რომ მიღებულია ნიკოლა ბაჟანის დეპეშა, „Просим присутствовать на юбилее [Бажана]“ (Надо взять телеграмму Павло Григорьевича Тычина).
20 თებერვალს (დაბადებიდან 50 წ., სამწერლო ასპარეზზე გამოსვლიდან 30 წელი).
„Киев, улица Ворошилова 3. Союз писателей. Тычина“.
მწერალთა კავშირმა უკვე გააგზავნა:
„Дорогой Павел Григорьевич. В день 50 летия вашего рождения и 30 летия вашей литературной деятельности... Грузинские писатели...“ და სხვ... (კარგი ტექსტია საჭირო).

27. I -41 წ.
Киев - ул. Ворошилова 3. Союз Писателей. Тычина - Павлу Григорьевичу.
Многоуважаемый Павел Григорьевич.
В день Вашего пятидесятилетия и Вашего и общего литературного торжества мой сердечный привет. Очень сожалею, что не могу лично принять участие в этом торжестве. Живите долго, прославленный поэт и продолжайте творить к чести своего народа и СССР.

Дорогой Павел Григорьевич.
В день Вашего...
Очень сож... ибо телеграмма запоздала.
Как самочувствие?

27/I. 41 წ.
მეთვრამეტე კონფერენცია
 ამძაფრებენ ტემპებს ქარხნები, მაღაროები, ფაბრიკები. გაეშვით, მედგარო სიმღერებო, დღეები სიხარულით ენთებიან. გული უფრო ძლიერად სცემს ბრწყინვალე მწერვალთა აღმართზე, გადამლახველი ქარიშხლისა და ქართოვლის, გრიგალების, დღითა და ღამით, ყინულოვან ველებზე, ტყიან ფერდობებზე - ხეებზე, გადამლახველი დროისა და სივრცის, ქვეყნიდან ქვეყნად, კუთხიდან კუთხედ, ცეცხლითა და ორთქლით მსუნთქავნი, მიდიან მანქანები -
მეთვრამეტე საკავშირო პარტიული კონფერენციის [პატივს] შესახვედრად.
ფაბრიკების მაღალ კედლებს იქით განუწყვეტელი მოძრაობაა, მანქანების გრიალი, ხმაურობა, გამოცოცხლება, სიცოცხლე - ზეშთაგონება ყოვლის დამთრგუნველი [და] შრომის -
მეთვრამეტე პარტიული კონფერენციის პატივსაცემად.
შფოთავს თავგამოდებით, თავგადაკვლით - ქარბუქი, იგი აფრიალებს თოვლის ნაფლეთებს, იგი მიწასთან ასწორებს თავისი ბოროტი სუნთქვით ყოველივე ცოცხალს, ყინულის ჯავშნით შემოსჭედს დაუმორჩილებელ შეუპოვარ ხომალდს, რომელიც მიჰყავთ საბჭოთა გამბედავ მეზღვაურ[ებ]ს, მისცურავს ხომალდი მოღრიალე წყალთა და აბობოქრებულ ყინულთა შორის, იპყრობს არქტიკას -
მეთვრამეტე პარტიული კონფერენციის [პატივსაცემლად] სადიდებლად.
აიწევიან მაღლა თვითმფრინავთა ესკადრილიები, მშვიდათ სუნთქავს დედამიწა - ვრცლად გაწვდენილ ფოლადის ფრთებს ქვეშ. თოვლს ქვეშ რულს მიცემული მინდვრები და ბაღები ინახავენ ხვავს. ჰაეროვანი დარაჯის მეოხებით მათ [ვერ] არ მოელის სიკვდილი და განადგურება - უანგარიშო მტერთა და დამღუპველთაგან.
არაჩვეულებრივი - გამოუცნობი რეისით მიეშურება სუბსტრატოსტატი - სსსრ-ის. მაღლა, სულ მაღლა, მიიწევს ის, ყველაზე მაღალ, ყველაზე სუფთა, ყველაზე ცივ ღრუბელთა კრისტალურ ქსოვილებს იქით (თივთიკით).
მუდმივი მდუმარების სფეროში, [მიაქვს] მხარეში მიჰქრის ჯადოსნური გონდოლიერი, გმირი - პილოტი, გამარჯვებული სტიქიასთან ბრძოლაში უშიშარნი [მფრინავი] ვაჟკაცები ეუფლებიან ქვეყნიერების საიდუმლოებათ, რათა მიუძღვნან ისინი -
მეთვრამეტე საკავშირო პარტიულ კონფერენციას..
აენთეთ, სიმღერებო, გული უფრო მძაფრად სცემს ბრწყინვალე მწერვალთა აღმართზე -
ფართოვდება შრომის ფრონტი.. უცნობლობიდან აღიმართებიან ახალნი [მოჭიდავენი] ფალავნები, რათა ახალი სტახანოვური გამარჯვებებით გაამაგრონ [ძლიერება] თავისუფლების, სიმართლისა და მშვიდობის - დიდი სამშობლოს ძლიერება. ბრძოლა ბუნების სიჯიუტეს! ბრძოლა ქვანახშირის, ნავთის, მადანისათვის! ჩაებით შრომის შეჯიბრებაში ყველანი, ვინც ერთგულად ემსახურება ლენინის აღთქმებს. წინ, რათა რჩეულნი [ვსჩანდეთ] წარვსდგეთ მთელი ქვეყნის წინაშე - საჩუქრების ტონნებით -
საკავშირო მეთვრამეტე პარტიული კონფერენციის პატივსაცემად.
გვეძახის სამშობლო, რათა ვიმუშავოთ თავდადებით, სულიერი აღფრთოვანებით.
ჩვენ უნდა მოვიკრიბოთ ჯერარსმენილი ძალღონე და ენერგია, რათა გადავლახოთ დაბრკოლებანი, რაიც კი შეუძლია თავზე დაგვატეხოს ბედს.
იქ კი, სადაც დღეს მოგზაურობენ მწუხარებანი, სადაც ნაყოფიერი ველ-მინდვრები გათელილია და გადამწვარი, სადაც ფაბრიკები, ქარხნები და ბინები ნანგრევებად ქცეულან, სადაც ჰაერში, წყალში, ყველგან სიკვდილი კვალდაკვალ მისდევს ადამიანს, მისდევს, ნადირობს და ძალმომრეობს, იქ ეხლა ნაწამები ხალხები, მოკლებულნი არსებობისა და სიცოცხლის უფლებებს, ერთადერთი იმედით - ჩვენ შემოგვცქერიან. დეე, ჩვენმა საშრომო გამარჯვებებმა განამტკიცოს მათში გამბედაობა, ნებისყოფა გადამწყვეტი ბრძოლისათვის. და ვგრძნობ მე, რომ ახლოა დღე, როდესაც ყველა ეს მაძღარი, ხარბი ხროვა მსოფლიო მონოპოლისტების მოსწყდება მიწას და გაფრინდება სხვა პლანეტაზე, სხვა კოლონიების დასაპყრობად, ზეციური მოგება-სარგებლობისათვის; მეუფედ ქვეყნისა იქნება შრომა.
გაასკეცდი, შრომის შეჯიბრებავ! საბჭოთა კავშირის პატივსაცემად, ლენინისა და სტალინის პარტიის საკავშირო კონფერენციის პატივსაცემად (თავზარდაცემა).
გადაიღვარე, [ცხოვ.] სიცოცხლის მღელვარებავ - სიმღერებში, მშრომელო ენერგიავ - ლექსებში.
ტყიბულისა და ტყვარჩელის მემაღაროეთ - სალამი! პოეტისა. თქვენ დიდებულად დაიწყეთ თქვენი ეს წელიწადი. და შეგიძლიანთ იამაყოთ გამარჯვებებით - სახელგანთქმული დონბასისა და კრივოროჟიეს - [მემაღაროებთან ერთად] მემაღაროების წინაშე.
თქვენი საერთო შრომა სწყვეტს და მოძრაობაში მოჰყავს ბორბლები, ძალა ინდუსტრიის. უანგარიშოა და უთვლელი ის [ამაგი] სამსახური, რომელიც თქვენ წილად გერგოთ (გხვდათ), გაგეწიათ ქიმიის საუკუნეს, ადამიანის ბუნებაზე ზღაპრული გამარჯვების საუკუნეს, შემოქმედებითი შეჯიბრება ადამიანისა ბუნებასთან.
პატივი და ქება ამხანაგ ხუნტუას. [იმან] ამან თავი გამოიდო თავისი მაღაროს[ათვის] სასახელოდ, და დაამტკიცა, რომ სწრაფ მეთოდს სემიგოლოსისას ჩვენშიაც შეუძლია სასწაულის მოხდენა.
გაოცებულნი მისი მოხერხებითა და ოსტატობით ჩვენ ვხედავდით, თუ ყველაზე უფრო მაგარი ქვანახშირი და ანტრეციტი მის ხელში სანთელივით მომყოლი ხდებოდა. მისი ამაღელვებელი რეკორდი შთააგონებდა სხვებს გმირული შრომისთვის და უღვიძებდა სინდისს ზარმაცებს.
გატაცებულნი მისი მაგალითით, ბევრმა მოხერხებულმა, გონებამახვილმა, ბეჯითმა მემაღაროემ - მიაღწია მის დონეს, და ღირსეულად ატარებს პატივსაცემ წოდებას ქვანახშირის ოსტატისას.
მაგრამ იგი იქნება პირველი თანასწორთა შორის („Primus inter pares“).
შემომქმედ მშრომელს ნდობა და პატივისცემა. იგი ხალხის რჩეულია.
და დღეს, როდესაც საზღვარს იქით - მძვინვარებს ომი, [დასჯახებიან] ეჯახებიან ერთმანეთს კოლოსსები კაპიტალისა.. გრიალებენ ქვემეხები, სკდებიან ყუმბარები, გრიალებენ ტანკები, ჰაერში, მიწაზე, წყალზე, წყალქვეშ, და მიწისქვეშ ყოველგან [ნადიმობს] იბრძვის სიკვდილი - მე მინდა -
და მე მინდა, რომ ჩემი ჩანგი ხმაურობდეს შრომის აღტაცებით, რათა აკკორდებში ბრძოლის სიხარული ყველა მათში, ვინც გატაცებულია საუცხოვო, კეთილშობილი სურვილით - შეჰქმნას ისტორია თანამშრომლობის, მეგობრობის, ხალხთა მშვიდობის.
ის სრულყოფილება სტალინური ხელმძღვანელობის, რისგანაც ცხოვრება გახდა მშვენიერი, ადამიანები - უკეთესნი.
ქვეყანა კი მიდის წინ, ამოძრავებული სამართლიანობის კანონით, ადამიანობის კანონით, ბრწყინვალე ოქროს საუკუნისაკენ.
ვესალმები დღეს ბრძნულსა და სასიკეთო სტალინურ გადაწყვეტილებათა დღეს!
 
