შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-660-8 - 1935 წელი


      [როდესაც პარიზის მწერალთა საერთაშორისო კონგრესზე მაგზავნიდენ, (რაც ჩემთ­ვის სრულიად მოულოდნელი იყო), ჩემი წარმოდგენა კაცობრიობის კულ­­­ტუ­რა­ზე დაახლოვებით ასეთი იყო:]
     მუდამ, ყოველთვის მდიდართა კლასი, ეს სისხლისმსმელი კლასი, იმორ­ჩი­ლებ­და და მონად ხდიდა როგორც ფიზიკურს, ისე გონებრივ შრომას. მის უტი­ფარსა და მძარცველ მსვლელობას ყველა ეპოქებში თან სდევდა გა­ნუ­საზ­ღვ­რელი კვნესა, უბო­ლოო ტირილი, მწუხარების გამოუსავლობა და ფი­ზი­კური, რაღაც საშინელი, [კოს­მიური,] არაადამიანური შიმშილი პატიოსანი შრო­მის ყოველი სახისა და ფორმის მა­ტარებლებისა. გენია, საუკეთესო ნიჭი, იძუ­ლებული იყო ამ [სისხლის] ვამპირის [მო­სამსახურე] მონა გამხდარიყო, თა­ვის მეცნიერულ აზრისათვის, თავის მგრძნო­ბია­რე ჩანგისთვის, თავისი მახ­ვი­ლი კალმისათვის და ფერად-ფერადი პა­ლი­ტ­რე­ბისათვის მათ [უნდა გა­მო­ეყე­ნებინათ] მიმართულება ისევ თა­ვი­ან­თ თავის წი­ნა­აღმ­დეგ უნდა მიეცათ. მათ უნდა მიეყიდათ, უნდა გაეცათ საუ­კე­თე­სო თავისი [აზ­რი] იდეა. ისინი კი, [ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, [ვისაც] და­მორ­ჩილება[ც] არ [შეიძლებოდა] ეხერ­ხებოდა, თავებს სტო­ვებ­დენ გი­ლიოტინებზე, ჯვარზე იყვენ გაკრულნი და ქვეშიდან შემონთებული გაუ­ნე­­ლებელი ცეცხლის ალში იღუპებოდენ, - რო­გორც კაცობრიობის სა­მარცხ­ვი­ნო წევრ­ნი, როგორც კა­ცობ­რი­ობისთვის თი­თით [საჩვენებლად გამხდარი] საჩ­ვენებელი დამ­ნაშავენი. ცეცხლი ანად­გუ­რებდა გენიალურ წიგნებს, [და­უნ­დობ] [ნატეხებად იქ­ცეოდა] იმსხვრეოდა ძირს დანარცხებული ქნარი, გულ­მგმი­რავად შუაზე წყდე­ბო­და სიმღერა, ნა­ფო­ტებად იფანტებოდა პალიტრები, კა­ცობრიობის უკეთესი ქან­და­კებები ნა­ტე­ხებად აქა-იქ იბნეოდენ.
     ომიანობის გამო, ომის ქარტეხილებში, როდესაც ვერ ითმენდენ, ფი­ზი­კუ­­რად ვერ იტანდენ თავისუფალს, პატიოსანსა და ადამიანურ აზრს, [უკეთეს გა­­­მო­ხა­ტუ­ლე­ბებს] ადამიანური შემოქმედების უკეთეს გამოხატულებათაგან ფერ­ფ­ლიც კი აღა­რა რჩებოდა! და ეპოქის უმდიდრესი, მრა­ვალ­ფე­რო­ვანი, სი­ცოცხლით სავ­სე მემკვიდრეობისაგან რჩებოდა [ერთეული] რაღაც მან­ქა­ნე­ბით გადარჩენილი თი­თო-ოროლა შედევრი. რა მდიდარი მემკვიდრეობა დაჰ­კარ­გა კაცობრიობამ! რა სა­მარცხვინო, რა დამმნაშალი, რა ბოროტი და­მო­კი­დე­ბულებაა კულტურისადმი!
     ასე იყო! მაგრამ ასეა დღეს? მე ვიყავი ევროპაში, სადაც ექსპლოატაციაზე დაყ­რდ­­ნობილი კაპიტალისტური ქვეყნები განიცდიან [განიცდის] კრიზისების სა­­­ბე­დისწერო აგონიას, ანარქია [დამზადებაში] წარმოებაში, ანარხია [მოხ­მა­რე­ბაში] გა­ნაწილებაში, ზედმეტი დამზადება პროდუკტების, ზედმეტი რიცხ­ვი მსწავ­ლუ­ლე­ბისა, ტეხნიკოსების, ლიტერატორების, პედაგოგების, ექი­მე­ბი­სა და სხვა; ფი­ზი­კური და გონებრივი მუშაობით დამშეული, მრავალ მი­ლი­ონი­ანი არმიები დაძრ­წი­ან კაპიტალისტური [ევროპის] ქვეყნების [ქუჩებსა და მოხოულში..] [შესახვევებში] კუთ­ხე-შესახვევში, მათ დევნიან, მაგრამ მრის­­ხანე შიმშილი [იძულებულს ხდის მათ] და უუფლებობის შეგნება იძუ­ლე­ბულს ხდიან ამ ჩამოფლეთილს, [დაღალულ] დავრ­დო­მილსა და დაავადებულ ადა­მიანებს [მრისხანე] შემჭიდროებული რიგებით გა­მო­ვიდნენ, [ისინი] გა­მოჩ­ნ­დენ კაპიტალისტური ქვეყნის გალაქულ, გაკრიალებულ [ნა­წილებში მრის­ხანე მოთხოვნილებებით] პროსპეკტებზე პურისა და სამუშაოს მრის­ხა­ნე მოთხოვნილებით. მათ ფანტავენ, სცემენ, აპატიმრებენ, ასახლებენ, ჰკლა­ვენ, მაგრამ სავსებით განადგურება, მათი მოსპობა აღემატება კაპიტალიზმის ყო­ველგ­ვარ ძალას. ეს შეუძლებელია! ფუსფუსებს უამრავი ლუმპენ-პრო­ლე­ტა­რი, რო­მელთაც დაკარგული აქვთ ადამიანური სახე, [ისინი] ჩიჩქნიან სა­ნაგ­ვე ყუთებს, და ხარბად ყლაპავენ იქ ნაპოვნ დამპალ ნარჩენებს. [შენ უნდა ძრწო­დე, კა­პი­ტა­ლის­ტუ­რო ევროპავ] ეს ხალხიც [კი] მათ არასდროს [შენ არ და­გინდობს! არ და­ინ­დობს! ვინც კი დარჩენილია ფაბრიკებსა და ქარხნებში, მათ უკლებენ ხელფასს, მა­თი პირობებიც [საშინელია] აუტანელია და იფეთ­ქებს [ხოლმე] მუშათა გაფიცვები ხან აქ, ხან იქ. მაგრამ, საერთოდ, განა ეს ცხოვ­რებაა?
     მშიერი.

     ბურჟუაზია კი საერთო კრიზისიდან თავის დაღწევას იმპერიალისტურ ომით ფიქ­რობს. მრისხანე ღრუბლები ჩამოწვა; ყოველგვარი სახსარი და შე­საძ­ლებლობა ომის სამზადისს უნდება. მაგრამ ფაშიზაციის [ზრდის] და გა­მა­ნად­გურებელი ომის სა­შიშროების ზრდასთან ერთად, იღვიძებენ [მუ­შა­თა კლა­სი], მუშები იზრდება რე­ვო­ლიუციონური მუშაობა კომინტერნის ხელმძღ­ვა­ნე­ლობით და უფრო მეტად და [მე­ტად გაისმის] მძლავრად და ხმამაღლა გა­ის­მის ხმა: ძირს საზიზღარი ფაშიზმი, ფა­შიზმი - ეს ომია! და ყველა ხმებში ყვე­ლაზე უფრო ძლიერია ერთი ხმა: ეს ჩვენი სო­ციალისტური სამშობლოის, ჩვე­ნი საბჭოთა კავშირის ხმაა!
     დიაღ, მეორე მხრით [კი] აუწერელ დანაშაულობაში, ფუფუნებასა და გარ­ყვ­­ნი­ლე­ბაში ჩაფლული ბურჟუაზია ეძებს გამოსავალს და ეს გამოსავალი მან [თით­ქო] კი­დეც იპოვა: ომი! ბურჟუაზია ვერ დაეყრდნობა, ვერ ენდობა თა­ვის ჯარს, თავის პო­ლიციას, მან მთელი [თავისი] ძალაუფლებით შემოსა ავან­ტი­უ­რისტები და ბან­დი­ტები - ფაშისტები. მათი საშუალებით იგი ემ­ზა­დე­ბა მსოფ­ლიო ბარბაროსული ომისთ­ვის; ეს იქნება ჯერარნახული გა­ნად­გუ­რება კა­ცობ­რიობის უკეთესი კულ­ტუ­რული მიღწევებისა: ურაგანულ ცეცხლს მი­ე­ცე­მიან სამხატვრო გალერეები, უმ­დიდ­რესი მუზეუმები, წიგნთ­სა­ცა­ვები, ფაბ­რიკები, ქარხნები, ყველაფერი, [რასაც] რი­თაც კი ამაყობს კულ­ტუ­რული კა­ცობრიობა და რაც შექმნილია გონებრივი და ფი­ზიკური [მშრო­მე­ლის] შრომის მი­ერ.
     ფაშიზმი - ეს ომია. ყველაფერი, რაც კი რამ პატიოსანია კაცობრიობაში, ეწი­ნააღმ­დეგება ამ ომს. კაპიტალისტური ქვეყნების ინტელიგენციის სწრაფი ტემ­პებით მსვლე­ლი დიფერენციაცია ნათლად მოწმობს ამ გარემოებას. უკე­თე­სი პოეტები, მხატვრე­ბი, რომლებიც [აღსდგნენ] ილაშქრებენ კაპიტალის წი­ნააღმდეგ, [რო­მელ­თაც] ბევრგან მათ უხდებათ [არალეგალური მუშაობა] [სად­მე] იატაკქვეშ, აუტანელ პი­რობებში, პროლეტარიატის მხარეზეა, [ის] ნა­წილი შეისყიდა ბურჟუაზიამ, და რაც კი რამ გააჩნდა, შესწირა კაპიტალს. ნა­წილი რყევაშია, მაგრამ ყოველგვარი ნიშ­ნებია იმისი, რომ ეს რყევა [არ არის] ფა­შიზმისათვის სასარგებლო [არ არის] რო­დია.

                                                                                             *

     [27 ივნისი].

     „ჰაერი, რომელიც მანამდე, სანამ მსოფლიო 1914 წელს, გონებას არ და­კარ­გავდა, იყო არენა მხოლოდ ტოროლების ყირამალა ტრიალისა და მერცხ­ლე­ბის ბანაობის“, იქნებაო, როგორც გვარწმუნებენ სპეციალისტები, მსოფ­ლიო უგონობის ახალი ელდისთანავე, „არენა“ აფეთქებათა, ხანძართა და სისხ­ლის ღვრის. ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ბედი მოელის ჰაერს, რომ­ლი­თაც ისე კარგია სუნთქვა, რომ ძნელია შეცვლა თუნდაც საუკეთესო ამე­რიკა­ნუ­ლი ფაბრიკაციის მჟავბადის აპარატით. და ეს განსაკუთრებით და­მა­ღო­ნე­ბე­ლია [ძველი] უფროსი თაობის ადამიანებისათვის, რომლებიც აღი­ზარდ­ნენ მა­შინ, როდესაც ჰაერის არც ანექსიის, მით უმეტეს, არც ბალკანიზაციის შე­სა­ხებ რაიმეს თქმა არ შეიძლებოდა.
     კარგი დრო იყო ეს დრო. ყოველგვარ ანგარიშებს ერთმანეთში ჩვენ ვწყვეტ­­დით  ხმელეთზე და წყალზე. ჰაერში კი ესკადრილიებად მხოლოდ წე­რო­ე­ბი ეწყობოდენ, და მის სიჩუმეს არ აყრუებდა ყუმბართმზიდების „ან­გე­ლო­სის“ გრი­ალი. ეხლა კი „ალმაზებიანი ცა“ უნებურად გვეეჭვება.
     რომელი ალმაზები? ეს ის სანთლები ხომ არაა, რომლებითაც [კანონის] წე­სის მიხედვით უნდა ანათებდეს ყოველი აეროპლანის ცხვირი? და ხედავ კა­რიკატურას, თუ როგორ ერთი სახელმწიფო უგზავნის ნოტას მეორეს: რა სა­ბუთის ძალით ეჩხირება ჩვენს ტერიტორიას თქვენი ცისარტყელა? და არ იცი ეს კარიკატურაა, თუ ხომ არ დაიწყება კამათი ჟენევაში და ჰააგის სა­სა­მარ­თ­ლოში...
     ადგილი კი, ადგილი რამდენია ცის ქვეშ... უსათუოდ ხუთი ან ექვსი ეს­კად­რილია...

                                          კონგრესის დელეგატები

     პარიჟში ჩასვლისთანავე მე გადმომცეს ბროშიურის სახით დაბეჭდილი სქე­მა, რომელშიაც მწერალთა საერთაშორისო კონგრესის დღეები ამნაირად იყო განაწილებული:
     I. პარასკევს, 21, საღამო[თი]ს 9 საათზე, კონგრესს ხსნის ანდრე ჟიდი. თავ­მჯ­დომარეობენ: ანდრე ჟიდი და ანდრე მალრო. კულტურული მემკ­ვიდ­რე­ო­ბის შესახებ გამოვლენ: ფორსტერი (ინგლისი), ბრეხტი (გერმანია), ეგონ-ერ­­ვინ-კიში (გერმანია), ლუპოლი, ტოლსტოი (საბჭ. კავშირი), ბენდა, ლუი არა­გო­­ნი, გასსო (საფრანგეთი). შემდეგ კამათი.
     მეორე [დღეს] [დილით] დღის სამს საათზე თავმჯდომარეობენ ვალდო ფრან­კი და ლუი არაგონი. მოხსენებებით [გამოვიდენ] გამოდიან: ოლდოს ჰექს­ლი (ინგლისი), სტრეჩჩი (ინგლისი), ანდერსენ-ნექსე, კარინ მიხაელისი (...), ვსე­ვო­ლოდ ივანოვი (ს. კ.), ჟან-რიშარდ ბლოკი (საფრანგეთი), კოლცოვი (ს. კ.), ერნსტ ტოლლერი (გერმანია) და სხვ. მოხსენებათა საგანია: მწერლის როლი სა­ზოგადოებაში. ეს დღისით. საღამოთი პრეზიდიუმში არიან ჰენრიხ მანნი და ჟან-რიშარ-ბლოკი. ტემა: ინდივიდუუმი.. მომხსენებლები: ანდრე ჟიდი (საფ­რან­გეთი), მ. ბროდი (გერმანია), ანდრე მალრო (საფრანგეთი), ილია ერენ­ბურ­გი (ს.კ.), ტერ-ბრავი (ჰოლანდია), მუზილი (ავსტრია), კრეველი (საფ­რან­გე­თი).
     23 ივნისს, დღისით, თავმჯდომარეობენ ჰანრი ბარბიუსი და პოლ ნიზანი. ტე­მა: ჰუმანიზმი. მომხსენებლები: ფრანკი, დიუბუა, დჲურტენი და სხვ. სა­ღა­მოთი, [თავმჯდ.] პრეზიდიუმში არიან ე. ფორსტერი და გეენო. მოხსენებათა სა­განია: ეროვნება და კულტურა. გამოდიან ჰანრი ბარბიუსი, გალაკტიონ ტა­ბი­ძე, მაქს გოლდი, ტცარა (საფრანგეთი) და სხვ. მეორე დღესაც [ამავე] კამათი გრძელ­დება ამავე მოხსენებათა გარშემო.
     24-ს საღამოთი (შემოქმედების პრობლემები. ღირსება აზროვნებისა). გა­მო­დიან ჰენრიხ მანნი, ფეიხტვანგერი (გერმანია), რეგლერი (ინგლისი), ტი­ხო­ნოვი (კავშირი), მუსსინაკი (საფრ.), ლახუტი (კავშ.), დრეიფუსი, ნეზვალი, ლე­ნორმანი.
     25 დილით, საორგანიზაციო საკითხები ანდრე მალროს თავმჯ­დო­მა­რეო­ბით. საღამოთი კამათი. საღამოთი, 25 კონგრესი იხურება. უკანასკნელად თავ­მჯ­დო­მარეობენ ტოლსტოი და შამსონე. გამოდიან: ანდრე ჟიდი, ჰანრი ბარ­ბი­უსი, ანდრე მალრო, გეენო, გლეზერ, დებლინი.
     კონგრესის სხდომები დღისით იწყებოდა 15 საათზე, საღამოთი 21 საათ­ზე, დილის (25/VI) 10 საათზე.
     ასეთი იყო კონგრესის ჩატარების, ასე ვთქვათ, პირველი ძირითადი გეგმა. შემ­­დეგ იგი შეიცვალა მეორე გეგმით, რომელსაც გამოაკლდა ზოგი, ზოგიც ჩა­ე­მატა, მაგრამ ის მეორე გეგმაც შეცვლილ იქნა ძირითადათ, მდგომარეობის მი­­ხედვით. კონგრესზე გამოვიდენ გაცილებით მეტი, ვინემ პირველ გეგმაშია ჩა­­მოთვლილი.
     [კონგრესზე წარმოდგენილი იყო 33 ქვეყანა, 100-ზე მეტი ორატორი. რო­გორც შეამჩნევდით გეგმაში, არ არის ნახსენები, მაგალითად, არც აფიშებზე, არც აქ, პირველ, არც მეორე გეგმაში აქ არსად ნაჩვენები არ არის პასტერნაკი, მან კი მონაწილეობა მიიღო კონგრესზე. წარმოიდგინეთ, აგრეთვე, პოეტის ალა­ზანის გაოცებული სახე პარიზში, იგი ჩამოვიდა [მომზადებული] შეია­რა­ღე­ბული კარგი მოხსენებით და შეხედეთ, არც აფიშებზე, არც პირველ პროგ­რა­მაში [მოხსე.] შეტანილი არ [არის] იყო არც როგორც [კონგრესის წევრი] დე­ლეგატი, არც როგორც მომხსენებელი. ასევე, ბელორუსიელი სახალხო პო­ე­­ტი იაკუბ კოლასი და სხვ. ისინი კი მონაწილეობას იღებდენ კონგრესის მუ­შა­ობაში. გეგმა იცვლებოდა მდგომარეობის მიხედვით. [ალაზანის] მისი ასე­თი მდგომარეობის გამო განგაში ასტეხეს დაშნაკებმა, აქაოდა სომხის პოეტს ვინ მისცემს კონგრესზე სიტყვასო, მაგრამ როდესაც ალაზანმა სიტყვა მიი­ღო, მათ პირში [სიტ.] წყალი დაიგუბეს, გაჩუმდენ, რაღა ეთქმოდათ. გორკი ვერ ჩამოვიდა. მაგალითად არც...] შემდეგ ჩამატებულია პასტერნაკი, იაკუბ კო­ლასი, ალაზანი და სხვ. გამოკლებულია კონგრესის დელეგატი ფრანგი მწე­რა­ლი კრეველი, რომელმაც ჩვენს იქ ყოფნის დროს მოიკლა თავი [და სხვ. რა მი­ზეზით არავინ იცის. მე ვერაფერს გეტყვით].
     და აი, [პარიზშია] ნაცნობი და უცნობი ყველა აქ არის, მეტეალიტეს სა­სახ­ლეში. [მქუხარე ტაშისცემის] კონგრესი ჰფიქრობს, [ეხლა] აზროვნებს უდი­­დეს საქმეებზე, მაგრამ შეუძლებელია ჩამოთვლა ყოველივე იმისი, რა­ზე­დაც ხმაუ­რობდა იმ ხანებში პარიჟი. უნდა იფიქრო, უნდა მოისაზრო, ვი­ნა­ი­დან [შენ მოწოდებული ხარ] მწერალი მოწოდებულია შეიგრძნოს ბრძო­ლათა მწუ­ხა­რება და სიხარული ყოველი ქვეყნისა და ყოველ დროის.

