შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-97 - 1935 წელი


Круйнов Анатолий Рафаилович. Арбат 4, кв. II, 1-14-63. „Советское Искусство“ и „Ленинградская Правда“. Утро, 14/VII, до 12 часов дня.
Стихи: 50-80 ст.
Москва: 1. „Вечерняя Москва“. 2. „Труд“. ВЦС. 3. „Рабочая Москва“.
Ленинград: „Ленинградская Правда“. „Красная Газета“. „Литературный Ленинград“.
Журн.: „30 дней“. „Молодая Гвардия“. „Юный Колхозник“.
ნატალია კარაევა.
49794 - А. С. Цик.

*
3-55-25 - მწერალთა კავშირი.
ტელეფონი ქავჟარაძესი.
ერთი ფრანგულის მცოდნე.

მორევს, მორევს. თმობა, თმობა. ტომი, ტომი. ხელი, ხელი. თელა, თელა. კარი, კარი. შემდეგ, შემდეგ. დოლი, დოლი. ჯერა, ჯერა. წელი, წელი. წამო, წამო. ბოლი, ბოლი. დარი, დარი. წერო, წერო. ხარო, ხარო. სილა, სილა. დამა, დამა. ბარი, ბარი.

*
ოღრაში ქალები.
„Литературная Газета“. Сретенка, последний пер. 26. тел.
Для „Известия“ очерк.
Статья для „Литгазеты“, для „Сов. Искусства“.
კაფე დიდებულად გაჩაღებულია.
Да ты меня ж не позабудешь, нет, не позабудешь <...>.
„В меня все ближние мои
Бросали бешенно камень“.

*
არავინ ქვეყანაზე...
ულევი, უანგარიშო,
შიშით და ჟრჟოლით ამტანი,
შენს არემარეს, პარიჟო,
აშუქებს კაფე-შანტანი.

*
- შენ რა მართალი კაცივით ყვირიხარ.
- დაუჩქარე!

Варя Гариева.
Я <...> как <...> <...>, как делегаты будут врать.

*
15/VII-35. მოსკოვი.
ღმერთმა დაგიფაროს, [რომ] კარგად ჩაცმულმა გაიარო მოსკოვის გარე-უბნებში. - Поэт, поэт! - ყვირიან ყველანი. ალბად, ასეთი ძვირფასი სახელი გაგვიკეთეს რუსმა ბოგემელებმა, რომლებიც გარეუბნებში არიან თავშეფარებულნი.

*
Мне кажется: во всем мире нет такого памятника, кажется, открытому <...> самодержавия царя.

ვერის შ. ვერის ხიდიდან.

Засл. Ар. Народный шут <Р...> Виталий <...>.

<Мало прожил. Перешел в пятый>.
Сильно бьется сердце. Может я умираю. Не хочу умереть.

ნუთუ ისე წავალ მოსკოვიდან, რომ... „Известия“.
თავის თავად ტაბიძე.

*
თეთრგვარდიელები: ბარბიუსმა 1 მილიონი მანეთი მიიღოო კონგრესზე.
თეთრგვარდიელები - ბარბიუსის სიკვდილის შემდეგ ჰქურდავენ მის ბინას.
თეთრგვარდიელები: აძლევდა თუ არა ანგარიშს იგი ვინმესო?
„Грыцка“. Грицко.
 
*
14/412 - ტიჩინა, პანჩი.
ტიჩინამ მშვენივრად იცის ზეპირად ჩემი ლექსები. „ან რუძუტაკზე“, გემზე ის უკითხავდა ჩემს ლექსებს შჩერბაკოვსა და ბ. პასტერნაკს.
პასტერნაკს უკვირდა.
პეტრო პანჩიმ მიამბო, რომ ლენინგრადში იგი შეხვდა ქართველ მოცეკვავეებს, რომლებიც მიემგზავრებოდენ ლონდონში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. პანჩი ჩემი სახელით მიესალმა მათ. გაეხარდათ, შემდეგ კითხულობდენ ჩვეულებრივს: რისი გამოტანა შეიძლებაო. ამ ფესტივალის შესახებ ლაპარაკობდენ აგრეთვე ამიერკავკასიის წარმომადგენლობაში: ამბობდა ერთი თანამშრომელი, რომ მთელი დღე მოუნდა მათ ჩაცმას. როგორც იქნა, გამოვაწყვეთო.

