შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური 124 - 1939 წელი


28. VII. 39.
ვირი ისპაჰანს ერთ კიტრად ღირსო და მამყვანი აღარავინ არისო - ამბობდა ვაზიანელი გლეხი - რომელიც ვაშლებს ყიდდა (ათასი ძირი მაქვსო). ეს სთქვა რუსი ქალის შენიშვნის გამო, რომ ვორონეჟში ერთი ვედრო [მსხა.] ვაშლი მანეთნახევრად ვიყიდეო.
 
28. VIII. 39.
ბიბლიოთეკა-სამკითხველო ექვემდებარება რკინისგზის პოლიტსამმართველოს (ვაგზლის ქ.). იქ არის სამკითხველო, რომელიც ამარაგებს ყველა რკინისგზის სამკითხველოებს (ბოგდატიევი. გრანტი). საზოგადოდ, მათ აქვთ 27 სამკითხველო (პროფკავშირები უფრო ძველია, ვინემ ტეხნიკური). დორფროვსოჟი (მეორე სართული). სხვადასხვა ადგილებია (I და II სართ.).
1. აქვთ თუ არა არქივი? გუგუშვილი დათიკო.
2 რატომ არ არის წარწერები?
3. რა გვარია კლუბის გამგე?
4. რა გვარია ბიბლიოთეკის გამგე?
5. ტელეფონი კლუბის? ბიბლიოთეკის? ტელ. კლ. 38. ტელ. Подстанция - 3-00-20. მერე ნავთლუღის შეს. ბ. გ. სოხაძის ქალი.
მხატვრული ბიბლიოთეკა, ცოტაა მკითხვ. (200-300). უმთავრესი ტეხნიკურია. განსახ. წიგნი.
4-31 (ტფ. პოლიტსაბ. ბიბლიოთეკა).

საიუბილეო კომიტეტის 26 აგვისტოს სხდომა
მზადება აკაკის იუბილეისათვის. აკაკის წიგნების სარედაკციო კოლეგია: ი. თავაძე, ა. მაშაშვილი, გ. ლეონიძე, შ. დადიანი, ს. ჩიქოვანი. ცალკე ტომების რედაკტორები: I ტ. - ა. აბაშელი, II ტ. - გ. ლეონიძე, III ტ. - პ. ინგოროყვა, IV ტ. - ი. გრიშაშვილი. რჩეულ ნაწარმოებთა ერთტომეულის სარედ. კოლეგია: შ. დადიანი, ა. მაშაშვილი, გ. ქიქოძე. სასკოლო სერიის რედაკტორები: განსახკომის მოადგილე მ. ბურჭულაძე და ნ. ლორთქიფანიძე. მონოგრაფია - ლევან ასათიანი. პოპულიარული ბროშიურა: ბ. ჟღენტი. მოძმე რესპუბლიკებში თარგმნა - ა. აბაშელი. მთარგმნელები რუსულ ენაზე: შერვინსკი, ტიხონოვი, დერჟავინი, პასტერნაკი, ასეევი, როჟდენსტვენსკი, ლოზინსკი, მ. ალიგერი, სპასკი, ლიპსკეროვი, ა. ახმატოვა. რუსული გამოცემის რედაკტორები: ვ. გოლცევი, პ. ანტოკოლსკი, ს. ჩიქოვანი. უკრაინულ ენაზე: მ. ბაჟანი, რილსკი, პ. ტიჩინა, რედაქტორი - მ. ბაჟანი. ბელორუსიულ ენაზე: იანკა კუპალა, იაკუბ კოლასი, ბროეკოს, რედაკტორი - კუპალა. სომხურ ენაზე: ა. ისაკიანი, გ. სარიანი, ნაირი ზარიანი, რედაქტორი - ა. ისაკიანი. აზერბეიჯანულ ენაზე: რაფილი, სამედ ვურგუნი, რასულ-რიზა, ს. რუსტამი, რედაქტორი - რაფილი. აფხაზურ ენაზე: რედაკტ. - გულია. ოსურ ენაზე - პლიევი. კომისია, რომელსაც დაევალა სომხური, აზერბეიჯანული, აფხაზური და ოსური თარგმანების მოწყობა: პროფესორები: კ. კეკელიძე (თავმჯდომარე), ლ. მელიქსეთ-ბეგი, იუსტინე აბულაძე, ს. ჯანაშია; დოცენტები: ილია აბულაძე, ს. ჯიქია; მწერლები: აბაშელი, გულია, პლიევი. საიუბილეო გამოფენის მოწყობა - სალიტ. მუზეუმი (გ. ლეონიძე). „მოამბე“. სამეცნიერო სესია ტფილისის უნივერსიტეტში - 16 ივნისს. მწერალთა კავშირში - 17, 18, 19 ივნისს. საიუბილეო საღამო - 21 ივნისს. ხარჯთაღრიცხვის შესადგენად - სპეციალური კომისია. ამ სხდომას მე არ დავსწრებივარ.
 
