დღიური-629-21 - 1935 წელი
ოტტო ვეინინგერის სახელობის ქალი. Cуществует.
გვალია. ტაბიძე.
პარიჟს ხომ დიდებულად აქვს შესწავლილი ერთი ხელოვნება, ხელოვნება საუცხოვოდ ჩაცმა-დახურვის... იქ კი...
ევროპაში ჰავაა, კაპიტალისტური ბაცილებით სავსე, [მაგრამ] კოხის ჯიუტ [ბაცილების მსგავსი] ბაცილებზე უარესი ჰავა.
არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ცოფმორეული ადამიანის ცხოვრებას.
იცნობდეთ, ეს გახლავთ თანამედროვე მწერალი, ადამიანი, რომელმაც მოიარა გოლფშტრემი, რომელმაც შექმნა ტრესტი - ატლანტიდა, რომელსაც ჰგონია, რომ ცხოვრობს ქონდრისკაცების, გორილების და ბეჰემოტების ქვეყანაში. იგი ეძებს არაჩვეულებრივ თავგადასავალს, ნახული აქვს სამხრეთის ზღვები, უვლია ევროპის ირგვლივ.
რეგვენმა ორმოში რომ ქვა ჩააგდო და ასმა ჭკვიანმა ვეღარ ამოიღო.
კაცი, რომელიც თავისი ხელით ანგრევს თავის სახლს.
1935 - 1884 = 51.