*
საბლიტგამი. მწერალთა კარ.; პიონერი.
როგორც პირველი თანასწორთ შორის.

*
28. I. 41 წ.
გამოვიდა საბავშვო კალენდარი 1941 წ.
2 მარტ. ფურცელზე მოთავსებულია ჩემი სურათი და ლექსი „მხარი მხარს!“ აწერია „ორდენოსანი პოეტი“ - (?).
სურათები - მარიჯანის, ირ. აბაშიძის, ცქვიტის, მაშაშვილის, ქუჩიშვილის.
 
მოსე თოიძე
გუშინ - ასეთი შემთხვევა იყო:
რუსთაველის პროსპეკტზე რომ ბორჯომის კანტორაა, იქ შევედი წყალის დასალევად. გამყიდველმა ჭიქაში წყალი დაასხა და დარაბაზე დადგა. არ გასულა ორი წუთი, რომ ფაცა-ფუცით დარბაზში შემოვიდა მოსე თოიძე. სალაროში ჩეკი მისცეს და დარაბასთან მივიდა. ერთი ჩეკი მოსამსახურეს რომ მისცა - ამ დროს მე დამინახა... ძალიან გაუხარდა.
- ააა. გამარჯობა, გამარჯობა.. - და შევჰყევით საუბარს. მე გავიხსენე 1893 წ. ჟურნალი „კვალი“ - რომელშიაც მოსეს სურათი იყო დახატული. პატარა ობოლი მათხოვრები - წვიმაში. ქვეშ რომ ლექსით წარწერა იყო: ქარი ჰქრის, ხეებს ძირ-ფესვიანად არყევს, ბავშები კი შეფარებიან ქუჩის კედელს და მდუღარე ცრემლებით სტირიან.
- მაშინ ახალგაზრდა ვიყავიო, - სთქვა მოსემ, - ჯერ კიდევ არ მქონდა სასწავლებლის კარები ნახული - ისე ვხატავდიო..
ამ საუბარში რომ ვიყავით - მოსემ მოჰკიდა ხელი ბორჯომის წყალით სავსე ჭიქას და კარებისაკენ წავიდა - სავსე ჭიქით, მე გავოცდი. მოსე გავიდა კიდეც დარბაზიდან - მაგრამ მალე შემობრუნდა და მოსამსახურეს მიმართა... დარცხვენით, რა თქმა უნდა.
- მე მთელი ბოთლი გითხარით, თქვენ კი ჭიქა...
- თქვენ ერთი ჭიქის ჩეკი მომეცით. - უპასუხა გამყიდველმა.
- არა, მე მთელი ბოთლის ვიყიდე...
- მართალია, - დაუმოწმა მოლარემ... - მოსემ ერთი ბოთლის ფული გადაიხადა და მეც ჩეკი მივეცი.
- არა, ბატონო, - ამბობდა დახლში მდგომი, - აი, ის ჩეკი, რომელიც თქვენ მომეცით... და გაუწოდა მოსეს მისი ჩეკი.
მაშინ მოსე შეფიქრიანდა: ჯიბეში ხომ არ ჩამრჩა ჩეკიო. გაიშინჯა ჯიბეები და დაიძახა: „აჰა, აქ არის, ჯიბეში ჩამრჩენიაო“..
მისცა ჩეკი, გამოართვა ბოთლი და წავიდა.
იქ მყოფ ხალხში ამ შემთხვევამ გულიანი ხარხარი გამოიწვია:
- არა, ბოთლის მაგიერ ჭიქა რომ მიჰქონდა - რას ჰფიქრობდაო. ძალიან გულმავიწყი კაციაო. ეს გულმავიწყობა რაღაც ახირებულობამდე მიდის...