                                                                                            *

     კონგრესში მონაწილეობა მიიღო [სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა] 35 ქვეყ­ნის წარმომადგენელმა 230 მწერალმა; [კონგრესის დამთავრებისას] [35 ქვეყ­ნის] დანიის მწერალმა ქალმა კარინ  მიხაელისმა განაცხადა, რომ [კონ.] შე­ვიკრიბეთ აქ [სოლიდარობისა] ადამიანური უფლებისა და ღირ­სე­ბი­სათ­ვის [ბრძო­ლაში] სოლიდარული ბრძოლისათვის. პირველ სხდომაზე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნარეობდა ანდრე ჟიდის თავმჯდომარეობით, მოსმენილ იქნა [მოხ­სენება] ბრი­ტანეთის მწერალის ფორსტერის მოხსენება „კულტურულ მემ­კ­ვიდ­რეო­ბა­ზე“. მან განაცხადა, რომ ის არ არის კომუნისტი, არამედ ინ­გლი­სელი ბურ­ჟუა, და რომ ის მოვიდა კონგრესზე, რათა ისწავლოს [მთავარი]. ფორ­სტერის მთე­ლი [მოხსენება] სიტყვა აგებული იყო ომის საშიშროებაზე [სა­კითხის სა­ფუძ­ველზე]. იგი ამბობდა, რომ ომს, რომელსაც ამზადებს ფა­შიზ­მი, მოაქვს გა­ნადგურება კაცობრიობის მთელი კულტურული ღი­რე­ბუ­ლე­ბისთვის. მან მიუ­თითა კონგრესს ომის, ფაშიზმის და პოლიციური მონობის წი­ნააღმდეგ ღო­ნისძიებებზე.
     მე აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უმეტესობა კონგრესის მონაწილეთა კომუ­ნის­ტები არ იყო. უმეტესობა მათ შორის ჯერ კიდევ განიცდის იდეალისტურ გზა­­­დაბნეულობას. მაგალითად, ძველი, ლიბერალურად მოაზროვნე ფრანგი მწე­რალი ჟიულიენ ბენდა გამოვიდა ფორსტერის თანამომხსენებლად. იგი უპი­რის­პირებდა „დასავლეთის აზროვნებას, კომუნისტურ აზროვნებას“.
     მას ენერგიულად უპასუხა [ახალგაზრდა] ბრეტონელი მუშის შვილმა, ახალ­გაზრდა მწერალმა ჟან გეენომ; მან განაცხადა: საბჭოთა კავშირი მარტო ახალ კულტურას კი არ ჰქმნის, რომ ის ამავე დროს არის მემკვიდრე კა­ცობ­რი­ო­ბის მთელი კულტურისა.
     შემდეგ მოსმენილ იქნა ჟან-რიშარ ბლოკის მოხსენება „შემოქმედება და სა­ზოგადოება“. მან მკაცრად გაილაშქრა ე. წ. „წმინდა, დამოუკიდებელი“ ხე­ლოვ­ნების წი­ნააღმ­დეგ და [გადაგვი] [შემო] გააშუქა [მდგომარეობა] ევროპაში და ჩვენს კავ­შირში მწერლების და მკითხველების მდგომარეობა.
     ინგლისელმა მწერალმა ჰექსლიმ...
     გერმანელი [კრიტიკოსი] მწერალი ალფრედ კერნ, ფაშისტების მიერ გერ­მა­ნიიდან გაძევებული, დანიის პროლეტარული მწერალი ნეკსე, კარინ მიხა­ე­ლის - წარმოსთქვამენ მხურვალე სიტყვებს ფაშიზმის წი­ნააღმ­დეგ. დისკუ­სი­აში პიროვნების პრობლემის შესახებ დიდის სიტყვით გამ. ანდ­რე ჟიდი, რო­მელ­საც კონგრესი შეხვდა დიდის ოვაციებით, ის ამბობს იმის შე­სახებ, რომ საბ­ჭოთა კავშირის პირობებში, ღრმა ინტერნაციონალიზმი შე­ზა­ვებულია [ნა­ცი­ონალურ] ეროვნულ კულტურათა თავისებურობის პა­ტი­ვის­ცე­მასთან, ეროვ­ნულ ენასთან, ეროვნულ ზნე-ჩვეულებებთან. [მე ვაცხ.] მან გა­ნაცხ... (კო­მუნისტი). კონგრესმა მოისმინა მოხსენებები გერმანიის მწერ­ლე­ბის ჰენ­რიხ მანნის, ბერტა ბრეხტის და ლ. ფეიხტვანგერის. ჰენრიხ მანნ, რომელ­საც დი­დის ოვაციებით შეხვდენ, გააკეთა ბრწყინვალე მოხსენება, აზ­როვნე­ბის ღირ­სეულობის შესახებ. ცნობილი მწერალი, რომელიც გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლია გერ­მა­ნიიდან, ლაპარაკობდა იმ დროის შესახებ, როდესაც ბურჟუაზია იძ­ლეოდა თა­ვისი დროის მოწინავე იდეებს, რომ ეხლა ამავე ქვეყანაში ნად­გურ­დება ყო­ველივე საუკეთესო, რაც კი რამ შეუქმნია კაცობრიობის გენიას.
     კონგ. დამთ. 25 ღამით.

                                                                                       *

     ჟორჟ უდარი. მიხაკისფერი შეშლილობა. ანდ. ჟ.
     ჩვენს იქ ყოფნის დროს გაზეთი „პარი სუარი“ ათავსებდა ჟორჟ უდარის ნარ­კ­ვევებს თანამედროვე გერმანიის შესახებ. „ბერლინში არსებობს „სა­ხალ­ხო ჯანმრთელობის კომისია“. ლაბორატორიაში გამოფენილია ფო­ტოგ­რა­ფიე­ბი, ნუსხები, სახეები, მინის ქვეშ ცხოველებისა და მცენარეების ეგ­ზემპ­ლია­რე­ბი. აზრი ამ ექსპონანტებისა უბრალოა: გერმანია იბრძვის რასის სიწ­მინ­დი­სათვის. იქვე მახლობლად არის ფოტოსურათი წარწერით: „ახალი ღირსეული ადა­მიანები“. ჯანმრთელი ახალგაზრდები ხერხავენ ტყეს, წველენ ძროხებს. - აი, ნამდვილი მფლობელები თანამედროვე გერმანიისა, ხსნის ვიღაცა. და ჟორ­ჟ უდარი ასკვნის: „ეს მფლობელები, ხელებდაკარწახებულნი, სხეულის [კულ­ტის ხალხნი] კულტს მიცემულნი, ძალღონის [მადიდ.] მოთაყვანენი, რო­მელ­თაც ბავშობის დღიდანვე აჩრიან აბსურდულ იდეას, თითქო მათი რასა ყვე­ლაზე სრულყოფილი რასსაა; ისინი [გადაიქცევიან] გარდაიქმნებიან სია­მა­ყის საშინელებად, ისინი ვერ შესძლებენ მოთმენას, რომ მთელი მსოფლიო უარს ამბობს მათ მორჩილებაზე. ისინი ჯერ კიდევ ზრდილობიანი, წყნარი და თა­ვაზიანი ხალხია. მაგრამ როდესაც მათი აღზრდა მთლიანად დამთავრდება, დეე, მსოფლიო, რომელსაც თითქო ჯერ კიდევ არ ესმის, რაც აქ მზადდება, ფრთხი­ლად იყვეს“. ასე სწერდა „პარი სუარი“ ჩვენს იქ ყოფნის დროს.

     ვით ყოველივე,  რაც აქ მზადდება.

                                                                                              *

     ჟიდი ამბობდა: დღეს მთელი ჩვენი თანაგრძნობა, მთელი ჩვენი მისწ­რა­ფე­ბა გაერთიანებისაკენ, და მთელი ჩვენი საჭიროება მასში, მიმართავენ და­ჩაგ­რულს, მოტყუებულს და დატანჯულ კაცობრიობას. მაგრამ მე არ შემიძლია და­ვუშვა, რომ ადამიანი შესწყვეტს ჩვენს დაინტერესებას [როდესაც] მა­შინ­ვე, როგორც კი შესწყვეტს შიმშილს, ტანჯვას და აღარ იქნება დამონებული. მე უარს ვაცხადებ იმის აღიარებაზე, რომ ადამიანი ღირსია ჩვენი სიმპატიის მხო­ლოდ მაშინ, როცა იგი უბედურია. მე თანახმა ვარ, რომ ტანჯვა-წამება ხში­რად აგამაღლებს, [მაშინ] [თუ კი] როდესაც იგი ვერ [მოგტეხს] გაგტეხს, იგი გამოგჭედავს და გამოგბრძმედავს, მაგრამ მაინც მე [მინდა] მსიამოვნებს წარ­მოვიდგინო ისეთი [წესწყობილება] სოციალური წყობილება, როდესაც სი­ხა­რული [იქნება] ყველასთვის მისაწვდომი გახდება, მიხარია წარმოვიდგინო ადა­მიანები, რომელთაც ეს სიხარული [ხელს შეუწყობს უფრო] მოეხმარება ზრდი­სათვის. [აქამდე] აქ იგულისხმება საბჭოთა წესწყობილება, სო­ცია­ლის­ტუ­რი წესწყობილება.

                                                        აკადემია

     „ტაიმსის“ თანამშრომელის აზრით, რიშელიე, საფრანგეთის აკადემიის და­მაარსებელი, აკადემიას უცქეროდა იმავე თვალსაზრისით, როგორც შემდ­გომ­ში ნაპოლეონი: [როგორც] აკადემია სახელმწიფო ძალაუფლების იარაღია, [იგია] რომელიც სრულებით არ უწევდა ანგარიშს ლიტერატურისა და ხე­ლოვ­ნე­ბის საკუთარ მოთხოვნილებებს; ნაპოლეონი მსხვერპლად აძლევდა ლიტ. და ხელოვნების თავისუფლებას სახელმწიფო სუვერენობას შიგნითა და გა­რეთ. ინგლისელი კრიებოლსი ამტყუნებს რიშელიეს სურვილში, [რომ] და­უმორ­­ჩილოს თავისი ქვეყნის სულიერი ცხოვრება დესპოტიურ რეჟიმს, რომე­ლიც შემ­დეგში შეანელა ლიუდოვიკოს მე-XIV-მ. გერმანელი - ფრიდრიხ ზი­ბურ­­გი ყო­ველივე ამას ხედავს სხვაგვარად. იგი ეთანხმება ფაკტებს, მაგრამ ხსნის ამ ფაკტებს, სულ სხვა ელფერს აძლევს. მას მოჰყავს ნაპოლეონის სიტ­ყვე­ბი შა­ტობრიანის აკადემიური სიტყვის პროექტის გამო, რომელიც ნა­პო­ლე­ონს წა­რედგინა განსახილველად: „ეს როდიდან დაიწყო, რომ ინსტიტუტი თა­­ვის­თავს ნებას აძლევს, გადაიქცეს პოლიტიკურ შეკრებილებად? დეე, მათ სწე­რონ ლექ­სები, დეე, ასწორონ ენის შეცდომები, მაგრამ, დეე, ნუ გადადიან საზ­ღვარს იმ წრისას, რომელსაც [იცავენ] მართავენ მუზები, თორემ მე კი შევ­სძლებ ვაი­ძულო ისინი, რომ იქავე დაბრუნდენ“... გერმანელი ფილოლოგი კარლ ფოსსლერი [უფრო ადრე ამტკიცებდა] „კელნიშე ცეიტუნგში“ ათავსებს სტა­­ტი­ას, სადაც სწერს: „კორპორაცია ადამიანებისა, რომელთაც სათანადო ასაკს მი­აღწიეს, იშვიათად თავის გარშემო თუ ამჩნევენ ახალგაზრდებს... ასე­თი კორ­პორაცია ძნელად გაექცევა თანდათანობრივ გაქვავებას, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ [იგი ხელმძღვანელობს] მას აქვს, როგორც საფრანგეთის აკა­დე­მი­ას, მეტად ვიწრო წარმოდგენა იმაზე - თუ რა არის ენა“. ბევრი კიდევ ამ­ბობს, რომ აკადემიურმა დისციპლინამ არაჩვეულებრივად მაღლა ასწია სა­შუ­ა­ლო დონე საფრანგეთის ლიტერატურის, რომ მან ხელი შეუწყო ამ ლი­ტე­რა­ტურის განვითარებას იმ მიმართულებით, რაც მას დავალებული ჰქონდა თვი­თონ საფრანგეთის ერის და ფრანგული ენის ბუნებით. სხვები იმეორებენ, რომ აკადემია შესაძლებელია იყოს მხოლოდ კონსერვატიული. იგი პრინ­ცი­პი­ა­ლურად მტრულად იქნება განწყობილი ყოველგვარ ლიტერატურულ სი­ახ­ლი­სადმი. სწორედ ამის გამო, ბევრი უდიდესი ფრანგი მწერალი, როგორც მაგ. მო­ლიერი, დიდრო, ბალზაკი, ფლობერი, მიშლე და სხვ. არ იყვენ აკა­დე­მი­კო­სე­ბი, და აი, [ამ] აღვირახსნილი კაპიტალის ფონზე, საფრანგეთის უუნი­ჭიე­რეს­მა მწერლებმა - ანდრე ჟიდმა, ჟან-რიშარ-ბლოკმა, ანდრე მალრომ, რო­მენ-რო­ლანმა და ჰანრი ბარბიუსმა აიღეს თავის თავზე [ინიციატივა] პარიჟში მწე­რალ­თა დიდი საერთაშორისო კონგრესის მოწყობის ინიციატივა კულ­ტუ­რის დაც­ვის მიზნით. რა არის კულტურის დაცვა? ეს არის, უპირველეს ყოვ­ლი­სა, მუ­შათა კლასის ინტერესების დაცვა. აქედან უნდა გამომდინარეობდეს ისე­თი ვა­რიაციები, როგორიცაა მაგალითად, მწერლისა და მკითხველის ურ­თი­­ერ­თო­ბის პრობლემა, პიროვნების პრობლემა, ჰუმანიზმი, ერისა და კულ­ტუ­რის პრობ­ლემა, მწერლისა და საზოგადოების, პოეზიის, პროზის და ათასი სხვა პრობ­­ლემები. ზოგი პრობლემა შეიძლება დასვა, მაგრამ ვერ გა­დას­წყვი­ტო; [თუ მას მისტიური თვალსაზრისით მიუდგებით] იმისდა მიხედვით, რა ლი­ტე­რა­ტურულ ატმოსფერაში ისმება ესა თუ ის პრობლემა, [მაგრამ მთავარი ეს არ არის] მთავარ სიძნელეს წარმოადგენდა სხვადასხვა ეროვნების, სხვა­და­სხვა ლიტერატურული მიმდინარეობათა გაერთიანება, რაც ასე ადვილი არ არის, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ჰანრი ბარბიუსის არ იყოს, [თანა] ევ­როპის მწე­რალი თავისი ბუნებით უმრავლეს შემთხვევაში ინდივიდუა­ლის­ტია. ის, რაც ჩვენთვის, [საბჭოთა მწერლებისათვის] დიდი ხნის განვლილი ეტა­პია, აქ­სიომა, იქ ახალი ამბავია. [რას იზამ, როდეს.].

