შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-115 - 1938 წელი


47-10 - ჩაჩავა. 71-84 - ასათიანი.
თამარ თუშიშვილი. „Crane aux fleurs“.
ტ. I - 20. ტ. II - 20. პაციფიზმი - 100.
სურათები. ფოტო.
ლიტერ. - 100. „მუშა“ - 100. ახ. კომ. - 100. „Заря В.“ „Заря В.“ - 1.  
გამოცემა. 50.

*
სასიხარულოა:
1. დილით აფიშას აკრავდა შალიკო. ორი აფიშა. კაცი.
2. პოკომ სთქვა: თუ ხვალ გეგმა მექნა - ყველაფერს მოვაწყობო.
3. ასათიანი აგონებს.
4. რას შვრება ჩაჩავა? (ალბად მუშაობს ის კაცი).
5. ნაწილი აფიშებისა გაკრულია (საღამოთი გავიგე, რომ 100 აფიშა წაუღია).
6. ბილეთები მზადაა: ნაწილი გაყიდულია კიდეც. [მეშვიდე] მეათე ნაწილი თუ...
7. ჩარჩო დ. გველესიანის სურათისთვის შეკვეთილია.
8. კ. ბობოხიძე გამოდის (უნდა ტელეფონით მოგონება).
9. გ. ქუჩიშვილი გამოდის (უნდა მოგონება).
10. ნაშოვნია კაცი, რომელიც გაჰყიდის წიგნებს და პორტრეტებს.
11. გამოვა ელენა შერი (შემხვდა, 2.500 მან. ავიღეო).
12. დადგენილია ფაკტი აფიშების გამრავლების.
13. მოლარე შეცვლილია და პატიოსანი ქალია.
14. პროფკავშირების პარტკომის მდივანმა ძალიან კარგად მიმიღო.
15. გამრეკელი მზადაა დამეხმაროს.

დაინტერესების მომენტები:
1. აფიშა რომ გააკრეს და ხალხი...
2. იქვე იდგა გიგლა მებუკე - რომელმაც მნიშვნელოვანად დამიკრა თავი.
3. ჩვენი ბიბლიოთეკის გამგე თამარი... ძლიერ დაინტ.
4. დაინტერესებული იყო პროფკავშირების კაბინეტში ნაცნობი მუშა, რომელიც უჩურჩულებდა რაღაცას პარტკომის მდივანს და ისიც...
5. სტამბაში კორეკტორი ქალი...
6. გზაზე რომ შემხვდა მხატვარი კოპლატაძე...
7. დაინტერესდა გრ. მაჭავარიანი.

სამწუხარო მომენტები:
1. არავითარი დაინტერესება მწერალთა კავშირს არ ემჩნევა.
2. შალვა უარს ამბობს მოხსენებაზე: სოფელში მივდივარო. დედა მყავს ავადო. შეიძლება.
3. ცვლა ვისმესთან!

მოსაგვარებელია:
აგრეთვე მუსიკალური განყოფილება.
იქნება ერთი კვარტეტი, მორჩა და მოისვენა!
ბალანჩივაძემ საქმე გამიჭივრა.

მე მოვამზადებ:
1. აყვავებული მდელო. 2. მე და ღამე. 3. მთაწმინდის მთვარე. 4. გადმოფრენას ეს ყორანი. 5. ვიცი, ცაო გულმავიწყო. 6. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. 7. საბჭოთა ხალხის გმირული. 8. საახალწლო. 9. რევოლიუციონურს, ჯერ არ ნახულს. 10. ქალაქი წყალქვეშ. 11. რკალიდან „ქარი ჰქრის“... 12. ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ.
ზეპირად რომ ვიცი.

*
- ჰაჯან, ჯანუმ!
კომუნისტი. მუშა. Веч. Тб. ახ. კომუნისტი.
ქსენია.

„З. В.“ Барсов-ს პირველის ნახევარზე. 3-49-21 (ხვალ არ იმუშავებენ).
„სახელგამი“. 3-40-83. I ტომი, II ტომი, „პაციფიზმი“. მელიტონი. ქსენია.
1/2 საათში, ე. ი. 1 ან პირველის ნახევარზე.

*
ფოტო. ჭავჭავაძის 12. ლევანი.
ვერიკო ანჯაფარიძე, თამარა ჭავჭავაძე, პიერ კობახიძე.

1. ტელეფონით: მუშა, კომუნისტი, ახალგაზრდა კომუნისტი, ვეჩორკა.
2. მომხსენებელი: ჟღენტი.
3. მედავებიან ფსევდონიმები: მაშაშვილი, გრიშაშვილი, მოსაშვილი, ლისაშვილი.
4. პოკომ და გამრეკელმა აასრულეს თავიანთი სიტყვა. იქნება დიდი პლაკატი. 5-6.

*
Украли кук моих стихов,
О, горе!
............................................
Жалею я о воре.
კრავეიშვილი.
Мы все глядим в Наполеоны,
Мы почитаем всех нулями,
А единицами - себя...

А. Пушк.

5/IV. 38.
- Заря-ს საწყობს არა აქვს არც ერთი ჩემი წიგნი.
- ლიტფონდი იძლევა მთელი თვეების პენსიას (2.000-ის შესახებ ილოსთან).
- ფედერაცია: 20 აპრილი (გიგლა მპირდება დახმარებას). 3-36-55.
- ქუჩიშვილი.
3-31-39 - ქუჩ.; 3-42-93 - პოლიო.
პატარიძე. ჩ 12 . ჭირაქაძე.

*

1. სად მიდიოდით?
2. ვინ იყო ის ყმაწვილი კაცი?
3. ო! მე ვეჭვიანობ!
4. არა, გეხუმრებით!
5. მე და თქვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ.
6. რაზედ მუშაობთ ეხლა?
5 აპრილს 7 საათზე.

1. ვინ იყო ის ყმაწვილი?
2. ძალიან მოეწონა წერეთლის ქალი.

1. თქვენი მჭადი და ყველი, ღვინო, ერბოკვერცხი.
მჭადი, ყველი, ერბოკვერცხი, ღვინო.
7 X 4 = 28 + 14 + 90 = 132.
2. ვინ იყო ის ყმაწვილი?!
3. ძალიან კი მოეწონა ჩვენი წერეთლის ქალი?
4. რა უნდოდა შალვა დადიანს თქვენთან?
(მაკოცაო?)
5. რა ჰქვია სახელად? წერეთლის ქალს.
6. აბა, ლობიო დაამზადეთ!

1938