შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-99 - 1935 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. 1935.

16 ნოემბერს - სახელგამიდან მივიღე 245 მ.
17 ნოემბერს - 1. შეშისთვის გადავიხადე საქმომარაგებაში 215 მ.; 2. „ტორგსნაბიდან“ 1 მ. 50 (შაქარი ორი კილო. პაპიროსები და სხვ., კალბასი, კონიაკი და სხვ.). სულ დამეხარჯა დღეს 275 მან.
18 ნოემბერს - ტ. 47 კ.
17 ნოემბერს - დილიდან შუაღამემდე იყვენ: ვასია, ვიქტორია.
18 ნოემბერს - ვასია, მარგარიტა. უკანასკნელებმა რეკორდი აიღეს დარჩენით: დღის 11 საათიდან სხედან - ეხლა ღამის 12 საათია. აუტანელი ყოფაქცევა აქვთ მათაც და ოლიასაც. მთელი დღე მათი მოწყალებით სახლიდან ვერ გავსულვარ. არ მიყვარს არც ერთი მათგანი. პირდაპირ არ ვიცი: რა მეშველება!

*
ბ. ჟღენტი. „ქართული მწერლობა ისტორიული ყრილობის შემდეგ“. VII (მუშა, 22 თებერვ. 1936).
ამ წერილში საუბარია ორ პოეტზე: პ. იაშვილზე და ს. ჩიქოვანზე. ჟღენტი ამტკიცებს:
1. „პ. იაშვილი ქართული დეკადენტური პოეზიის ოსტატებისაგან ყოველთვის გამოირჩეოდა მეტი რეალისტური ტენდენციით.
2. მისთვის არასოდეს არ ყოფილა დამახასიათებელი ავადმყოფური „სკეპსისი“, მისტიური განწყობილება, დაბინდული საღებავები.
3. მას ყოველთვის შესწევდა „რეალობის“ გრძნობის უნარი.
4. მისი ლექსი ნათელ ფერების, სიცოცხლის სიყვარულით ანთებული ხმოვანების საფუძველზე ყალიბდებოდა.
5. ამიტომაც პ. იაშვილისთვის უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა პოეტებისათვის, დეკადენტურ-სიმბოლისტურ ტრადიციებისაგან თავდაღწევისა და რევოლიუციური სინამდვილის პრობლემებისა და თემების ათვისება“.
არც ერთი ამ დახასიათებათაგანი მართალი არ არის:
1. სწორედ პ. იაშვილის მეთაურობით აყროლდა ქართული პოეზია (მისი წარსულის ასეთნაირად გამართლება ყოვლად შეუძლებელია).
2. მთელი წარსული იაშვილისა არის პირიქით რეალისტებთან ბრძოლა.
3. სწორედ იგი იყო გამომხატველი ავადმყოფური სკეპსისის, მისტიური განწყობილებების პოეზიის. ელენე დარიანი პორნოგრაფია არის დაბინდული საღებავები (წერილი დედას, ფარშევანგები ქალაქში, „ქიმერიონი“ და სხვ. „თავს ჩამოვიხრჩობ“).
საერთოდ ამ წერილს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დღევანდელ დღეს. [მაგრამ...]
1. როგორაა საქმე <პატრიცის>?
ჩემთვის ეს საშიში არ არის, თუ...

*
6/III. 36.
ხიდეები ტფილისში:
1. ჩელიუსკინელების, 2. ვერის ხიდი, 3. ვორონცოვის, 4. მუხრანის, 5. მეტეხის, 6. მეტეხის მეორე, 7. სამასი არაგველის, 8. ორთაჭალის, 9. მდინარე ვერაზე, 10. უნივერსიტეტის ხიდი, 11. ბოტანიკური ბაღის ხიდი, 12. სადგურის ხიდი, 13. დიდუბის რკინის გზის ხიდი, 14. ხიდი კოჯრის გზაზე, 15. აბანოების ხიდი, 16. გრიფონების ხიდი, 17. მადატოვის ხიდი, 18. ნავთლუღის ხიდი, 19. დიღმის ხიდი, 20. ლოტკის ხიდი, 21. (დაღუპული ხიდის ისტორია), 22. ახალი ხიდი ჩ. იქით.
 
*
7/III-36 წ.
დუტუ მეგრელი.
1. არავის ყურადღებას არ აქცევს. რიგია.
2. ფეხი ფეხზე გადაუდვია: კოჭლი მარცხენა ფეხი მარჯვენაზე.
3. დიდი გულმოდგინებით კითხულობს „Известия“-ს: ფელეტონი „Америка. Проблемы войны и мира“.
4. სათვალეები, ყრმა მოხუცება. შეკრული ბლუზა, შალვარი, უჯოხოდ.
5. როცა რიგი მოვიდა, ის ენერგიულად შევიდა ექიმთან...
6. ექიმის კაბინეტის კარებს აწერია: „შინაგანი სნეულებანი“.

* * *
1. სიმონ ჩიქოვანი, 2. ტიციან ტაბიძე, 3. ირაკლი აბაშიძე, 4. სანდრო ეული, 5. ნ. მიწიშვილი.

*
Слава Ст.
Приветствовали. კუპლეტი.
მატარებელში. 11 დილას.
მონტაჟი. Стихами.
სალამი. სიტყვა ლექსით.
Лифшиц. მარტის თვე. 8 მარ. ტფილისში.
მაშინ ბერიას...
Слово П. Яшвили.
[Надо сделать стихотворение о Сталине.]

*
I. ტრადიტრი - გრადიტორი.
(მთარგმნელები - მძარცველები).
II. Перевод всему ст. изнанки ковра.
III. თარგმანი პიკის [ლამაზი] ქალის: თუ ყმუილია, მაშინ ლამაზი არ არის, თუ...

გრიპის გამაფრთხილებელი წამალი.
Самтредия. რკინისგზის მუშფაკი. პროკლე ტაბიძე.
54, 90. 14-24 - ბესო ჟღენტი.
3, 00, 40 - გობეჩია (подстан. ЦК.).
3-33-25. 3-33-26 - М...