ამ გარემოებამ გამახსენა მეორე შემთხვევა: ამას წინათ პლეხანოვის პროსპეკტზე მივდიოდი. ჩემი ყურადღება მიიპყრო შემდეგმა სცენამ: ტრამვაი გაჩერებულია, ვატმანი ცხარობს, ხალხიც შეკრებილა. ხალხის შუაგულში მოსე რაღაცაზე ძალიან ჯავრობს: [თურმე იქვე] ვატმანი ვაგონში არ უშვებს ქალს, რომელსაც ხელში სამოვარი უჭირავს.. აქედან არ შეიძლებაო. ბოლოს მოსე იმარჯვებს და ვატმანი თანხმდება, რომ წაიყვანოს სამოვრიანი რუსის ქალი. ტრამვაიც დაიძრა.
- რაშია საქმე, მოსე? - შევეკითხე..
- წარმოიდგინეთ, - სთქვა მოსემ, - ძლივს ძლივობით ვიშოვე, აი, ამ მაღაზიაში (ძველ ნახმარ ავეჯსა და სხვა რამეებს რომ ჰყიდიან) ეს სამოვარი... სწორედ იმ ტიპის სამოვარია - წინად რომ გორში ხმარობდენ. სტალინის სურათისთვის მინდაო.
ძალიან უყვარს მოსეს „სამოვარი“... აქვს სურათიც „სამოვრის მელოდია“.. ავტოპორტრეტი სამოვართან (რაღა მაღაზიებში ეძებს სამოვრებს, იქვე დ. კაკაბაძე არა ჰყავს, დააყენოს, ამოაგდებინოს... და საუკეთესო სამოვარიც არ იქნება).
 
ო. ი.-ნამ მიამბო: მოსესთან ოჯახში მივიდა სასწავლებლის გამგე ქალი (მოსეს ქალიშვილი მასთან სწავლობდა).
- რამდენი შვილი გყავთ, ბ. მოსე?
- ოთხი, - მიუგო მოსემ.
- დოკუმენტში კი ხუთია აღნიშნული..
- ოთხი, ბატონო, ჩემზე უკეთესად რომელი დოკუმენტი გეტყვისთ?
მაშინ საუბარში ჩაერია მოსეს ცოლი.
- ეხლავე ყველას აქ გავამწკრივებო. - და გამოიყვანა შვილები...
- ბიჭოს! მართლაც ხუთი ყოფილაო. - გაოცდა მოსე...
 
მოსე ერთ დროს ტოლსტოის მიმდევრობას სჩემობდა და ვეგეტარიანობა დაიწყო (რეპინის მიბაძვით). კინაღამ შიმშილით მოკვდა თურმე.
 
მოსეს სახლში ერთხელ ხანძარი გაჩნდა. მოსე კი ვერ ამჩნევდა, სურათს ხატავდა და ამბობდა: „Какое великолепное освещение, как хороши эти свето-тени“.
 
ტროლეიბუსში შემხვდა მოსე. ჩემს ლექსზე მითხრა: „რა დიდებული ლექსია. როგორ აზრიანია დალაგებით, ფორმით, შინაარსით - ყველაფერით“. აღტაცებით ლაპარაკობდა...
ასე მხოლოდ ძველ კაცებს შეუძლიათ ლაპარაკი.

*
რუსთაველის პროსპ. 26. მხატვარი ვეფხვაძე.
როგორი გამოვიდა სურათი? მივცე სურათი?
(ჩვენი გამოფენისთვის გველესიანს) ფოტო.
ლიტ. მუზეუმისთვის, როგორაა საქმე.
ფოტო - ყველა წიგნების.
„ჩუდეცკის“ [თხოვნა..].
75-90. 3-69-68.
1. გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი. „საბლიტგამი“. კრებულში მიდის... მგონია და არა „ბერიას კრებულში“.
17/II  - სახელგამის გეგმაში არაა შეტანილი ჩემი წიგნი, მეოთხე ტომი (აქ გადაწყვეტილება მიიღეს: ირაკლი აბაშიძემ, ნიკო კიკნაძემ, ჭეიშვილმა, ბობოხიძემ).
17/II  - „ლიტერატურულ საქართველოში“ მოთავსებულია საზიზღარი წერილი ბესო ჟღენტის.
3-28-02. მენაბდე. 5. Кл.
 
*
აკაკი წერეთელი, აკადემიკოსი ნიკო მარრი, დავიდ კლდიაშვილი, ვალერიან გუნია, დომინიკა ერისთავი (განდეგილი), შიო მღვიმელი, ტ. რამიშვილი, ზაქარია ჭიჭინაძე, ია ეკალაძე, ნარკანი, ეთიმ გურჯი, [გ. შინატეხელი], ვასილ ბარნოვი, ეკატერინა გაბაშვილისა, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასი,  [ნ. ქადაგიძე].

Вокруг - Статьи и высказывания.
Груз. писат. Писатели 19-го века о -
100 поэтов Грузии - О Галактионе Табидзе.
აბაშელი, შანშიაშვილი, ქუჩიშვილი.

* * *
შენ გაზაფხულის ღამეზე მღერი -
[მგზნებარე ბავშო] კმარა, ჩაგძირავს -
[შენ მოგენატრა] ნუ მიენდობი! ზამბახის ღერი -
იგი გაგწირავს!
(შვილი არ უნდა გასწირო შენი,
არე-მიდამოვ -
ახალგაზრდობის გამო ჩადენილ
ცოდვების გამო!).
[აიღებ ხელში ისევე] ნუ გამოართმევ ხელიდან დიკკენსს -
[და წახვალ] წავიდეს ტყეში!
ღრუბლებმა მთების მოათივთიკეს
ფერადი მეში.

*
 [წიგნს] ქარს ამღერებულს ოცი წლის წინად შევხვდი ამ წიგნით.
გ. ტ.

