შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-114 - 1938 წელი


1938. 3 აპრილი.
ხვალ:
1. აივნის წესრიგში მოყვანა.
2. [გაზეთების დაკეცვა და დალაგება]. ასრ.
3. [გადარჩევა სარეცხის.] ასრ.
4. [სამზარეულოს სისუფთავეში მოყვანა]. ასრ.
5. ფანჯრების მწმენდავი ქალის აგულება.
6. [ტელეფ. ს. აბაშელს].
7. [ლიტფონდში].
გადაწყვეტილია: წინდებს მე თვითონ გავრეცხავ. გავკიდებ აივანზე და გაშრება. ასრ.
8. გასაწმენდათ შავი შარვალი და პიჯაკი (მიცემულია).
9. პუდრი (უსათუოდ) ნაყიდია.
სადაა მელნები. ნახულია.
ლიტფონდიდან. 150 + 40 + 30 = 220. 220 руб.
ხვალ - 5/IV.
ს. აბაშელს (ტელ.).
1. [- დააბრუნა ლევანმა? გადაათვალიერა?
- Печатается?
- Скоро будет сигнальный номер?
- Ускорить темпы].
მთელი. ნახევარი. ერთი მესამედი. ერთი მეოთხედი. 50-12 дней.
სულ 22 - მთელი, 6 - ნახ., 25 - 1/4.
4 р. в день.
5 მანეთი. 150 р.
16/IV.
ხახვი და პილპ. - 30; პური - 70; ლობიო - 1; ყველი - 2.40; ფეხსაცმ. - 3; ანტინიკ. - 50. ორი პაპ. - 20; წყალი - 5 კ.; პური - 1; პაპიროსი - 2 - 11 р. 30 к.
დღეს ზედმეტი დავხარჯე. პაპიროსი 2 р. სადილი 2 р.
ცხვირსახოც. გარეცხვა ღირს 18 კაპ.

4/IV-38.
Издательству газеты „Правда“
[Уважаемый товарищ,]
Прошу срочно выслать мне наложенным платежом десять или сколько возможно экземпляров газеты „Правда“ от 4-го сентября 1936 года №224 (6850). [По] Мой адрес: г. Тбилиси (Тифлис), ул. Жореса, д. №4. Народному поэту ССР Грузии - Галактиону Табидзе. [Если не имеется, прошу сообщить.]
[Галактион] Табидзе
Тбилиси, 1938, 5 апреля

Может быть имеется в архиве.

4/IV-38.
Издательству „Советский писатель“
Прошу срочно прислать мне авторские экземпляры изданной вами моей книги „Избранные стихи“ (Перевод под редакцией Н. Тихонова, изд. 1937 г.).
Мои адрес: Тбилиси (Тифлис), улица Жореса, д. №4. Народному поэту Грузии Галактиону Табидзе.

*
გელოვანმა, ჯანიკაშვილმა, სარიშვილმა, გაფლანგეს სამმა - 1862,78 მ.
მაშასადამე, დღეში [თვითეული] ყველა ფლანგავდა - 514 მ. 53 კ.

*
დღეს. 6/IV.
აბანოში. ფეხსაცმელის მიბარება. შარვალის გაუთავება.
პლეხანოვ. პროსპ. აპოლოსთან არის გამაუთავებელი ბიურო.
8/IV.
1. მოვნახე გასაღებები ორი ჩემოდანისთვის და ერთი კარზინკისა.
2. ქვედა საცვალი - 15 ცალი.
3. პერანგები (ბევრი).
4. ბლუზა თეთრი.
5. გავათავისუფლე დივანი.
6. გავანადგურე მწერი.
7. აღმოვაჩინე შაქარი.
8. [ნემსები.] კარანდ.
9. აღმოვაჩინე ნიორი, ძმარი.
9/IV.
1. დავკეცე და დავასუ. ყველა გაზეთები.
2. გადავარჩიე წინდები.
3. აღმოვაჩინე ანტინიკოტინი.
4. სავსებით დავასუფთავე სამზარეულო.
5. აღმოვაჩინე ლურსმნ.
6. აღმოვაჩინე ემალიანი პატარა თეფში.
7. გაკეთებულია პატარა მაგიდა ვანის ოთახში.
8. დავაპ. 7 წინდა.