*
კორნეიჩუკი ა. მეიერხოლდის თეატრი.
დარბაზი: ლოჟა არაა, გალიორკა არაა, მხოლოდ პარტერი. არის კარგი ხალ., ფარდა.

*
- აქსტაფაშიო, - ამბობდა იგი, - უნდა გაგგზავნოთ შენაო. იქ პარიკმახერები ასე პარსავენო: თავზე დააფურთხებენ და ისე პარსავენ...

- ოპერაში შემოვიდა, კინო ეგონა - ისე...
- ჭიათურა მსოფლიოში განთქმული ქალაქია.
სემინარიიდან: მახათაძე, ლაპატინი.

3.17.22. Кавжарадзе.

„მასის მზადება უკანასკნელი კონგრესის შესახებ“.
Мария.
ერასტი ხაჩიძე.

*
ხალხი, რომელიც ქალაქებს აგებს
ისეთებს, როგორც არის პარიჟი.

ტეზისები
1. საფრანგეთის საუკეთესო, მოწინავე მწერლების ერთი ჯგუფი იწვევს თანამოკალმეთა საერთაშორისო კონგრესს პარიჟში.
2. ბრძოლა კულტურისათვის.
3. კაპიტალისტური გადაშენება.
4. ბარბაროსული ფაშიზმი.
5. ადგილი კონგრესის მოწვევისა - პარიჟი.
6. ინიციატივა საფრანგეთის მწერლებისაა.
7. ყველაზე უფრო, სწორედ აქ, პარიჟში, იგრძნობება ახალი ომის საშიშროება, როგორ ეპარება ეს ომი კაცობრიობას.
8. აქ იგრძნობება ფაშისტური მხეცის სუნთქვა.
9. საუკუნეთა ყველა კულტურული მიღწევები საფრთხეშია (სასიკვდილო საფრთხე).
10. ჯგუფმა საფრანგეთის მოწინავე მწერლებისა აღადგინა საფრანგეთის საუკეთესო ტრადიციები, როცა [მოიწვია] მოუწოდა მწერლებს ყველა ქვეყნისას შემჭიდროვდენ კულტურის ირგვლივ.
11.    საფრ. მწერლებს ჯერ კიდევ აქვთ საშუალება თავის ქვეყანაში თავიანთ გარეშემო შეკრიბონ ყველა ქვეყნის მწერლობა...
12.    მაგრამ რა მდგომარეობაში არიან გერმანიის მოწინავე მწერლები? (აგრეთვე ზოგი სხვა კაპიტალისტური ქვეყნების მწერლები?).
13.    დროებით მათ უკვე დაჰკარგეს ეს შესაძლებლობა.
14.    ისინი გაძევებულნი არიან გერმანიიდან.
15.    ჰენრიხ მანნი და ლიონ ფოიხტვანგერი (ეს მსოფლიო სახელებია). ისინი ღრმა მწუხარებით უყურებენ საზღვარგარეთიდან ფაშისტური ბარბაროსობის თარეშს თავის ქვეყანაში.
16.    ხმამაღლა [ყველას] მსოფლიოს გასაგონად იყო ნათქვამი:
I. უსაშინელეს შეთქმულებაზე, რომელსაც ამზადებს კაცობრიობის და კულტურის წინააღმდეგ ყველაზე მეტად გაცოფებული ნაწილი ბურჟუაზიისა.
II. ახალ მსოფლიო [ომზე] სასაკლაოზე, რომელშიაც მილიონობით უნდა ჩაიხოცოს ახალგაზრდობა.
17.    კონკრეტიული დამნაშავენი არიან ფაშისტები.. ისინი არც ფარავენ: გერმანიის ფაშისტები პირდაპირ ილაშქრებენ კულტურის წინააღმდეგ, ერთი მუჭა კაპიტალისტებისა და ბანკირების სახელით, ისინი ილაშქრებენ ევროპის წინააღმდეგ.
18.    სხვა მხარეებში ფაშიზმი ამგვარსავე პრეტენზიებს აცხადებს სხვადასხვა მხარეებზე.
19.    შევიწროებანი და წამებანი მილიონების!
20.    საზიზღარი ძალმომრეობა კაპიტალისტური ბანდებისა მშრომელებზე.
21.    აღვირახსნილი გახრწნილება ეხლანდელი ძალაუფლების მქონეთა.
