დღიური-429 - 1940-იანი წლები
ივანდიდი. ივან.
*
რად მინდა ქვეყნად ცხოვრება -
თუ ის ვერა ვთქვი - რაც მინდა -
შენი [დარდი] ზრუნვა და ფიქრები,
შენი დუმილი, მთაწმინდა.
სჯობს დავიწყება[ს]დ ჩაჰკირო
გული, [რომელიც დაკნინდა] სპეტაკი და წმინდა -
მერანი უუნაგირო -
თუ ერთ მწერვალზე გაყინდა.
არა, გაფრინდეს მერანი -
როგორც სხვა - ომში გაფრინდა,
აბჯართ [მღე] ისმიან ჟღერანი,
დღეს სხვა ხმაური რად გვინდა!
[რეცენზენტი. „რა შუაშია მიქელაძე“?].
*
გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი (ვინიეტკა). სახლი სასახლის ქუჩაზე - აბრით „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.
„ჩემშიც, ვით ყოველ ქართველში, არს გამოხედვა მესხისა“.
„ეხმაურება ჩვენს ხმალს იგი ხმალი სიმართლის“.
(ლესელიძე).
გრიგალი არტილერიის მას შეხვდა განგებანი.
სხვავა. ვანო ბრეგვაძე. გრიშა.
ქობულეთის №29. ვანო ბრეგვაძე. გრიშა.
[ივანდიდი]
(შოთას ნაამბობი)
1. ივანდიდი ხონიდან ნახევარი საათის გზითაა დაშორებული.
2. შეიძლება მანქანებით სამტრედიიდან მგზავრობა.
3. არიან უძველესი ხეები.
4. არიან მოხუცებულნი, რომელთაც ასი...
5. გზა სამტრედიიდან მშვენიერია.
6. ჭები უღრმესნი. გამადიდებელი შუშით...
7. ცხენის წყალის შტო.
8. ბაბუა 120 წლისა იყოო (საერთოდ?).
9. სიმინდი დაბალია, ისეთი არა.
10. მუხუდო გემრიელი. ერთი მცირე ნატეხი აძღებს.
11. ვენახი: არცერთი სახლი არაა, რომ ვენახი არ ქონდეს.
12. არის უძველესი ეკლესია.
13. არის შკოლა.
14. მაღალ-მაღალი და შავი ხალხია.
15. ქალები ძლიერ ლამაზები არიან.
16. არის ქუჩები: ტაბიძეების და მატარაძეების და სხვ.
17. ადგილი ველიანია.
18. ხეხილიანი.
19. წულუკიძის ბაღი რომ არის ხონში, ხეები ხეებს ისე გადახლართულია, რომ წვიმა ვერ ჩადის, მზის სხივი ვერ ატანს გვალვის დროს.
20. საზოგადოდ ნიჭიერ ხალხს იძლევა. კაცს ვერ ნახავთ, რაიმეს ნიჭი არ ჰქონდეს.
21. ვიღაც ივანე დიდი ყოფილაო, დიდი მემამულე, დიდი ქონების პატრონი, დიდი პურმარილიანი, დიდი კაცი ფიზიკურად, დიდი გავლენის მქონე. სოფელსაც ამიტომ დაერქვა ივანედიდი.
22. ხალხი პურმარილიანია. შეიძლება ღამის გათევა სოფლის საბჭოში, იქ დანიშნულია კაცი - რომელმაც იცის ადგილობრივ მცხოვრებთა თავგადასავალი, ზნე-ჩვეულება, ყოფაცხოვრება.
23. შკოლა იყო „ოდა“. „ოდა“ (საიდან წარმოსდგება ეს სიტყვა „ოდა“?). ბაირონს აქვს „ჩაილდ-გაროლდში“ - ოდა.
24. საქართველოში არ არსებობს სოფელი, რომელსაც პიროვნების დაკავშირებასთან დიდი ეწოდებოდეს: არის ჭალადიდი, ივანდიდი სხვაა. დიდუბე.
*
Пламенный патриот. Державин и Закл.
ჭერი გრიბოედოვის თეატრის: ზევით ასროლილი და ზედ მიწებებული პაპიროსები.
*
ქართველი მხატვრები.
ქართველი მუსიკოსები.
ქართველი არტისტების ხსოვნას: ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ვ. შალიკაშვილი, დ. ჩარკვიანი, დ. კაჩალოვი, გარინ-ვიდკანდე, კოტე მესხი, იოსებ იმედაშვილი.
*
თქვენი ხსოვნა ჩემს გულშია!
აკაკი წერეთელი. აკადემიკოსი მარი. ხომლელი.
ქართული ჩუქურთმა.
ორი ლექსი: 1. ვინაც და 2. ელისაბედ ორბელიანს.
სიყვარულო უკვდავო! (ლექსი).
*
ფარდა! კი არა - შემდეგი იქნება.
პასტერნაკის სურათი ბულვარში არტისტებისთვის.
*
მესხის გამოხედვა.
1. აბაშელს, 2. ქუჩიშვილს, 3. სოლომონ თავაძეს, 4. სანდრო შანშიაშვილს, 5. აკაკი გაწერელიას, 6. შალვა რადიანს, 7. იაკობ ნიკოლაძეს, 8. დ. გველესიანს, 9. ლ. გუდიაშვილს, 10. პიერ კობახიძეს, 11. უშანგი ჩხეიძეს.
*
ტერელაძე კოლია. კალანდარიშვილი - 8 საათზე.
სრულ 11-ზე ქეთოს კონსულტაცია. ლენ. 13.
ფრეილინის ქ. 10. ლადო გრიგოლია.
1. 10 მანეთი ქეთოს. 2. 10 მანეთი ლევან კიკნაძეს.
Союз. тех. Радио. Элбакидзе 12. 59. რეპროდუკტორი.
სერგო გოგოლაშვილი.
ჩოხა-ახალოხი <მაშ...>.
*
ბეღელს თაგვი შეჩვევია,
ხრავს, რაც სახრავია.
მაგრამ ის არაფერია,
მოურავი მეტსა ხრავს.
საქართველო.
ფოლადიძე. ხუროძე.