                                                                                       *

     [ჯარისკაცები არ ერევიან პოლიტიკაში].
     [„კონტემპორერი რევიუ“ (ლონდონი) სწერს: გერმანიაშიც (რამდენიმე ხანს მე მომიხდა ბერლინში ყოფნა) ახალი სამხედრო კანონის მე-23 პარაგრაფი აც­ხადებს: „ჯარისკაცები არ უნდა იღებდენ მონაწილეობას პოლიტიკაში“. მაგ­რამ ეს ფიქციაა, ცარიელი სიტყვებია! იმავე კანონში არის ამნაირი მუხლი: „არ­მიის მითხოვნილებები ომიანობის დროს სდგას პირველ რიგში“. „ფა­შის­ტუ­რი სისტემა, მისი პოლიტიკური სისტემა იმორჩილებს ჯარისკაცს“ - რო­გორც სამართლიანად აღნიშნავს [ერთ] ლონდონის [პრესა] ერთი გა­მო­ცე­მა­თა­განი].

                                   ნეიტრალობის წინააღმდეგ

     სანამდი ეს უაღრესად მსოფლიო მნიშვნელობის კონგრესი გაიხსნებოდა, ერ­თ­ერთი ფრანგული ჟურნალი [„მონდი“ (რედაქტორი - ჰანრი ბარბიუსი)] ათავ­სებს საფრანგეთის გამოჩენილი მწერლების, კონგრესის მომწვევ მთავარ ინი­ცია­ტორების შეხედულებებს. [ასე, მაგალითად,] ერთი დელეგატთაგანი, [ჟან-რი­შარ-ბლოკი სწერს] მაგალითად, ასე სწერდა: „კონგრესი უნდა [გან­ვი­ხი­ლოთ] განხილულ იქნას არა პოლიტიკური, არამედ კულტურული [თვალ­თა­ხედ­ვის ისრით] თვალსაზრისით“. [შემდეგ იგი ანვითარებს ამ იდეას: „სა­ზო­გა­დოება დაეჭვებულია თავის მომავალში...“] მართლაც ასე იყო: კონგრესი კულ­ტურის დასაცავად, რომ არ ვიცოდეთ, ვის მხარეზეა და როგორი მწე­რა­ლია ჟან-რიშარ ბლოკი, [შეიძლებოდა გვეფიქრა] რომ ბოლომდე არ ჩაიკითხო თვით ის წერილი, და დაიტოვო მხოლოდ ისეთი [ფორმულა] ფრაზა, რო­გო­რი­ცაა: „კონგრესი უნდა განვიხილოთ არა პოლიტიკური, არამედ კულტურული თვალ­საზრისით“ და განვავითაროთ იქამდე, თითქო მწერალი არ უნდა ერე­ო­დეს პოლიტიკურ საკითხებში. ხელში შეგრჩებათ დაახლოებით გერმანიაში ახა­ლი სამხედრო კანონის მე-23 პარაგრაფი, რომელიც აცხადებს: „ჯა­რის­კა­ცე­ბი არ უნდა იღებდენ მონაწილეობას პოლიტიკაში“. მაგრამ განა ეს მარ­თა­ლია? ეს ფიქციაა, ცარიელი სიტყვებია! [რამდენიმე ხანს მე მომიხდა ბერლინში ყოფ­ნა] იმავე სამხედრო კანონში არის ამნაირი მუხლი: „არმიის მოთ­ხოვ­ნი­ლე­ბები ომიანობის დროს სდგას პირველ რიგში“ - და ამნაირად, როგორც სა­მართლიანად აღნიშნავს ლონდონის ერთი გამოცემათაგანი, ფაშისტური სის­ტემა, მისი პოლიტიკური სისტემა იმორჩილებს ჯარისკაცს.
     რამდენიმე ხანს მე მომიხდა ბერლინში ყოფნა და, [რატომღაც] რუდოლფ გიტ­ლერის სამფლობელოში, რეიხსტაგის წინ, გამახსენდა ძველი, თითქმის ოც­დაათი წლის წინანდელი ამბავი. ეს იყო 1906 წელს. პირველი სახელმწიფოს სა­თათბიროს ერთი წევრი [ივანე გომართელი], სათათბიროს ტრიბუნიდან აც­ხა­დებდა: „ჩვენი სახელოვანი ჯარი იღვიძებს... და იგი იპოვის თავის თავში საკ­მარის ძალასა და ენერგიას, რათა მოირეცხოს სისხლი თავისი ძმების!“ ეს გა­მოსვლა ხდება 1906 წ. 26 (13) ივნისს. სახელმწიფო სათათბიროს წევრის აზ­რი თითქო ნათელია: ჩვენი სახელოვანი ჯარი იღვიძებს, იგი იკრებს ძალასა და ენერგიას, რათა რევოლიუციონურ მუშების წინააღმდეგ კი არა, მუშებთან ერ­თად ძირს დასცეს საზიზღარი თვითმპყრობელობა, დააფუძნოს ახალი წესწ­ყო­ბილება. რა თქმა უნდა, ასეთი გამოსვლა არ სიამოვნებს მოწინააღმდეგეს: იგი „დემოკრატიული რეფორმების“ პარტიის წევრის ფედოროვსკის პირით გა­ი­ძახის: „პოლიტიკის საკითხებში არმია არ უნდა ერეოდეს“-ო. პასუხისათვის პი­რად საკითხებზე, გამოდის [გომართელი] ძალზე შეშინებული გომართელი და... [რა გგო­ნიათ, როგორ უპასუხებს?] რას ამბობს? [აი] სიტყვა-სიტყვით [მი­სი გა­მოსვ­ლა] ასე ამბობს: „ჩემმა ოპონენტმა სთქვა, რომ ჯარი არ უნდა ემ­­სა­ხუ­რე­ბოდეს პოლიტიკას, და მეც ჩემს სიტყვაში მინდოდა მეთქვა, რომ ჯა­რი არ უნ­და ემსახურებოდეს პოლიტიკას“. სთქვა და დაჯდა. დაიმსხვრა ილი­უზიაც. ამ გამოსვლის შესახებ ლენინი სწერდა: „შეცდომა იყო ა. გომარ­თე­ლის სიტყვა ფა­რისეველი ფედოროვსკის პასუხად, როდესაც სოციალ-დე­მოკ­რატმა აღიარა არ­მიის პოლიტიკაში ჩაბმის არასასურველობა. ეს ძალიან დი­დი, მაგრამ ჯერ კი­დევ გამოსასწორებელი შეცდომაა“ (ლენინი. ტ. IX, გვ. 355). [მაგრამ ეხლა ეს წინანდელი ამბავია]. ეს შეცდომა მართლაც გამოს­წორ­და: წითელმა არმიამ იცის, ვისთვის და რისთვის იბრძვის. ამგვარათვე იცის საბ­ჭოთა მწერლების უმ­რავლესობამ ვისთვისა და რისთვის იბრძვის იგი... ნა­წილს ევროპის მწერ­ლო­ბისას კი პოლიტიკა გამოყოფილი აქვს ცალკე, რაღაც ფრჩხი­ლებში ჩა­სას­მელ ამბად; პოლიტიკას ისინი უცქერენ რაღაც უცხო და მი­უღებელ მოვლენად მხატვ­რულ შემოქმედებაში. იგი ორგანიულად მიუღებ­ლად მიაჩნიათ მწერ­ლი­სათვის, იგი მიუღებლი მიაჩნიათ მხატვრისათვის. [ფა­შიზ­მი კი სრუ­ლე­ბით სხვაგვარად ერევა ამ საქმეში].
     მე ვიყავი, მაგალითად, „Petit palais“-ში ვნახე იტალიანური ხელოვნების გა­მოფენა; [გრანდიოზულ გამოფენას] რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მთე­ლი პარიჟი, [რადგან აქ გამოფენილია გენიალური იტალიელი მხატვრები] აქ არის რაფაელი, [და ბოტტიჩელი] ლეონარდო-და-ვინჩი და მიკელანჯელო, აქ არის დჟორჟონე, ტინტორეტი, კორეჯიო, კაელიო, მურილიო, ვერონეზე [და] დო­ნატელო... სულ ორიათას-ხუთასამდე ძვირფასი [ექსპონანტი] განძი სამ­ხატ­ვ­რო კულტურის და ერთის შეხედვით, რა [უნდა უნდოდეს] საერთო უნდა იყოს „დუჩე“-სა და ბოტტიჩელს შორის? მაგრამ აქ ცხადად იყიდება [აგრეთვე] სუ­რათები დუჩესი, წიგნები მუსსოლინის შესახებ, წიგნები აგრეთვე თვითონ მუს­სოლინის [ცხადია, რომ ეს სრულებითაც არ ნიშნავს ჩაურევლობას.] შე­იძ­ლება, ვისმეს ეგონოს, რომ ფაშიზმი თავგამოდებით დაიცავს ამ სახელებს? [დიდ სიყვარულსა და მოწიწებას განიცდის ამ სახელების ხსენებით?] არა! [იგი მხოლოდ იყენებს მას, როდესაც] როგორც კი ატყდება ომი, რომელიც აჩრ­დი­ლივით ასეთი აუცილებლობით ადგას თავს კაცობრიობას, ტყვიის მფრქვე­ვები და ზარბაზნები ანგარიშმიუცემლად მილეწ-მოლეწავენ მი­ქე­ლან­ჯელოს ყველა ქანდაკებებს, როგორც წინანდელ ომში მიანგრ-მოანგრიეს რე­იმსი. ფაშიზმი [კი იმგვარად ემუ.] ეს ომია. [იგი იმგვარადვე ემუქრება კა­ცობ­რიობის კულტურულ მემკვიდრეობას. და ჩემთვის, სავსებით გასაგები]. [მე დავათვალიერე].
     ლუვრში, [მსოფლიო] კონგრესის რამდენიმე დელეგატთან ერთად მე ვათ­ვა­ლიერებდი კოლოსალურ მსოფლიო მნიშვნელობის კოლექციას, [ხდის მას დიდ მუზეუმად მთელ დედამიწაზე] რომლის მსგავსი არ არსებობს დე­და­მი­წა­ზე. მე გადმომცეს, რომ აქ [თურმე] ყოველდღე დადის ერთი მოხუცი ფრან­გი. [იგი] დიდხანს სდგას ვენერა მილოსელის ქანდაკების წინ და შემდეგ ამ­ბობს, რომ ამ მოკლე ხანისათვის [ომი არ დაიწყებაო] ომის ნიშნები არ არისო. რო­დესაც შეეკითხებიან, [თუ] საიდან იცის მან ეს [ამბავი, ის], იგი ამბობს: [ყო­­ველ­­დღე დავდივარ ლუვრში] თუ აქ ვენერა მილოსელი თავის ადგილას დგას, თუ ჯიოკონდაც თავის ადგილასაა, თუ იგი არ შეუხვევიათ და სარდაფში არ დაუმალავთ [ომი], ცხადია, საშიში ჯერჯერობით არა უნდა იყოს რაო. საბ­რა­­ლო მოხუცი... ხუმრობაში იგი არკვევს ზოგიერთ ისეთ რამეს, რაც სრუ­ლე­ბით სახუმარო არ არის. იგი, ალბად, მშვენიერად გრძნობს, თუ რა სა­შიშ­როება მო­ელის [საზოგადოდ] მთლიანად კულტურულ მემკვიდრეობას, კერ­ძოდ - მის ვენერა მილოსელს, მის ჯიოკონდას, [და იგი მართალიცაა, მხო­ლოდ მან არ იცის, როგორ უნდა დაიცვას ეს მემკვიდრეობა]. არა თუ დედამიწა, ჰაე­რიც კი აფეთქებათა, ხანძართა და სისხლის ღვრის ასპარეზად გადაიქცევა, ჰა­ე­რი, რომლითაც ეხლა ასე კარგია სუნთქვა (სცოცხლობს ხომ იდეა [ჰაე­რო­პლა­ნებით] პოლკებისა და დივიზიების გადასხმის მოწინააღმდეგეთა ზურგ­ში, ჰაეროპლანებით ვერტიკალური გარშემოვლა ნაცვლად ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი­სა, და სხვადასხვა გაბედული და ორიგინალური ოპერაციების გარ­შე­მო [გაც­ხარებული] ატეხილი დავა სამხედრო სტრატეგებს შორის). კარგი დრო იყო, ალბად, ამ მოხუცის დრო: ყოველგვარი საკითხები და ანგარიშები სწყდე­ბო­და ხმელეთზე და წყალზე, ჰაერში კი ესკადრილიებად მხოლოდ ვარ­დის­ფე­რი ღრუბლები ეწყობოდენ, [ან ბრჭყვიალა ვარსკვლავები!] ეხლა კი... არა, ფა­შიზმი არ ინდობს და არ დაინდობს არაფერს და არავის, როგორც კონგ­რე­სის ერთი ორგანიზატორთაგანი[ს] [მოხსენებიდან სჩანს] ამბობდა: იყო კონგ­რეს­ზე მოწვეულთაგან ასეთი შეკითხვები: [რა კონგრესია] ხომ არ იქნება ეს კონ­გ­რესი უბრალო პოლიტიკური კონფერენცია, ხომ არ დაიბყრობს მას მე­მარ­ჯ­ვენე ლიბერალური ფრთა, ან და, პირიქით, ხომ არ გახდება იგი კო­მუ­ნის­ტური? და სხვ. ასეთები.
     ასე ეშინია ბევრს მწერალს პოლიტიკის.
     მაგრამ აი, იწყება კონგრესიც.

                                                                                      *

     მთლიანად აღებული კონგრესის ენერგიული სახე, კონგრესის მასსის ცეც­ხ­ლოვანი ენტუზიაზმი[თ], [ანთებული თვალები] კონგრესის მთელი ბუ­ნე­ბა, [მი­სი ხელებისა და კორპუსის მოძრაობა, რელიეფური ფორმები აზ­როვ­ნე­ბისა, ეს იყო მოწოდება კაპიტალის ძალადობის წინააღმდეგ, ფაშიზმის წი­ნა­აღმ­დეგ, მათი ყალბი ჰუმანიზმის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიო კონ­გრესი გრძნობ­და, რომ მას ჰყავს მედგარი ქვიტკირის კედელი საბჭოთა კავ­შირის სა­ხით, ნათლადა სჩანდა ზიზღი უსულგულო კაპიტალისტური წეს­წყო­ბი­ლე­ბი­სადმი. მისი კრიზისებისა და უმუშევრობის მღვრიე ტალღებით, მთელი ქვეყ­ნის მწერლობა უნდა იდგეს პროლეტარიატის მხარეზე, მუქთახორების წი­ნააღმდეგ, მშვენიერი სოციალისტური მომავლის შესაქმნელად.
     კონგრესის დე­ლეგატები გულახდილად ხსნიდენ თავიანთ შეხედულე­ბებს იმ მომავალი ბრძო­ლის დედააზრზე, რომელიც უნდა გაიშალოს ევროპაში აუცი­ლებლად. კონგ­რესის დელეგატებს ესმოდათ ამ ბრძოლის საბოლოო მიზ­ნე­ბი [მათ] და ის მნიშვნელობა, რომელიც ეძლევა მეგობრულ სიმჭიდ­როვეს და დის­ციპ­ლი­ნას ამ ტიტანიურ დაჯახებაში.

                                                                                               *

     საკითხავია: [საიდან] დაიწყო კაპ. ქვეყ. ინტელიგენც.
     ო, ეს ვრცელი ისტორიაა! ჩემის აზრით.
     კონგრესზე [უკვე] აშკარა გახდა, თუ რა ღრმა დიფერენციაცია ხდება კა­პიტალისტური ქვეყნების ინტელიგენციაში. ეს დიფერენციაცია ჯერ ისევ 917 წლიდან დაიწყო, როცა უდიდესი ამერიკელი მწერალი ჯონ რიდი ჩვენ გვხვდე­ბა საბჭოთა ქვეყანაში, რომ დაეწერა წიგნი: „ათი დღე, რამაც შესძრა კა­ცობრიობა“. [ჯონ რიდი უკანასკნელი დროის უდიდესი მწერალია ამერიკაში]. ეხ­ლა ამერიკაში 30 კლუბი არსებობს ჯონ რიდის სახელობის, 15 რე­ვო­ლიუ­ცი­ო­ნური ლიტერატურული ჟურნალია, ყველგან, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, დეტ­რო­იტში, სან-ფრანცისკოში, ბოსტონში.  ჩვენს კონგრესზედაც ამერიკანელი მწე­რალი უოლდო ფრანკი აცხადებდა: „დაბოლოს, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ [მე] მივედი იმ დასკვნამდე, რომ მე მხარი უნდა დავუჭირო იმ პარტიას, რო­მელ­მაც შექმნა საბჭოთა კავშირი და რომელიც შეერთებულ შტატებში მიდის ყვე­ლაზე წინ, პირველი, სახელდობრ, კომუნისტური პარტია. თუ კონგრესი შე­იმუშავებს მოქმედების გეგმას, თუნდაც არასრულ გეგ­მას, რომლის მი­ხედ­ვითაც ყველა ქვეყნის გონებრივი მუშაკები და მუშები შე­ისწავლიან თავ­დაც­ვის სტრატეგიასა და შეტევის ტაქტიკას, ამ შემთხ­ვე­ვა­ში მწერალთა კონ­გრე­სი, რომელიც 1935 წ. მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი ის­ტორიული თარიღი იქ­ნება“. როგორც ამე­რი­კა, ისე დანარჩენი ქვეყნები, აიღეთ საფრან­გეთი, აიღეთ ანდრე ჟიდი, ანდ­რე მალრო... მე ვაცხადებო, სთქვა ანდრე ჟიდმა, რომ კულ­ტურის მტრები არი­ან ფაშისტები - ჰიტლერელები და ჩემი ქვეყნის ნა­ცი­ონალისტები, რომ ბურ­ჟუაზიას დაღუპვა მოელის და განადგურება. კა­პი­ტა­ლიზმი ჰკვდება და იხრწ­ნება, [და] თავისი გახრწნით [აიღეთ გერმანია] იგი აავა­დებს თავის კულ­ტუ­რას და ლიტერატურას. ანდრე ჟიდი მოუწოდებდა მწერ­ლებს, მიაპყრონ თვალ­ნი ერთად ერთ ქვეყანას, რომელსაც ახალი იმე­დე­ბი მოაქვს მსოფ­ლი­ოსათ­ვის.