*
10 თებერვალი.
სასტუმრო „ტფილისში“ დავესწარი ავეტიკ ისაკიანის პატივსაცემად გამართულ სადილს. იყო მისი საღამო მწერალთა კავშირში. ვნახოთ, როგორ გამოეხმაურება პრესა.

კნუტ ჰამსუნის გამოსვლის გამო
„ჩვენგან წინად მოითხოვდენ, - აცხადებს კნუტ ჰამსუნი, - რომ მუშათა პოეზიისთვის მიგვეყო ხელი, რომ ყველანი კომუნისტები გავმხდარიყავით, თუ არ ეკუთვნი ამ ჯგუფს, შენ ზიზღით გიყურებენ, შენზე ხმას არ იღებენ. მწერლებმა ცოტა მსხვერპლი კი არ გაიღეს - რათა არ დახეულიყვნენ თავიანთ პოზიციებიდან. ამასწინად აქ აქებდენ ორს ახალგაზრდა მხატვარს, რომ ისინი მშვენიერად, კომუნისტურად ხატავენ, თანაც თითქო ყოველივე ამას სჩადიან პროლეტარიატის სასარგებლოდ. შესაძლებელია ეს მხატვრები მართლაც დიდი შემომქმედნი გახდნენ, მაგრამ ამისთვის დიდი მუშაობაა საჭირო; კეთილმოსურნე სააგიტაციო ლაყბობა ხელოვნებაზე, ვერ შეჰქმნის მათ დიდ მხატვრებად. [მე] მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ჩვენს ახალ ნორვეგიულ ხელოვნებაში შემიძლია, ეხლა ვიპოვო ახალგაზრდულ ოცნებათა კვალი: ცოტა რამ გაზაფხულის ღამის შესახებ, ცოტა რამ ღმერთზე, ცოტაოდენი რამ კიდევ შუბერტზე, პირველი შეხვედრის სიტკბოებაზე, ყვავილებზე“.

*
ლენინის ორდენით. წიგნები - ყველა ტომები. გაზეთი „გალაკტიონი“... პორტრეტებით - მწერლების.

„კონფერენციის პარტიულის პატივსაცემად“
1. ლექსი დაიბეჭდა „კომუნისტში“ - მეორე გვერდზე - ფაქსიმილეთი. საზოგადოებაში პირდაპირ ფურორი მოახდინა. მხვდებოდენ ისეთი პირები - რომლებიც მიუდგომელი ხალხია. და საერთო მოწონებით სარგებლობდა ლამაზად, შნოიანად დაბეჭდილი ლექსი.
2. იგი მთლიანად გადათარგმნილ იქნა სომხურ ენაზე და დაიბეჭდა გაზ. „სოვეტიკა აიასტანში“ - სიმონიანის თარგმანით.
3. ლექსი სთარგმნა აგრეთვე ბ. სერებრიაკოვმა. გაიგზავნა „იზვესტია“-ში - ამ გაზეთის ტფილისელი წარმომადგენლის მიერ (როგორც ამბობს სერებრ., აწყობილია).
4. ლექსის ნაწყვეტი თარგმნა ვ. ვასილენკომ. კარგია.
5. სერებრიაკოვს არტილერისტების შკოლის საღამოზე სთხოვეს, წაეკითხა ეს ლექსი, თუნდაც ნაწყვეტი.
6. ლექსი გადაცემული იყო 12 თებერვალს რადიოთი სომხურად..
7. ჰონორარი 1500 მანეთი კომუნისტ. მალე გამოსწერენ სომხურიდანაც.
8. სომხურმა გაზეთმა გონორარი მომცა 250 მან.
 
[ვალდებულება]
გამოფენის კომიტეტი
1. საქართველოს [საბჭოთა] რესპუბლიკის სახალხო პოეტის, ორდენოსანის გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 50 წლის აღსანიშნავად მოეწყობა გამოფენა [მიძღვნილი პოეტის ცხოვრებისა და ლიტერატურული მოღვაწეობისადმი]. გამოფენის მიზანია, ფართედ გააშუქოს პოეტის ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა. ამიტომ საჭიროა [გამოფენის მოწყობისა და] შესდგეს გამოფენის მომწყობი კომიტეტი.
2. კომიტეტში შევლიან მთავრობის, მწერალთა კავშირის, მხატვართა კავშირის, განსახკომის და სხვ. წარმომადგენლები (შეადგენს გეგმას).
3. კომიტეტი გამონახავს ან ააგებს შესაფერ ბინას გამოფენისათვის.
 
ძველი სემინარიელები:
დომენტი არონიშიძე - კრილოვის ქ. №10. ტელეფ.; თედო ბეგიაშვილი - ტელეფ.; ილო მოსაშვილი - ჟორესი ათი. ტელეფ.; ვასო გორგაძე - ბროსსეს ქ. №1. ტელეფ.; აკაკი სირაძე - მთავლიტი. ტელეფ.; გენადი მიხელაძე - ძერჟინსკის ქ., სადაც იოსები. ტელეფ.; აკაკი მარგიანი - Главискусство - გაგუასთან, ტელეფ.; ლადო გეგეჭკორი - ტელეფონი; გალაკტიონ ტაბიძე - ტელეფონი; გოგლა ლეონიძე - ტელეფონი; კახაია გიორგი.

[პრესისთვის]. [25.00]. მეოთხე ტომი. ლექსები... „Заря Востока“ და...

*
14 თებერვალს მონაწილეობას ვიღებდი საარტილერიო შკოლის საღამოში - წავიკითხე „მთაწმინდის მთვარე“ და რუსულად „იდეა“ - დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჟღენტმა ილაპარაკა ჩემზე მოხსენებაში. სერებრიაკოვმა წაიკითხა თარგმანი ლექსისა „დიადი, სახალხო“ (ს. წვერავას მოწყობილი საღამო იყო).
იყო კურიოზები:
1. გამოაცხადეს, რომ სიტყვა ეკუთვნის პოეტს ბესო ჟღენტს.
2. ბესო ჟღენტმა - ყველა გაგვათანაბრა. შანშიაშვილზე მეტი ილაპარაკა, ვინემ ჩემზე.
3. შანშიაშვილი მოვიდა. განაცხადა, რომ იღებს მონაწილეობას - უცებ სთქვა, რომ ლექსს არ წაიკითხავს (რადგან შეამჩნია, რომ მე პირველად გამოვდიოდი. ჰმ!). ბოლოს დიდი ხვეწნის შემდეგ დაითანხმეს.
4. გამოაცხადეს: გალაკტიონ ტაბიძის ლექსის თარგმანს წაიკითხავს სერებრიაკოვიო. იგი ავიდა ტრიბუნაზე და განაცხადა: მე წავიკითხავ არა თარგმანს, არამედ ორიგინალურ ჩემს ლექსსო. წაიკითხა კი - ჩემი ლექსის თარგმანი. რაში იყო საქმე, კაცმა ვერ გაიგო.
5. მიქელ პატარიძე გამოაცხადეს: ლექსს წაიკითხავს პოეტი მიქელ პატარიძეო. მან დაიწყო ბოდიშით, რომ ქართული თქვენ არ გესმითო და ჩვენ კიდევ რუსულს მალე ვისწავლითო, თქვენ კიდევ ორი წლის მერეო. წაიკითხა მაიაკოვსკის და სიმონ ჩიქოვანის ლექსები.. ვერაფერი დეკლამატორი ყოფილა.

