შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-433 - 1940 წელი


1. აბაშელი ი., აბაშიძე ირ., აზიანი ნ., ასათიანი ლ., 2. ახვლედიანი დ., ახნაზაროვი არტ., ბალიაური ლ., ბელიაშვილი აკ., 3. ბობოხიძე კალე, ბუხნიკაშვილი გ., ბენაშვილი დ., გაბესკირია ვ., გამსახურდია კ., გაფრინდაშვილი ვ., გაჩეჩილაძე დ., გაჩეჩილაძე გ., გაწერელია აკ., გეგეჭკორი ლ., 4. გელოვანი მირზა., 5. გომიაშვილი ალ., 6. გორგაძე ვ., გარიყული მარ., დადიანი შალვა., დანელია სერგო., ერისთავ-ხოშტარია, ერთაწმინდელი, ეული სანდრო, [მომხს. აბაშიძე ირ., ბენაშვილი დ.] ვარდოშვილი, ვაკელი იონა, 7. თავაძე სოლომონ, ინგოროყვა პ., კაკაბაძე პ., კალაძე კარლო, კასრაძე დავით, კაპანელი კ., კაჭახიძე გ., კეშელავა ბ., იასამანი, ს. კლდიაშვილი, კრეიტანი გ., ლისაშვილი, ლორთქიფ. ნ., ლორთქიფანიძე კ., 8. მეგრელიძე ლ., მეტრეველი ლ., მიქელაძე მარიკა, 9. მოსაშვილი ილო, მჭედლიშვილი ი., ნადირაძე კ., ბაბილინა, 10. ხიდისთაველი ს., კოკონა, ნაკაშიძე ნ., ნატროშვ. გ., პატარიძე მ., პოლუმორდვ. ელ., ჟურული ვ., ჟღენტი ბ., რადიანი შ., სახოკია თედო, სერებრიაკოვი, სიხარულიძე ილია, სულავა ალკა, სულიაშვილი დ., ფაშალიშ. ს., ქვარიანი ს., 11. ქუჩიშვილი, შენგელაია დ., ყანჩელი ალ., წვერავა სიმ., წულუკიძე ივ., ჭეიშვილი ალ., ჭუმბაძე არ., ხახუტაშვილი ან., ხეჩუაშვილი, გვეტაძე, გრიშ., მარიჯანი, მარგიანი რ., მაშაშვილი ალ., მრევლიშვ., ქიაჩელი, ქიქოძე, ქორქია, ქუთათელი, შანშიაშვილი, ჩიქოვანი ს., ჩიქ. მიხ., ჩხეიძე ბ., ყიფიანი ივ., ცეცხლაძე გრ., ჭიჭინაძე კ., ხოშტარია ილია. 74.

*
მე ვკითხულობდი: მე ვიგონებდი -
ლათინურს Snow-ს, Gonvigacion-ს -
შემომიტანეთ თქვენ ამ დროს წიგნი -
ასეთ წარწერით: „ჩვენს გალაქტიონს“.

[ამ ორ სიტყვაში ვიგრძენი მთელი,]
[მშვენიერ წიგნში დაჰქრიან]
წიგნში...

*
ცხოვრება, როგორც ცინიკი - ღორი,
მსგავსება რუმბის,
[ირონიით] გთხოვს, გეხვეწება - იგემო ტბორი -
ჩაეშვა წუმპეს.

არ მოგცემს საშველს, სანამ თავის თავს
არ დაგამსგავსებს,
მსურველი - სადმე ფეხი დაგიცდეს -
და მოჰყვე ხავსებს.

[აგერ სურათი] სახე ნერონის თუ თემურ-ლანგის
კედლით გიღიმის -
ის სიმბოლოა - გულწრფელი ჩანგის
გაწყვეტილ სიმის.

[ამაოდ გინდა, რომ იყვე კარგი,
წმინდა და წრფელი.]
[როგორ გინდოდა - ყოფილიყავი]
[მაგრამ]
კი გინდა [იყო] წმინდად და [წრფელი] სუფთად დგომა
საფერი, სწორი.
მაგრამ მაგარი ის არის, რომა -
[სხვაა ცხოვრება] ახლოა ღორი.

*

Gonvigacion 5.000. Километра.
საგურამო. 500 ნაბიჯია.
ჭიშკარი. ცისკარი. ჭის - კარი.
60 дней. [6.000] 15.000 стр. 100.000 р.