22.    მათი სრული იდეური გაკოტრება.
23.    მათი შიში მომავლის წინაშე.
24.    კონტრასტი: თავგანწირული ბრძოლა პროლეტარიატისა და მისი მისწრაფებანი კულტურის დაუფლებისათვის.
25.    ეცემა ბარბაროსობაში. ეკონომიკაში.
26.    ტეხნიკაში.
27.    მეცნიერებაში.
28.    ჩვენში კი.. ყოველი დღე სავსეა ახალი ადამიანებით, ახალი შესანიშნავი მოვლენებით (გიგანტიური ზრდა).
29.    ამ სიკვდილისა და სიცოცხლის კონტრასტიდან ლიტერატურაში, პოეზიაში, ხელოვნებაში იქმნებიან ნაწარმოებნი.
30.    ფაშიზმი ანადგურებს რა მუშათა კლასის ელემენტარულ მონაპოვარს, იგი ანადგურებს აგრეთვე ლიტერატურას.
31.    კაპიტალისტურმა გადაგვარებამ გაანიავა ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ილიუზიები ბურჟუაზიული ინტელიგენციის და კლასიური დამოკიდებულების სიმართლე აღიმართა მთელი სიშიშვლით.
ჰუმანიზმი:
32.    ბევრი მწერალი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს თავიანთ ზეკლასიურობის ზმანებათა ქვეყანაში. მათ ჰგონიათ, რომ ცხოვრობენ „მარადის ჭეშმარიტების“ სფეროში, „აბსოლიუტურ ღირებულებათა“ სფეროში, ისინი საუბრობენ კაცობრიობაზე, რომელიც სდგას კლასებზე მაღლა და მოწოდებულია შეარიგოს კლასები. ამას ისინი უწოდებენ გუმანიზმს, სოციალფაშისტებმა თავიანთ პოფესიად გადააქციეს ამ სიცრუის გავრცელება.
33.    ნამდვილი ცხოვრება დაუზოგავად ანადგურებს [ამ] ბურჟუაზიული ინტელიგენციის ამ ილიუზიებს.
ცოცხალმა ცხოვრებამ ყურით ამოათრია მწერლები და პოეტები მათი ამიერიდან დაუცავი ჰაეროვანი კოშკებიდან და პირისპირ დაუყენა მეომარ კლასებს.
34.    ნიღაბი მოიხსნა თვითონ ბურჟუაზიამ. იგი მას ან აღარ საჭიროებს, ან ემძიმება მისი ტარება.
35.    დიკტატურა ბურჟუაზიის ან დიკტატურა პროლეტარიატის (უნდა აირჩიოს ორში ერთი).
36.    ეს არჩევანია - გახრწნის გზაზე შემდგარი კაპიტალიზმისა და მშენებელი სოციალიზმის შორის.
37.    ომის მზადებასა და ომის წინააღმდეგ ბრძოლას შორის.
38.    ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის.
39.    ფაშისტურ ბარბაროსობასა და კულტურას შორის.
40.    საბჭოთა მწერლები (მათ შორის არის ახალგაზრდა მწერლები პროლეტარული მუშათა კლასიდან გამოსული, და გლეხობიდან). არის ძველი მწერლები მსოფლიო სახელით, რომელთა ჯერ ისევ ბურჟუაზიული რუსეთის ხანიდან... მაგრამ ახალ საბჭოთა ქვეყანაში ისინი გახდენ საყვარელ მწერლებად, გაიზარდენ ახალ სოციალისტურ პირობებში.

*
Письмо, записка т. Стал.
Эксперты. Ц.К.

Золотые кудри.
Письмо стол.
ორი ბუტერბროდი. ვიყავი მას მერე.

სულიკო. აკაკი.
აკაკი წერეთელი იყო პარიჟში. მონმარტრის ერთ კაფეში.

3-35-34 - შამშე.
Ваг. 278. № 5.