25 X 100 სტრიქონი.

*
ქართველ მწერლებს ოცი წლის თავს -
მოგილოცავთ შიგნით -
ზოგს პანღურით, ზოგსაც კიდევ
ბესო ჟღენტის წიგნით.

[ოცი წლისთვის]
[ოც წლისთავზე  - მოგილოცავთ]
 
20 წლის თავზე
(ნოვატორული ლექსი)
მოგილოცავთ მწერლებს, რომ გულ-
ნატკენი არ იქნეთ -
ზოგს პანღურით, ზოგს კიდევ [სულ] კულ...
ბესო ჟღენტის წიგნით.
 
*
1941 წ., 12 თებერვალი.
არა ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ... აკადემიის ფილიალის ტელეფონია 3-59-06. მე ყურადღება მივაქციე ამ გარემოებას. პირველად არის ციფრი 6, ცენტრში არის 9, ორივე კიდის ციფრიც შეერთებული გამოდის 9, - მთავრდება ციფრით 6. გამოვიდა 6-9-9-6. ამ უმნიშვნელო ფიქრებში ვიყავი, როდესაც კარებზე დაარახუნეს: ეს იყო ფოსტალიონი.. მან მოიტანა მოსკოვიდან გადმოგზავნილი ფული - 96 მანეთი ასეთი წერილით: "თქვენი წერილისთვის, რომელიც მოთავსებული იყო „სალიტერატურო გაზეთი“-ს 20/IV-37 წელს, გერგებათ ასი მანეთი - აქედან ვაკლებთ 30 მანეთს.. და გიგზავნით 96 მანეთს. 3/II-41 წ. კასსირი... (ხელს აწერს). ასე, ოთხი წლის შემდეგ მიგზავნიან ჰონორარს... ეს ჩემთვის მეტად მოულოდნელია (ამ წამში დარეკეს ტელეფონით - Это откуда? - Квартира Табидзе... Нет). ეს ეს არის მოვიდა ლენა. იგი ცრუმორწმუნეა.. დღე ძალიან მოფუსფუსე იყო.
ჟღენტი თანახმაა დაიბეჭდოს წიგნი.
ეშმაკობენ პოდსტროჩნიკებისთვის - მაგრამ საქმე გამოსწორდება.
კომპოზიტორ ცაგარეიშვილს დაუწერია ჩემს სიტყვებზე ხოროსათვის მუსიკა.
სერებრიაკოვმა გაგზავნა „Комсомол. Правда“-სთვის ლექსი.
„Лит. Газета“. Москва. არის ჩემი დეპეშის შესახებ ტიჩინასადმი.
სტამბაში ვნახეთ ჩემი ლექსი - მწერალთა კავშირის კრებულში გამოცემული, დიდებულადაა დაბეჭდილი.
 
13 თებერვალი.
ირაკლი აბაშიძემ მითხრა: ჟღენტი ვერ გიბედავს თქმას, თორემაო... „კავკასიონის ქარი“-ს ამბავი გაჭიანურდა.

*
[გვადი ბიგვას ჰყავდა ძმა]
[ქიაჩელი]
გვადი [ბიგვა წველის] [მოიპარავს თხას]
ქიაჩელი [ეტყვის მას] აძრობს ტყავს,
არვის უთხრა, თუ ხარ ძმა.
გვერდი სი და გვერდი მა.
 
გვადიმ მოიპარა თხა.
ქიაჩელი შეემ-თხვა.
[თუ არ გინდა, გაგაშროს]
უთხრა: თუ ხარ ჩემი ძმა -
გვერდი სი და გვერდი მა.
 
*
[დაე] დეე, ქარიშხალთ
ქარიშხალში,
[დუღდეს ქუხილი]
ჰქუხდეს დუღილი,
[დაე] დეე, გაეშვას
მოგრიალე
ჭექა-ქუხილი,
დაე, [სიკვდილი] სიბნელე
[და სიბნელე] სიძულვილის
სძრავდეს დროებას,
დაე, სიკვდილის
ცელი თესდეს
ამაოებას.
დაე, ფარავდეს
სისხლის წვიმა
[ქარის] ტყვიის სისინი -
კაცობრიობას
ვერ დასძლევენ
ყველა ისინი.
ვერ გაიმარჯვებს
[უმართლობა]
ღამე იგი
გულმოსაკლავი -
ქარში, გრიგალში
დღეს თექვსმეტი
ბრწყინავს ვარსკვლავი!
 
მათი მგზნებარე
სიყვარულის
დიადი შუქით
[გაარღვევს ღრუბელს დღ.] გაირღვა ცა
[გადაფარულს] დადაღული
უშავეს ლუქით.
და სადაც მკვდარი
მინდვრებია
გადანათელი -
მაცოცხლებელი
ეფინება
მხარეს ნათელი!
იგი თესლების
მაგიურის -
ალით ენთება...
რაც დათესილა,
თავის დროზე
აღმოცენდება.

*
მხარ-მკლავი. ამოსასხლავი.
 
[ჯერ მხოლოდ]
დღეს ქარში თექვსმეტი -
ვარსკვლავი კიაფობს.
ხვალ -
 
სტალინს საქართველოსაგან
[დეე, შფოთავდეს ქარიშხალთა]
დაე, ქარიშხალთ-ქარიშხალის [ტეხდეს] ჰქუხდეს დუღილი,
[დაე, გრგვინავდეს მეხთამტეხი ჭექა-ქუხილი]
დე, ნავარდობდეს მოგრიალე ჭექა-ქუხილი,
[დაე, სიკვდილს და ამოებას თესავდეს მეხი]
დაე, [სიკვდილის ცელით] სიკვდილით თესდეს ომი ამაოებას.
დე, სიძულვილი და სიბნელე სწვავდეს დროებას.
დაე, ისმოდეს სისხლის წვიმა, [ქარ] ტყვიათ სისინი -
კაცობრიობის გულს ვერასგზით გასტეხს ისინი.
ვერ გაიმარჯვებს ეს [წყვდიადი] გრიგალი გულმოსაკლავი: -
[ქარში, გრიგალში] [ამ ქარიშხალში] ბრწყინავს, ანათებს, დღეს თექვსმეტი
                            ბრწყინავს ვარსკვლავი!
 
