შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-93 - 1935 წელი


გალაკტიონ ტაბიძე.
1935. ოცი აპრილი.
ბარნოვის ქ. №51. კუთხე ვარ... შავერზაშვილი.

(სოფლად მშვენიერი ვენერა რომ ჩავიდა, ვერანა დაარქვეს). ვიქტორ?

* * *
ჩამავალი მზის ფერადო კიდევ...
ჩემს ხსოვნაში არ წაშლილხარ კიდევ...
 
[სადღაცა] თითქო იქ, შორს, სამი დღეა, იწვის
უშორესი ფერდობები წიწვის.

ვეკითხები [შეშინებულს კიცხვით] შენთა ხეთა ფოთოლს -
ასეთ რამემ უნდა შეგაშფოთოს?
ეს უბრალო [მთა კი არა] საღამოა მთაში.
მართლა ცეცხლი რომ დაინთო? მაშინ?
 
ჩამავალი მზის ფერადო კიდევ,
კიდევ ასე გეკითხები, კიდევ...

27/IV-35

*
ძალიან დიდი მშენებლობა მიდის.
გულში მწუხარე ის მორევია,
რომელსაც გული ვერ მორევია.

*
Fabes dorsalis.

მცხეთელებმა ძეგველებს მკვდარი ასესხეს.

*
1935.
Фронт Науки и Техники. №2. Орган Ц. К. раб.

დიზელი
რუდოლფ დიზელის შემოქმედება გაჩერდა 35 წელს.
„Неудачи, срывы, компромисცы теоретического и практического порядка“.
ის ამბობს:
„Изобретатель - это значит извлеченную из целого ряда заблуждений основную мысль провести через многочисленные неудачи и компромиссы к практическому успеху.
Поэтому каждый изобретатель должен быть оптимистом“.

Л. Гумилевский. Рудольф Дизель, его жизнь и деятельность. Биограф. очерк. Юношеская научно-техн. библ., Гос. Энергетич. изд. ОНТИ НКТП., М. Л., 1934, 180 стр.; 1 р. 75.

Одиннадцатое ЭХО.
შერეულს. ათასფერერეულს.

*
22/IV-35.
იგი ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიდაც იყო ჩემი დიასახლისი დესპინე - 1907 წ. ცნობა დაკარგული აქვს, ახროტინებს ისე, რომ მეორე ოთახში ისმის. ჯერ სისხლის ჩაქცევა ტვინში, დამბლა, რომელიც განმეორდა მეორეჯერ და მესამეჯერ. ამას დაემატა ეხლა ფილტვების ანთება. სამი დღეა წყალი არ დაულევია, არა უჭამია რა - და იტანს: ენას ვერ ამოძრავებს, სხეული მთლიანად დამბლითაა შეპყრობილი და რომ მუდამ ახროტინებს, ეს ფილტვებისგანაა. მოვიდა ექიმი ტერიანი:
- უნუგეშო მდგომარეობაა, რომ გადარჩეს კიდეც, მისი ცხოვრება უბედურება იქნება: დამბლადაცემული, ინვალიდური. ვერ იგრძნობს ჭამას, სმას, ვერაფერს... და მოჰყვა ექიმი ათას მსგავს შემთხვევას თავისი პრაქტიკიდან. დაასახელა ავადმყოფები, რომლებიც ეხლა უკანასკნელ წამებს ითვლიან თავიანთი სიცოცხლისას: იმავე დამბლის, სისხლის ჩაქცევის, ნერვიული სისტემის მთლიანად დაზიანებისა და საერთო დაუძლურების ნიადაგზე.
ვასია ჯერ სტიროდა, მერე სთქვა:
- Ох, если бы все это поскорее кончилось: мы ни туда, ни сюда. Измучились мы все, не знаешь человек, что сделать.
- Не надо быть эгоистом - უპასუხა ოლიამ.
შემოვიდა ვალოდია.
- საწყალი „მამა!“ აი, მისი საცერი, ქვიჯა... - სთქვა მან.
- კარგი ერთი! - შეაწყვეტინა ვასიამ.
- Ну, კარგი, არაფერსა ვიტყვი, რაკი გწყენიათ - და გავიდა.
 
*
23/IV-35.
ირაკლი აბაშიძემ მითხრა, რომ ჩამოსულია აქ ნ. ასეევი. ის ამბობსო, რომ ნეტავ შემახვედრაო გალაქტიონსო (იმას არაჩვეულებრივად ვუყვარვარ თურმე, ეს მითხრეს ჯერ ისევ შარშანდელი ყრილობის დელეგატებმა).
იმის ხელი არ იყოს.

*
თათარი ხორცს სჭამდა. თითქმის გაათავა ჭამა და დაჯინებით ეკითხება გამყიდველს:
- რისი ხორცია ესა?
- ხორცი პირში შენა გაქვს და მე მეკითხებიო?

