შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-616-2 - 1935 წელი


ლენინი 99.

წამოყენებულია სამი დებულება: თითქო:
1. ჩემი ლექსებიდან გამოდის, რომ რევოლიუცია მოახდინა ხალხმა, რომლის გონებას არ მიჰკარებია ნათელი (ეს ხომ აშკარა ცილისწამებაა! დასძენს ავტორი).
2. „ლენინი“ ფორმალისტური „ეკვილიბრისტიკაა“ („უძრავ ლენინით მრისხანე ძალას სძრავენ ზოლები“) სერავენ?... (sic!).
1. სერავენ ორჯერ აქვს... წიგნში „სძრავენ“.
3. „ჯონ რიდ“ დაწერილია ბლოკის გავლენით, მაგრამ აკლია „თორმეტის“ სიღრმე, [და იდეიურობა] პრობლემის დაყენება (პრობლემა შეიძლება დასვა მაგრამ ვერ გადასწყვიტო - ასეთია „თორმეტი“).
4. რას ნიშნავსო ამ ცხოვრებაში ბევრია შხამი (თქვენგვარი და თქვენგვარების შთამგონებელი პარაზიტები).
5. ვინა სთქვა, საიდან გამოდის, რომ რევოლიუცია მოახდინა ხალხმა, რომლის გონებას არ მიკარებია ნათელი? პირიქით...!

მისთვის დამახასიათებელი უტიფრობით.
[ვინ არის... ]. წყნარად, აფხაიძე!
სტიქია.

ჯონ რიდი
72. ძველისძველი რუსეთი – იმ ღამეს ეგდო, როგორც ხის კუნძი, ჯირკი, ტყეში, რომელსაც სცემდენ ნაჯახს; ცეცხლის ფურცლები და ფოთლები წიგნებივით ეყარა ველად.
82. „უზარმაზარი ბოქლომი დაადო რუსეთს მონობამ. გასაღები ხალხმა იპოვა. მეფემ უმძიმესი ურდულით გამოუხურა რუსეთს კარები. ხალხმა მონახა კვესი... მონახა აბედი... გაჰკრა კვესს, მაშინ, როდესაც პირსახოცით მხარზე და ხელში სავარცხელით წყაროსკენ მიიმღეროდა ფეოდალობა“.
83. „ახალი ნიჩაბი აზიდავს ამოდენა თოვლს. ახალი ხერხი გადახერხავს ნაძვს ამოდენას. ახალი ჩაქუჩი გააღვიძებს ასე მძინარე სოფლებს“.
89. „ნეტავი იყოს სადმე ასეთი გამბედავი, როგორც ეს რუსის კაცი, მეტად მართალი – წინად კი თითქო იყო მხდალი და უბედური. მაგრამ დასძახეს: მძლავრი და სასტიკი აღსდეგ. რუსეთი დაიძრა, მომთმენი რუსეთი.
96. მთელი სიმწარე მოვლენების და მთელი სიტკბო, რომ ეს სტიქია უჩემოდ არ ჩატარებულა“.

ბავშიც კი შეამჩნევს, რომ ჩემი ჯონ რიდი დაუმთავრებელი ნაწარმოებია:
მე ამ ნაწარმოებში მიზნად არც დამისახავს [გამო... ]
აქ არ სჩანს რევოლიუციის მოქმედი პირი – მისი წამყვანი ძალა.
გალ. ტაბიძე

სტიქიურობა? ფორმალისტობა? დეკადენტობა? მან ვერ შესძლო...

აქ არ სჩანს რევოლიუციის მოქმედი პირი, მისი წამყვანი ძალა. და შემდეგ თავისთავისვე საწინააღმდეგოდ გამოდისო, რომ რევოლიუცია მოახდინა ხალხმა, რომლის გონებას არ მიჰკარებია ნათელი.

წამოყენებულია შემდეგი ბრალდებები:
1. ოქტომბრამდელი ფორმაციის მწერალი, მოქცეული დეკადენტურ პოეზიის არბიტაში.
2. რომ ჩემი პოეტური სახეები არ იყო მკვეთრი, ნათელი, ლოღიკური.
3. მის მერმინდელ პროდუქციაზედაც ახდენსო ეს გავლენას.
4. თითქო ვამბობდე, რომ რევოლიუცია მოახდინა ხალხმა, რომლის გონებას არ მიჰკარებია ნათელი. და დასძენს: ეს ხომ აშკარა ცილისწამებაა!
5. ლექსი „ლენინი“ არის ფორმალისტური ეკვილიბრისტიკა.
6. ამ ლექსში ბევრ გაუგებრობასთან გვაქვს საქმეო.

Сберкаса №5.
35 г. апрель. 12 м. 36; 9 м. 7; 8 – 5; 29 меся.