მათი მხურვალე სიყვარულის დიადი [სხივებით] [ნათელი] შუქით
[არღვევს სიბნელეს] განარღვევს ღრუბელს, გადადაღავს უშავეს ლუქით.
იქ, სადაც მკვდარი მინდვრებია, გადანათელი,
მაცოცხლებელი ეფინება [მათი] არეს ნათელი.
 
რაც დათესილა - თავის დროზე აღმოცენდების.
 
მძლავრი იქნება წინ წაწევა და გაშლა ფრთების -
შემომქმედ ძალით კვლავ აღსდგება ქვეყანა მკვდრების,
დასთრგუნავს ბოროტს, გაიმარჯვებს ძალა მწყობრობის,
კავშირი ძმობის, სიყვარულის და მეგობრობის!
 
არ შეიძლება, რომ არ [უნდა] მოხდეს ეს სასწაული,
დღეს საქართველოს [არის დიდი] აქვს დიადი დღესასწაული.
მრავალი მხარე შემოგვცქერის დღეს შეშურებით,
[რომ] - ჩვენ მოელვარე სიშორეში მივეშურებით.
და ვესალმებით ძმებს - [საყვარელ] შორეულ ადამიანებს -
წითლებს და ყვითლებს, კვლავ თეთრსა და შავკანიანებს.
შეურაცხყოფილ[თ] [ბედით] ერების გზას, უხმო ბანაკებს
უბედობაში და ბრძოლაში მყოფ ამხანაგებს.
ჩვენ მოელვარე სინათლეში მივეშურებით -
და არ ვივიწყებთ [მძიმე] წარსულს, [მძიმე] სავსეს განადგურებით.
 
[არ დავივიწყებთ მათ, რომელთაც შესწირეს თავი]
რა დაგვავიწყებს ვინაც ჩვენთვის გასწირა თავი.
[მათი წამებით დღეს თექვსმეტი ბრწყინავს ვარსკვ.]
ვინც თვის წამებით მომავალი შეჰქმნა უკვდავი.
წამოვდგეთ [ძმებო] ფეხზე, [ვთქვათ] და [ვახსენოთ] აღვნიშნოთ ხსოვნა დიადი.
უკვდავი იყოს ქვეყანაზე ხსენება მათი!
[მათი გონება] რომ არ სცხრებოდა მათი გული, მათი მხარ-მკლავი -
ბრწყინავს, ანათებს... დღეს თექვსმეტი ბრწყინავს ვარსკვლავი.
 
ბედნიერების სიხარულით სავსეა [გული],
ოცი წელია - რაც ვიპოვეთ სამშობლო ქვეყნად.
რაც მორჩილების გზიდან მხარემ გადაუხვია -
[ქვეყნისკენ] გზებისკენ - სადაც [ბრძოლა] გამარჯვება და სიუხვეა.
 გზებისკენ -
რაც ნანგრევებიდან აღვადგინეთ,

ოცი წელია - რაც [ყოველი ეს განვიცადეთ] პოეტმა ეს განიცადა,
ოცი წელია - რაც მე ვმღერი...
ჩვენ აქ გვინახავს სულ სხვა ხალხნი.
ძალა-უფლება მტაცებელის, მისი კანონი.
[სანამ] მაგრე დიადი მომავალის ქარი დაჰბერდა.
ეხლა შეხედეთ, მხარე როგორ გადასხვაფერდა.
[ადამიანი შეიცვალა, ოცმა წელმა ადამიანი]
[როგორ შესცვალა არე-მარე ადამიანმა]
ჩვენი ზღვის მარად მწვანე [ნაპირიდან აწ დაწყებული] კიდით მოყოლებული
[გათავებული გლეტჩერების]
გლეტჩერებისა და ფირნების ნაკადებამდე -
სოციალიზმის დღესასწაულობს ძალები -
გუგუნებს იგი დაუღალავ [ძრავების] მოტორის ხმაში,
მოძრაობს იგი, ამ ბორბლების მოძრაობაში,
ენთება იგი ინდუსტრიის მგზნებარე ალში,
მაგრამ უფრო მეტს დაინახავს [ძალს] ძვრას კაპიტალი!

[დიდი ხანია კაპიტალის ძლიერ მაგნატებს კაპიტალისა]
[დარწმუნდა, რა ძალუძს ნებისყოფას პროლეტარიატისას]
და მაგნატები კაპიტალის დიდი ხანია, -
დარწმუნდენ - ვითარ ნების ყოფით გაუტანია
პროლეტარიატს [დღეთა მთები და] ხუთწლედები - მტკიცე მშვილდების.
წყვდიადს მიეცნენ ურკარტები და როტშილდები.
[იყვნენ სხვა წლები] ო, სხვანაირნი, სხვანაირნი მეფობდენ დრონი -
ძალა-უფლება მტაცებლისა, მისი კანონი.

აქ ღვთისნიერი და მომთმენი წვალობდა გლეხი -
რომ მებატონე შეენახა შრომით ძლიერი.
ქედის ხრა იყო მთელი მისი დღე და [მოსწრება] სოფელი,
სიტყვით და სიცხით სწვავდა ზეცა დაუნდობელი.
სტოვებდა მიწას დედინაცვალს, [სამშობლოს მწარეს] ბედით მგლოვარი,
და სამშობლოდან მიდიოდა ვით მათხოვარი -
დასაკარგავში ის იტანდა ათას წვალებას,
და თხოულობდა სამუშაოს, ვით მოწყალებას.

მახსოვს ქარხნები უმძლავრესი - ეს როგორ მოხდა,
სად - წარმოებდა - უნდობელი ძალით გამოხდა -
კაცის სიცოცხლის, [ტვინის] ძვლების, ტვინის, ძალის, [და] კუნთების,
ეს ძალა იყო მტაცებლისა, მისი კანონი.

[მახსოვს, ზღვის პირად იდგა სასახლე]
სასახლეები ზღვის ნაპირზე - ნათელ მთვარეზე,
სადაც [მეფობდა თეთრი კედრი] კედარი [ლაღად] და კიპარისი,
[სთვლემდა] აქვე ჭადარი [სთვლემდა პალმა] მოვერცხლილი და მწვანე პალმა,
ირგვლივ კორდების ლაჟვარდია ვით ოკეანე.
მაღალ კორდებზე დაკიდული [თეთრი] იყვნენ ვილლებით -
თეთრი სვეტები, შადრევნები და ყვავილები,
[ლამაზი ქალი] ქალთა მშვენიერთ - გაღიმება, [ქალთა კისკისი] მდიდარი, სადა,
და ბეთხოვენის ზეციური სდუღდა სონატა -
სისხლიან საქმეს მორჩენილნი [აწ მოსვენებას] აქ ისვენებდნენ.
[მიეცემოდნენ] კმაყოფილებით და [დაცინვით] ღიმილით გაიხსენებდნენ.
[ტყვიებს] მათრახებს, ტყვიებს, [რასაც ხალხზე] რომ ფანტავდა მწუხარე ზურგი,
აგონდებოდათ მათ ქუჩები - სანკტ-პეტერბურგის.
[შორი] ცივი ციმბირი, ლენის ოქროს საბადოები -
და რკინისგზები შორეული აღმოსავლეთის.
.................................................................................
ძალაუფლება მტაცებელის, მისი კანონი.
[მინახავს აქ მზის მრისხანება და გაზაფხულის -
ქარტეხილები,]
მე აქ მინახავს, მე მინახავს მზის მრისხანება,
და გაზაფხულის ქარტეხილთა [აღფრთოვანება] ახმოვანება.
ტანჯვა და [დიდი აღტაცება] შვება დაბადების - წამი შვებისა -
ლენინ-სტალინის საუკუნის დაბადებისა - (გამოვლინების).

