დღიური-627-12 - 1938 წელი
[ჩვენი] ჩემი შემოქმედების 30 წლის თავთან დაკავშირებით ნება მომეცით, საქვეყნოდ განვაცხადო, რომ ჩემი გული ისევ სავსეა შენდამი განუსაზღვრელი სიყვარულით, ჩემო მშვენიერო, ჩემო ძვირფასო სამშობლოვ!
ჩვენი [გრანდიოზული] უდიადესი სტალინური ეპოქა იძლევა მრავალზე უმრავლეს შესაძლებლობას, რათა [უფრო გრანდიოზულად] ფართოდ გაიშალოს ჩემი შემდგომი შემოქმედებითი მუშაობა.
არა! [ჩემი გულიდან] სანამდე ცოცხალი ვარ - ჩემი გულიდან არ ამოიფხვრება სურვილი ბრძოლის, რათა მთელ მსოფლიოში დამკვიდრდეს ის სოციალისტური ჰარმონია, რომელმაც გაიმარჯვა დედამიწის ერთ მეექვსედზე. „ის ჰარმონია უნდა დამკვიდრდეს, ის ჰარმონია“.
აღელვებული ჩემდამი ასეთი [დედამო] ძვირფასი დამოკიდებულებით, მე სიტყვებს ვერ ვპოულობ უღრმესი მადლობის გამოსაცხადებლად. ნება მომეცით, მოგესალმოთ ლექსით.