                                                                                  *

     [და აი,] პარიზში, მიტუალიტეს [დარბ.] სასახლეში მძლავრად გაისმა მსოფ­ლიო ლიტერატურის კოლეკტიური ხმა. ეს იყო პირველი მსოფლიო კონგ­რე­სი, რომლის საზოგადოებრივი მნიშვნელობა კოლოსალურია.
     ანდრე ჟიდი, თითქმის ოთხმოცი წლის [ანდრე ჟიდი] მოხუცი, თა­ნა­მედ­რო­ვე საფრანგეთის ერთი უუღრმესი და უმახვილესი მხატვართაგანია, არა თუ უფრო და უფრო უახლოვდება სოციალურ მოტივებს და ამჟღავნებს კა­პი­ტალისტური საფრანგეთის ახალგაზრდობის კრიზისს („ყალბი ფულების მჭრელ­ნი“), ამჟღავნებს თანამედროვე საფრანგეთის კოლონიალურ პო­ლი­ტი­კას („მოგზაურობა კონგოზე“), იგი გაბედულად და ხმამაღლა [აცხადებს] ფარ­დას ხდის სიყალბეს დებულებისას, რომ კაპიტალიზმი აძლევს ინ­დი­ვი­დუ­უმს უსაზღვრო ინიციატივას ცხოვრების მშენებლობაში. [მსოფლიო კონგ­რეს­ზე] ოდესმე კი, შესაძლებელია, არავინ არ ყოფილა ისე საშიშრად შე­ტო­პი­ლი ინდივიდუალიზმში და ესტეტიზმში, როგორც ანდრე ჟიდი. მაგრამ ინ­დი­ვიდუალიზმისადმი ზურგის შექცევა მისთვის იყო აუცილებლობა, რაკი მან ნათ­ლად და ამ გზით გახსნა ის ახალ სასიცოცხლო წყაროთა აღმოჩენა. [ო, ეს ვრცე­ლი ისტორიაა!].
     [ამ გამოსვლით ანდრე ჟიდმა გაიმარჯვა თავის თავზე].
     [ვისზე უნდა გაიმარჯვოს მან].
     [საკითხი „კეთილისა“ და „ბოროტზე“, მისი სხვადასხვა ვარიაციები, გუ­ლახ­დილად უნდა ვსთქვა, მე [არ] ნაკლებად მაინტერესებდა. ჩემთვის სა­ინ­ტე­რესო იყო, თუ ჩვენ გვექნებოდა საერთო შეხედულება [ფაშიზმის სიმპ­ტო­მებზე] მიხაკისფერ შეშლილობის სიმპტომებზე და სხვ.].

                                                                                        *

ანდრე ჟიდის სიტყვიდან:

     საფრანგეთის ლიტერატურაში შეიძლება აღინიშნოს ერთი ასეთი უც­ნაუ­რი მოვლენა: დიდი მწერალი და გენია ვერ მიდიან თანამედროვეებისადმი. ვის­თ­ვის სწერს იგი? თავისთავისთვის? არა! მაგრამ მისი ურთიერთობა მკითხ­ვე­ლებისადმი მიდის არა სივრცეში, არამედ დროში. მისი მკითხველები გაფან­ტულ­ნი არიან მომავალში. მე ვფიქრობ, მაგალითად, სტენდალზე, რო­მელ­მაც [რა­ტომღაც] როგორღაცა სთქვა, რომ მისი მკითხველები ჯერ კიდევ არ და­ბა­დებულან. არ დავფარავ, რომ მე მეუცხოვება საბჭოთა მწერლების ყრილო­ბა­ზე სხვადასხვა დელეგაციის ხმები: „აგვწერეთ ჩვენ, გამოგვაჩინეთ ჩვენ“. ლი­ტერატურა მხოლოდ სარკე არ არის. უკანასკნელ დრომდე სსრ კავ­ში­რის ლი­ტერატურა კმაყოფილდებოდა ასეთი როლით და მან მოგვცა ჩვენ რი­გი მნიშ­ვნელოვანი ნაწარმოებების, მაგრამ იგი ამაზე არ უნდა შეჩერდეს, აუცი­ლებ­ლად საჭიროა - და ეს ლიტერატურის უმთავრესი ამოცანაა - და­ვეხ­მაროთ ახალ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვიყვარს,  განთავისუფლდეს ყალ­ბი სახეე­ბი­საგან, გამაგრდეს, დაამკვიდროს თავისი თავი, გამოერკვიოს. ამის შე­სა­ხებ საუბრობდენ ყრილობაზე გორკი და სხვ. ლიტერატურა არ კმა­ყო­ფილდება მი­ბაძვით, იგი [გან]მარტავს, წინადადებას იძლევა, იგი ჰმნის, სსრკ-ი ჩვენ­თვის დღეს ჯერარნახული მნიშვნელობის სანახაობაა, უზარმაზარი იმე­დია, პირ­დაპირ ვიტყვი: მაგალითია. ეს ის ქვეყანაა, სადაც [ქვეყანას შეუძ.] მწე­რალს შეუძლია ურთიერთობა იქონიოს მკითხველთან... მე ვიცი კარგი წიგ­ნე­ბი საბჭოთა ლიტერატურის. მაგრამ ჩვენ ველით მათგან სულსა და [ტანს] ხორცს ახალი ადამიანისას. საბჭოთა კავშირმა უკვე მოგვცა ბრძოლა, ჩა­სა­ხე­ბა, მშობიარობა. იმედიანად ველი მე მათგან დიდ ნაწარმოებთ, რომ­ლებ­ში­დაც მწერალი წინ უსწრებს სინამდვილეს და უჩვენებს ახალ გზებს.
     (დიდი შთაბეჭდილება მოახდინა).

 

                                               ანდრე მალრო

     [უკეთესი წიგნთაგან - ამბობდა ჰანრი ბარბიუსი, ეს არის] [არც დავფიქ­რდე­ბი და] [უკეთესი წიგნთაგანი].
     - უფიქრებლად და გრძელი სიტყვის გარეშე ვიტყვი, - ამბობდა ბარბიუსი, - თანამედროვე საფრანგეთში ერთ-ერთი უკეთესი წიგნთაგანია მალროს „ზიზ­ღის ხანა“. ჰანრი მალრო - მეტისმეტად, არაჩვეულებრივად უყვართ საფ­რან­გეთში და მთელს ევროპაში. მას უკვე აქვს მსოფლიო სახელი, რომელიც კი­დევ უფრო გაიზრდება, თუ მხედველობაში მივიღებთ ჰანრი მალროს ახალ­გაზ­რ­დობას.

                                                                                  *

ჰენრიხ მანნის მიერ კონგრესზე წარმოთქმულ სიტყვაში  [რომელიც მან წარ­მოთქვა] წინანდელი დაბნეულობისგან იოტიც არა სჩანდა. მთელ დე­და­მი­წაზე გაისმოდა დიდი მხატვრის მაგარი და ნათელი სიტყვები: გერმანიის ნა­ციონალისტები იბრძვიან ყველაფრის წინააღმდეგ, რაც კი რამ [არის] შე­უქ­მ­ნია  უკეთესი კაცობრიობის აზროვნებას უკანასკნელ ხანებში. მათ სწა­დი­ათ, დაამხონ და გაანადგურონ მარქსიზმი. მაგრამ მარქსიზმი [აუღებელი] ისე­თი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც იდიოტები ვერასდროს ვერ აიღებენ და ახ­­ლოა ის დრო, როდესაც მარქსიზმი ძირს დასცემს მათ ბატონობას... ჰენრიხ მან­ნი ღირსეულად ჩადგა კულტურის ოსტატების იმ პირველ [წყება] რიგში, რო­მელთაც შეიგნეს, რომ საბჭოთა კავშირი და პროლეტარიატი - ეს არის სა­უ­კეთესო ფორმა მსოფლიო მიღწევების უმაღლესი კულტურის.

                                                                                    *

     კონგრესის კულუარებში ბევრს ლაპარაკობდენ თანამედროვე გერმანიის [რე­ვოლიუციონურ] მწერლობის შესახებ. ბევრი, მსოფლიო სახელის მქონე გერ­მანელი მწერალი, ეხლა ემიგრანტია, როგორც, მაგალითად, ჰენრიხ მანნი, ფე­იხტვანგერი და სხვ. თვით გერმანიაში კი, არალეგალურ პირობებში, მუ­შა­ობს მთელი რიგი რევოლიუციონური მწერლების. მათ აქვთ ძლიერი არა­ლე­გა­ლუ­რი ლიტერატურა. კონგრესის დელეგატები [გაოცებით ამბობდენ] უმ­ხურ­ვა­ლესი სიმპატიით ამბობდენ, რომ არც ერთი ქვეყნის მწერლობას არ გა­ნუც­დია ის შემაშფოთებელი სიცოცხლის დრამა, რომელიც [განიცადა] წილად ხვდა გერ­მანიის რევოლიუციონურ მწერლობასო. [ამბობდენ იმ პირობებზე] დე­ლე­გატები საუბრობდენ ხმა დაბლა (ვინაიდან ტრიბუნაზე ამ დროს ორატორი ლა­პარაკობდა) იმ პირობებში, როდესაც გერმანელ მუშას სიკვდილით სჯიან ისე­თი ორგანიზაციის წევრობისათვის, როგორც რემედასია, არალეგალური მწერ­ლობა ახერხებს ენერგიულ მუშაობას, - [ამბობდენ] დასძენდენ ისინი.
     ამ დროს, მოულოდნელად, დარბაზში სინათლე შენელდა.. სინათლე შე­ნელ­და იმდენად, რომ უამრავ ფოტოგრაფებს საშუალება არა აქვთ იმუშაონ. სი­ნათლე შენელდა და თანაც სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ტრიბუნაზე გა­მოჩნდა უცნობი შავი სათვალეებით, გრიმში, მან დაიწყო სიტყვა, მისი ხმა ჯერ სუსტად ისმის დარბაზის შორეულ კუთხეებში, ვინაიდან [რადიო გ.] მიკ­რო­ფონი-გადამც. გამოღებულია, უცნობის ხმა თანდათან ძლიერდება: „ის გა­რე­მოე­ბა, ამბობს უცნობი, - რომ დასავლეთ გერმანიის მწერალთა ან­ტი­ფა­შის­ტურ­მა ჯგუფმა გამომაგზავნა ამ ყრილობაზე - ამტკიცებს, თუ რა მნიშვ­ნე­ლო­ბას ვაძლევთ ჩვენ ამ [ყრილობას] შეკრებას, სულის თავისუფლებისათ­ვის, მშვი­დობიანობისათვის, წინსვლისათვის მებრძოლთა შეკრებას. ადვილი არაა მე­სამე იმპერიაში ამ იდეალებისათვის ბრძოლა. სიმართლის სიტყვა ფეხ­ქვეშ გა­თელილია და ვინც ხმას ამოიღებს, საწამებლად მიჰყავთ. მიუხედავად ამი­სა, გერმანიაში არსებობს არალეგალური, იატაკქვეშ მყოფი ლიტერატურა. ასო­ბით ადამიანები უსხედან საწერ მანქანებს მუდმივ [შიშში] მოლოდინში: სა­ცაა კარებს შემოაღებს გესტაპო და იკითხავს: „რასა სწერთ თქვენა?“ მე არ [მოგიყვებით] დავიწყებ აქ ლაპარაკს გიტლერის გერმანიაში ცხოვრების შე­სახებ. ამის შესახებ ამბობს ის სამი რომანი და ორმოცდაათი მოთხრობა, რო­მელიც ჩემმა ჯგუფმა ჩემთან ერთად აქ გამოგზავნა. არ არსებობს არა­ვი­თა­რი მიხაკისფერი კედელი, რომელსაც შეეძლება ჩვენი თქვენდამი და თქვე­ნი ჩვენდამი დაშორება. როცა ჩვენ შეუძლებელი გზებით მივიღეთ გაზეთები გერ­მანელი მწერლების პარიზული ჯგუფისა, თქვენის წერილით, ჰენრიხ მანნ! რო­ცა ჩვენ წავიკითხეთ გერმანიის ხალხისადმი მიმართული მოწოდებანი რო­მენ როლლანისა და ჰანრი ბარბიუსის, როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ანდრე მალ­­რომ დასწერა წიგნი გერმანიის შესახებ, - ჩვენმა გულმა უფრო ძლიერ და­­იწყო ცემა. ჩვენ მივიღეთ აგრეთვე ანტოლოგია 43 ემიგრანტი მწერლის. შე­ეძლოთ თქვენი [გერმანიიდან] სამშობლოდან გაძევება, მაგრამ თქვენ ის ვერ წაგართვესთ. გერმანია იყო მოაზროვნეების, დისპუტების და ჯალათების ქვე­ყანა, მაგრამ გერმანია ეს არაა ფაშისტები. გერმანია [გუში.] ხვალინდელი დღის, გერმანია თავისუფლებისა [უკვე] იბადება. ჩვენ მისთვისა ვსწერთ, ჩვენ მისთვის ვიბრძვით“.
     ადამიანი შავს სათვალეებში სცენიდან გავიდა, მაგრამ მთელი დარბაზი, რო­გორც ერთი კაცი, ფეხზე სდგას, დარბაზი აღელვებულია, დარბაზი ტა­შის­ცემით გრგვინავს. ეს იყო დიდი გენიით დაჯილდოვებული სიტყვა, მასში ფეთქ­და ენერგია, ინტელექტუალური ენტუზიაზმი, ნიჭი, [ეს უეცარი] იყო აფეთ­ქება, [იყო] კონდენსაცია. ეს იყო მთელი პოემა და, თუ მართალია ედგარ პო, რომ პოემაში ისე, როგორც რომანში ან ნოველაში ყველაფერი უნდა ისწ­რა­ფებოდეს კარგი დასკვნისაკენო, უცნობის გამოსვლის შედეგიც არაჩ­ვეუ­ლებ­რივად კარგი იყო: მან მთელ კონგრესზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მო­ახ­დინა.

                                                                                    *

     ჰექსლი.

     მეტისმეტად საინტერესო მწერალია [ამხანაგებო, ჰექსლი] ოლდოს  ჰექს­ლი. იგი გამოსულია ინგლისის ბურჟუაზიული წრიდან. პაპამისი, [იყო] ტომასი, იყო სახელგანთქმული დარვინისტი და ბიოლოგი, ძმა - ჯულიანი - ცნობილი ბუ­ნებისმეტყველია. თვითონ [მასაც] მას კარგად აქვს შესწავლილი ლონ­დო­ნის მეცნიერებისა და ლიტერატორების ცხოვრება და თავის ადრინდელ შე­მოქ­მედებაში [ის სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1918 წელს] ასახული აქვს ამ წრის ყოფაცხოვრება, იდეები. მისი ადრინდელი მოღუშული ფანტაზია და­მა­ხასიათებელია ინგლისელი ინტელიგენტებისათვის, რომელთაც კრიზისის წლებ­ში საბოლოოდ დაჰკარგეს რწმენა მომავლისადმი. მაგრამ ტომას ჰექსლი ეკუთ­ვ­ნის ინტელიგენციის იმ მოწინავე ნაწილს, რომლებშიაც ფაშისტური სი­ნამდვილე იწვევს ზიზღს. ჰეკსლი ჩადგა ფაშიზმისაგან კულტურის დამცველ აკ­ტიურ [წევრთა] მწერალთა შორის. [იგი თანდათან მემარცხენე ხდება. ჰეკს­ლი მეტის მეტად საინტერესო ფიგურაა დასავლეთის ლიტერატურაში] და ეს გა­რემოება მით უფრო საყურადღებოა [ევროპის] ინგლისის ჰავაში; [ევროპაში] იქ ხომ ჰავა კაპიტალისტური ბაცილებითაა სავსე, კოხის ჯიუტ ბაცილებზე უარე­სი ჰავა.. რა კი ეს მან შეიგრძნო, ეს კაცი ეხლა თავისი ხელით ანგრევს თა­­ვის სახლს.

