შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-109 - 1937 წელი


მესამე ტომისათვის ლექსები.
სამივე მზად.

კი არის ვალში...

ლაჟვარდი ზღვა და ლაჟვარდი ზეცა
ლაჟვარდი ზღვა და ლაჟვარდი ზეცა,
მზის ელვარება გარს რომ ავლია -
აი პირველი, რაც თვალში მეცა,
რის დავიწყებაც ვერ მისწავლია!

[ეს იყო მაშინ, როდესაც შავი
გრძნობა დაკარგვის [გაჰქრა ბურუსში] მომშორდა მღვიძარს]
გრძნობა დაკარგვის [მომშორდა] გაიბნა შავი
თვალებს დაღალულს ნახევრად [მძინარს] მღვიძარს,
[ოკეანეზე] და შუა ზღვაში ვიგრძენი თავი
[ჯაჭვით დაკრული ორიოდ ფიცარს]
მე, მიჯაჭვულმა განწირულ ფიცარს.

[ხელფეხი, მაგრად დაეკრათ ისე]
ხელფეხზე რკინის დაედოთ ბადე,
რომ მოძრაობის არ მქონდა [ღონე] წელი,
მსურდა შერხევა, კიდევაც ვცადე,
და მივატოვე, [ვეღარ] როს ვერ შევძელი.

მივენდე [ტალღებს] ჩემს ბედს მწოლმა გულაღმა,
ჩემს ზევით ისევ იგი ლაჟვარდი,
და მშვენიერმა ციურმა ბაღმა
კვლავ საოცარი გაშალა ვარდი.

ლაჟვარდი ზღვა და ლაჟვარდი ზეცა,
მზის ელვარება გარს რომ ავლია,
აი პირველი, რაც თვალში მეცა,
რის დავიწყებაც ვერ მისწავლია.

როგორც მშობელი შობილის აკვანს,
[ისე მარხევდა] ზღვა მშობლიური.
ო, [მიწიერო,] ცაო, ცაო, ისევ გცემ თაყვანს,
[გინდა [თუმცა] მიწიერს გერქვას ციური..]
რადგან მე სული მქონდა ციური.

1934

*
Мадрид.
20 X  3 = 600.
870 + 1300 = 2170 - 600 = 1570.

[სიმღერა სანიტრაზმელებისა]
საკაცე, ჩანთა, აირწინაღი
აგერ სწრაფმა სინიტ-რაზმმა
მიაშურა სანგრებს წინა.
მოქნილია როგორც თასმა
და მაგარი როგორც რკინა.

[მოწიწებით ინახება] ფიცითაა მინაღები
საჭურველი [ბანოვანთა] ხელოვანთა,
[მათი] ბანდი, აირწინაღები,
საკაცე და აბგა-ჩანთა.

ჭრილობების [მარჯვედ] არის ხვევა,
[და] გარს მედგარი [შებმა] ებრძვის აირს -
როს ტყვიების არის რყევა -
და ქუხილი არყევს ჰაერს!

და ტრიალებს გაქანებით
მათი მძლავრი და მრავალი,
თვითმფრინავი, მანქანები,
გემები [და] თუ ორთქლმავალი.

რა დიდია მათი გრძნობა,
რა გულმტკიცე, რა მდიდარი,
სიცოცხლეთა გამოხმობა,
გამარჯვების საწინდარი.

*
400 გვ. მასალა. 200. 100 გ. 2500.
336 მეორე ტომში. 15.000 სტრ.
10 გან., 20 стр., 4 პირვ.,12 სარჩევი - 36; 336.
336 - 297 = 39.
82 + 60 + 6 + 27 + 9 + 40 = 224 + 70 = 294 ლექსი (ჯერჯერ. 225).
გამოანგარიშებულია: ამ ტომისათვის 294 ლექსი (ჯერჯერ.).
II ტ-ში კი არის 336 ლექსი (კიდევ საჭ.).
ჩამოწერილ იქნას სათაურები ლექსებისა.

მესამე ტომისათვის
1. ლურჯი რვეული - 40 ლექსი.
2. Светочь - 42 ლექსი.
3. Папка - 2500 სტრიქონი - 60 ლექსი.
4. აქ - 2.
5. საავადმყ. წიგნში (მზესა და ქარს) - [150 стихотв.] 27 ლექსი.
6. ბლოკნოტებში - 9.
7. გადარჩეული - 28.
8. (გაუსწორებელი - 70).
9. ბლოკნოტი №9 - 3 ლექსი.
10. ლენინი ყდაში - 70 ლექსი.
11. ოქტ. სიმფ. - 3 ლექსი (5 გვ.).

173 + 18 = 191.  82 + 60 + 38 + 23 = 203. 146 + 27 = 173.  
191 + 67 = 258 X 4 = 1,032 стр.
142 + 38 + 28 + 76 = 284. 300.
208. 408. 25.

სეტტერი. კარიატიდა.
Шакара - 278. Зав. Пись.
 