ოცი წელია [რაც ვუმღერი ამაზე] სიმართლისათვის ჟღერს ჩემი ჩანგი.

მთებსა და ველებს მზის თვალები ეალერსება -
[მთას ოქროს ჯეჯილით ფერი]
[როგორც] გულუხვ შვენებას უხვ ნაყოფებით უბე ევსება,
ოქროსფერდება ჯეჯილები, ვაზის მტევნებში,
[ივსება] [ისხმება ლაღ და ნაპერწკლოვან ღვინით]
ნაპერწკლოვანი, [მხიარული] სიხარულის ისხმება ღვინო.

[ცხოვრების ფსკერით ამოვიდა ადამიანი]
მისკენ მიიწევს ამოსული ცხოვრების ფსკერით,
[შეურაცხყოფილს და დაჩაგრულს [უნდა] ახლა სიმღერით]
შეურაცხყოფილს წინანდელი სუსხით ძლიერით,
[სთქვას სადღეგრძელო [გამოსთქვას გრძნობა] ამაყი და თავისუფალი]
ახარებს გრძნობა, სიამაყის თავისუფლების,
რომ
და აღტაცებით ადღეგრძელოს ხალხთა ბელადი!
წინად კი...
აქ მბრძანებლობდა მტაცებლობის მძიმე კანონი.

[როსმე ლერწმიან] ერთხელ ლელიან-ჭაობიან მწვანე ღელეზე -
[იჯდა ურყეველ სამბრძანებლად ანოფელესი]
მძლე ერისათავად იჯდა კოღო - ანოფელესი.
[თრთოდა ფრინველი]
მისგან უმწეო, უილაჯო და დამსხვრეული,
უდროოდ [კუბოს] მიწას შორდებოდა კაცი სნეული.
[ეხლა, შეხედე შეიცვალა ყოველი ნივთი]
ციებ-ცხელებით კანკალებდა ყოველი ნივთი,
[სურნელოვანი ჩაი] ახლა შეხედე... ჰყვავის დაფნა და ევკალიპტი.
სურნელოვანი [მიმოქრის] ნიავი აქ [ლურჯი ნიავი] მიაგავს მაისს,
ლიმონს, ფორთოხალს აგროვებენ თუ ჰკრეფენ ჩაის -
ყოველწლიურად მოსავალი [იზრდება].
დაბასოფელი ყვავილებში არის ჩაფლული.
[ოქროსებრ ღვივის მწვანე ბუჩქებში]
მწვანე ბუჩქებში ოქროსფერ[ნ]ი [ღვივიან] მოღვივის ალი,
ლიმონები და ფორთოხალი.

მტრედისფერ ცის ქვეშ - გარს მოერტყა ვით [რაზმი] ალყა ფრთხილი,
თუთუნი, ტუნგო, გერანია თუ ზეთისხილი.

დიდმა კავშირმა შრომისა და მეცნიერების
აღმოაჩინა წყაროები - ბედნიერების.

და მან კანონებს სტიქიისას დასდო უღელი.

[მთის უდაბნოში] უდაბურ მთებში, სადაც მზეზე [წვებოდა] [თბებოდა] გველი
და სადაც მზეზე ნებივრობდა ზარმაცი გველი.

[სად ბნელი ღამით ტურა-მგელი - ხელ შეუხები]
აქ ბნელი ღამით, ასწლოვანი [იდგა] სად დგას მუხები,
გლეჯდა თავის მსხვერპლს [გულდანდობით] ტურა, მგელი, ხელშეუხები -

გამოჩნდნენ კაცნი, გზით გააპეს [მათ ღრმა წიაღი] უღრმესი თაღი,
აფეთქებული გადმოინგრა [ფარული თაღი] მთების წიაღი.

და გადმოდინდა საგანძური - უცხო მანამდის -
[გადმოსკდა] და მოსკდა მძიმე შადრევნები ძვირფასი ნავთის.

[რათა] რომ გადიღვაროს ქვეყანაზე ცეცხლად და ნათლად,
მძლავრ ენერგიით მოტორებში - სცემდეს პირნათლად.
აამოძრავოს ტანკების და გემების გროვა.
მისცეს სისწრაფე - აზრის მსგავსად ლაჟვარდში მბრწყინავს,
ოცნების მსგავსი სიმსუბუქე მისცეს თვითმფრინავს.

მძლავრი ტექნიკა - [არის] წინ-წევაა ჩვენი მარადი -
ჩვენი თავდაცვა, ჩვენი ფარი და მუზარადი.

მას მიწისქვეშა [სიბნ] წყვდიადიდან [მოჰყავს მზის ძალა] ამოჰყავს ძალი,
[მილიონ წლების მანძილებზე დაგროვილი] [ქვანახშირად აქ შენამალი]
[ის იღებს მადნებს საუკუნის [რომ მსახურობდეს] მომსახურებად]
მზის ძალი - შავქვად, ქვა-ნახშირად აქ შენამული,
მილიონ წლებით დაგროვილი [შავ-შავ ფენებად] კვლავ გაახუროს,
ის იღებს მადნებს - საუკუნეს რომ ამსახუროს.
დიდმა კავშირმა შრომისა და მეცნიერების -
აღმოაჩინა წყაროები ბედნიერების.

[იქ] სადაც [წინად] საშიშარი მწერვალების მეწყერსა და ქარს,
შეფარებოდენ, თვითნებობის თავდასაღწევად.
სად სიღარიბე დასწოლოდა ლამაზ კრისტალებს,
[ლალის] ამეტისტებსა და ხრიზოპრაზს, იაგუნდს, ლალებს.
სადაც [ცხოვრება] ოცნება ნიავივით სუფთა და წმინდა -
მხოლოდ ზღაპრისა და ლეგენდის სახით გაჰყინდა,
სადაც მწყესები თამაშობდენ ოპალის რიგით -
ხრიზოპრაზებით, ამეტისტით და სარდონიკით.
ეხლა საბჭოთა გეოლოგი, მთების მკვლევარი
ცოდნის სინათლით შუა-გაჰკვეთს გაყინულ ლავას
და აღმოაჩენს საიდუმლო, გრძნეულ საგანძურს მრავალს,
[სადაც] მდინარე მიჰქრის [ნაპირებს ლევს] გაგიჟებს, ღელავს, ბობოქრობს,
მის ქვეშ კი, ბსკერზე, [ფასუდები აწყვია] აღმოჩენას მოელის ოქრო.