                                                                                         *

     ჟიულიენ  ბენდას  გამოსვლის შესახებ „პტი პარიზიენი“ აღნიშნავდა: „[მაგ­რამ კონგრესი მიდის უფრო შორს] აი, ნათელი გამოსახულება ჟიულიენ ბენ­დას მიერ წამოყენებული პრობლემებისა: [უძველესი კულტურა და­სავ­ლე­თისა,] საბერძნეთისა და რომის კულტურების მემკვიდრემ, დასავლეთის ძველ­მა კულტურამ, ძველებურად უნდა შეასრულოს თავისი მისსია, თუ მან [უკან] უნდა დაიხიოს ახალი დოქტრინის წინ, [ის] იმ დოქტრინისა, რომელიც ცვლის სულის პრიმატს - ეკონომიკის პრიმატით? [წინადაუდებს მწერლებს] აქეთ­კენ მოუწოდებს კომუნისტური ეთიკა - მწერლებს, რომელთა მო­ვა­ლეო­ბაა ამ იდეების გავრცელება ყველა ფორმებში მაშინ, როდესაც დასავლეთის კულ­ტურა განისაზღვრება ინტელექტუალურისა და ადამიანურის წმინდა კავ­ში­რით“.
     ადვილი გასაგებია, საითკენ მივყევართ ჩვენ ამ ეთიკას. აუცილებლად სა­ჭიროა, რომანისტისა, კრიტიკოსის და პოეტის შესაძლებლობანი უფრო გა­ფარ­თოვდეს. თუ კონგრესმა მოახერხა კონკრეტიულად ჩამოაყალიბოს ეს ეთი­კა, იგი გაუწევს დიდს დახმარებას კაცობრიობის აზროვნებას, რომელიც აგ­რეთვე განიცდის კრიზისის პერიოდებს.

                                                                ერი და კულტურა
                                                ჰანრი ბარბიუსის სიტყვა

     24 ივნისი, საღამო.

     თავმჯდ. ნექსე და გეენო.
     დიდის მოხსენებით გამოვიდა ჰანრი ბარბიუსი, რომელმაც მიუთითა, რომ ეროვ­ნული თავისებურებანი - ასე აუცილებელნი კულტურის თა­ვი­სე­ბუ­რები­სათ­ვის (?) ფაშისტური ბურჟუაზიის ხელში გადაქცეულია [განხ.] კა­ცობრიო­ბის განთიშვისა და ამოჟლეტის იარაღად. კულტურის [ეროვნულ] ნა­ციო­ნა­ლურ ხასიათს არავითარი საერთო არა აქვს ფაშისტების ნაციონალისტურ-რა­სიულ თეორიებთან. ამის დამამტკიცებელი მაგალითია საბჭოთა კავშირი, სა­დაც ჰყვავის ფორმით  ნაციონალური და შინაარსით სოციალისტური კულ­ტუ­რა, რაიც კულტურის პრობლემის ჭეშმარიტი გადაჭრაა.
     შემდეგ გამოვიდა კოლასი (...).
     [კონგრესს მიესალმა ოსმალეთის..]
     კოლასის შემდეგ გამოდის ბულგარეთის მწერალი  სოკოლოვი. ის მბობს ფა­შიზმის შესახებ - ბულგარეთში: „თუმცა ეს ქვეყანა ტერიტორიულად ძლი­ერ მცირეა, - მაგრამ სიმხეცეში, [და] ჯალათობაში, სისხლისმსმელობა არაფ­რით არ ჩამოუვარდება გერმანიასო“.
     [კონგრესმა მოისმინა] კონგრესი დიდხანს ტაშს უკრავდა გერმანელი მწერ­­ლის მარხვიცის სიტყვას, რომელიც მოუყვა კონგრესს, [იმ] თუ როგორ გახ­და იგი პროლეტარული მწერალი.
     მქუხარე ტაშისცემით შეხვდენ საბჭოთა აზიის დელეგატს ლახუტის, რო­მელ­მაც მოუყვა კონგრესს, თუ როგორ ეკითხებოდენ მას კონგრესის მიზ­ნებ­ზე და მონაწილეებზე ტაჯიკისტანის კოლმეურნეები. როდესაც მე მათ ავუხ­სენი ყველაფერი, ერთმა ბიჭმა მკითხა: როგორ იქნება ფრანგულად მი­სალ­მებაო, მე ვუთხარიო „სალიუ“. როდესაც პარიზისკენ მიმავალი მა­ტა­რე­ბე­ლი დაიძრა, ამ ბიჭმა შესძახა ლახუტის: ლახუტი, გადაეცი კონგრესს ჩვენ­გან [„Salu“] „სალჲუ“. და მანაც გადასცა ეს სიტყვები კონგრესს და აგრეთვე 170 მილიონიანი სამშობლოსაგან. ამ სიტყვებმა მქუხარე ტაში გამოიწვია.
     შემდეგ მან გააკეთა დიდი მოხსენება [საშუალო] შუააზიის ჩამორჩენილ ეროვ­ნებების კულტურის აღორძინების შესახებ ოქტომბრის შემდეგ.
     შემდეგ გამოვიდა უკრაინის დელეგატი მიკიტენკო, რომელმაც სთქვა, რომ უკრაინა იყო მეფის კოლონია და ეხლა კი წარმოადგენს აყვავებულს საბ­ჭოთა რესპუბლიკას, რომ მისი საკოლმეურნეო მინდვრები გაშუქებულია აკა­დემიებით, კულტურის სასახლით, დნეპროგესით. [შემდეგ იგი შეეხო უკ­რა­ი­ნის [მხა] ლიტერატურასა და მწერლობას.
     ცნობილმა გერმანელმა მწერალმა, რუდოლფ ლეონგარდმა  (თავმჯ­დო­მა­რე გერმანიის მწერალთა საზოგადოების, რომელიც აღდგენილია ემიგ­რა­ცი­ა­ში) განაცხადა, რომ მარქსიზმი უაშკარავებს მწერლობას ისტორიულ სი­მარ­თ­ლეს, ამდიდრებს შემოქმედებას და უზრუნველჰყოფს მას და­მოუ­კი­დებ­ლობით.
     სხდომა დამთავრდა ლატვიის მწერალი ქალის ოსტრა ოსალის, სა­ბერძ­ნე­თის მწერალი ქალის ლილიკა ნაკოსის და პორტუგალიის მწერლის კორ­ტე­ცა­ოს გამოსვლებით].
     (გორკის წერილი).

 

                                    მწერლები და საზოგადოება

     ამ საკითხის შესახებ პირველად გამოვიდა ცნობილი გერმანელი მწერალი ჰენ­რიხ მანნი, რომელსაც ოვაციებით შეხვდენ. ჰენრიხ მანნი მიესალმა საბ­ჭო­თა მწერლებს, ხაზი გაუსვა იმ მდგომარეობას, რომ საბჭოთა კავშირში მწერ­ლე­ბისათვის შექმნილია მუშაობის კარგი პირობები და უსურვა მათ წინსვლა, და რომ მათ უძღვნან კაცობრიობას საუკეთესო ნაწარმოები. „ეს სურვილი, - გა­ნაგრძო ჰენრიხ მანმა, - გაისმის განსაკუთრებული სახით იმ ადამიანისაგან, რო­მელმაც დაჰკარგა თავის სამშობლოში ლაპარაკის, წერის და ფიქრის უფ­ლე­ბა. საბჭოთა კავშირში, - განაგრძობდა მანი, - ჩვენ ვხედავთ კულტურის უზარ­მაზარ ზრდას, ცოდნისა და ხელოვნებისადმი ლტოლვილებას... მოს­კოვ­ში საბჭოთა მწერლების ყრილობაზე გამოდიოდენ გლეხები, რომლებმაც ერთ დროს წერა-კითხვაც არ იცოდა და ეხლა კი დიდი მწერლებია; გერმანიაში ჩვენ ვხედავთ სულ სხვა სურათს. მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერები გან­დევ­ნილია, მათი წიგნები კი ცეცხლს მიცემულნი. იმათ ადგილას და­ყე­ნე­ბულ­ნი არიან უცოდინარი ჩინოვნიკები ფაშისტური აპარატის“.
     მანნის სიტყვები [მქ. ოვაციები] დაჰფარა მქუხარე ტაშისცემამ.

                                                სიურეალიზმი

     ამას წინად იყო ერთ-ერთი გამოფენა ფრანგი სიურეალისტების [მხატვ­რე­ბის]. ყველაზე მეტად განცვიფრებაში მოჰყავდა ხალხი ერთს სურათს წარ­წე­რით: „საათი“. ჩვეულებრივი ჯიბის საათები, მიმოფანტულნი ზღვის ნა­პი­რას, რუხი ცისა და კლდეების ფონზე. ზოგი საათი ეწყო უფორმოდ, როგორც ცო­მი, სხვები ეკიდა გადაჭრილ ხეზე, უფორმოდ ჩამოღუნული, მესამენი იწ­ვე­თებოდენ, როგორც ფისი ხის სწორკუთხიან განაპირებზე. დეფორმირებული სა­ა­თია. მათ მიიღეს წარმოუდგენელი, [ბოდვის მსგავსი] ბოდვითი [ქი­მე­რიუ­ლი] სახე. ნატიურმორტი გახდა ნამდვილ მსხვერპლად, იმ ნატურად, რო­მე­ლიც დადაღულია სიკვდილის საშინელებით. ისეთი აუტანელი გახრწნის სუ­ნით იყო აღსავსე ეს [სურათი] ნაწარმოები, რომ მისი ფოტოსურათის შე­ხედ­ვაც კი გეძნელებოდა და არასასიამოვნო იყო: - „გაყინული კოშმარი“, როგორც [გა­მოსთქვა] დაარქვა ამ სურათს ერთმა კრიტიკოსმა.
     აი, დაახლოებით რა არის სიურეალიზმი. იგი შეყვარებულია სიკვდილზე, გა­ყინვაზე, იგი აღტაცებულია მითი, იგი ლაპარაკობს მასზე სიყვარულით, პა­ტოლოგიური გულდასმით, სიცოცხლისადმი გულგრილობით. ეს რაღაც გვა­რი გასტრონომი და დეგუსტატორია სიკვდილის. მათი მკითხველებია ყო­ველ­გ­ვა­რი პატოლოგიური ტიპის ხალხი.

 

                                          პიროვნების თავისუფლება

                                                         ალექსეი ტოლსტოი

     ბურჟუაზიულ საზოგადოებაში, რომელიც ხმა მაღლა გაიძახის შე­მოქ­მე­დე­ბის თავისუფლებაზე, შემოქმედება შებორკილია. ბურჟუაზია თავ­გა­მო­დე­ბით უკარნახებს მწერლობას, თუ რაზე სწერონ მათ. ალექსეი ტოლსტოიმ კონ­გ­რესზე მოიყვანა ლენინის ციტატა: „თავისუფალი ხართ თქვენ, ბ. მწე­რა­ლო, თქვენი ბურჟუაზიული გამომცემელისაგან? თავისუფალი ხართ თუ არა თქვენ თქვენი ბურჟუაზიული საზოგადოებისაგან, რომელიც მოითხოვს თქვენ­გან პორნოგრაფიას, პროსტიტუციას „წმინდა“-ზე „დამატების“ სახით? [გა­ნა] ეს აბსოლიუტური თავისუფლება ხომ ბურჟუაზიული ან ანარქიული ფრა­ზაა! იცხოვრო საზოგადოებაში და იყო თავისუფალი საზოგადოებისაგან, - ეს შეუძლებელია. თავისუფლება ბურჟუაზიული მწერლისა, მხატვარის... არის მხოლოდ ნიღაბდაფარებული დამოკიდებულება ფულის ტომარისაგან, მოს­ყიდვისაგან, რჩენისაგან“. ლენინი ასე ამბობდა და ასეც არის, - გა­ნაგრ­ძობს ტოლსტოი, - აბსოლიუტური თავისუფლება პიროვნებისა არ არსებობს; პი­როვნებას მცხოვრებს საზოგადოებაში, რანაირადაც არ უნდა უნდოდეს მას, არ შეუძლია მისგან გამოყოფა. ტოლსტოი ამბობს, რომ ჩვენს საბჭოთა კავ­შირში ყველაფერი კეთდება, [ყველაფერი] იქმნება ყოველნაირი აუცი­ლე­ბე­ლი საშუალება პიროვნების განთავისუფლებისათვის, პიროვნების ბედ­ნიე­რე­ბისათვის. იგი ლაპარაკობს, რომ [პიროვნებაში] ადამიანში არსებობს შე­მოქ­მედების განუსაზღვრელი წყაროები, რაც უნდა გაიხსნას, რისთვისაც სა­ჭი­როა შეიქმნას შესაფერისი პირობები, როგორც საზოგადოებრივი, ისე მა­ტე­რიალური, და საბჭოთა მთავრობაც სწორედ ასე სჩადის. ტოლსტოი უმა­ტებს, რომ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა გვეშენებინა ის გიგანტები, რომ­ლებიც ეხლა შენდება, თუ რომ საზოგადოებრივ წყობილებას არ გა­მო­ეწ­ვია მცხოვრებ მასსაში შემოქმედებითი ძალები. ტოლსტოის მაგალითად მოჰ­ყავს მეტრო, რომელიც შენდებოდა და შენდება ენტუზიაზმით, ყოველნაირ ძა­ლადატანების გარეშე. საბჭოთა კავშირში პიროვნება [დამოკიდებულია] და­კავ­შირებულია საზოგადოებაზე, მაგრამ ეს კავშირი ძალდატანებული და გან­საზ­ღვ­რული არ არის, პიროვნებისთვის იქმნება პირობები მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თის ძალების გამოსაჩენად. მიზანი ჩვენი კავშირისა, ეს არის გა­მომჟ­ღავ­ნე­ბა ადამიანური გენიის უმაღლეს სოციალურ თავისუფლების პირობებში. მი­ზანი მხატვარის, როგორც მშენებელის კაცობრიობის სულიერი ცხოვრების, ამო­იღოს სინამდვილისაგან მხოლოდ მისი ტიპიური, შეკრიბოს იდეები, ფაკ­ტე­ბი და წინააღმდეგობანი ცოცხალ დინამიურ სახეობაში და უჩვენოს მას რე­ა­ლური გზა, რეალური მომავლისაკენ. ჩვენ რეალისტები ვართ, ჩვენ ვდგე­ვართ ახალი ადამიანის დაბადების სასწაულის წინაშე. ჩვენ მოვალენი ვართ პლას­ტიკურად გავაფორმოთ იდეები ამ საზოგადოებისა და მისი ადამიანის. სტილს საბჭოთა ხელოვანისას ჩვენ ვუწოდებთ ფრთოვანს, ანუ რომანტიულს, ან­და, საბოლოოდ, სოციალისტურ რეალიზმს“. ასეთი იყო დაახლოებით, მეტად ში­ნაარსიანი გამოსვლა ალექსეი ტოლსტოის (ამბობენ, რომ ამის შემდეგ).