*
პიმპ. ხახვი. 330 р. პური შავი. 22 р.
ლობიო - 50 კ. 15 р. ყველი - 11 р.
ნიორი? მწვანილი. კვერცხი.
გიმნასტიკა.
შევამციროთ პაპიროსის წევა მინიმუმამდე.
[მივატოვოთ პაპიროსის წევა!] დღეში 3 პაპიროსი (საუზმის, სადილისა და ვახშამის მერე).
44 მან.

*
კასრ-საგობელა; კასრი-საგობელი; კასრი, საგობელა - Бочка.
ოქრომფერავის - Золотильщика.
საოქრომფერაო - სავარაყო. Золотильный.
მოვარაყება, ოქროთი ფერვა, ოქროსფრად ღებვა - Золотить.
ოქროსფერება - ოქროსფერდება - Золотиться.
მგრგვინავი ოქრო - Гремучее Золото.
ფურცლადი ოქრო - Листовое золото.
ოქროს ზოდი, ყურსი ოქრო - Слиток золота.
ოფაზი - Чистое золото.
გრემა ოქრო - Матовое з-то.
ოქროს ვარაყი, ფორტალი - Накладное з-то.
თვითნაბადი ოქრო - Самородное з.
იალდუზი - Червонное з.
ოქროს ბზინვა, კრიალი - Блеск з.
ოქროულობით.
ოქრომკედი - Шитое золотом.
ოქროსთმიანი.
ო, ჩემო ოქრო! თვალის ჩინო - З. ты мое!
ოქროს მაძიებელი.
ოქროს ქვიშრობი - З-тая россыпь.
ბაჯაღლო ოქრო.
ოქროს ხანა.
ოქრო ხელი აქვს.
ოქროს ქვიშრობი.

Он полощет горло бертолетовой солью - ყელს ბერთოლეს მარილით იღანღალებს.

*
Килло хлеба - 60 р. к. 3 р.
29 მარტიდან ის.
1. черный хлеб. 2-3. Лук.
2. Табак самый деловой.

*
ფეხსაცმელები. რუხი კოსტიუმის გაუთავება. ფეხსაცმელების რემონტი (თეთრისა და ლაქის). გარეცხვა აბრეშუმის ბლუზის. საშინაო შარვალი (იაფი) (ერთი მაქვს). პულვერიზატორი. ქუდი. ფოლაქების დაკერება (პალტო და ტულ.). [ფეხის გასაწმენდი კარებთან.]  ელეკტრო ლამპოჩკები. ბაკი თავის საბანად.