საიუბილეო კომიტეტის წევრები:
1. ალიო მაშაშვილი, 2. გ. ლეონიძე, 3. ი. თავაძე, 4. ბ. გოგუა, 5. ვ. გრიგორიანი, 6. ვ. ხატიაშვილი, 7. ვ. ეგნატაშვილი, 8. ა. მირცხულავა, 9. შ. დადიანი, 10. ლ. ქიაჩელი, 11. დ. შენგელაია, 12. ი. მოსაშვილი, 13. ს. ჩიქოვანი, 14. დ. ყიფშიძე, 15. კ. კეკელიძე, 16. ი. ჯავახიშვილი, 17. ა. ვასაძე, 18. შ. ღამბაშიძე, 19. ი. ნიკოლაძე, 20. ი. გრიშაშვილი, 21. გ. ტაბიძე, 22. ნ. ლორთქიფანიძე, 23. ლ. გუდიაშვილი, 24. გ. კილაძე, 25. ლ. გვარამაძე, 26. დ. ანდღულაძე, 27. ა. აბარიანი.
თავმჯდომარე - ნ. კიკნაძე (თუ გ.?).
მდივანი - გ. ლეონიძე.

„Труд“. 30/VI. 42.

საბჭოთა კავშირის გმირის
მ. გახონიძის პატივსაცემად
საბჭოთა გმირში არაამად
ძალღონით სავსე არის წესრიგი
არა ამაოდ..

*
[პირველ ყოვლ.] მიიღე პირველ ყოვლისა,
[ჩემი] ჩვენი მხურვალე სალამი.
გრძნობა სამშობლოს მოვლისა
დროშაა, სისხლით ნალამი.
 
*
თავრიდის [არე მარეზე] მზიან კიდეზე,
[რა დამავიწყებს, [მის] მახსოვხარ:]
[სევასტოპოლი [მინახავს] მე მახსოვს]
ვით მარგალიტი ობოლი,
[თავრიდის არემარეზე] [მე მახსოვს] [(რა დამავიწყებს)]
ბევრის მომსწრე და [მომთმენი] ამტანი
[ბრწყინავდა] ელვარებს სევასტოპოლი.
[ჩემს დროს] ბევრი კარგი დრო, [მშვიდი] ძველი დრო,
მის [ბჭესთან] [ზღვასთან] კიდეს მიტარებია.
რაც მძულდა და რაც მიყვარდა,
სულ [მის] იმ ზღვას მიდარებია.
ჩემი ცხოვრებაც [ზღვა იყო] მას ჰგავდა,
ხან მშვიდი, და ხან მქუხარე,
ხან მოელვარე [მზესავით] [ზღვასავით] [მასავით] და მშვიდი,
ხან [იმ ზღვასავით მქუხარე] მჩქეფარე და მდუღარე,
მაგრამ, ეჰ, ჩემო [ახალგაზრდობავ] ცხოვრებავ,
აღტაცებულო ყოფნითა,
სიმშვიდეთ, ასაღელვებლად
რა მცირე რამე გყოფნიდა:
შორს, სადღაც - იალქანია -
ახლო გემები... თოლია:
[სივრცეა ულაჟვარდესი,]
ზღვა ლურჯად მიყუჩებულა,
ცა ლურჯად გადასწოლია..
[ჩემი ხომალდი]
შემდეგ უეცრად ტალღები
და [საშინელი] მოვარდნილი გრიგალი,
ცასაც ჩაუცვამს თალხები,
ტყვიისფრად ჩანარიგალი.
ნაპირთან გადატყდომის დროს
ჭრიალებს ანძა მაღალი,
ელვამ კვლავ უნდა იელვოს,
გრგვინვამ ჰკრას მეხი ახალი.
ტყე ტყვიისფერი ნატბორის
გაქანებულად მგლოვარე,
ხანდახან ღრუბელთა შორის
გამოანათებს მთოვარე.
და განათდება უეცრად
გაოხრებული, პარტახი,
უეზოოდ და უეწროდ
ოხრად შთენილი ჩარდახი -
ისიც [მრავალის] ძველ ომთა მნახველი,
ძველი ამბების მთხრობელი,
რასაც იგონებს გმირული
ქალაქი სევასტოპოლი.
[ნაპირთან] ეხლაც იქ გადატყდომისას
ფიჭვი მეორე ჭრიალებს,
ცა ელვას ისვრის წყრომისას,
გრიგალი ისევ გრიალებს.
[და გემი „საქართველო“ იქ
მთებს ტალღებისას მიაპობს,
და ეხლაც, როცა
კაკანებს ტყვიამფქვეველი,
ქუხილი გააქვთ ქვემეხებს,
ქალაქზე ცეცხლის ალია,
დაჰქრიან თვითმფრინავები,
ზენიტით ჰორიზონტამდე
გუგუნებს ომის გენია.]
და განათდება უეცრად,
რომ სიხარულიც კიაფობს
[სად] და გემი „საქართველო“ [იქ] კვლავ
[მთებს ტალღებისას მიაპობს]
[მძვინვარე] მქუხარე გრიგალს მიაპობს.