*
15/II-37.
1. გავასწორე რამდენიმე ლექსი.
2. ძველი ხელნაწ. მოვნახე - 70 ლ.
3. შევადარე ხელნ. „ოკტომბრ. სიმფ“. - ნაბეჭდს. აღმოვაჩინე 3 ლექსი გამოტოვებული.
4. გამოვიანგარიშე რიცხვი ლექსებისა ამ ტომისათვის. ჯერჯერობით იგი უდრის 297-ს (მეორე ტომში კი არის 336. მაშ. აკლია კიდევ 29 ლ.).
5. გამოვიანგარიშე დანამდვილებით, რომ ეს 297 და 7 წიგნაკში მოთავსებული ლექსებისთვის საჭირო იქნება 459 გვ.; ეს უკვე მთელი ტომია, მაგრამ საჭიროა კიდევ დაახლ. 150 გვ.

*
1. ლექსები - 1914. 2. ლექსები - 1918. 3. ჯონ რიდი - 1923. 1921. 4. დიდი წიგნი - 1927. 5. პაციფიზმი. 6. ეპოქა. 7. რევოლიუც. საქ. 8. ლექსები - ტ. I. 9. ლექსები - ტ. II. 10. ლექსები - საშკ. ბიბ. 11. Стихи - 1933. 12. Стихи и п. - 1936. 13. Избр. Ли. - 1937. 14. დიდი მწერალი (მონოგრ.). მზადდება: 15. ლექსები - ტ. III. 16. ერთ ტომეული. 17. Избр. (З. В.).

* * *
[უნდა იარო ხელში კამერით,
უნდა იარო ღამით და დღისით -]
[თანამედროვე] [ფეოდალური] თანადროულით შესძრა ყამირით.
[ინდუსტრიალურ] [ფეოდალური] ვინც [უ]უძველესი
(მას ვინცა ძველი) დროის სახნისი[თ].

უცდენლად, როგორც ფოტო-კამერით,
იღებს ჩვენი დრო ღამით და დღისით,
მათ, ვინაც ძველი შესძრა ყამირი
თანამედროვე ბასრი სახნისით.

[იქითა მხარეს, შორეულ მხარეს,
წასული ისე, როგორც მოსული -]
სოფლისკენ, ხევის იქითა მხარეს
მოსასვენებელ ჟამად მოსული
მირეკავს ცხენებს, ძროხებს და ხარებს
საღამოს ჩრდილი გრანდიოზული.

[შენ [არ] ნუ გჭირდება [არავის] [ნურავის] იმათი ტაში,
[არც] ნურც მძულვარება, ზიზღით ნაფერი]
[დღე] გზა ჩასმულია ხავერდის ყდაში,
საამო, მშვიდი ფერით ნაფერი.
[გ]აქვს ხმის უფლება, [გ]აქვს შრომის სტაჟი -
მაშასადამე - [გ]აქვს ყველაფერი.

*
გაზაფხულის მდინარეები.
დღეები საზღვარგარედ.
ლირიკის ფილოსოფია.

სადაც მშფოთარე ეგეის ზღვის ტალღებისათვის,
მაკედონიი[ს]თ [მიერ] გზა ჩრდილოეთს ჩაკეტილია,
[როს] სად [შორს გასცქერის] აზიას უცქერს შორს,
[იქ,] [სადაც] სად ოდესევსი ილიონის ეხლაც ჩრდილია,
ვით [შვილიშვილი] პაპისპაპა გოლიათი შვილების წინა
აღმართულია დიდებული ძველი ათონი,
[დაშვენებული] მწვანე [ტყეების] შვენებამ ის [შვენებით] ტყეებით დააგვირგვინა,
[და ვერ ამბობენ] თითს ვერ ადებენ მტერთა ხელნი სახიფათონი,
ის მძლავრი ჩრდილით სდგას ტალღებზე...

ბაირონი (ტ. I)

*
ათონის მაღალ მთაზედა
მთაწმინდად სახელდებულსა.
აკაკი

თორნიკე ერისთავმა დააარსა ათონის მონასტერი.
ქრონიკა

*
ო, მერამდენედ უნდა გითხრა [დიდი] კიდევ მადლობა
სისასტიკისთვის, რასაც ჰქვია [უსამართლობა] უსინათლობა.

გამნადგურებელ ტკივილისთვის, რაც გამაჩნია,
იარებისთვის, ჩემს დასისხლულ ფეხს რომ აჩნია.

მიწავ, ო, მიწავ, დედამიწავ, მიწავ, ო, დედა!
ვიყრი შვილური სიყვარულით მუხლს [ზედი-] მტვერთა ზედა,

ვიყრი შვილური სიყვარულით მუხლებს და ვამბობ:
გმადლობ, ძვირფასო, ყველაფრისთვის უზომოდ გმადლობ!

[არის სადღაცა] [გალაკტიონის] იქ პოეტების ჩონგურები, როგორც ტყეები,
მიტოვებული, დავიწყებით სავსე დღეები.

მიყვება სიმთა ოქროს ნავებს [ჩამავალ მზეში] სიმსუბუქეში
[წარსულთა დღეთა] ჩამავალ მზეთა უნაყოფო მინდვრის ნუგეში!