*
9/IV - ვიყიდე თუთუნი. იგი მეყოფა დაახლოვებით 2 კვირას (უნდა მეყოს, რა ჯანი აქვს).
10/IV - აივნიდან სამზარეულოში გადმოვიტანე შეშა. ამით ვიწყებ აივნის წესრიგში მოყვანას...
10/IV - გავრეცხე წინდები. დავკეცე ნაწილი გარეცხილებისა...
9/IV - დავასუფთავე ბოთლები. მედგარი ბრძოლა მაქვს მტვერთან და უსუფთაობასთან.
11/IV - განვაგრძობ შეტევას. დავფერთხე ნოხი და საწმენდი ტილოები. ბურბუშელა მკედით შევკარი და თავისი ადგილი მივუჩინე. დავფერთხე ძველი საბანი და შევკარი. დარჩენილი ბურბუშელისა და მტვერისაგან საგრძნობლად გავასუფთავე აივანი. ნაგავი გადავყარე სანაგვე ყუთში. აღმოვაჩინე ქამარი (კიდევ ბევრია გასაკეთებელი).
შემდეგ ხელახლა დავხვეტე: კაბინეტი, საწოლი ოთახი, სასადილო, ვანის ოთახი, სამზარეულო, უბორნია, კორიდორი, აივანი. დავფერთხე წიგნები, დივანი კაბინეტში, დივანი სასადილო ოთახში, ჩამოვაცილე ობობას ქსელი ყველა ოთახებს, მთელ ბინას...
ამ დროს მოვიდნენ ტელქსელიდან და ჩემს ბინაში შემოიყვანეს სატელეფონო შნური. ყველაფერი მზადაა ტელეფონისათვის - თვით ტელეფონს გარდა.
შემდეგ სველი ტილოთი გავწმინდე იატაკები მთელი ბინისა და აივნის.
მთელი დღე ვმუშაობდი, როგორც ნამდვილი დამკვრელი და აი - ნაყოფიც: ბინა ცოტათი ბინას დაემსგავსა!
12/IV - გადავათვალიერე ჩემდამი მოძღვნილი ქართველი და რუსი ავტორების წიგნები.
აღმოვაჩინე ქუდი, მუნდშტუკი.
აღმოვაჩინე პას., ბლოკნოტი..
შევადგინე სქემა Aრს ვივენდის-ა.
დავკერე ერთი წინდა. გადავიკითხე წერილები რომაელთა.
აი ყველაფერი.
14/IV - დავკერე წინდები ყველა, რაც დასაკერი იყო (24 ც.). სულ ეხლა სუფთა წინდა 56 მაქვს, რაც საკმარისია თითქმის მთელი ზაფხულისათვის.
განვაგრძობ დიეტაზე ყოფნას.
ღამით 1 საათზე მოვიდა შალვა. მან მასესხა 3 თუმანი.
ყოველდღიურად, აგერ რამდენი ხანია, მხოლოდ ორ-ორ მანეთსა ვხარჯავ, უკანასკნელ დღეებში კი (4-5 დღეა) მანეთნახევარს. სავსებით მყოფნის.
15/IV - დიდი ხანია ვამჩნევდი, რომ ნავთურადან ჟონავდა ნავთი და აფუჭებდა იატაკს. ნავთი სანავთეში გადავასხი და ნავთურას მალე გასაკეთებლად წავიღებ (ნავთურა - კერასინკაა!).
ყველა დაკერილი წინდები დავკეცე და წყვილ-წყვილად მივაკერე ერთმანეთს. სულ სამოცი ცალია (24-ს გარდა ყველა უდეფეკტოა).
საღამოთი კი უსიამოვნება. სრულიად ჩამოინგრა ჭერი „ვანნაიაში“. ხელაძეების ბინიდან დიდი ხანია წყალი მოდიოდა. ჯერ ისევ შარშან ოთხჯერ ჩამოიღვარა წყალი. ყოველთვის ვაფრთხილებდი. დღეს დილითაც გავაფრთხილე: ქალმა სთქვა, ოსტატს დავუძახებო. როდესაც საღამოთი მოველი, რას ნახავ: მთელი ოთახის იატაკი მოფენილია ჩამონგრეული ჭერის თიხითა და სხვ. ჩამოვიდა ქალი, მოიყვანა ოსტატი, მან გაასწორა მილი და წვეთება შეწყდა. რაღა დროს: ქალმა სთქვა, ჩემის ხარჯით გავაკეთებ თქვენს ჭერს, როდესაც გაშრებაო. ჰმ. აი, ხათაბალა! ძლივს ძლივობით ვეწყობი და ხელი კი მეშლება!