ქუხილი გააქვთ ქვემეხებს,
ტყვიამფრქვეველი კაკანებს,
ქალაქზე ცეცხლის ალია
და ქარი იმ [ცეცხლს] ალს აქანებს.
[დაჰქრიან] მრისხანე თვითმფრინავები,
ცას კიდით-კიდე ჰფენია.
ზენიტით ჰორიზონტამდე
გუგუნებს ომის გენია.
[ტანკისტი თავდადებული]
გამბედაობა მედგარი,
გამბედაობა! დღეს იგი
საბჭოთა გმირში [არს] დუღს როგორც
ძალღონით სავსე წესრიგი:
წინ, [გმირო, მედგრად] გახონიძე, დაჰკარი -
[კვლავ, ცხარე ბრძოლა] სად გადავარდნა იწყება,
[გუგუნებს მთელი] დაატრიალე თაკარი,
[გაწევა] [შენ იცი] თავდასხმა, თავდავიწყება!
[უმატე [ქურას ბრძოლისას] გზნებას ვიდრემდე
(ეხლა ხომ ამისი დროა),
ლითონი მთლად სითეთრემდე
[მივიდეს, რაც საჭიროა.]
სჩნდეს, რაც სამშობლოს სჭირდება.
მოიღე ალიდან მალე
და რკინა აქციე ქაფად,
ის ცეცხლი გრდემლზე გაშალე
სულ სწრაფად, მალე და სწრაფად.]
ყოველი წუთი აქ უცდის
თავის უბადლო მეომარს,
[დარტყმას] მედგრად მოითხოვს სიზუსტეს,
[მედგარს და] და დარტყმას თანაზომიერს.
გამოცდა, [და] ხერხი აგრევე
აგროვებს ელვარე მძივებს,
ფრონტისას აჩნდეს სიმაგრეს,
[ყველასა] ყოველგვარს და ყოველივეს.
დღეს, როგორც [ფორმა] სახე კვეთილი.
[მისდევდეს] თან მისდევს გრძნობა და გონი -
ლითონი გამოჭედილი,
ასე, ესაა ლითონი!
შესძარ მტრის ბნელი საფარი,
და ცხარე ბრძოლის სასწორი,
[და] შენ მოგდევს წვა-თანაბარი
მომდევნო ტოლი და სწორი.
ნაპერწკალთ ჩინჩხლიან ფრთებით,
თუ დღე სცდი[ლობ]ს [სიმაღლედ] მაღლა ფრენასა,
[არ მოსწყდეს] ვინ მიჰყვეს დროგამოშვებით -
გარე ფიქრების დენასა?
შენ იმ ცეცხლს მიემსახურე,
ვის გიჭრისთ ძალი და ღონე,
კვლავ შესძარ და გაახურე
მტრის გამგმირავი ლითონი.
ანთებდ[ე]ით ცეცხლს არა ხნობით,
არამედ მარად და მარად
მიწოლით, თანდათანობით,
[თანაბრად] [გაბედვით] უშიშრად, თანაზიარად.
[ფხიზელი მომსახურება,
აწევა მხურვალე დონის,
რომ იწვევს გადახურება
გახლეჩას ცხელი ლითონის.]
იფეთქე და იელვარე
ქვეყნიურ ღელვის მტარებლად.
[სამშობლოსათვის] მამულისათვის მღელვარე,
დასცხე მტერს შეუწყნარებლად.
იელვე, ლითონო ცხელო,
გზა [გქონდეს] გყვეს [ამდენი] სიმედგრის ჟინისა.
[გმირი] ფოლადი ხარ [შენ] სასახელო,
ძველთა უძველეს რკინისა.
[შენ] იმ წინაპართა ხარ ხატი,
და ჯაჭვი განუწყვეტელი,
სიმტკიცის მარჯვე ოსტატი
და გამარჯვების მჭედელი.
[გორი,] მცხეთა, ასპინძა, მუხრანი
შენის ცითაა ნაბური.
შენს ხმალთან გადააკინძა
[ის] მან ხმალი მამაპაპური.
[გმირობის სასწაულები,
წესრიგი, სავსე ძალღონით,
არა ამაოდ გულებში
გამბედაობა...]
 