*
ვიყავ უცხო ვინმე მოყმე,
და მე ეს მიხაროდა.
ეხლა გრძია სიგანივრე
გადაიქცა [ვარამად] თაროთა.

* * *
სთქვი, რანაირად არ გადააგებს
თავს მეოცნებე, არტისტი, [გიჟი] შუმი,
ხალხი, რომელიც ქალაქს ააგებს,
[ისეთს] ქალაქს - როგორიც არის [პარიჟი] სოხუმი.

* * *
როგორ თავს არ გადააგებს
ბრძენი, არტისტი ან გიჟი,
ვინც ისეთს ქალაქს ააგებს,
როგორიც არის პარიჟი.

* * *
როგორ თავს არ გადააგებს..
დაკარგვის სიმწუხარეში.
ვინც ისეთ ქალაქს წააგებს,
როგორიც იყო პარიჟი.

*
კონგრესზე.
მირჩევნის ჩემი ტფილისი, ჩემი მოსკოვი.

დღევ მოხალისევ! გვერჩიოს ისევ
ჩვენი ტფილისი, ჩვენი მოსკოვი.

არ მოგიშორეფ!

*
ხდება ცხოვრებაში გასაოცარი ამბავი: პარიზში ორკესტრი ფრანგების უკრავდა „სულიკო“-ს. ბევრი რამ [მინახავს] მსმენია ქვეყნად, მაგრამ ასეთი მუსიკა არასოდეს.

ანდრე ჟიდი იყო გუშინ ჩვენთან.
ხვალ. პაოლოს უნდა რაიმე ვუთხრა.
[არის გამარჯვება!]

პუშკინის ლექსები, რაზმაძის თარგმანები.
კომუნისტი, 2 ოკტომბერი, 1935 წ, №229.

კარგი ამბავია, ცხადია.

* * *
შუაღამით მოკივარო ჭოტო,
ხმით - რადიო და თვალებით - ფოტო,
შენის ნახვით კანკალებენ სოფლად
ღრმა მოხუცნი და ბავშები თოთო.

Накоряков. Накорякоffу.
„Правда“ - 30, „Известия“ - 30, „Лит. Газета“ - 30, до...
Накоряков. Угол Никольской и Черкасской 10. Вход с Черкасск. переулка. 3 этаж.

*
უფრო და უფრო, უფრო მაღლა ავსწიოთ ჩვენი ძმა, ჩვენი ძმა, ჩვენი ოქრო სტალინი! სიამაყე საქართველოს ერის.

*
ღვინომ სთქვა ჭიაჭაურმა,
ბრძოლის ველს წამოვქუხდები,
ზოგჯერ მტერსა და ოდესმე
ცას ვეფხვად მოვევლინები.

*
- მოდი აქ შე...
- მთვრალია, ხომ ხედავ, სად მოდიხარ... დაღუნე თავი და წადი...

*
Телеграмма из Москвы. 3 окт. 1935.

* * *
Я много лет в Тифлисе не был,
Но милы мне с давнишних пор,
Тифлиса ласковое небо
И веселящий воздух гор.
Столица Грузии кипучей,
Живой и радостный Тифлис,
Тебе несу свой смех живучий
И неожиданный сюрприз.

Виталии Лазарев

Кто по жизни с водкой идет,
Тот нигде никак не пропадет.


Зоммер. 8/Х-35.

Москва, улица 25 Октября, д. 10/2. Гослитиздат. Редакция творчества народов СССР. Т. Мозольков Е. С.

26/VIII-35. ქ. ტფილისი.
იგი უცერემონიოდ მომიჯდა გვერდთ. ვიყავი მიშასთანო, 300 მანეთის მაგიერ 60 მანეთი ვუანგარიშეო. ოლია ჩემი ცოლის ხელშია გაზრდილიო - დესპინე ჰქვია ჩემს ცოლსო.. მიშას ნათესავი ვარო. მიშა სამხედრო სამსახურში ჩემთან ჩამოვიდა ტრაპიზონშიო. ჟაკტის თავმჯდომარე ვარო, 5 სახლი მაბარიაო, ამ რაიონის ფინინსპექტორი ვარო. პაოლოს ნათესავიც ვარ.. უთხარი, რომ შეგხვდეს, ცუღლუტი იაშვილი შემხვდაო და სხვ. და სხვ. შემდეგ მითხრა:
- უკაცრავად, თქვენი სახელი დამავიწყდაო.
ამასობაში შესვა, შესჭამა და წავიდა.
აი, ძალათ მაცხონეს ტიპი!