                                                                                            *

     ... და სრულიად არა შემთხვევითი იყო, როცა მიხაილ კოლცოვმა მოიგონა პა­რიზში 1872 წ. მოწვეული კონგრესი, [მოწვეული პარიჟში 1872 წ.] რომელსაც თავ­მჯ­დომარეობდა ვიქტორ ჰიუგო და რუსეთის დელეგაციის [წინამძღვარი] მა­მამთავარი კი იყო [სახელ]განთქმული მწერალი ტურგენევი; [რომელმაც] ტურ­გენევმა მაშინ განაცხადა: „ასეა თუ ისე, რუსული დამწერლობა არ­სე­ბობს, მან ევროპაში მოიპოვა მოქალაქეობრივი უფლება. ჩვენ შეგვიძლია სი­ა­მაყით [და­ვასახელოთ] ჩამოვთვალოთ თქვენთვისაც ცნობილი სახელები ჩვე­ნი პოე­ტე­ბის: პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის [თქვენ თვითონ მიოწვიეთ კონ.] და პროზაიკოსები: კარამზინი, გოგოლი. თქვენ თვითონ მოიწვიეთ რუ­სე­თის მწერ­ლები საერთაშორისო სალიტერატურო კონგრესზე მონაწილეობის მი­სა­ღებად - თანაბარუფლებიანობის საფუძველზე. ორასი წლის წინად, ჩვენ მო­ვისწრაფებოდით თქვენკენ, არ გიცნობდით რა თქვენ. ასი წლის [წინად] შემ­დეგ, ჩვენ ვიყავით თქვენი მოწაფეები, და ეხლა თქვენ გვიღებთ, როგორც თა­ვის ამხანაგებს. და, ფაკტი არაჩვეულებრივი და გაუგონარი რუსეთის მა­ტი­ანეებში, - წყნარს, მშვიდობიან მწერალს, არა დიპლომატს, არა სამხედრო პირს, [არავითარი ჩინის] არ მქონეს ჩვენს სოციალურ იერარქიაში არავითარი ჩი­ნისა, აქვს პატივი [წარსდგეს და ილაპარაკოს] გამოვიდეს თქვენს წინაშე და მიესალმოს პარიჟში საფრანგეთს, [და მოქადაგეებს] დიადი იდეებისა და კაც­თ­მოყვარე მისწრაფებათა მქადაგებლებს“. კოლცოვმა აგრეთვე გაიხსენა ის, რომ ტურგენევის გადამეტებულმა თავმდაბალმა გამოსვლამ გამოიწვია რუ­სეთის პრესაში დიდი უკმაყოფილება. რიგი ჟურნალ-გაზეთებისა პრო­ტესტს აცხადებდა ეპოქის დიდი მწერლების [არხსენების გამო] (ლევ ტოლს­ტოი, დოსტოევსკი, შჩედრინი, ჩეხოვი [გორკი]) არ მოხსენიების გამო. კოლ­ცოვ­მა გადაჭრით განაცხადა, რომ მწერლის „ჩინი“, მისი როლი თანამედროვე რუ­სეთის საზოგადოებაში მთლიანად შეიცვალა. საბჭოთა ლიტერატურა [არა თუ] ასახავს არა მარტო ცხოვრების მოვლენებს, ეძებს მასში არა მარტო [და­ხა­სიათებას] ხასიათს, ტენდენციებს, მოვლენებს, რომ იგი თვითონ აკტიურად იჭ­რება ამ ცხოვრებაში. მწერალი არა მარტო ასახავს საზოგადოებას, არამედ გა­მოდის, როგორც ყველაზე აკტიური, მოწინავე ელემენტი საზოგადოებისა. საბ­ჭოთა მწერალს შეუძლია დაინახოს, თუ როგორ ცვლის ცხოვრებას მისი წიგ­ნები, მაშინ როდესაც ფრანგი ენციკლოპედისტები, საზოგადოებრივ ცვლი­ლებათა გამომხატველნი, ათეული წლებით უცდიდნენ, სანამ მათი იდეე­ბი იფეთქებდენ დიდი რევოლიუციის ცეცხლით. ჩვენი მკითხველი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ სხვაგვარია, ხედვა და სმენა მას გამახვილებული აქვს. რამდენიმე მი­ლიონმა მუშამ და გლეხმა მიიღო რა უმაღლესი განათლება, ისევ დაუბრუნდა ქარ­ხ­ნებსა და მინდვრებს [ასე რომ] და ამგვარ აუდიტორიასთან ავტორს არ შე­უძ­ლია ჰქონდეს ზერელე ნაცნობობა, უბრალო ქუდის მოხდით. დადებითი და უარყოფითი გმირები სწავლობენ თავიანთ თავს ავტორების გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბებში, ხელოვანის გამოგონება გადადის ნამდვილ ცხოვრებაში. წიგნები ცვლი­ან ცხოვრებას. კოლცოვი სვამს კითხვას: საზოგადოებაში მწერლის ამგ­ვა­რი როლის გამო, არის თუ არა რაიმე საშიშროება მხატვრულ-ლიტერატურულ შე­მოქმედების არსებისათვის? ხომ არ ჰბორკავს ყოველივე ეს მხატვარს? სიტ­ყ­ვები და სიმღერები ინარჩუნებენ თუ არა თავის პოეტურ სიმშვენიერეს? ხომ არ უხდება მხატვარს მსხვერპლად შესწიროს სილამაზე თავისი რთული კონ­სტ­რუქციების უშიშროებასა და სიმაგრეს? იგი უპასუხებს, რომ მკითხ­ვე­ლი საზოგადოება იძლევა ამის პასუხს, რომ [ეს] "ბევრის მთხოვნელმა სა­ზო­გადოებამ უარჰყო დილემა მორალსა და  მხატვრობას შორის, მან მოითხოვა მა­თი სინტეზი. მან უარყო სქემატიური ნაწარმოები, როგორც მოსაწყენი, ფა­რი­სევლური და ზნეობის მასწავლებელი რამ. იგი აღტაცებით ეგებება წიგ­ნებს, სადაც ადამიანური [ვნებები] ვნება დუღს და მოქმედებს, ასხამს სიცოც­ხ­ლეს და აძლევს მას ახალგაზრდულ ელვარებას.
     კოლცოვი ჰყვება, თუ როგორ შეხვდა იგი შუა-აზიაში მუშას, რომელსაც უამ­რავი წიგნები ჰქონდა თან; შეკითხვაზე, თუ რად უნდა მას ეს წიგნები, მუ­შამ უპასუხა, რომ წიგნები - ცოცხალი ადამიანებია, რომ იგი მათთან სა­უბ­რობს, კამათობს, რომ იგი ასწორებს თავის სიცოცხლეში იმ შეცდომებს, რო­მელიც კი დაუშვია, რომ მას შეჯიბრება აქვს წიგნებთან.
     შემდეგ კოლცოვმა დასვა საკითხი სატირის შესახებ: ამბობენო, გა­ნაც­ხა­და მან, [რა საჭირო უნდა იყოსო სატირა] იქ სადაც მშრომელებმა გა­ი­მარჯ­ვეს, ადგილი არ უნდა ჰქონდეს სატირას, მის მრისხანებასა და შხამს. იგი უპა­სუხებს, რომ [ბევრი] ზოგი რამ საშინელი წარსულიდან კიდევ ცოცხალია, მოჩ­ვენებები და აჩრდილები ჯერ კიდევ აქა-იქ კუთხეებში [მიმალულნი არიან] მი­მალულან, ხანდახან თვით ჩვენშიც, ჩვენს არსებაში, და იგი უნდა და­ვა­მარ­ც­ხოთ. რაც დაფუძნდა თვითკრიტიკის სახელწოდებით, იგი ისახება ლი­ტე­რატურაში სატირის სახით. მწერალი სატირიკოსი ახალს საზოგადოებაში სცვლის თემატიკასა და ტონს. იცვლება თემები და დაცინვის ობიექტები და ამით ტონიც ახლდება. არა სასოწარკვეთილება, არამედ სიამაყე [აფრ­თო­ვა­ნებს] ამეტყველებს დღეს სატირას. მისი სიცილი გესლი კი არ არის, არამედ ში­ნაგანათ სიხარულიანი და ჯანმრთელია". ამგვარი იყო [დაახლო.] მოკლედ, ამხ. მ. კოლცოვის [მეტად] შინაარსიანი და გულწრფელობით ძლიერი სიტყვა.

                                                                  საერთო აზრი

     საერთო [ჩივილის ერთი უმთავრესი მომენტთაგანი ევროპის ქვეყნების] ჩი­ვილი დასავლეთის ყველა დელეგატებისა იყო ასეთი: არის გათიშვა კულ­ტუ­რასა და მასსებს შორის. არ კითხულობენ კარგ წიგნებს, არ დადიან კარგ თე­ატრებში. ადამიანები, რომლებიც ჰქმნიან კულტურის ამა თუ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, მოწყვეტილნი არიან ხალხს. არ არსებობს მათი შეხვედრისათვის სა­ერ­თო ადგილი. ინგლისში მუშები კითხულობენ შპიონურსა და დეტეკტიურ რო­მანებს. იღუპება თეატრი საფრანგეთში (ამის შესახებ სწუხდა დრამატურგი ლე­ნორმანი). მატერიალურად უზრუნველყოფილ წრეებს სჭირდებათ მდარე ლი­ტერატურა, თეატრი - როგორც უბრალო გასართობი. კულტურა ძირს ეშ­ვე­ბა და იღუპება, ვინაიდან მასზე მოთხოვნილება არ არის, იღუპება მაძღართა უიდეო სკეპტიციზმისგან, მუშათა მასსებისაგან მოწყვეტის გამო, [ვინაიდან] მა­შინ, როდესაც ეს მასსა მოწყურებულია სულიერ საზრდოს, მთავ­რო­ბე­ბისთ­ვის არ არსებობს ცხოვრების ეს მხარე. თუ ისინი იჩენენ რაიმე აკტივობას კულ­ტურის სფეროსათვის, ყველა ეს უარყოფითია: იქ ცენზურაა, ფარული ან ცხა­დი. აქ რადიოს კონტროლი და სხვ. და სხვ. კულტურული მწერალი, დრა­მა­ტურგი, პუბლიცისტი გაყოფილია ხალხისგან ეკლებიანი მავთულებით.

                                           პოეზიის შემოსავლიანობა

     გაზეთების ცნობით, პოეზიამ [უკვე] დიდი ხანია შესწყვიტა პოეტების საზ­რ­დოობა, ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში, მაგალითად, ცნობილია მხო­ლოდ ერთი კაცი, რომელსაც 1919 წლის შემდეგ თავისი შემოქმედება აძ­ლევს არსებობის საშუალებას. ეს არისო პოლ ვალერი... ყველა დანარჩენი [მწერ­ლები] პოეტები  იძულებულნი არიან რაიმე სხვა პროფესიით ისაზრდოონ, ისე­თი პროფესიით, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს შე­მოქ­მე­დე­ბას­თან. ჰანრი დე-რენიეს, ალბერტ სამენის, ფრანსსის ჟამმის ლექსებს აღარავინ კით­ხულობს. ერთმა პარიჟის ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ახლახან გა­მო­ით­ვალა, რომ არტურ რემბო, ეხლა რომ ცოცხალი იყოსო, მიიღებდა [თავის წიგ­ნის] თავისი გაყიდული წიგნებიდან შემოსავალს... 100 ფრანკს (7 მან. და რა­ღაცას ჩვენი ფულით, ოქროთი).

 

                                                                  დეტეკტიური რომანები

     ლონდონში არსებობს სისხლის სამართლის რომანისტების კლუბი (დე­ტეკ­ტიური კლუბი). კლუბის ერთი ამოცანათაგანია დეტეკტიური რომანების ხა­რისხის ამაღლება. კლუბის ყოველწლიურ ბანკეტზე, რომელიც წელსაც შეს­დ­გა, მოწვეულ სტუმრების თანდასწრებით ფიცი დასდეს, რომ თავიანთ რო­მა­ნების დახლართულ ადგილებში ამიერიდან აღარ მიმართონ სასიკვდილო სხი­ვებს, საიქიოდან მოსულებს, საიდუმლო კარებს, იდუმალ ჩინელებს, ზე­დამ­ნაშავეებს, შეშლილ მკვლელებს, მეცნიერებისათვის უცნობ შხამს და სხვ.

                                                                                                *

     როდესაც აკვირდები რკალებს სენაზე, იდეათა ასოციაციით გახსენდება უამ­რავი გამწარებული არსება, რომელიც თავს იხრჩობს ამ საზიზღარ და ჭუჭ­ყი­ან მდინარეში, გადაგვარების გზაზე დამდგარი სიცოცხლიანობა, სურვილი და­ღუპვის, უდიდესი დაღლილობა, უარყოფა სიცოცხლის! რომ თავი დააღწიო ამ­გ­ვარ განწყობილებებს, საჭიროა ერთგვარი სიმტკიცე, გაგება იმისა, რომ სუ­ლიერი მხარე ადამიანის ცხოვრებისა არ არის დამოუკიდებელი მა­ტე­რი­ი­სა­გან, როგორც ეხლაც ხშირად [აშუქ.] იმეორებენ მწერლები საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან. ბოგემა უზეცოდ, პაპანაქებაში, ბოგემა უცნობი ქუჩის და­სას­რუ­ლი­დან, ბოგემა მოშხამული სინიდისით, ეს კაპიტალისტური ცხოვრების გა­მო­უს­ვ­ლელობისაგან დამსხვრეული არმია ჯერ კიდევ საკმარისად ვერ მიმხვ­და­რა, რომ იგი გაბმულია ისეთ ობობების ქსელში, როგორიც იყო სახელოვანი მიც­ვალებული სიტროენი. კლოშარი, ლუმპენპროლეტარი, მაწანწალა, გა­რეგ­ნო­ბით უფსკრულებიდან გამოსული მხეცი, საშინელი ლანდი კაპიტალისტური ქვეყ­ნებისა, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ მთელი მისი საუკუნე მიდის სხვე­ბისათვის. სისხლის ლაქა, რომლითაც დადაღულია ევროპის ყო­ველ­დღი­უ­­რი სენსაციების მოყვარული პრესა, გაურბის მილიონების ტანჯვა-წვა­ლე­ბი­სათვის პირდაპირ თვალებში შეხედვას. შიმშილი, წყურვილი, უბინაობა, თვით­მკვ­ლელობანი, აი სურნელოვანი ორხიდეები ევროპის (მინდვრების) მშვე­ნიერი წალკოტების, სიკვდილი - აი პირველი სკრიპკა, აი სოლო და დირი­ჟო­რი ბურჟუაზიული ევროპის შეთანხმებული კვარტეტისა; იქ კი რომელიმე ჰიტ­ლერის შტოის შთამომავალი ჰქმნის ოქროს ლეგენდებს ევროპის კე­თილდ­ღე­ო­ბაზე. პოეტი, რომელსაც შეშლია პარნასის მისამართი, სწერს ისეთ თე­მებ­ზე, როგორიცაა „ცისფერი ლიფი“, „საღამო ალუბლებში“, ესაა სიმპატიური სა­ხის მქონე უსაქმო კაცის ლექსები... მათ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, [როგორ არ შეშფოთდები] ჯერ კიდევ არ შეშფოთებულან ასეთნაირი  ცხოვრების სა­ცო­დავობით, მოუწყობლობით, სიცივით, სიცალიერით, ტალახითა და ჭუჭყით, მაგ­რამ თუ შეშფოთებულან, მაინც თავს იკლავენ, პასიურობის საშინელი და­ღით [მიეშურებიან] ეშვებიან ცივს სამარეში.

 

                                                                            აფიშის ამბავი

     იყო ერთი იმნაირი დღეთაგანი, როგორც ლექსშია:

                           იმ დღეს რომ იყო კოხი და თქეში,
                           პარიზზე ქარის რომ იდგა სვეტი,
                           მძლავრმა გრიგალმა ბულონის ტყეში
                           ხე ამოგლიჯა: ექვსასზე მეტი!

                           ძირფესვიანად გულაღმა დაწვა
                           გადალეწილი ალვა და წაბლი,
                           თანაბრად გრძნობდა სიტყვას: თავდაცვა
                           უბრალო ჩიტი და დირიჟაბლი.

                           ვერსალისაკენ განადგურების
                           აზვირთებული ტბა მიედინა,
                           შემდეგ ეკვეთა რადიო სადგურს
                           და კაბინებს ხმა ჩააწყვეტინა.

                          როგორც ქალს შიშველს სულით და ხორცით,
                          ბულვარს ცის სეტყვა სცემს კმაყოფილი,
                          აცურდა ქუჩა, ნაგები ტორფით,
                          ნიაღვარს მიაქვს ავტომობილი.

 

     [მართლაც, იმ დღეს ასე იყო] [თავსხმა, პარიჟი, „среда“, 27 ივნ.].
     მართლაც ასე იყო: ერთ დღეს [კონგრესის წევრები დელეგატები მიწ­ვე­უ­ლი ვიყავით] ვართ ამხ. პატიომკინთან, სრულუფლებიან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში. უზარმაზარი დარბაზები ვერ იტევენ მოწვეულ სტუმრებს. მასპინძლები გვი­მასპინძლდებიან [შამპანიურით, ხილით და სხვა ატრიბუტებით, როგორც ოფი­ციალურ წვეულებას შეჰფერის]. ყველაფრით, შამპანიურით, ხილით, სუ­ლით, გულით. დღე მშვენიერია, ფანჯრები დაღებულია, [მოსჩანს] მაგრამ მთვლე­მარე წარმომადგენლობის მშვენიერი, ძველი, დაბურული ბაღი უეცრად შე­ირყა. ამოვარდა ძლიერი ქარი, კანკელებმა რეკა დაიწყეს. კარების და­ჯა­ხე­ბა, ღია ფანჯრების დახურვა. წამოვიდა შემდეგ წვიმა და კოხი. [ისეთი გრი­გა­ლი იყო, რომ] არაჩვეულებრივმა გრიგალმა, ბულონის ტყეში, იმ დღეს ექვ­სას­ზე მეტი ხე ძირფესვიანად ამოგლიჯა, სულ წაბლისა და ალვის ხეები, ავ­ტო­მობილების მოძრაობა შეწყდა, ვერსალისკენ მიმავალი [გზა] ხეივანი დაი­ფა­რა მოგლეჯილი ხეებით. წყალმა დაფარა რადიო სადგურის ერთი კა­ბი­ნა­თა­განი, რადიო-გადაცემა შესწყდა, რობეშუარის ბულვარზე აცურდა ტორ­ცით ნაგები ქუჩა. წყალით აივსო „კომედი ფრანსეზი“-ს სარდაფი. [ერთ ქუ­ჩა­ზე] ნეის ბულვარზე ნიაღვარმა თან წაიღო ავტომობილი.. [ვიდექით ფან­ჯა­რას­თან იმ დღეს]. ძლიერმა გრიგალმა და თქეშმა გადაიარა იმ დღეს პარიჟზე. და შემდეგ რა? ცოტა ხნის შემდეგ პარიჟი, თითქო აქ არაფერია, ჩვეულებრივი სუნ­თ­ქვით სუნთქავდა: ქარი ჩადგა, წვიმამაც გადაიღო და მეც ფეხით წა­მო­ვე­დი დე-გრანელის ქუჩიდან სენ-ჟერმენზე.