გამბედაობას ძმებისას
ჩვენი ხმა მიეწდომების[!].
გზა ცისკარს გამარჯვებისას!
ძირს ბოროტება ომების!
[სალამი, ვისაც] მას გაუმარჯოს, ვის მძაფრი
ომი მიაჩნდეს ხალისად.
[არ მომრიდების სიკვდილის]
გმირს გაუმარჯოს, უშიშარს,
მებრძოლს ბრწყინვალე ხვალისა,
[ცხარე ბრძოლაში] გმირს გაუმარჯოს სიკვდილთან
მხნედ გამსწორებელს თვალისა -
გმირს დღევანდელ დღის და დიად
ნათელი მომავალისა!

იერიში. [უშიშროება. გამბედაობა. თავდადება. სასწაულები გმირობის.]
გამარჯვების მჭედელი. 1240. 600.

[ძირს ბოროტება ომების]
[ომმა] [მტერმა არ იცის] ომმა შესცვალა ზეცა კრიალა:
ის იქ ცეცხლოვან [სუნთქვით იალებს] ფრთებით ფრიალებს,
მისთვის ტოტმა არ გაიწკრიალა,
მისთვის არასდროს ტყე არ შრიალებს.
[არ] სხვა არის მისთვის კალთები მწვანე,
ლაჟვარდი, მთების ფარჩა და ჩითი,
ხავერდოვანი ზღვა-ოკეანე
მისთვის არასდროს არ არის მშვიდი.
გაზაფხულის მზის სიუხვე სითბო
[დაიხშო] იხშობა ომის ელვა-კაშკაშში,
სიმწარე - არა სიუხვე-სიტკბო
სურს ღრმად [ეშურება] [შთაუშვას] ჩამარხოს დედამიწაში.
[როსმე] არ სურს სიცოცხლე სჩქეფდეს და დუღდეს,
[როსმე] არ სურს სიცოცხლე ალერსით სწვავდეს.
[იგი უფსკრულში] დეე, ის სისხლად გადაჩუხჩუხდეს,
[სისხლად გადიქცეს] მიადგეს უფსკრულს და გადაზღვავდეს!
თუ მზე მიდამოს ციდან ასხამდა
შეუნელებელ, მაგიურ ძალას,
არსებას ყოველს ფრთებს შეასხამდა -
[მტერი] ომი ამ ფრთებს სჭრის ლაჟვარდს, კრიალას.
ის ურყეველ კლდეს გააპობს ორად,
[გამოძახილი] მეტი სიმძლავრე რომ მისცეს ხმასა,
რომ აღტაცება ველური შორად
მიმოაბნიოს მიწას და ცასა..
ჩაწვეს მიწაში ყვავილთა ჯარი,
[სიცოცხლე ჰქრება] ახალგაზრდობა ფერად-ღერება:
მისთვის [სიცოცხლე] დანდობა არის ზღაპარი,
მისთვის სიკვდილის ჰქუხს ამღერება.
მშვენიერ ფერთა [ჰკვდება] ჩაჰკვდეს დიდება,
აზრის [ყუჩდება] მიყუჩდეს [დენა] მკვიდრი დინება.
[სისხლით] ცრემლით სურს მოთვალმარგალიტება,
წყვდიადით სწყურის [ხალხს გაბრწყინვება] გამობრწყინვება.
ისმის ზუზუნი დაუღალავი,
[დაუღალავი] უანგარიშო და ულეველი,
[საიდან] იქიდან გაჩნდა [ამ] ეს უთვალავი
ფუტკარი[?]... სად სდგას ტყვიამფქვეველი!
ხმაური - ჰაერს რომ მოსდებია
თვითმფრინავების ურიცხვი ჯარის,
ტანკი - ვრცელ გზას რომ შეტოტებია,
იქაც კი, სადაც გზა სულ არ არის -
[სიმხეცე მისთვის] ჩვენთვის სიცოცხლე ყველაფერს ნიშნავს,
[მისთვის კუბოა] ჩვენთვის გულია - ყველგან ფარული.
მზე და სიცოცხლე ვის გაუთიშავს,
[მხოლოდ ომს! ის რბის [გზამოხარული] გზამხიარული]
დასაბამიდან გზამოხარული?
ორივ [სიცოცხლით] სიმაღლით მოტივტივეა -
კაცთ სამღერელად შექმნილი ქნარად,
ორივე ერთი და იგივეა -
ორივე გვიყვარს მარად და მარად...
მაგრამ ჩვენ დავთმობთ - სიცოცხლეს ასე -
როს სამშობლოზე ზრუნვა იწყება -
ჩვენის სიმართლით მიმავალ გზაზე,
წვიმა, თოვლია თუ ასიცხება -
წინაღუდგება [მედგარი] საბჭოთა ჯარი -
ხალხთ დასარბევად მოსულ ვერაგებს,
[ვინა სთქვა: ეშხი]
მიეც შაშხანას [სუნთქვა] მედგარი,
ვინ სთქვა, რომ იგი პასუხს ვერ აგებს?
ტყვია-მფრქვევები ააჭახჭახე,
მეტი ჭურვებით, მეტი ვაზნებით,
[მტრის გაცოფება] მტერი ცბიერი კლდეს შეაჯახე - (გაცოფება?)
დაუნდობელი თოფ-ზარბაზნებით.
 
