შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-481-11 - 1935 წელი


21/V-35 წ.
1. დემეტრაძის საარქივო წერილი.
2. ბენოს აღელვება.
3. ჩემი ფიქრები.
4. შეხვედრა ამხ. ალაზანთან.
5. ბერიას მისაღებ კაბინეტში.
6. ამხ. ლ. ბერია.
7. აკაკი თათარაშვილი და ვალოდია გოგეშვილი.
8. ალაზანი უხსნის მდგომარეობას.
9. ბერია იღებს ხანჯიანის წერილს.
10. რატომ შეჩერდენ ისინი ჩვენ ორზე.
11. ბერიას კომპლიმენტები ჩემს შესახებ.
12. ალაზანს ეშინია, მე - ჰმ... ბერიას არა.
13. ტექსტები მზად უნდა იყოს პირველი ივნისისთვის.
14. ამხანაგური რჩევა-დარიგება დისციპლინის შესახებ.
15. მე უნდა გამოვიდე ლექსით. გამოსვლა და საზოგადოთ გამგზავრება დიდებულად უნდა მოეწყოს.
16. ალაზანმა სიტყვა ჩამოაგდო კოსტიუმის შესახებ.
17. საერთოდ მიღება ატარებდა მეტად ტფილსა და ამხანაგურ ელფერს.

22/V-35 წ.
1. საქმეთა მდგომარეობა სისწრაფით ვითარდება. მე მაგზავნიან საფრანგეთში რევოლ. მწერალთა კონგრესზე.
2. ეს ფაკტი ოფიციალურად ცნობილია.
3. დღეს გავაგზავნე შევსებული ანკეტა ვიზის მისაღებად მოსკოვში.
4. დღესვე ემზადებიან შესავალი სიტყვის დასამზადებლად.