      ერთ ადგილას მე შევამჩნიე დაგროვებული ხალხი, რომელიც ათ­ვა­ლი­ე­რებ­და სვეტზე გაკრულ აფიშას: ესენი იყვენ კმაყოფილი მუშები, როდესაც ისი­ნი წავიდნენ, აფიშას მიუახლოვდა ორი სუბიექტი, თეთრგვარდიელი რუსი, რო­მელთაც აფიშა გაბრაზებით ჩამოხიეს და იქვე დააგდეს. მე დავინტერესდი: რა აფიშა უნდა ყოფილიყო ეს? აღმოჩნდა კონგრესის აფიშა. მე დავსწვდი და სახ­სოვრად თან წამოვიღე: აი, ეს აფიშა.
     ამ აფიშის ისტორია მე უბრალოდ არ მომიყვანია. ავიღოთ - [თეთრი] ემიგ­რა­ციის პრესა - კონგრესის შესახებ:
     „საბჭოები გამოდიან ფაშიზმის წინააღმდეგ, თავისუფლების სახელით, [და] არეოპაგი ლიბერალ მწერლებისა უსმენს მას და ოფიციალურად აღიარებს მის­დამი უფლებას, იყოს მისი (თავისუფლების) დამცველი“ („ვოზროჟდენიე“). იგი­ვე „ვოზროჟდენიე“ აღიარებს, რომ „ამ კონგრესის შესახებ ბევრი იწე­რე­ბო­­და [ბევრ] ფრანგულ ბეჭდვით ორგანოებში. მოჰყავს ყალბი ცნობა ჟურნალ „გრენ­გუარიდან“, თითქო: „ბ. ბარბიუსმა საბჭოებიდან მიიღო რა მილიონი მა­ნე­თი საფრანგეთში პროპაგანდის გასაწევად, მოაწყო მწერალთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონგრესი საურთიერთო სასახლეში“ (ეს ხომ ცილისწამებაა). 25 ივნისს „ვოზ­როჟდენიე“ ათავსებს მოწინავეს „კულტურის დაცვისთვის“. იწყებს ინგ­ლის-გერმანიის შეთანხმებიდან. გზადაგზა ეხება ფონ-რიბბენტროპის გან­ც­ხა­დე­ბას, ეხება ლონდონის მსოფლიო ეკონომიკურ კონფერენციას 1933 წელს, იტალია-აბესინიის კონფლიკტს და ამთავრებს: სწორედ ამ დღეებში მო­წ­ვეულ იქნა პარიჟში კომუნისტური და მათი თანამგრძნობი მწერლების კონ­გ­რესი „კულტურის დაცვის“ ლოზუნგით. აქ გამოსულთა სიტყვებიდან ნათ­­ლადა სჩანს, რომ ნამდვილად მიზნად დასახულია მხოლოდ ბრძოლა კო­მუ­­ნიზმის ყოველგვარი მტრისაგან და შეშინებული [მოწოდების მსგავსად ამ­თავ­რებს] მოუწოდებს: „რაც უნდა დიდი განსხვავება არ იყოს ინგლისის ლი­ბე­რალურ მონარხიასა, [და] საფრანგეთის პარლამენტარულ რესპუბლიკის, იტა­ლიისა და გერმანიის „ავტორიტარულ“ სახელმწიფოთა შორის, ყველა ისინი და­ინტერესებულნი არიან დაიცვან საძირკვლები ევროპის კულტურისა, თა­ვის მრავალფეროვნებაში ერთი მთლიანი კულტურის“. [მეთაურივე უძღვნა] მე­თაურს გარდა „პოსლედნიე ნოვოსტი“-მ [და თან] სპეციალურ წერილში აღია­რა: „რუსეთის დელეგაცია, უეჭველად, ყველაზე პოპულიარულია სა­ზო­გა­დო­ე­ბაში. მის ორატორებს ხვდებიან და მიაცილებენ სიმპატიის მქუხარე გა­მო­ხა­ტულებებით... კულტურის დაცვა ძლერ ხშირად იღებს საბჭოთა რეჟიმის პრო­პაგანდის ხასიათს“. „კომუნისტებს ეკავათ ინიციატივა, - სწუხს „ვოზ­როჟ­დენიე“, - მაგრამ იმის გამო, რომ ეს არ შემჩნეულიყო, შეეცადენ შეექმნათ ისე­თი ფასადი, რომელიც, რაც შეიძლება ნაკლებ შეუშლიდა ხელს მათ, [რო­მელ­თაც გადაყვანაც არის საჭირო კომუნისტურ რაზმში. დიახ, მან გაი­მარჯ­ვა“... დასძენს „ვოზროჟდენიე“], კომუნისტურ რაზმში გადაყვანის საჭირო ადა­მიანებს“. „დიაღ, მან გაიმარჯვა“, - სწუხს „ვოზროჟდენიე“.
     როგორც ხედავთ, ამონაწერებიდან ემიგრანტების პრესა აღიარებს, რომ საბ­ჭოთა დელეგაცია ყველაზე პოპულიარულია საზოგადოებაში, რომ მის ორა­ტო­რებს ხვდებიან და მიაცილებენ სიმპატიის მქუხარე გამოხატულებებით. რა გვეთქმის, ეს მართლაც ასე იყო.

                                                                 უცხოეთის პრესა

     ეხლა უცხოეთის პრესის შესახებ. გაზეთი „მარიანნი“ სწერდა: [ეს] პა­რი­ზის კონგრესი - დიდმნიშვნელოვანი რამ იყო. [ე. წ.] დიდი პრესა თითქმის არა­ფერს არ ამბობდა მასზე: ფართოდ გაშალა [დაუთმო] რა თავისი სვეტები ყო­ველგვარი მატჩებისა და კონკურსებისათვის, მან, ამ პრესამ, საჭიროდ არ ჩას­თ­ვალა ეწერნა კონგრესზე, [რომელზედაც] სადაც გამოდიოდენ ისეთი ადა­მიანები, როგორიცაა ანდრე ჟიდი, ჰანრი ბარბიუსი, ჰენრიხ მანნ, ჰექსლი, ან­დ­რე მალრო, ალექსეი ტოლსტოი, შამსონი და გეენო, რომ არ ჩავსთვალოთ სხვე­ბი].
     კონგრესზე დამსწრე მრავალრიცხოვანი საზოგადოების დიდმა ენ­ტუ­ზი­აზმმა, გამეფებულმა მთელ აუდიტორიაში, განსაკუთრებით ანდრე ჟიდის გა­მოსვლის დროს, გულუხვად დააჯილდოვა კონგრესის ორგანიზატორები, [გულ] უხვად აუნაზღაურა მისი მუშაობისადმი „დიდი პრესის“ მიერ ორ­გა­ნი­ზა­ციულად განგებ მოწყობილი გულგრილობა“, მაგრამ [დიდი პრესის მიერ მოწ­ყობილი გულგრილობა] ეს გულგრილობა სულ მალე ფიქციად იქცა: პრესსა ახ­მაურდა, „ტანი“, „პტი პარიზიენი“, „პარიზერ ტაგებლატი“, „მანჩესტერ გარ­დი­ე­ნი“, „ფიგარო“, „პტი ჟურნალი“, „ეკო დე პარი“, „ლენუველ ლიტერერ“, „რო­ტე-ფანე“ და სხვ. და სხვ. [ჩვენ მოვიყვანეთ მხოლოდ ზოგიერთი]. აი, ად­გი­ლები იმ დიდძალი მასალიდან, [ძირითადი საკითხი] რომელიც მე მო­მე­პო­ვე­ბა. „ეს კონგრესი ერთი გასაოცარზე გასაოცარი კონგრესთაგანია, რომლის მსგავ­სიც დიდი ხანია რაც არ გვინახავს“. - სწერს „პტი ჟურნალი“. „ძირითადი სა­კითხი, [რომელიც] რაც განსაკუთრებით მთავარია - ესაა კომუნიზმისადმი ინ­ტელიგენციის დამოკიდებულება“, - სწერს „ეკო დე პარი“. „საკვირველ რასმე სა­ნახაობას წარმოადგენს კონგრესი, რომელიც მიმდინარეობს უზარმაზარი და საშიშარი ხელოვანის ანდრე ჟიდის თავმჯდომარეობით“. „ლენუველ ლი­ტე­რერია“ ყველაზე უფრო დიდი სალიტერატურო გაზეთია საფრანგეთში [ით­ვ­ლე­ბა], [აი რასა სწერს იგიც:] იგი აღნიშნავდა, რომ „კონგრესის მუშაობის ხუ­თი დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეხედულებანი ერთმანეთს და­უ­ახ­ლოვ­დენ და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს აღფრთოვანებდა ერთი გრძნო­ბა“.

                                                                                         *

     კულტურის დაცვის საერთაშორისო კონგრესმა 26 ივნისს, ღამით, და­ხურ­ვის წინ თავის უკანასკნელ სხდომაზე მიიღო შემდეგი შინაარსის რე­ზო­ლი­უ­ცია:
     1. [მწერლები, რომლებიც წარმოადგენენ 38 ქვეყანას -] [მწერალთა პირ­ვე­ლი კულტურის დაცვის საერთაშორისო კონგრესი, რომელზედაც წარ­მოდ­გე­ნილია 38 ქვეყანა] [მწერლები წარმოდგენილნი] 38 ქვეყნის ლიტერატურის წარ­მომადგენელი მწერალი, მწერალთა პირველი, კულტურის დაცვის კონგ­რე­სის მონაწილენი, - საჭიროდ სთვლიან განაგრძონ კონგრესის მიერ დაწ­ყე­ბუ­ლი საქმე. ისინი ჰქმნიან კულტურის დაცვის საერთაშორისო ასსოციაციას. ეს ასსოციაცია იმუშავებს მუდმივი საერთაშორისო ბიუროს ხელმძღ­ვა­ნე­ლო­ბით; ბიუროს მიზანია გაამაგროს და გააფართოვოს კავშირი, შექმნილი ამ კონ­გ­რესზე.
     2. ბიურო უზრუნველჰყოფს სხვადასხვა ქვეყნებში ლიტერატურულ თარ­გ­მა­ნების ორგანიზაციას, კონტროლს გაუწევს [თარგმანების] ხარისხს იმ თარ­გმა­ნებისას, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან [მის] განსახილველად და მი­იღებს ზომებს მათი გამოქვეყნებისათვის.
     3. ბიურო ერთ თავის უმთავრეს ამოცანად სთვლის უზრუნველყოს თარ­გმნა და გამოქვეყნება ისეთ ნიჭიერ ნაწარმოებების, წიგნებისა და ხელ­ნაწე­რე­ბის, რომლებიც აკრძალულნი არიან [თავია] იმ ქვეყნებში, სადაც ისინი და­­წე­რილია. ამ საქმეს თავისი ავტორიტეტით ხელს შეუწყობენ ბიუროს უფრო კვა­ლიფიცირებული წევრები.
     4. ბიურო შეეცდება  შეუმსუბუქოს მწერლებს სხვადასხვა ქვეყნებში გამ­გ­ზავრება და ყოფნა ურთიერთი სტუმართმოყვარეობის საფუძველზე.
     5. ბიურო პერიოდულად გამოაქვეყნებს სიებს სხვადასხვა ქვეყნის უკე­თე­სი ნაწარმოებისას, რომელთა გავრცელებასაც კი სასურველად იცნობს.
     6. ბიურო შეისწავლის თანამედროვე ლიტერატურის უფრო გამოჩენილი ნა­წარმოებების მხარის დაჭერის სხვადასხვა ფორმებს. ამიტომ ბიურო და­აარ­სებს საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიას.
     7. ბიურო მოამზადებს, როდესაც ამას საჭიროდ სცნობს, (II) მწერალთა მე­ო­რე საერთაშორისო კონგრესის მიწვევას.
     8. ბიურო, შემდგარი სხვადასხვა ფილოსოფიური, ლიტერატურული და პო­ლიტიკური მიმდინარეობის მწერალთაგან, კულტურის სფეროში იბრ­ძო­ლებს ომისა და ფაშიზმის, უფრო [ფართო] საერთო აზრით, ცივილიზაციისადმი მი­მართული ყოველგვარი საფრთხის წინააღმდეგ.
     აი, შეხედეთ, რამდენი საქმეებია კიდევ გასაკეთებელი.

                                                                     ილია ერენბურგი

     შესანიშნავი სიტყვით გამოვიდა [პოეტი] ილია ერენბურგი, რომელმაც მგრძნო­ბიერ და ამაღელვებელ სიტყვით მოუთხრო კონგრესს თავისი თავ­გა­და­სავალი, ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა იგი საბჭოთა თანამედროვე შეგ­ნებამდე, საბჭოთა მწერლობასთან. [იმდენად გულწრფელი] რამდენი რამ გა­ნიცადა, რამდენი დაბრკოლება გადალახა, რომ საბოლოოდ დამკ­ვიდ­რე­ბუ­ლიყო, როგორც საბჭოთა მწერალი. სიტყვის დამთავრებისას მას ხელი ჩა­მო­ართ­ვეს [გაგების] თანაგრძნობის ნიშნად, ანდრე ჟიდმა და ჰენრიხ მანმა. თვი­თონ ერენბურგი ამის შესახებ ამბობდა: „ანდრე ჟიდი და ჰენრიხ მანნი წა­მოდგნენ, რომ ჩემთვის ხელი ჩამოერთმიათ; მე ამის შესახებ იმიტომ ვლა­პა­რაკობ, რომ ეს ხელის ჩამორთმევა მეკუთვნოდა არა მე, არამედ მთელ საბ­ჭოთა მწერლობას, რომლის წარმომადგენელად შემთხვევით ვიყავი მეო; მე არაფერი არ შემეძლო მეპასუხნაო. მე ისე ძალიან აღელვებული ვიყავიო“ და სხვ. და სხვ. ამისთ.

                                                                                  სტალინი

     თავის ახალ წიგნში „თხუთმეტი წელი ბრძოლისა“ რომენ [როლლანი სწერს] როლ­ლანს მოჰყავს:
     ამხ. სტალინმა ჰერბერტ უელსთან საუბრის [დ] (23 ივლისს, 1934 წ.) უჩ­ვე­ნა [უჩ­ვენა - ამბობს რომენ როლანი და არა - უთხრა] (კი არ უთხრა, არამედ უჩ­ვე­ნა, - როგორც ამბობს რომენ როლანი) მას, რომ "შეურიგებელი კონ­ტრას­ტი ინ­დი­ვიდუუმსა და კოლეკტივს შორის, ცალკე პიროვნებასა და კო­ლეკ­ტივს შო­რის არ არსებობს, არ უნდა არსებობდეს. იგი არ უნდა არ­სე­ბობ­დეს, ვინაიდან კო­ლექტივიზმი, სოციალიზმი არ უარყოფს, არამედ ათავსებს ინ­დივიდუალურ ინ­ტერესებს კოლეკტივის ინტერესებთან. [მისცეს] სო­ცი­ა­ლიზმს არ შეუძლია გა­ეთიშოს ინდივიდუალურ ინტერესებს. ყველაზე სრული დაკ­მაყოფილება ამ პირად ინტერესებს - მხოლოდ სოციალისტურ სა­ზო­გა­დო­ებას შეუძლია მის­ცეს. უფრო მეტი, - სოციალისტური საზოგადოება წარ­მო­ადგენს ერ­თა­დერთ მყარ გარანტიას პიროვნების ინტერესების დასაცავად. [რო­ლანი და­ასკვ­ნის] რომენ როლანს აქედან სამართლიანად გამოჰყავს შემ­დე­გი დასკვნა: „ის, რასაც სტალინი ლაპარაკობს ინტერესებზე, მას შეეძლო ეთ­ქვა - და მე ამას ვამბობ - იდეებზედაც.
     [მთელი ჩვენი ინდივიდუალისტური კულტურა იღუპებოდა ბურ­ჟუა­ზიუ­ლი წყობილების სათბურებში, გზა აბნევისა და ჭლექიანობის გამო. ბურ­ჟუა­ზი­­ულ წყობილებასთან, დიდი ხანია დასავლეთის დაჩაჩანაკებულმა და მში­შა­­რა საზოგადოებამ დიდი ხანია, რაც დარგო თავისი აზროვნების ყველაზე [ძლი­­ერი] მძლავრი მცენარეები] მთელი ჩვენი ინდივიდუალისტური კულტურა სათ­­ბურებში, ბურჟუაზიულ წესწყობილებასთან, სადაც დასავლეთის და­ჩა­ჩა­­ნაკებულმა და მშიშარა საზოგადოებამ დიდი ხანია, რაც დარგო თავისი აზ­როვ­­ნების ყველაზე მძლავრი მცენარეები, იღუპებოდა გზა აბნევისა და დაჭ­ლე­ქიანების გამო. ეხლა იგი (ინდივიდუალისტური კულტურა. გ. ტ.) ცოცხლ­დე­ბა, რა კი გადარგულ იქნა ნაყოფიერ, პროლეტარულ ნიადაგზე. მილიონ არ­სებათა ნიადაგზე [აზრდილი] ხე იზრდება და მაგრდება“.

                                                                        ვაიან კუტიურე

     „სოციალიზმი არ წარმოადგენს კულტურისათვის არავითარ საფრთხეს...
     რეაქციონერების ზეგავლენით იყო "წარმოდგენა [კულტურაზე] კო­მუ­ნიზ­მ­ზე, როგორც კულტურის მტერზე, როგორც სულის მტერზე. ამ სიცრუეს კონ­გ­რესმა გამანადგურებელი პასუხი გასცა. საბჭოთა დელეგაციის სახით, სო­ციალისტური ჰუმანიზმი ბრწყინვალედ გამოვიდა დასავლეთის ას­პა­რეზ­ზე, და ერთბაშად [მოიპოვა] დაიპყრო მოქალაქეობრივი უფლება“ - ასე გა­ნაც­ხადა ვაიან კუტიურემ კონგრესის უკანასკნელ დღეს, დახურვის წინ. "მწერ­ლის თავისუფლებაზეა საუბარი, თუ საერთოდ პიროვნებაზე, - გა­ნაგრ­ძობ­და იგი, - შემოქმედების პრობლემასა თუ აზრის ღირსებაზე, ადამიანები, მო­სულნი სხვადასხვა ჰორიზონტებიდან აქ შეხვდენ და იცვნეს ერთმანეთი. ორი ქვეყნის შეფარდებამ [სულ მცირედ მაინც] გვიჩვენა [სულ მცირეც რომ იყოს] [გადასხვაფერების] განათლების უზარმაზარი წყურვილი ([რომლითაც] ამ წყურვილით შეპყრობილია ძველი ქვეყნის უკეთესი მწერლები) და ნე­ბის­ყო­ფა მემკვიდრეობითად [გადა]სვლის, (რომლითაც აღფრთოვანებულია ახა­ლი ქვეყნის მწერლები), ლაპარაკია ძველი ქვეყნის უკეთეს ღირებულებათა შე­სახებ.
     კულტურა განსაცდელშია! დასავლეთისა და საბჭოთა ქვეყნის მწერლებს სურთ მისცენ მხარი მხარს, რათა იგი გადაარჩინონ!

