შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-613-1 - 1936 წელი


ჩემი კბილების საქმე ასეა: ლეჩკომისიის კბილის ექიმმა მითხრა, ერთი კბილის შესახებ: პლომბს გავუკეთებ, მაგრამ ვეჭვობ, რომ გამოდგეს ეს პლომბი, ვინაიდან კბილი გაფუჭებულია ნუნებამდისო. თუ ვერ მოახერხოთ კბილის გამოყენება, შემდეგში ამოვიღოთო. ასეც მოვიქეცით. მაგრამ იმ მხარეს, სადაც დაპლომბილი კბილი მქონდა, საჭმელს ვერ ვიკარებდი, მტკიოდა. მეც მივანებე იმ მხრიდან საჭმლის ჭამას თავი და მარცხენა ნაწილი კბილებისა ამის გამო მთლიანად დაუქმდა. უფრო ადრე გაკეთებული პლომბებიც შეირყა. ალბად, კბილები, რომლებზეც პლომბები იყო დამაგრებული დაპატარავდნენ. საერთოდ კბილებს ვეღარ ვუვლიდი. ზოგს სრულიად საღ კბილსაც გადასცდა ემალი და ნერვებამდისაა დასული მისი საქმე.
საერთოდ ვერ ვუვლიდი კბილებს და ამის გამო მტკივა, მტკივა.
1. კი არ დაპატარავდენ, როგორც შემდეგ გამოირკვა, სავსებით გაუვარგისდენ, ჩატყდენ. ხიდს ვეღარ იკარებენ, რაც აუქმებს 4 კბილს. შანიძე ამბობს 30% დაკარგეო, ლეჩკომისიაში 50% - ნახევარი ყბა უქმდება.

1. კბილის ამბების დაწყება (შანიძის ქალი).
2. „სახელგამში“ გაგება ამბებისა.

*
მუდმივი კალამი. რვეული და ქაღალდები. პოემები. ჭორი.

ფედერაცია - წიგნი და...
„ზნამია“ - გაზეთი და...
„მნათობი“. „Заря“.
„ე ვერანა“ (ლექსი).
უნდა დავუკავშირდე აფიშის NN მესტამბეს - აფიშებისათვის.
295 p. – „Знамя“.
წიგნი გორზე - მიწისძვრის ამბები.