შენთან ბრძოლაში [გმირობა] სასწაულმქნელი,
მოჰკვდება გმირი, გულთა დამხშობლო,
და [მისი სიტყვა] სიკვდილის წინ უკანასკნელი
მისი იქნება სიტყვა: სამშობლო!

გ. ტაბიძე

*
ჰე, მამულო!
გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა
ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა
შენთვის სული დალია -
სთქვა: „სამშობლო
უპირველეს ყოვლისა!“

უპირველეს ყოვლისა!

ნუ გეშინის
ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს
ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის
თავდადების შეგნება:
მამულს გული
უპირველეს ყოვლისა!

უპირველეს ყოვლისა!
 
მზე ჩაჰქრება
ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა
ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნეს
ყოველ დაჭრილ გულისა
გამარჯვება
უპირველეს ყოვლისა!

უპირველეს ყოვლისა!
 
დე, ბრწყინავდეს
გულში თვითოულისა
საქართველოს
მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა,
მისი მზე სხივოსანი,
ჩვენ მისნი ვართ
უპირველეს ყოვლისა,

უპირველეს ყოვლისა!
 
*
76-21. Зах. Ник. Захарий Николаевич.

28/X-43.
დილით მირეკავს ვენერა: ნიკო კიკნაძეს სურს თქვენთან საუბარიო. 10 წუთის შემდეგ მირეკავს თვით ნიკო კიკნაძე, რომ მას სურს ჩემთან საუბარი.
10 წუთში ნიკოსთანა ვარ. ის მეუბნება: მე თქვენს წიგნზე ასეთი წარმოდგენა მაქვს: უნდა გამოიცეს თქვენი რჩეულ ნაწარმოებთა წიგნიო. მე გავოცდი.
რჩეული, არ ვიცი, რა არის მეთქი, ვისაც რჩეული ჰგონია, შემდეგ ის რჩეული არ გამოდის. მე საკითხი დავსვი სრული აკადემიური კრებულის გამოცემის შესახებ მეთქი.
ერთ კვირაში პასუხს მოგცემო, მიპასუხა (გობრონი: ნუ გვიკითხავთ ლექციებს იმის შესახებ, თუ რა არის აკადემიური გამოცემაო). გობრონი: „არის სრული კრებული გამოცემის.. Полное собрание сочинений“. და სხვ. და სხვ.
გამოსვლისას გობრონი მეუბნება: გუშინ პეტრე შარიასთან ვიყავით: ამბობდაო: „დაეხმარეთ ამ კაცს. Он поэт всеми фибрами“... გამოეცით წიგნიო. ლაპარაკობდაო 15 წამს.
პასუხი იქნება ამ კვირაში.
ლადო (თუ გრიშა?) ჯაფარიძე - აღტაცებულია. დონი.
„კომუნისტში“ გადათვალიერებულია.

1939