*
Т. Татарашвили.
[Александр Сергеевич, простите за беспокойство. Но я скоро уезжаю и боюсь не уехать не увидевшись с Вами. Теперь вот что. Помните в Париже я говорил... Я хочу...]

*
ვიყავ პარიჟში.
ვიყავ პარიზში, ვნახე ვერსალი..

28 к. 3 фр. 80 с.
ღვთისმშობელის ამთქნარება.
არ მინდა სახლში ყოფნა.

*
1. ჰონორარის საკითხი.
2. კონგრესის მუშაობის შესახებ. წიგნი. [დიდი.]
3. შემდეგი წიგნი.

*
- ჩემმა მზემ, შენმა მზემ, იმისმა მზემ.
- მზეს დაგიბნელებ, მზე დაუბნელდა, მზემ.
- მზე შინაო, მზე შინაო, მზე შინ შემოდიო.
- ლილეო (ჰიმნი მზისადმი).
- მზეთა სწორო!
- მზეა. მზეხათუნ!

მიხეილ კუზმ. ფეიერვერკის ქ. №3.

წინანდელი დაბნეულობის.
У Давида имя было как никак.

* * *
В речи Генриха Манна на международном конгрессе защиты культуры от былой растерянности не осталось и следа. На весь мир прозвучали твердые и ясные слова великого художника: "Германские националисты борются против всего, что является лучшим из созданного за последнее время человеческой мыслью, - говорит Манн, - Они хотят свергнуть и уничтожить марксизм. Но марксизм неприступен для идиотов, и близко то время, когда марксизм свергнет их [искусство] господство.
Автор „Верноподданного“ заслуженно и твердо стал в первую шеренгу тех мастеров культуры, которые поняли, что Советский Союз и революционная борьба пролетариата есть лучшая форма защиты высших достижений мировой культуры.

Литературн. крит. интернац. литературы.
Лит. критика. Конфликт может быть упорядочен только войной. Вонда. „Лю“. 28/VI-35 г.

*
1. რა გონიათ.

1. კულტურის დაცვის კონგრესზე - საქართველოს მწერლობის შესახებ.
2. პროლეტარული მწერლობის პლატფორმაზე როდის გადმოვიდა: ყოველთვის. 1917 წ.

Кревель.
კონვერტების თეორია.
მე სხვა ბიჭი ვარ.

*
მოზარე და მოტირალი.
1. პირველი პერიოდი.
ბარათაშვილი. გზა დამიცალე.
რატომ? გოდება და სევდა. წიგნები.

* * *
Я буду если искренним, я же должен благодарить его за поездку в Париж, за юбилей, за хорошую квартиру, за издание моих книг, за все... за все!
Не должен попрошайничать! Смотри!
Культпропу указали, чтобы мои книги издавалися.
Я ему скажу, что еще не раскрывал чемоданы, в которых годами лежат мои вещи. Скажу, что последние годы моей жизни были ужасны. Смерть матери особенно...

მე გახლდით გაგზავნილი პარიზის კონგრესზე.
იქ ლაპარაკი ფაშიზმზე.
იქ იყო ჰანრი ბარბიუსი.
ის უკვე...
იგი იბრძოდა უშუალოდ, მხატვრულად.
ნება მომეცით...

*
1. Объектив. 2. Для передвижения скорости (затвор). 3. Спусковой механизм. 4. Диск.

მერი პარიზში.

Пушкин в Грузии
Надо проследить, какие новые слова и выражения появились у Пушкина, после того, как он посетил Грузию.
Няня.
Орел. Вышина. Стремнины. Олени.

*
მეღვინეთუხუცესი. „ამირანი“.
ს. ნ. გოროდეცკი. ე. წ.
Москва. Красная площадь д. №1, кв. 3. С. М. Городецкий.
3 дейст. Русский покет - „Крути“.
შენი ცხოვრება. როკამბოლი.
2. აწმყოში.

