შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-126 - 1939 წელი


*
I.  ათს საათზე ინტურისტში.
თორმეტის ნახევარზე პიატიგორსკში (ბეშტაუ, მაშუკი, პოდკუმოკი, საბჭოთა ქუჩა).
 პრო ნაზოიულივიუი მუჟჩინუ ი პრედანნოი ჟენშინუ. კტო их выдумал.
პიატიგორსკში მოიხსნა ხელი. 40 კილომეტრი. საათი და 20 წუთი.
გზა მშვენიერია. მესამე პატარა მდინარე.
ქარი პირდაპირ პიატიგორსკს იქით.

II. ქარი.
 გზა მშვენიერია.
მოსჩანს მაშუკი და ბეშტაუ.
ო, ნეტავი წვიმა არ მოვიდოდეს.
- ამხანაგო ნაჩალნიკო, წვიმა იქნება თუ არა?
უტყეო გორაკები. გვხვდება საბარგო ავტო. ქარი. კიდევ ავტო. უტრამბავანაია.
სიმინდის ყანები.
მზესუმზირის ყანები.
მზე ჯერჯერობით არის, ცოტა მოღრუბლულია.
აღებული პურის ყანა ძნებად არის დაგროვილი.
მიიმართება ტელეგრაფის სინები (სამი სინა).
ქარია.
110 კილომ.
ორბმა გადაიფრინა.
მშვენიერი ტბა.
კამათი. ტარუხანა. მარილიანი.
შეექცევიან ვაშლსა და მსხალს.
ქალის კეპჩონკა.
ყოველივე ეს არის ყარაჩაი.
აქ დიდი წვიმები ყოფილან.
რაღაც სოფელია (ხუტორი კაზაკების. ნუთუ იქ გზებია. ჯიქურა. პიატიგორსკიდან მთელი 60 კილომეტრია ბაქსანამდე. პაულა.
სიმინდი დაბალია. დასავლეთ საქართველოში მეტია (სიმინდს ჩვენ კი ვიცნობთ).
შავი, მთლად შავი მზესუმზირები.
გზა მშვენიერია. ქარი. არა მდგრადი მთები. სწორი ადგილებიცაა. სინაზე პირველი ჩიტი ბეღურა.
პოვოსკა.
გამხდარი ცხენი.
შოფერი ლიხაჩი.
მოუსვენარი ებრაელი.
არეული ჯოგი ცხვრების, ხარების, ძროხების. <სტარსას> სამხრეთით ღრუბელია.
მესამე პატარა მდინარე ხიდით. გზაზე რიჟა სამხედრო ველოსიპედით, საითო.
შევარდენი ფრთას შლის. ისევ ველები.
სკის მორევი.
მთებში, როგორც სჩანს, დიდი წვიმა ყოფილა.
ყაბარდოელი ველოსიპედით.
პირველი მწყესი და ცხვარი ფერდობზე.
ღალღა.
გზა იშვიათი, ისარივით.
Интересный <портрет>.
 სორნიაკები - წამლები. ყვავილები. ციკორი. ბელენა, ოდუვანჩიკი...
უწყვეტელი სიმინდის ყანები.
შარლემანის მთები.
მეფუტკრეობა (სკები).
თვალუწვდენი მზესუმზირებია.
სკები.
მზე ხან გამოვა, ხან დაიმალება.
Перевал Малька.
მესამე მდინარე, მალკა, ხიდით.
მალკა. მხოლოდ ნუზროვკა ნათელი ბუნებით. ქლიავი. კაბარდოელები. ბავშები ყაბარდოული ქუდებით.
პირველი საათია. მალკაში.
ჩამოგვიჯდა კაბარდოელი ქალი.
- შტო სტროიმ в მალკე?
- ჩტო სტროიმ?
- დომ.
შავი აბრეშუმის თავსაკრავი იასამნის ორნამენტით. ოქროს კბილები. მალკა.
- რა არის ეს ბოძები?
- ეტო პაშემ.
მესამე ველოსიპედი. ყაბარდოელი.
სინები ტელეგრაფის.
დახატული ცხენი.
მეოთხე ხიდი.
„ავდარმა წალეკა - ნათესები“.
„სოვხოზი“.
პირველი ტრაკტორი მთებზე.
აშლილი ხიდი (უწყლო).
მეორე ბობოქარი.
მეხუთე ხიდი მდინარით.
იქვე ახალი სახლები.
ბაკსანში.
მეექვსე ბოგირი მდინ.
ბაქსანის მდინარე.
ბაქსანგესი მთიდან ქვევით.
После Баксанстроя колхоз имени Кирова.

1941. 1 მარტი.
დამზადებული უნდა იქნას რამდენიმე საგუნდო სიმღერა: [უკვე] არის: 1. ცაგარეიშვილის „მშობლიურო ჩემო მიწავ“, რომელზედაც გოკიელმა სთქვა - იშვიათი რამე არისო. 2. თამარ შავერზაშვილის: „მხარი მხარს“, ეს სიტყვები მე არ გადამიცია, არამედ პეტრე მირიანაშვილმა, მან სთქვა - ამაზე ძვირფასი სიტყვები მუსიკისთვის არ იქნებაო. 3. პოეზია უპირველეს ყოვლისა - მუსიკა არაყიშვილისა, პირველად შესრულებულ იქნა 1921 წ. „პოეზიის დღეს“.

*
ხალხურ მოტივებზე.
მერი.
წიგნზე წარწერით:
[წიგნი ნაწერი]
როგორც -
წიგნი - ნაწერი [ოცი] დიდი ხნის წინად.

წიგნი, ნაწერი დიდი ხნის წინად.
ლიტ. მუზეუმი იხსნება 3 ს.; 556-67.

*
ღვინით, უღვინოთ, [ეხლა თუ წინად.]
[ყოველთვის]
ლექსს - მხოლოდ გული [ეყოფა] ყოფნიდა ბინად -
ასე - ქცეულა მათრობელ ღვინოდ -
წიგნი - ნაწერი დიდი ხნის წინად.

1939