დღიური-637-17 - 27 ივნისი, 1939 წელი
შინაარსი: მოწინავე [პოეზიის] პოეტების თვითკმაყოფილებისა და ერთგვარი დაცემის შესახებ.
გრიშაშვილი - ღობემძვრალობს.
ლ. მეტრეველი - „რევოლიუციონური“ და არა რევ-ციური.
მ. წულუკიძე - ყალბი პათოსი, ყალბი სიგულწრფელე.
ფრ. შილლერი: ორად ორი მშვენიერი ფრაზა: 1. უკვე აღიძრა ღმერთი მრისხანე / მათი ზეიმის ჩამშხამებელი. 2. და ილიონზე საშინელების / შავმა ღრუბლებმა გაშალეს ფრთები.
გრ. ნატროშვილი - სულ ერთგვარი ტონი. სიტყვები, რომლებიც სულ არ შეეხება დ. შენგელაიას. შენგელაიას მოთხრობებში უამრავი ლაფსუსები ყოფილა, თუ ნატროშვილის ხოტბას დავეყრდნობით.
ილ. ხოშტარია - წყალწყალა და პრეტენზიით სავსე ლექსი.
ახალი წიგნები - ხოშტარია და გრიშაშვილი(!).
აპ. წულაძე - საინტერესო ცნობა მეგრული და გურული ტირილის შესახებ.
მიზეზები რატომ არ არის დასახელებული?
ნუთუ ყველაფერი პოეტის ბრალია?
მაგრამ ამ წარმატებამ, შეიძლება ითქვას, საქართველოს საბჭოთა მწერლებს შორის ერთგვარი თვითკმაყოფილება გამოიწვია. თუ გადავხედავთ ჩვენს მხატვრულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებს, ცხადი გახდება, რომ შემოქმედებითი მუშაობა არ მიმდინარეობს იმ ტემპით და მოცულობით, როგორც ეს საჭიროა.
საკითხის გადაჭრით დასმა. სწორედ ესაა მთავარი: საკითხი დასმულია მკვეთრად. იგი მოითხოვს პასუხს, ახსნა-განმარტებას.
ზოგიერთი პოეტი კმაყოფილდება მხოლოდ იმის ხელახლად გამოქვეყნებით, რაც აქამდე დაუწერია.
რისთვის მაინც და მაინც პოეტი, რატომ ბელეტრისტი არა (ი. გრ.).
...ერთმანეთს უზიარებენ თავიანთს შემოქმედებითს გეგმებს, სადაც აფასებენ და არჩევენ ხელნაწერებს.
აქ ადვილი შეიქნება ქურდობა, სხვისი გეგმების მიტაცება.
კრიტიკა და თვითკრიტიკა, რომელიც განუზომლად ეხმარება მწერალს.
ეს სრულებით არ ითქმის ჩვენს თანამედროვე კრიტიკაზე.
არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის პოეტი კმაყოფილდება მხოლოდ განყენებული ფრაზებით, უკვე თქმულის განმეორებით. სოციალისტურ ლიტერატურას კი მეტი სიღრმე, მეტი სიფართოვე და დამტეობა მოეთხოვება.
რას ნიშნავს ეს „განფენილი ფრაზები“?
ი. გრიშაშვილი - ლიტერატურული ღობემძვრალა.
გორკი კაპრის კუნძულზე. მოგონება - ლევ. მეტრეველი.
უნდა, მართლაც, რევოლიუციონური და არა რევოლიუციური.
უნივერსიტეტის რუსულ-ქართულ ლექსიკონში არ არის რევოლიუციური.
საჭიროა მასალების შეკრება ამ საკითხებზე.
დ. შენგელაიას მოთხრობები - გ. ნატროშვილი.
...რატომღაც ჩვენს ლიტერატურაში მეცხრამერტე საუკუნის ომები დღევანდლამდე ხელუხლებელ თემად დარჩა.
განა მარტო ეს?
- გურული ვარ, ძამიავ, ჭყონია!.. - მიუგო დაჭრილმა, მაგრამ ილიას მისი თავი აღარ ჰქონდა...
ასეთი მომენტის ასეთნაირად გადმოცემა ხეპრეობას უდრის.
...ერთი მეორეს ძმას უწოდებენ.
ეს სრულიად არა სჩანს წინამდებარე დიალოგიდან!
ეს არის ის წვრილბურჟუაზიული შემეცნება ომისა, რომელიც პაციფიზმის სახელითაა ცნობილი. აქ არის ადამიანის, ბუნებისა და სამშობლოს სახელით პროტესტი უსამართლო ომის წინააღმდეგ.
ამას ახერხებს თქვას დ. შენგელაიაზე - მაგრამ ვერ ახერხებს ჩემს „პაციფიზმზე“.
...როცა მისი სამშობლოს გლეხობა გმინავს და ფართხალებს...
უნდა: ფართხალებს და გმინავს. უნდა: სულთმობრძავი გმინავს. „ფართხალებს“ თევზის ასოციაც.
ნამესტნიკი - მთავარმმართებელი!