*
12-80?
Говорит Галактион Табидзе. Народный поэт. Я только...
О том, чтобы он принял меня [на несколько минут]. Я хочу перед отъездом в Грузию поговорить.
Товарищ, сегодня я отправил записку на имя товарища Сталина. Нет ли ответа на эту записку?
Кремль, в 5 часов.

* * *
მარტოობის საიდუმლოება.
მეტი საზოგადოებრივობისაკენ.
(პუშკინი, ბაირონი).
მაიაკოვსკი ძალიან მარტო დარჩა (მეტისმეტად მარტო). ჯგუფი, რომელიც მას ერტყა გარეშემო, დღემდე არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდენ. ვის უნდა დაყრდნობოდა იგი? ჩვენთვის ცხადია, რომ მაიაკოვსკიზე ერთი კარგი წიგნიც კი არ არის გარდა ტრაფარეტული გაზეთების წერილებისა!!
რომელიღაც ბრიკს მან დაუტოვა რაღაცგვარი უფლებები წიგნებზე. მაგრამ ამ ბრიკის დღეს არა ისმის რა.
პუშკინი! არვის შეეძლო მეგობრებში ყოფნა.

ორლოვი. 22/XI. 35

*
Литерат. „Улитка“.
[ძვირფასო კობა.]
Я выпутаюсь! Но как?

კოტე მავზარაშვილი. ნავთლუღი. ჭიაბრიშვილის ქ. №11.

Я продала свое сердце королю поэтов Галактиону Табидзе.
Ира

რესპუბლიკის სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე.
ამ წამში მთელი დროო...

ნ. მიწიშვილი.

*
კაცი, რომელიც
        დაჰყრის იარაღს,
დაუბრუნდება
        ღვინოს და არაყს,
კაფეებს, ბოზებს,
        ტრიპერს, სიფილისს!
ჭუჭყის სურათებს,
        ტალახის ვარაყს.

*
ცირკში აირჩია ერთი გამყიდველი:
არის უთუოდ ოსი...
1. მიცინის დიდი ხანიდან.
2. უარს ამბობს ერთად წასვლ.
3. უარით ამაყად ამბობს <...> <...> ვარო.

*
თიანეთი.
1. მრავალძალი. 2. ცალ-ცალი.
 
წინდები გამირეცხა. არავითარი.
ჯიელი - მარჩიელი. [მირჩიე, მარჩიელო.] ხანდახ.

[ბანდა.
ანდრე შანსონ...
არაგონი. სიურეალისტი.
Незва...].
შარიშურსა.

*
2 ნოემბერი. შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდობასთან. კარებში გვეგებება ოვაციები.

- რომელ საათზე გადის მატარებელი?
- ცხრაზე.
- წითლით თუ ჩვენებურად?
- წითლით.

*
1. „მუშა“ - თ. სიხარულიძე. 2. „ახალგ. კომ.“ - დ. ბენაშვილი. 3. „კომუნისტი“. 4. „ნიანგი“. 5. „კომ. გან.-სთვის“. 6. „მნათობი“. 7. „ჩვენი თაობა“. 8. ბიბლიოთეკა.

ხორენა. მუხრანის ქ. №3.
Ул. Клара Цеткина 50. P. K. Зоммер.

Жить! Король!
ძვირფას პაოლოს გადავე...

* * *
მსურს მოვიგონო ავადმყოფობა
და შვიდი კვირით ჩავკეტო კარი,
რომ მოვაცილო სულს ის ობობა,
რომ მაღრჩობს, ენა თუ არ დავსძარი.

* * *
ოცდა ხუთი წლის წინად
მე ამ ბაღში მივლია.

* * *
მე ხომ აქ ვყოფილვარ, მე ხომ ეს მინახავს,
ოცდაათ წლის წინად, ჩვენს მეფისჭალაში.
რასაც კი წარსულის ოცნება ინახავს,
მშვენიერ წიგნებში, და ყრმობის ძალაში.

* * *
ამ ბაღში ოცი წლის წინად
ჩვენ სუფრა გვქონდა გაშლილი.
უკრავდა თარზე გულლხინად
ქცეული უძილაშვილი.

