შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-2 - 1935 წელი


1935, 5-6 სეკტ., ღამე.

სწორია. გამოსასვლელი დღის წინ. Вылазка.
ღამის 2 საათზე მეტია. მე გამომაღვიძა ჩვენი ეზოს წინ ქუჩაში მიმავალი მთვრა¬¬ლის ხმამაღალმა ძახილმა: „...Но я лично не признаю Галактиона... Га¬лак¬тиона взя¬ли за хвост...“ და მეტი არაფერი... შესწყდა ხმა (ეს ისე ხმა მაღალი ძა¬ხილი იყო, რომ, ალბად, სახლში ყველას გამოეღვიძა და გამომეღვიძა მეც).
გავიდა ცოტა ხანი. მე გავიხედე ფანჯარაში. ეზოში იდგა და ირყეოდა თეთრ პი¬ჯაკში, თეთრ შარვალში და ტილოს ქუდიანი კაცი.
რამდენიმე წუთის მერე მას შეუერთდა კაცი შავს ბლუზა-შარვალში და შავს „კეპ¬კაში“. მან იმავე ხმით, როგორიც იყო წინად, დაიწყო: Кучишвили - это сволочь... Га¬лактион тоже. Ох, гении... не признаю... და სხვ.
ეტყობოდა, მეტისმეტად აღელვებული და მთვრალი იყო. „Кучишвили и Гବлак¬тион сами врываются в чужие семьи, а сами никому дверей не открывают“.
აკცენტი არ იყო მაინცა და მაინც ინტელიგენტური. ხშირად სათანადო სიტ¬¬ყვას ვერ პოულობდა და იბნეოდა. ეტყობოდა, ქართველი იყო. "წავიდეთ" - უთხრა მეორემ ქარ¬თულად, და მკლავში ხელი გაუყარა. ისინი დაიძრენ ვერის ხი¬დის მი¬მარ¬თუ¬ლე¬ბით, წასვლამდე კი უცნობი მაინც ღრიალებდა: „Мопсики по¬эзии“ და სხვ. და სხვ.
ვერც ერთი, რომ ჩუმად გავიხედე, ვერ ვიცანი.
ორში ერთი: იგინი ან მოგზავნილნი არიან, ან ქუჩიშვილმა სადმე ჩხუბი ასტეხა და სამაგიეროს უხდიან.
საინტერესო კიდევ ისაა, რომ ისინი ხშირად აკავშირებენ ჩემსა და გიორგის სახელს. „Сами врываются в чужие семьи“ - ეს მე სრულებით არ მახასიათებს და ვის რად დასჭირდა?
ეს ამბავი დიდი სახელის გასატეხად მოგონილი ამბავია. ან მოწყობილია საბ. საკითხთან დაკავშირებით, მეზობლების მიერ.
ისინი მოვიდენ 3-4 საათზე (ტრამვაების სვლა შეწყვეტილია), ეს ჰგავდა თავდასხმას. დაშინების ცდას. პროვოკაციას. შურისძიებას.
„Сами никому дверей не открывают“ ეს დამახასიათებელია. მაშასადამე, ეს იციან, ამაზე ლაპარაკობენ, ეს, უნდათ, გაიტანონ ქუჩაში.
აი, ტალახში გასვრა თუ გინდა, ეს არის. "ერთმა ტალახიანმა ღორმა" და სხვ.
დარაჯი ჩვენი – იჯდა კუთხეში და უყურებდა გულდამშვიდებით. იგი საწყობის დარაჯია და ფეხებზე ჰკიდია მდგმურების მდგომარეობა.
როცა უცნობები წავიდენ, მან შემდეგ ჩაჰკეტა კარები.
დარსაძეს, ალბად, ღვიძავს, როგორც ბევრს სხვას. ხვალ, ალბად, მეზობლებში და დაწესებულებებში ამის შესახებ იქნება ლაპარაკი.
სირცხვილია!
„Гении“ (როდის იყო, რომ გენიოსად მოჰქონდა თავი გიორგის?).
„Я, лично, не признаю Галактиона“ (უცნობი უბრალოდ ამბობდა: „Галактион“ - აკცენტით, მგონია, მეგრელი უნდა ყოფილიყო).
...........................................................
ეს ეს არის გავიხედე ეზოში. დემნა შენგელაიასთან დიდი ღრიალი და ქეიფია (არის დემნა, ირაკლი აბაშიძე, ალიო მაშაშვილი), არის კიდევ ბევრი სხვა (ღამის 3-4 საათია). არიან ქალებიც.
ისინი უბრალოდ არ დაიშლებიან. „Леван, Леван, – ყვირის ქალი, – отнимите у него револьвер“. იქ არის სიმონ ჩიქოვანიც (ამბობს დიდს „რეჩს“). ვიღაცამ ვიღაცას სილა გაარტყა (ეს ჭუჭყიანი საზოგადოებაა)...
...........................................................
გამოღვიძებისას მე მომეჩვენა, რომ ისინი ქუჩაში იყვენ და ეზოში შემოვიდენ. ეხლა ეჭვი მეპარება. მგონია, რომ იგინი ჩვენი ეზოდან მიდიოდენ (ხვალ ეს უნდა შევამოწმო).
დემნათან არის ბაჟანი, ტიციანი, შეიძლება კორნეიჩუკიც. ისინი ხშირად ადღეგრძელებენ ვინმე „გიორგის“ – მე მგონია, გიორგი ყურულაშვილს, იმის ხმასა ჰგავს (ეხლა გასაგებია).