[წავიდეთ] გავსწიოთ კვლავ წინ. საწინდარი არს ძლიერების
დიდი კავშირი შრომისა და მეცნიერების.

[უფრო და უფრო [მივახლოვდეთ] ახლო მოვუდგეთ სრულყოფას]
[მივუახლოვდეთ, უფრო ახლო მივსწვდეთ]
ახლო და კიდევ უფრო ახლო მივსწვდეთ სრულყოფას.
[ზეშთაგონება განაღვიძებს ჩვენს მოძრაობას]
მოძრაობა ჰქმნის შთაგონებას, გამბედაობას,
შეცნობის წყურვილს დაუღალავს ქმნის მოძრაობა,
[აზრი მსწავლულის უსივრც]
უსივრცობისკენ მიისწრაფვის აზრით მსწავლული[ს]
დიდი და მცირე ქვეყნის - გზით გამსჭვალული,
[ასტრონომიულ] ვარსკვლავიანი სივრცეების არის მზომელი,
სვლას პლანეტისას წაკითხულის, დაუცხრომელი,
ახალ ქვეყნების დაბადებას - ეხლავე ხედავს -
გეოლოგიურ ხანათ სიღრმის სიბნელეს [ჰკვეთ] აპობს.
იგი ესწრება [მადნის [წიაღთ] შექმნას] დედამიწის წიაღის შექმნას -

[მზეებრ ანათებს ჩვენს მხარეში დიადი ცოდნა]
მზედ მოანათებს ჩვენს მხარეში დიადი ცოდნა. ელავს.
მისი სხივები ათბობს ყველას, უნათებს ყველას.
მეცნიერების დიად ხეზე მწიფდება.
ნაყოფები ბედნიერების.
ყველა ჩვენგანი დღეს სავსეა უკეთეს გრნობით.
დიდი, ნათელი სიამაყით -
დღეს გვირგვინდება ჩვენი მხარე [დიდი] ნათელ გვირგვინით.
ცხოვრების ზღვაზე იგი გასწევს მებრძოლ გემივით,
აკადემიით, [უმაღლესი] საქართველოს აკადემიით!
[სასიხარულო] აკადემიის გაიშალოს ყველა ალმები!
[აკადემიის დაფუძნებას] აკადემიას მე ვესალმები...

სალამი ნათელ გზით მიმავალ სამშობლო მხარეს.
[უმხურვალესი სალამი და მადლობა სტალინს].
სვლა კომუნისკენ.

[იმ საქართველოს გაუმარჯოს, იმ იდეალებს]
[ანარეკლია] უდიდეს მებრძოლს იმ სრულყოფის, იმ იდეალის...
უმხურვალესი სალამი და მადლობა სტალინს.

ლექსი წაკითხული იქნა ც. კ.-ას საღამოზე და მწერალთა კავშირის საღამოზე.

*
ს. აბაშელი და მე. ილია აღლაძე. ასათიანი ლევან. ბენაშვილი დიმიტრი. ბობოხიძე კალე. გაწერელია აკაკი. გორგაძე ვასო. გარიყული მარიამ.
ქალები: აზიანი. პოეტები: ბობოხიძე კალე.
 
*
ბ. ჟღენტის წერილი „ქართული საბჭოთა მწერლობის ნოვატორული თვისებანი“ წიგნის „თანამედროვე ქართული ლიტერატურის“ შესავალი წერილიდან. დაბეჭდილია შემოკლებით:
„ჯერ კიდევ ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში სათანადო ძალით არ აღდგენილა და განვითარებულა კლასიკური ქართული პოეზიის დიდი ეპიური ტრადიციები. გ. ტაბიძის [და მთელ რიგ სხვა თანამედროვე პოეტთა შემოქმედებაში] (და სხვების) დღემდე გამოქვეყნებული პოემები მხოლოდ პირველ სიმპტომებს [იძლევიან] გვაძლევენ ქართული საბჭოთა პოეტური ეპოსის აღმოცენებისა“ - ამიტომ...

მოგილოცავთ მწერლებს, რომ გულ -
ნატკენი არ იქნეთ -
ზოგს პანღურით, ზოგს კიდევ კულ
ბესო ჟღენტის წიგნით.

მე ვუთხარი ამის შესახებ ჟღენტს. იგი გაწითლდა. იქვე იყვნენ ირაკლი აბაშიძე, შალვა დადიანი, მოსაშვილი და სხვ.

*
Совершенство - სრულყოფა.
უმეანო - მომწვანო.

გარსი - შინაარსი (оболочка). თოხნის -ფორთოხლის. ცილა - Белок - სილა. მკრთალვარდისფერი. მყინვარი - მბზინვარი. კლაკნილი - უკანასკნელი. ნაირფერა. ცთომილი. უნაგერი.  ნაოჭები - მონაოჭები. მჭექარა - მიმოექარა. სფინქსის - წინგზის. ცა - სხვისი - ცაცხვის. ჰყრია სამანი - იასამანი. ჩოფურა - ჩამობურა. ხავერდოვანი კანი.

ომის პრობლემა.
341 - 217 = 124.
აწყვია.

*
[მიდა.]
სხვისი მიწა, ცა სხვისა.
შრიალი ამ ცაცხვისა.

*
დაბა - სოფელი
ყვავილებში
არის ჩაფლული.

*
Это осень –
Далей просинь –
Ветра свист и –
Звуки сосен.

*
21 თებერვალს.
მივეცი ლექსი კომუნისტს.
გამოველი სალიტერატურო საღამოზე: 1. ც. კ.-ში. 2. პლეხანოვის სახ. კლუბში. ორივეგან ტრიუმფით.
პლეხანოვის კლუბში ჰყვიროდენ - წაიკითხეთ მერი, ლურჯა ცხენები და სხვ.
ც. კ.-ში [კარგად გამოვედი] გრიშაშვილი განაგრძობს მტკიცებას, რომ ქაღალდში ლექსის კითხვა არ შეიძლება.

23 თებერვალს.
1.    წითელ არმიელთა სახლში (სერებრიაკოვმა წაიკითხა).
2.    მწერალთა საღამოზე.
ორივეგან დამაკმაყოფილებლად.

24 თებერვალს.
დავესწარი ოპერის თეატრში XX წლისთავს.

25 თებერვალს.
ჩემი ლექსებია „კომუნისტში“, „Заря Востока“-ში. ჩემს შესახებ წერილი „З. В.“