შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-1 - 12 აგვისტო, 1940 წელი


                                       ძვირფასო ამხანაგებო და ახალგაზრდა ჩემო მკითხველებო!

     სულით და გულით მოხარული ვარ, რომ აქ ხდება ჩვენი მრავალმხრივ სა­­გულისხმიერო შეხვედრა.
     ჩვენ შევიკრიბენით დღეს, რათა გავერთიანდეთ ჩვენი საყვარელი სამ­შობ­ლოის, და მისი წინსვლის, მისი აყვავების სასიხარულო გრძნობებში, ვი­ნა­ი­დან მისდამია შეწირული ყველაფერი, რაც კი ჩვენში გამბედავი და ადა­მი­ა­­ნურია.
     იგი [გვეძახის] მოგვიწოდებს, რომ ვიშრომოთ ერთად, ვისაც რითი [შე­უძ­ლია] შეგვიძლია, ჩვენი საერთო და საყოველთაო ბედნიერებისათვის.
     ჩვენ, მწერლები, ვცხოვრობთ თქვენთან ერთიანი ცხოვრებით და ჩვენს სიმ­ღერებში არის ცხოვრება თქვენის გულის, თქვენი ძლიერი და ნათელი ხმა.
     ისე, როგორც ჩვენი სამშობლო - საიმედო სამშობლოა მსოფლიოის დევ­ნილ­თა.
     გვინდა - რომ ჩვენი სიმღერები იქცეს მისი სულისა და სინათლის მზედ.
     ვთქვათ სიტყვა - რომელსაც ჩვენ ხალხი გვთხოვს.
     გამოვხატოთ ეს გრძნობები წიგნებით - უკეთესით, რაც კი როსმე და­წე­რი­ლა ადამიანის კალმის მიერ!
     ო, სიხარულო უზარმაზარი  ცხოვრების! შენ შედიხარ წიგნში. წიგნი კი ეს არის ადამიანი - დაწერილი მისივე საკუთარი ხელით.
     ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც იცავს დიადი სტა­ლი­ნური ზრუნვა.
     ჩვენ ვსარგებლობთ სიმშვიდით და მყუდროებით იმ დროს, როდესაც ბურ­ჟუაზიული ქვეყნის მთავრობები - თავიანთივე ხალხის სისხლსა ღვრიან.
     ძვირფასო ამხანაგებო და ახალგაზრდა ჩემო მკითხველებო! ჩვენ უნდა ვიშ­რომოთ თანხმობით, რომ კარგად და ბედნიერად ვიცხოვროთ - ჩვენს მშვე­ნი­ერ ქვეყანაში.
     ვიშრომოთ და ვისწავლოთ თანხმობით, რათა დავიცვათ თავი მტრისაგან, თუ ის მოინდომებს ჩვენი თავისუფალი და სამართლიანი უფლებების ფეხქვეშ გა­თელვას.
     გაუმარჯოს ჩვენს ბელადს და ბელადს მთელი დაჩაგრული კა­ცობ­რიო­ბი­სას - ამხანაგ სტალინს.
     გაუმარჯოს მზიურ საქართველოს, ჩვენი კავშირის სხვა ძმურ ერებთან ერ­თად ჩაბმულს - ბრძოლაში უკეთესი მომავლისათვის - იმ საქართველოს, რო­მე­ლისადმიც მიმართულია ეს ჩემი ლექსი: ...

                                                                                                                                                                                           გ. ტაბიძე
                                                                                                                                                   1940, 12 სექტემბერი, საგურამო