საინტერესოა: 1. ისინი ეზოში რომ იდგენ და იგინებოდენ, ხომ არ მოსულან კარებთან ჩემთან (მე ხომ მეძინა?)... 2. თუ პირდაპირ დიდი ეზოდან გამოვიდენ?
ეს ამბავი ასე არ ჩაივლის... ცხადია, იგი მოწყობილია. „ორგანიზაციულია“ (გიორგი ქ. არც არაფერს აგებს მაშინ).
იქნება აფერისტი არტემა ქვარცხავაა? მერე რა უნდა ამ შუაღამეზე ჩვენთან?? ჯობდა მისი რუსი - კახპა ცოლისთვის მიეხედა, მთელი კირკა რომ ბურჯგნის!!!

- სიმონ, სიმონ...
- ლევან...
- დალიე ალავერდი (ტიც. ხმა).
სიმღერა საშინლად არ უვარგა (ტიციანი გაბერილ სადღეგრძელოს სვამს).
- არჩილ დარჩი (რომელი არჩილი? მიქაძე?). ვიღაცა ამ კომპანიიდან ავიდა ჟვანიას სახლში. ისმის ფეხის ხმა.
ვიღაც ქალი იძახდა: მერი, მერი (მაგრამ დემნას სახლიდან პასუხს არავინ იძლეოდა). ეს იყო უცნობის თავდასხმის დროს.
დამშვიდობებისას სტუმრები ამბობდენ: მშვიდობით, მერი! რა ღრიალი ჰქონდათ.
დაშინებულ მეზობლებს სანთლები ჩამქრალი ჰქონდათ, მხოლოდ შემდეგ აანთეს, როცა წავიდნენ.

- თქვენ რომელ საათიდანა ხართ?
- თორმეტიდან.
- ტრამვაი მუშაობდა?
- მუშაობდა.
- არ დაგინახავთ 2-3 საათზე უცნობები ჩემის სახლის წინ?
- არა, არ დამინახავს!
- როგორ არ დაგინახავს, მთელმა ეზომ გაიგო.
- არა გამიგონია-რა.
- შეიძლება ისინი ეზოდან გამოვიდენ, ა?
- შეიძლება, მე არ დამინახავს, არ გამიგონია.
- შეიძლება ისინი ქუჩიდან შემოვიდენ?
- არ ვიცი, შეიძლება. როგორები იყვენ?
- ერთი თეთრ ტანსაცმელში, მეორე - შავში.
- არ დამინახავან...
სტყუის საზიზღარად.
(ან შეიძლება სხვა დარაჯი იყო იმ დროს).
N. B. გ. ტაბიძე და ქუჩიშვილი - ეს გ. ყურულაშვილის იდეაა (საიდან? როგორ?). გამორკვევა უნდა.
„ჩვენ ვართო აქ თვითონ „მნათობი“-ს რედაკტორის თანხლებითო“ - ყვიროდა ტიციანი.