შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-105 - 1936 წელი


ორდენოსანი საქართველო
მიზანს, რომლითაც მე ამ ლექსს ვიწყებ,
ნისლს არ ვაკარებ იოტის ოდენს.
[სიკვდილის დღემდე] არ დავივიწყებ, არ დავივიწყებ,
რომ [მე] შენ [ვ]ატარებ ლენინის ორდენს.

[არხანგელსკიდან ასხაბადამდე]
ვლადივოსტოკით ბათუმის [გზამდე] ცამდე
მხარეს ქვიტკირის კედელს ვადარებ.
არ დავივიწყებ არასდროს, გრწამდე,
რომ [მე] შენ ლენინის ორდენს [ვ]ატარებ.

არხანგელსკიდან ასხაბადამდე,
მე ახალს ვხედავ მთებსა და კორდებს
და ყველაფერი ქვეყნიდან ცამდე,
[მ]გსჯის, რომ [ვ]ატარებ ლენინის ორდენს.

დღე ხვალინდელი, დღე დღევანდელი
აღფრთოვანებას როგორ არ გრძნობდეს.
დეე, [ვა]ნათებდე როგორც კანდელი,
[ვიდრე] რადგან [ვ]ატარებ ლენინის ორდენს.

[ჩემი] შენი ოცნება და [ჩემი] შენი ბედი,
ავდრიან წარსულს რომ ასადარებ -
რა არის კიდევ ამაზე მეტი,
[მე] შენ ხომ ლენინის ორდენს [ვ]ატარებ.

ლექსს, და უმაღლეს მეცნიერებას,
გამარჯვებული ქვეყანას მოდებს,
ესმოდეს [ყველას] მხარეს, ესმოდეს ყველას,
რომ [მე] შენ ლენინის [ვ]ატარებ ორდენს.

დრო [ათანაბრებს] ბედნიერს ხდის დიდს და პატარებს
ღონის და გონის [წაშლილ] ახალ ფიორდებს,
მუშა ლენინის ორდენს ატარებს
და [მეც] შენც [ვ]ატარებ ლენინის ორდენს.

[ჩემო სამშობლო! ჩემო მზიანო!]
[კაცობრიობის იყო ოცნება,
რასაც სამშობლოვ, შენ დღეს ატარებ,
ვით უმაღლესი პატიოსნება...].

მე ჩემი ქვეყნის ვარ მტკიცე მკვიდრი,
ბატონ-პატრონი, [და მონეტარე] მობინადარე.
არ და[ვ]ივიწყებ, სამშობლოვ, ვიდრე,
[მე] შენ უდიადეს ორდენს [ვ]ატარებ.

ჩემი გულია უდიადესი
ქნარი, რომელიც ფანტავს აკკორდებს,
ხუთი ათასი, ხუთი ათასი
ლექსით [ვ]ატარებ ლენინის ორდენს.

[ჩემი გულია კაცობრიობის
დიდი ხნის ფიქრი:]
კაცობრიობის დიდი ოცნება
ჩემი გულია, ოცნებობს ოდეს.
როგორც უმაღლეს პატიოსნებას,
ვატარებ [დიად] შენთან ლენინის ორდენს.

*
განმეორდეს. დაშორიშორდეს. მზე ამოგორდეს. აგორიგორდეს. თოვდეს. თხოვდეს. სწორედ ეს (გასწორდეს). ლორდებს, მილორდებს. ფორდებს. მტრობდეს. გრძნობდეს. დაგროვდეს. მოოქროვდეს. გულმაგრობდეს. გვათრობდეს. ნორდებს. მადლობდეს. ფლობდეს. ჟირონდებს. რეკორდებს. დროინდელს.
ვაფარებ. ვაბარებ. ვაპარებ. ვათანაბარებ. ვაკარებ. ვუსაზანდარებ.
ვატარებ. სატანებრ. ვუტატანებ. ნატანებ. მადანებრ. ვადარებ (დარი). იმადარებ. ვატარებ (ცეცხლში). გამიავდარებ. აფთარებრ.

*
ას სამოცდაათ-მილიონიან
ხალხის, ლენინის დროშას ვატარებ.

სადაც ლენინის სდგას მავზოლეი,
იქ მდგომ ტრიბუნის დროშას ვატარებ.

სადაც ლენინის აკლდამა არის,
იქ მდგომ ტრიბუნის დროშას ვატარებ.

*
ჩემი ქვეყნისთვის ალიონია,
რომელსაც ხალხი იცავს აფთარებრ -
ას სამოცდაათ მილიონიან
ხალხის, ლენინის დროშას ვატარებ.

*
რა მშვენიერი ალიონია!
მას ჩემი ჩანგი იცავს აფთარებრ,
ას სამოცდაათ მილიონიან
ხალხის, ლენინის ორდენს [ვ]ატარებ.

*
16. V.
85 к. 800 гр., 88:16=5 к.
2 1/2. 42 1/2.

გალაკტიონ ტაბიძე. წყალტუბო.
1936 წ., მაისი.
მიხეილ ჯიქია. დიმიტრი აფხაძე.
წყალტუბოში არიან 100-ზე მეტი წლისანი.
იოტის-ოდენს. ფორდებს.

Елена Ефимовна.
- ქეთო მაღალაშვილი.
- ელენა ეფიმოვნა ტაგერ.
- ფატი თავამაიშვილი.
სამორდენიანი კომბრიგი.
- კატიუშა ჩილინგარიშვილი.

Яцуиская Ольга Ивановна. - К. 58256.
- Приходите, пожалуйста, ко мне, когда меня нет дома.

*
დ. კლდიაშვილი სრულებით პოპულიარული პოეტი არ არის. ერთმა მასზე მხოლოდ ეს სთქვა:
- თავადიშვილი იყო, ყმები ჰყავდაო.

*
- ბიძა ჩემი? ვინ არი იგი: ქვა ააგდე და თავი შეუშვირე...

- თუ გინდა კაცი დაღუპო, ეზოში ძველი დანტვრეული საათი გადაუგდე: მის დაპაჩინკებაში გაღარიბდება (ბიძაჩემი ამბობდაო).

- С этим толстяком не советую.

სადგური მარელისი. გრეხილი ავეჯეულობის ქარხნის აფთიაქის გამგე. იოსებ ყურულიშვილი.

კატიუშა ჩილინგარიშვილი. ფატი თავამაიშვილი.
მიაკარდიტი.
ზები-ხანუმ.
მეღვინეთ-უხუცესი.

Казаковская 21. Тамара Киладзе.

18. V.
86 к. 200 гр., 86:16=5 к. 16 гр.

Тифлис. Госиздат Грузии. Лиде Гасвиани.
[Нуждаюсь] Прошу срочно [переслать] перешлите пятьсот рублей.
Цхалтубо, вторая санатория. Галактиону Табидзе.
Или телеграфировать кутаисскому отделению [Госиздата] и мне.

[Шлю сердечный привет.] Прошу срочно пятьсот рублей. Цхалтубо, вторая санатория, или теллеграфируйте кутаисскому отделению и мне.
Галактион Табидзе
20 слов.
ეს ერთი.

1936