სადღაცა ქარი თავისუფალს მღერის ხეტიალს.
სად მინდა წასვლა? მე ვარჩევდი სამშობლოს ტიალს.

რომელ ქვეყნებში [მსურს] გსურს წაიღო ეს მწუხარება?
რომელ სინათლით გაანათო ქართ მქუხარება?

რომელი წყალით განვიბანო ეს იარები?
მიწავ, ო მიწავ, შენს გზებზე რომ დავიარები.

[შადრევნები კი იმეორებს ჩემს ხმას: სად? საით?]
ჩემს მხურვალე შუბლს, სადაც ცეცხლის არის წვალება,
შეახე ცივი ხელის გული, ვით მოწყალება.

როგორმე! ნეტავ! იმ ჩრდილამდე თუ მიმყვა სული!
ჩემი არავის არ სჭირია, [ვგრძნობ] ხომ, სიყვარული.

[აღთქმის სიზმრებში, მიმავალი გზა.]
[მაგრამ მეც ვიყავ ზამბახივით უღრუბლო ბავში.]
ასე ამბობ შენ, შთავარდნილი ქარიშხლის ზვავში,
ოდესმე ნაზი, ზამბახივით უღრუბლო ბავში..

*
აბაშელის ამბები:
ის ხშირად ხმარობს ლექსებში სიტყვას: სტრატეგი. მთელ თავის ლიტერატურულ მუშაობაში ამ სიტყვით თითქო თვითონაც გამოდის როგორც „სტრატეგი“.
მაგრამ როგორი?
1. მთელი მისი პოლიტიკა თეთრი ძაფებითაა ნაკერი. ვინ არ იცის მისი თავგანწირული ბრძოლა ალფაბეტისათვის, ანბანითა. აბაშელი ხვდება პირველ რიგში. მისთვის ეს უმთავრესია. ის თავგამოდებით იცავს: ამ ძველ ამბებს. მაგრამ ეს დიდი ხანია არავის არ უნდა. ალფაბეტი არის ხელოვნებისადმი ფორმალური მიდგომა ერთი მხრით, გარყვნა ხელოვნების აზრის - მეორე მხრით, პროვოკაცია მესამე მხრით, თავის განდიდება - მეოთხე მხრით, შეცდომაში შეყვანა მკითხველებისა - მეხუთე მხრით, მასალის არასამართლიანად განაწილება - მეექვსე მხრით.
2. გამოდის თითქო, რომ როდესაც აქ კრებაზეც ვლაპარაკობთ, ვილაპარაკოთ ალფაბეტით, თუ მიზანშეწონილობის მიხედვით?
3. გამოდის, რომ...

ფოტო-სურათი: აბაშელი, ობოლი მუშა, გ. ქუჩიშვილი.
იაკობ.

*
თბილისი იყო ის ქალი ქვრივი,
მთაწმინდაზე რომ შენ დადგი ძეგლად.

*
400 X 4 = 1600 + 4800 = 6,400.

1. გამომიგზავნე, ევროპა, ფული! 2. მუშის დღიური. 3. ერთა ლიგა. 4. ეროვნებათა მარში. 5. ბარიკადებზე იბრძოდა ქალი. 6. ჯეკ ლონდონს რომა აქვს ერთი ამბავი. 7. მისი სამშობლო კაპიტალია.

*
როგორი უნდა იყოს წიგნი? უნდა იყოს ბრწყინვალე, ახალი, ცოცხალი, თანამედროვე ყოველმხრივ!
მასალები უნდა დალაგდეს სწორად: იქნება განყოფილებები, თავები. თვითეულ თავს ექნება საკუთარი სახელწოდება. მაგალითად: სტალინი, ლენინი და სხვ.
როგორ უნდა ვიმუშავო?
1. აღრიცხვა ყველა ლექსების.
2. გასწორება ყველა ლექსების.
3. სისტემაში მოყვანა ([დალაგების მხრით] დალაგება).
4. გადაწერა (ჯერ უბრალოდ, მერე მანქანაზე) რამდენჯერმე.
5. დაწერა ახალი ლექსების ტემატიური შევსების მიზნით.
6. მუდმივი თვალყურის დევნება - ყოველდღიური მუშაობა.
7. რაც შესაძლებელია: ლექსებზე დატების აღდგენა ქრონოლოგიური წესით.
8. გადაწერა არ უნდა ყველა ლექსებს (დაახლოვებით მესამედს).
9. დღეს 20-ია - ათ დღეში უნდა მოთავდეს ყველაფერი.

*
1. ლურჯ რვეულში - 86 გვ. 2. ლენინის ყდაში - 114 გვ. 3. Папка №2 - 137 გვ. 4. გადარჩეული - 70 გვ. 5. ოკტომბრის სიმფ. - 5 გვ. 6. ამ რვეულში - 5 გვ. 7. "Светочь"-ში - 42 გვ.

603 - 459 = 144;   70 + 86 = 156;  412,   417,  459; 156 + 137 = 293 стр.;   293 + 114 = 407 стр.

გადასათვალიერებელია: [1. გადარჩეული.] 2. ბლოკნოტები. 3. სხ. რვ.

1937