დღიური-534-6 - 1938 წელი
ამხ. გალაქტიონ ტაბიძეს სავლე აბულაძისგან.
პატივცემულო გალაქტიონ!
ხვალ, დაპირებისამებრ ჩვენ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს მასწავლებლის სახლში - მე შვილი გამიხდა ავად და ამჟამად იმის ექიმზე და მკურნალობაზე ზრუნვას ვუნდები. ამიტომ ხვალ ვეღარ შევხვდებით. იმედია, ამჟამად მაპატიებ.
თქვენი დავალება არ დამავიწყდება.
სავლე აბულაძე
1938 წ., 29 დეკ.
ბევრის მეტყველი წერილია. მასწავლებელთა სახლში იგი აღარ არის წრის ხელმძღვანელად. ასე რომ, ბავშიც რომ ავად არ იყოს, იგი იქ ვერაფერს გაახერხებდა. საწყალი სავლე! ალბად, ძალიან გულნატკენია, რომ წერილში არ ამხელს ამ ამბავს...
*
მწერალთა კავშირში:
1. შალვა დადიანი. 2. რემინგტონში „ახ. წ.“. 3. შალვა რადიანი. 4. ასათიანი (გაფრინდაშვილი, ლექსი). 5. ჩაჩავა. 6. კონსერვატორიაში. 7. ელიკო. 8. ქეთო მაღალოვა.
ლეო ქიაჩელი კ. გამსახურდიაზე.
სიმონ ჩიქოვანი, ვანო წულუკიძე, სიმონ წვერავა, აპოლონ წულაძე, ვანო ბერიკაციშვილი, ბორის სერებრიაკოვი, გ. მებუკე.
მწერალთა სასახლეში:
ლევან ასათიანი და შალვა რადიანი.
შეტყობინება. შალვა დადიანი, ი. გრიშაშვილი, ბესო ჟრენტი.
საღამოთი მწერალთა კავშირის მუშა-მოსამსახურეთა კრება (იმელის კინო...).
ანდრუშა <...>. რჩევა. კარგი სუფრა. კარგი საპარიკმახერო. გ. ქუჩიშვილი და ალ. შანიძე. დ. წერეთელი.
ხმის წამები: მთვარის ნაამბობიდან.
*
ელიკო: რა ბედზე შეგხვდით. რომელიღაც რუს მწერლებზე.
ქეთო მაღალაშვილთან:
- პარიზი, იაპონელ კრიტიკოსზე - შავი თმა, თვითონ შავი, დიდი შავი თვალები - შავი აბრეშუმის ტანსაცმელი.
- საუბარი საერთო ნაცნობებზე.
ელიკო. შალვა ჭყონდიდელი რატომღაც მუშაობის დროს ძალიან <...>.
К черту Шалва.