16/IV - ფეხსაცმელები მივეცი შესაკეთებლად. მზად იქნება 19-ს. ვიყიდე პური, ყველი, ნიორი, პუდრი. საღამოს გაზეთები, პაპიროსი, ანტინიკოტინი, ფეხსაცმლის საფენი. სხვადასხვა დროს დავლიე სამი ჭიქა სოდა. პირველად ორი კვირის შემდეგ ვისადილე (ცხელი ლობიო პიმპილითა და ხახვით). ეს ბიუჯეტში არ შედიოდა. ზედმეტი ხარჯი მომივიდა, რაღა! ვანის ოთახის ჭერი, მგონია, თანდათან შრება, მხოლოდ ნესტის სუნი ისევა დგას, და ოთახები კირით ისევ დანაგვიანდა. შევასწორე ერთი ლექსი: მგზავრის წერილებიდან. მგონია, კარგი გამოვიდა.
17/IV - დილით ადრე წაველი აბანოში (პირველად 10 თვის შემდეგ!). მყავდა მექისე.
გამოვიტანე სამრეცხაოდან პალტო, ორი პიჯაკი და შარვალი, რომელიც გასაწმენდათ მქონდა მიცემული. მაგრამ... Шаг вперед, десять шагов назад... ვიღაცამ ჩემოდანი გამიხსნა და ერთი ინდიგოს პიჯაკი მომპარა, როდესაც ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიდექი რიგში, უბრალო ორმანეთიანი საფენის ჩეკის ასაღებად. კიდევ კარგი, რომ პალტო და ერთი კოსტიუმიც არ წაიღეს! დავურეკე აბაშელს: წიგნი იქნებაო ერთ კვირაში. ამოუღიათ ორი ლექსი. ნაცვლად უმატებენ სერებრიაკოვის თარგმანებს.
ვიყიდე ძმარი, კნოპკები (ჭიკარტები), პალტო და კოსტიუმი დავკიდე და ჩამოვაფარე ზეწარი.. შუადღემდე დამეხარჯა 9 მანეთი... ეს ჩემს ბიუჯეტს ყირამალა აყენებს! დაემატა საღამოთი: პური, პაპიროსები, გაზეთები.
18/IV - წინდები ჩავალაგე ჩემოდნებში. დავხვეტე კაბინეტი, საწოლი, სასადილო, კორიდორი.. წყალით გავრეცხე ვანის იატაკი, მოფენილი კირით. მაინც სინესტის სუნი სდგას.. კბილები 40 წამის განმავლობაში ვიხეხე ხლოროდონტით (პირველად 1 წლის შემდეგ). ვიყიდე ფეხს. საფენი და სიგარეტები. დიდის ხალისით წავიკითხე პუშკინის "ბორის გოდუნოვი". პალტო და კოსტიუმიც დავკერე.
20/IV - გამოვიტანე ფეხსაცმელი. დავაკერებინე რეზინა, ჩავიცვი ტანთსაცმელი კარგად. და გაველი. მაშასადამე, ერთი რგოლი, ერთი ხარვეზი გამოსწორებულია. შემხვდა შალვა. დიდი სიფხიზლეა საჭირო... ასეთი დღეებია.
21/IV - ჩემს აივანზე (საიდან სად?) გდია მშვენიერი გიტარა პატარა ბავშისა.
შევხვდი, ჩემდა საუბედუროდ, ვ. იოსელიანს. მერე ლიდიას და დარიკოს, სულ ბოლოს თეოდორეს. [ლიდიას...] საქმე არაფერი. დღემ მხოლოდ გაიარა.
22/IV - და ამდენი დღის ნამუშევარი სულ ერთ დღეს ხუხულასავით დაინგრა! არა, არ არის ჩემი ბრალი!

*
1. Кв. метр? 2. Сколько доб. писателю.
Ширина 31/2 метр., длина 4 метра. 71/2 метра.
Писателям, артистам.

*
Слезы с улыбкою мешаю
Как апрель...

А. Пушкин, Каменный гость, Дона Анна

1938