შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-660-7 - 1935 წელი


                            ნეიტრალობის წინააღმდეგ

     I. პირველი სახელმწიფო სათათბიროს წევრი - ივანე გომართელი, 1906 წელს, სა­თათ­ბიროს ტრიბუნიდან აცხადებს: „ჩვენი სახელოვანი [არმია] ჯა­რი იღ­ვი­ძებს... და იგი იპოვის თავისთავში საკმარის ძალასა და ენერგიას, რა­თა მო­ი­რეც­ხოს სისხლი თავისი ძმების...“ [ერთის შეხედვით, ეს] თქვენ იფიქ­რებთ, რა დიდებული რე­ვოლიუციონური გამოსვლაა (ნუ დაივიწყებთ, რომ ეს ხდე­ბა 1906 წელს, 26 (13) ივ­ნისს, სახელმწიფო სათათბროს მე-26 სხდომაზე) სა­ხელმწიფო სათათბიროს წევრი სა­ჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი სახელოვანი ჯა­რი იღვიძებს, იგი მალე მოიკრებს ძა­ლას და ენერგიას, რათა რე­ვო­ლიუ­ცი­ო­ნურ მუშებთან ერთად ძირს დასცეს სა­ზიზ­ღარი თვითმპყრობელობა, დაა­ფუძ­ნოს პროლეტარიატის დიქტატურა. რა თქმა უნ­და, ეს ამბავი არ ახა­რებს ფე­დოროვსკის „დემოკრატიული რეფორმების“ პარტიის წევრს, იგი გა­აფთ­რე­ბული ესხმის თავს გომართელს. იგი უპასუხებს მას, რომ „პო­ლი­ტიკის სა­კით­ხებში არმია არ უნდა ერეოდეს“. ფედოროვსკის შემდეგ ისევ გა­მო­ვი­და გო­მართელი პირად საკითხზე და განაცხადა: „ჩემმა ოპონენტმა სთქვა, რომ ჯა­­რი არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკას, და მეც ჩემს სიტყვაში მინდოდა მეთ­ქ­ვა, რომ ჯარი არ უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკას“. და ამ სიტყვებით უკ­ვე დაიმსხვრა ილიუ­ზია „ჩვენი სახელოვანი ჯარის გაღვიძებისა და მისი ძა­ლისა და ენერგიის მოკ­რების“ შესახებ! ამ გამოსვლის შესახებ ლენინი სწერ­და: „... შეცდომა იყო ამხ. გო­მართელის სიტყვა ფარისეველი ფედოროვსკის პა­სუხად, როდესაც სოციალ-დე­მოკრატმა აღიარა არმიის პოლიტიკაში ჩაბმის არა-სასურველობა. ეს ძალიან დი­დი, მაგრამ ჯერ კიდევ გამოსასწორებელი შეც­დომაა (იხ. ლენინი, ტომი IX, გვ. 355).
     მე არ ვიცი, გამოასწორა  თუ არა შემდეგში ივ. გომართელმა ეს „ძალიან დი­­დი შეცდომა“, მაგრამ უკანასკნელ ხანებში ხშირი იყო ტენდენცია, არა მარ­­ტო ჯა­რის, თვით პოეზიისაც კი პოლიტიკის საკითხებში ჩაურევლობის შე­სახებ (გა­იხ­სე­ნეთ საწარმოო დისკუსიები ხელოვნების სასახლეში).
     ძველი არის ეს ამბავი, მაგრამ მუდამ  ახალია! (ეს თითქმის ოცდაათი წლის [წი­ნანდელი] წინად მომხდარი ამბავია. ღრმად პატივცემული ივანე პი­რა­დათ თვი­თონ ეხლა არ გაიმეორებს თავის სიტყვებს).

     [დღეს ჩემთან იყო გრებენშჩიკოვი (წაიღო სურათო და ინფორმაცია)].
     იდეა ასეთნაირი ნეიტრალობისა, ჭეშმარიტად, ძველი 1906 წ. სათათბიროს ტრი­­ბუნაზე მდგომი ორატორის მოლანდებაა. ეს მოლანდება თითქო განგებ ამო­­ვი­და საფლავიდან, რომ კიდევ რამოდენიმე "სურათი" დახატოს. ეს იდეა ის მხატ­ვა­რია, რომელმაც თავისი თავი თვითონ გამოიძახა საფლავიდან მას­თან დამარხულ და მასში გაგრძელებულ სიცოცხლის სიტყვის ძალით. იბეჭ­დე­ბიან ეხლაც ისეთი წიგ­ნე­ბი, რომელთაც უნდა ვუცქიროთ არა თა­ნა­მედ­რო­ვე, არა­მედ 1906 წელს, 26 (13) ივნისს, სახელმწიფო სათათბიროს მე­ოც­და­ექ­ვსე სხდო­მაზე მყოფი [კაცის] დე­პუ­ტა­ტის თვალით. ჯარის შესახებ კი, რა თქმა უნ­და, ყველაფერი ნათელია: წითელმა არ­მიამ იცის, ვისთვისა და რისთვის იბ­რძ­ვის.