*
არა გრცხვენია? გალაკტიონ ტაბიძე. თეთრი.
სერგო ქოჩლაძე. გეგეშიძე.

ვიტალი ლაზარენკო - №2.
- Товарищи, цените старикoff.
З. Лаз. №1.
- Товарищи, цените молодых.
3-46-87. Каб. Нач. Упр. Сберкассами.

*
"ჩვენ ვიყავით მთელ რიგ ქვეყნებში, - ამბობს შჩერბაკოვი, - და ყველგან ვხედავდით კულტურის დაქვეითებას. ჩვენ ვნახეთ უამრავი უსახლკარო და უმუშევარი.
კონგრესი უფრო მიტომაა დიდი, რომ კონგრესი ინტერნაციონალური იყო არა მარტო მონაწილეთა შემადგენლობით, არამედ თავისი იდეებითაც: დიდია კონგრესის მნიშვნელობა იმ მხრითაც, რომ მან გააერთიანა (ანტიფაშისტურ პლატფორმაზე)"...
კრებამ...

*
Столб 11 метр. В сутки 1 метр.
წელი. წელი.
პარიზელი, პარიჟელი.
ფხიზელი, დიზელი.
პარიჟი, რიჟ. შარიშური.

*
- Что общего между женщиной и дверью.
- И та и другая притворяются.

11 метровый телегр. столб <...> в день поднимают на 1 метр, ночью спускается на 1/2 метра. Во сколько дней?
20 - 88 = 22?

* * *
წახვალ, მაგრამ რითი?
იყო როგორც მითი,
იყო პროსპერიტი...
ეხლა აღარ არის.


А жаль, Кирил. Панферoff.

მოსკოვი. 21 ივლისი.
„კრებამ მოიწონა საბჭოთა დელეგაციის საქმიანობა კონგრესზე“.
იყო...

Яичница и пиво. 12 + 8 = 20 к.
Большая Бронная. Склад „Известия“.
 
*
90%. 75000 : 2 = 37500.
და იგი სწუხდა.
Скажите, это же не цинизм?
ზდანევიჩი სწუხდა, რომ იგი ცხოვრობს ეხლა მხოლოდ ხუთასი ფრანკით: ^ე. ი. ასი ფრანკი უდრის ჩვენს [87 მ. 50 კ.] ვალიუტით - იგი ხუთასი ფრანკი, იგივე 80 მანეთია საბჭოთა ფულზე. 1 მანეთი - 50 მანეთი. ოქროს 80 მანეთი - 4.000 მანეთი ოქროთი.

*
თვით აღარ ვიცი,
როგორ გაჰქრა
ის სიყვარული,
ატმებისადმი,
ღვინისადმი,
ქალებისადმი!

*
ჩემთვის რა მოგიტანია უდროო სიბერის მეტი.

სიყვარული მოკლა თოფით. თოფით მოსაკლავია.

შრომის ქუჩის ზევით. თამარაშენის ქ. №14. პავლე აკობია. ტრ. 17.
Елизаветопольская 120. Ткачев.

*
შენთვის, ლექსებო, ვაი, ვერ ვიცლი,
ღრმა მწუხარებამ დაღრღნა გულ-ღვიძლი.
 
*
დღეს 12 საათზე მწერალთა კავშირში პასპორტები.
რკინის გზის ბილეთი.
И на билет столько, сколько Алазану.

ყოველი სული.

Лидия Стишова. Посылает:
1. Самоучитель фотографии. 2. Журнал Фото.

პუშკინი. ენციკლოპედია მცირე და სალიტერატურო.
რადიოში საღამო, როგორც კი წიგნი გამოვა. 50 მ. კარლო მელაძესთან.
Ст. Пламя. Ц.К.
Гончарная 4. სოფიო კილაძე (ექიმბაში) 75 წ.
8.10.80. Авербух.
3-36-32 - Союз Писателей. Ляшкевич.
47-28 - Всеволод Иванов. Нащокинский пер., д. 3, кв. 57, в 9 ч.
1-19-89 - Ляшкевич. Анна Яковлевна Гуткевич - 4-99-53.
1ф. = 7 р. 50.