                                                                                            *

     ტიხონოვის შემდეგ გამოვიდა ინგლისელი მწერალი ქალი უილიამ ელ­ლი­სი, რომელმაც განაცხადა, რომ სერიოზული მხატვრული ნაწარმოებები უფ­რო და უფრო იდევნება ბურჟუაზიულ ქვეყნებში ყვითელი ბურჟუაზიული ხალ­ტუ­რით.
     ამერიკის დიდად გამოჩენილმა მწერალმა მაიკლ გოლდმა წარმოსთქვა სიტ­ყ­ვა, რამაც ძლიერ ააღელვა კონგრესი. გოლდმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვ­ნუ­ლი წარმოშობა არასდროს ხელს არ უშლიდა დიდ მწერლებს - პუშკინის, შილ­ლერისა და შელლის გავლენა საერთაშორისო იყო და რომ საფრანგეთში შექ­ს­პირს უჭირავს ერთ-ერთი საპატივცემულო ადგილთაგანი. შარშან მისი დრა­მები უფრო მეტი იდგმებოდა მოსკოვში, ვიდრე ევროპის ქალაქებში. ფა­შიზ­მის ცდა მოამწყვდიონ ლიტერატურა ნაციონალიზმის გალიაში, ესაა სა­ზიზ­ღარი დამნაშავობა მთელი კაცობრიობის წინაშე... მსოფლიო ომის დროს ამე­რიკაში მოღალატედ მიაჩნდათ ყველა, ვინც ჰკითხულობდა გიოტეს, გეი­ნეს, ან აღტაცებაში მოდიოდენ ბახისა და ბეთხოვენის მუზიკით.

                                                                                     *

     კოლასი ჰყვება: უდაბნოში იგი ხვდება ვიღაც კაცს წიგნების კონით: „წიგ­ნე­ბი? მე არ მინდა მათ დავშორდე, ეს ჩემი მეგობრებია“. მან ილაპარაკა, თუ რო­გორ დაჩაგრული იყო წინად მისი ქვეყანა და როგორ მშვენიერ მდგო­მა­რე­ო­­ბაშია ეხლა.

                                                   ანდრე ჟიდი მალროზე

     მალრო, ეს ახალგაზრდა მწერალი არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ბე­დით, ზეშთაგონებით აღნიშნული, რომელიც იცნობს ფართო მასებს, [გამოდის მათ წინაშე:] „ნამდვილ სიახლოვეს ჰქმნის მხოლოდ მიზანი. მწერალთა და მუ­შათა შორის შესაძლებელია ძლიერი, ვაჟკაცური ძმობა. ეს ძმობა იშვა მათი რე­ვოლიუციონური ნებისყოფით“ [მალრო] (ტაშს უკრავენ) [მუშები] მალრო ჰგრძნობს ამ რევოლიუციონურ ნებისყოფას.
     მალრო გრძნობს „ძმობის“ სი­დია­დეს; აი, ერთი დამამტკიცებელი საბუთ­თა­განი, წიგნი, რომელიც მიძღვნა სა­გულისხმიერო წარწერით ამხ. მალრომ... რო­მელმაც [მთელ კონგრესზე] ენ­გის პირით შემომითვალა: რომ მთელ კონ­გრეს­ზე ყველაზე დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მასზე ახდენს [საქართ. პ.] გალ. ტა­ბი­ძე.

                                                                                    *

     გერმანიის მწერალი ლიონ ფეიხტვანგერი, რომელიც შეჩერდა ის­ტო­რიუ­ლი რომანის პრობლემაზე; რომანი ბურჟუაზიის ხელში დრომოჭმული პო­ლი­ტი­კუ­რი ფორმების ქება-დიდების იარაღია. ისტორიული რომანი უნდა გა­მო­ყე­ნებული იქნას, როგორც საბრძოლო იარაღი პოლიტიკური რეაქციის წი­ნა­აღ­მ­დეგ, ისტორიული სიმართლის ჩვენებით.
     რუმინელი მწერალი ტრისტან ტცარა ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ პო­ე­ზია აუცილებელია გამოყენებულ იქნას პროლეტარული რევოლიუციის სამ­სახურისათვის.
     ზიზღითა და აღშფოთებით უპასუხა კონგრესმა სიურეალისტის ელუარის გა­მოსვლას, რომელმაც მოინდომა კონგრესის ტრიბუნა ანტისაბჭოთა ცი­ლის­წა­მებისათვის გამოეყენებია.
     სხდომა მთავრდება ცნობილი ფრანგი მწერლის ანდრე შანსონის განცხა­დე­ბით:
     „მე მოვედი თქვენთან, როგორც ადამიანი, რომელსაც სურს მონაწილეობა მი­ი­ღოს ბრძოლაში, მე მესმის ბრძოლის გუგუნი, მე ვხედავ ცეცხლის ალს ჰო­­რიზონტზე და მე მივდივარ, როგორც ჯარისკაცი, [რომელმაც გაიგონა] რო­მელ­საც მოესმა ზარბაზნების აგრიალება“.
     „ამ ბრძოლებში, - სთქვა შანსონმა, - აგრესორად გვევლინება ფაშიზმი - კულ­ტურას თავს დაესხენ!“ შანსონი [აღტაცებით] აღფრთოვანებით ლა­პა­რა­კობს საბჭოთა კავშირში ეროვნული პრობლემების გადაჭრის შესახებ და მო­უწოდებს მწერლებს, გაერთიანდნენ კულტურის არსებობისათვის ბრძო­ლა­ში.

      25 ივნ., დღის სხდომაზე ფრანგმა მწერალმა მუნიემ განაცხადა: თუმცა მე მარქს. არა ვარ და სხვ. (კომ.).
     ჰოლანდიის მწერალი ჟეფ ლასტი ჰყვება ჰოლანდიის ცენზურის ვე­ლუ­რო­ბაზე, იგი ჰკრძალავს საბჭოთა ფილმებს და ხსნის ნიჭიერი მხატვრების სუ­რათებს გამოფენიდან „[არა]კეთილსაიმედობისათვის“.
     ფრანგი მწერალი ქალი დრეიფუსი ლაპარაკობს საფრანგეთის ახალ­გაზრ­და პროლეტ. ლიტ-ის ამოცანებზე. ილაპარაკა მუშკორების შესახებ, რომელთა [რიც­ხ­ვიდან] წრიდან რამდენიმე ნიჭიერი მწერალიც კი გამოვიდა.
     გალ. ტ....
     ერნსტ ბლოხი (გერმანიის მწერალი) - ლაპარაკობდა ხელოვნებისა და სტი­­ლის ამოცანის განსაზღვრაზე.
     ალაზანი.

                                                                                  *

     „თუ არჩევანი მიდგა ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის, მე ავირჩევდი კო­მუ­ნიზმს“ - განაცხადა ტომას მანმა.
     ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს ინგლისელების ფორსტერის და გეკსლის გა­მოსვლებმა.
     გერმანელების : ფეიხტვანგერი, ფრანკი.
     ფრანგების: ბენდა, ლენორმანის, შამსონის, ყოფილი სიუ-რეალისტის - ტრის­ტან ტცარას, ბოგემური პატარა შკოლაა, ჩვენი რაღაც ფუტურისტული მიმ­დინარეობის მსგავსი.
     კათოლიკური მწერალი დენი მარიონი.

     პრესის წარმომადგენლების მაგიდას უზის 150 ჟურნალისტი.
     ამხანაგებო: მსოფლიო კულტურის უკეთესი წარმომადგენლები.
     ამ აფიშისადმი ასეთი დამოკიდებულება სრულიად შემთხვევითი არ იყო! (თეთ­რების პრესსა).

                                                                                              *
     [უცნობი ჯარისკაცის]
     პოლიტიკური რყევების პერიოდი თანამედროვე ევროპის პერიოდში თან­და­თან...
     კონგრესმა გვერდი აუარა სახელდახელო რევოლიუციონურ [სიტყვებს] ფრა­ზეო­ლო­გიას.
     ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში.

                                                                                                *

     ანდრე ჟიდი მალროს ერთი ფრაზის შესახებ ამბობს: [მალრომ] იმ წიგნის წი­ნასიტყვაობაში, რომელიც ეხლახან დასწერა მალრომ, და უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ცნობილი წიგნი გახდა, მალრო ამბობს: „კომუნიზმი უბრუნებს კა­ცობ­რი­ო­­ბას ნაყოფიერებას“.

     ეს სრული სიმართლეა ადამიანების მიმართ.
     ეს სრული სიმართლეა ეროვნებათა მიმართაც.

                                                                                                *

     აბგა, აბგა.
     Нет  не испортили, а наоборот, они подружились.
     ბენდა. როდის იქნება...
     Дорогому Гоги от Галактиона...
     Вечное перо.
     ბენდა... იმგვარი მდგომარეობა, როცა რომელიმე თავბრუდახვეული მე­ოც­ნებე, როგორც, მაგალითად, ბენდა, ბენდა, ბენდა. ბენდა.

      Мы пойдем там.
      Слитки – коротки. Время пыль.

     წელთა დენაში ჟამითი ჟამად.
     ნორჩსა და უზრავს.
     სიცოცხლე მუსრავს.
     ილევა. ეშვილევა.
     დამდგმელი. შთანმთქმელი.
     ყოფა.
     ელევა. შელევა.
     ძნელად საძლევი. ნაძლევი.
     სასტიკი. პლასტიკი.
     ფუშავს. უშავს. უშავესს.
     მნდომარი. მეომარი.
     გუბება. იღუპება. მეუფება.
     შემმართებელი. ამმართებელი. სამართებელი. დამმართებელი.
     ინთქმება. გამოითქმება.
     არს ზენა. არსება.
     მზემ დაახურა. მთა დახურა. გადახურა. დაჰყურა.

                                                                                             *

     1. [საჭიროა ანდრე ჟიდის] სიტყვის და სხვებისაც გაფართოება. 2. ანდრე მალ­რო. 3. ილია ერენბურგი. 3. მიხ. კოლცოვი. 4. გორკი. 5. კრეველი. 6. თვით­მკვლე­ლობაზე. 7. ჰენრიხ მანნის სიტყვა. 8. ბენდას სიტყვა. 9. აფიშის ისტორია. 10. მალროს წიგნის ისტ. 11. როგორც ადამიან. (ერ.). 12. სიურეალიზმი? 13. კა­ფეები. 14. პარიჟის ოფორტები. 15. კრიზისის შესახებ. 16. მწერალთა სო­ლიდ. შესახებ. 17. შესავალი სიტყვა. 18. უცხოეთის პრესის გამოძახილი. 19. ინ­ცი­დენტი იტალიელ. 20. პესსიმიზმი (რვეულში).

     1. კონგრესის დელეგატები. 2. კონგრესზე აშკარა გახდა დიფერენციაცია. 3. ანდრე ჟიდი. 4. მარტოობა. 5. გულახდილობა. 6. უცნობი გერმანელის გა­მოს­ვლა. 7. პარი სუარი გერმანიაზე. 8. ნეიტრალობის წინააღმდეგ. 9. რო­დესაც აკ­ვირდები სენას. 10. პოეზიის შემოსავლიანობა. 11. დეტეკტიური რომანი. 12. აკადემია. 13. ერთი დღე პოტიომკინთან. 14. ემიგრაციის პრესა. 15. ჰაერი. 16. გამოსვლები კომუნისტის. 17. ჩემი მოხსენება. 18. კონგრესის რეზოლი­უ­ცია. 19. აღნიშნე დრო. 20. ბოდლერის პოეტი. [21. ოლიას შესავალი.] 22. სტა­ლი­ნის სიტყვა ინდ. და კოლ. 23. [ერენბ.] როლლანის შეხედულებანი. 24. საფ­რან­გეთის კომ. პ. მოხს. [25. გერმანიის არალეგალური მუშ.]. 26. პოლონეთი. 27. ბელგია.

     Невыступая. Невыступ.

                                                                                            *

     0-47-28. Всев. Иванов. В 3 часа.
     1. Как дела с паспортами, с нас здесь требуют.
     2. [Когда приедет Щербаков?] 13-14.
     3. Приехала-ли Анна Караваева (нет).
     4. № телефона Всеволода Иванова.

     Секрет. Ц. К.
     Галактион Табидзе.
     Т. 48. комн. 5. 7 часов (Бронь).
     Литературный отдел.
     300 К. К. Город.

      Атмосфера как грядущие дни. 2. 30 <..длов> Секретариат В (Ц. Н. К.) 9, 45.
     10. Что дал мне Конгрес?.

      Кремль. Секретариат В. Ц. И. К. – Кому обратиться за броней, мне нужно, я член Ц. И. К. Грузии мне необходимо спешно <...леть> в Грузию.
     Я член конгресса. На завтра.

     Ул. д. 5 Октября (угол Никольской и Черкаск. переулок).
     Гослитиздатек. Редакция "Творчества Народов СССР". 80.
     3-44-32. Мозольков. Завтра в 11 часов. 8180. Секретариат.
     Авербух что в литфонде.
     Литфонд СССР. Щербаков Александр Сергеевич.
     1, 6, 3, 0, 6.
     Кремль. 12-18.
     35 строк. 200 делегат.
     Авербух. 81, 8, 0.
     Дайте Кремль. Ц. К. Дайте добавочную 12-80. Ц. К. Ц.

     Постоянное представительство.
     1. Общие впечатления о конгрессе.
     2. Какое заседание и чье выступление произвело на нас большее впе­чат­ле­ние и чем?
     3. Беседы с Французскими и американскими и др. делегатами и о чем вы го­ворили. Чем они интересуются.
     5. Какой интерес проявлялся к советскому искусству, в частности к гру­зин­ско­му искусству, литературе и т. д.
     6. О выступлении Загримированного человека.
     7. Париж сегодняшнего дня (Фр. литер., пар. искусст.).
     8. Открытие в Париже улицы им. Горького.
     9. Общую картину конгресса.

                                                                                                   *

     Имеющиеся материалы.

     Вырезки: Толстой о св. творч. Кольцов чит. и пл. (ოლია); <Кир...> о <д...латури>; Обзор зар. печати; Ил. Эренбург; Андре Шамсон; Ник. Тихонов; Уоль­до Франк; Караваева.

     О Андре Мальро (Амер.); Сов. искусст.;
     Маст. культуры.
     1. Карин Михаэл. 2. Форстер. 3. Жюль Бенда. 4. Жан Геско. 5. Жан Ришар Блок. 6. Гексли, Керр, Нека, Михаэлис. 7. Андре Жид.  8. Берта, Бреясто, Феих­тван­­гер. 9. Генрих Манн. 10. [Драматический момент].
     კომუნიზმი და კულტურა (როლანი და გორკი).
     Лит. газ., За рубежом (Блок, Вильдрак, Маргерит и др. Ваиян Кутюрье). Кро­на и корни (тур.); Гр. Писат. на пер.; Гексли (Лейтеса); Замор. Коммера (О сю­реализме); Заруб. печать (З. Р.); Пти Паризьен, Мон Паризьер <тометиат.>; Ку­тюрье несч... За руб.; Толстой. Орфей;
     Роллан 15 лет; Стал. Мальро; Вилдрак. Ким.; Толстой – Мы победим; Постан. Пу­ти укр. интер.; Культ. сотруд. Ф. СССР; Л. Ч.; Якуб Коллас. Речь. Зак. пр.;
     Илья Эренбург; Генрих Манн; Жар Ришар  Блок; Андре Жид; Колас; Мальро; О рукопожатии; О себе.
     Заря Конгр. зак.
     „Гуманизм“. А. Толстой. Поль Низан; В. Фре.; Анри Барбюс; Соколов (Болг.); Мар­хвица; Лахути; Никитенко; Рудольф Леонгард; Письмо Маргерит; Паст. Бе­бель; Генрих Манн; Фейхтвагнер; Тристан Тцара; Андре Шонзон; Мунье (фр.); Жеф Ласт (Голл.); Дрейфус (фр.); Табидзе; Эрнест Блох; Алазан.

     Отпор троцкистам; Уильям Эллис; Майки Гольд; Арагон; Киршон. Вайян Ку­тю­рье; Михайло Кольцов; Колективный голос; Фр. Голивуд о криз. кон.; Парижские трущ. (За Р.); О Де Ля Роке; О Фаш. Организ; О 14 июля; О улице им. Горького.
     Париж. против Фоли. Илья Эренбург. Мертвая долина. Панфероffа.
     1. Целый доклад Пике. 2. Вступ. Пике.
     Франция. Германия. Польша. Барбюсс.

     9 საათია.
     Вздор, сударь, милостивый!