*
ყოფილა ექიმი, რომელსაც ახსოვს 40 წლის წინად მიღებული ავადმყოფი <ხელ...> <...>.
29/II-3

*
მე [სიცოცხლე] იდეა მაქვს სხვა განაზრახი:
ვით სიყვარული - მძლედ ხელოვანი,
როგორც სიცოცხლე - არა-ნაძრახი,
როგორც სიკვდილი - სახელოვანი.

*
- ცხენი რომ მოიპარო, პარტეისი, მესმის, შეჯდები და წახვალ, მარა ამ კამეჩს და ცხვარს რომ იპარავ, სად მიდიხარ იმით.

ერთი გურული მოხუცი ქალი იყო, ქვეყნის საქმეს იგი ტიროდა.

*
ჯაჯუ ჯორჯიკიას ცოლი მოუკვდა. დასაფლავების დღეს მან ხელში მიწა აიღო:
- ასე მიწად ვიქცე, თუ სხვა ცოლი შენს მერე შევირთოვო.
ორი კვირის შემდეგ კი სახლში მეორე ცოლი მოიყვანა.

*
საინტერესოა, მიშა იაშვილზე რომ ამბობენ: გიმნაზიას [უკანასკნელ კლასს] რომ ათავებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა საექიმო ფაკულტეტზე წასვლა, ქირურგი უნდა გამოვიდეო. ისა და მისი ამხანაგები ფეხისალაგში იყვენ. მიშას ეუბნებოდენ, რომ ქირურგად ვერ ივარგებ... გული არ გივარგაო.
- ვის არ უვარგა გული. აბა, თუ გულადები ხართ, თქვენ ჩაიდინეთ ესო, - სთქვა და ორივე პეშვით ხელში დაიჭირა ექსკრემენტი.

*
დათიკო ქებაძეს [ჟანდ.] სიშჩიკები ეძებდენ, ამიტომ იგი გრიმითა და პარიკით დადიოდა. ვეღარ მოითმინა და კარტის სათამაშოდ კლუბში წავიდა. ის ის იყო უნდა მოეგო (ხელში ჰყავდა), დაიძახა:
- Отвечает кебадзевский банк.
სიშჩიკმა ეს გაიგონა და თავზე ასე ხელი დაავლო. დათიკოს პარიკი ხელში შერჩა, თვით დათიკო მაგიდის ქვეშ გაძვრა.

*
ქართველი მხატვრების გამოფენას (ეროვნული გალერეა) აქვს მშვენიერი განცხადება: ვისი გაკეთებულია? საღამოებზე უნდა გამოყენებულ იქნას.
 
*
ვაშა დიდ მზეს, ვაშა, ვაშა, ვაშა.

* * *
ტფილისში სისუფთავის დაცვის მიზნით მილიციონერები აჯარიმებდენ ყველას, ვინც კი ქუჩაში პაპიროსის ნამწვავს დააგდებდა. მილიციონერმა დაინახა, რომ ერთმა მეგრელმა ნამწვავი ძირს დააგდო.
- ჯარიმა მანეთი, ჩქარა!
- რეიზა, პატენი.
- პაპიროსი რომ გადააგდე.
- არა, პატენი, რას ამბობ. პაპიროსი აქ დავდევი და ეხლავე ავიღებო.
დაწვდა და აიღო.

ერთ მეგრელ [მღვდელს] დიაკვანს მიუახლოვდა გურული და ჰკითხა:
- მამაო, რომ ვინმე მოვიდეს და დაგიჟინოს: „მამაო უტუ, მამაო უტუ, მამაო უტუ“, რას იზამო?
- კარგად მივლანძღავო.
- აბა, შენ რომ დაგიჯინია სულ ეს უფალო შეგვიწყალეო?

*
Государственный Симфонический Oркестр.
დამაარსებელია დირიჟორი მიქელაძე (ეხლა მოსკოვშია). არსებობს განსახკომთან.
დირიჟორი ბერლიოზის.
დირიჟორი - კლემპერესი.
ბერლიოზი - მარში.

ლოჟა - 48. პარტერი. ამფიტ. - 487. 190. 198. 198. 240 - 1361.

*
არაჩვეულებრივად ძლიერი, კონდენსაცია ქმნილი, სხარტული, მოკლე და ამომწურავი სიტყვაა სტალინის სიტყვა, წარმოთქმული წით. არმიის აკადემიკოსების გამოშვების გამო. იგი იწყებს იმ შიმშილიდან, ტეხნიკური შიმშილიდან, რომელსაც განიცდიდა ქვეყანა რევოლიუციის პირველ ხანებში. შემდეგ ტეხნიკის დაუფლების საქმეზე, ინდუსტრიალიზაციაზე, კოლექტივიზაციაზე.
ამთავრებს ახალი ლოზუნგით: „უმთავრესი დღეს ადამიანებია“, ტეხნიკის გამომყენებელნი, ძლიერნი, მშენებელი ადამიანები, ჯარში, ქალაქად, სოფლად, ტრანსპორტზე.
ადამიანები!
Человек! Это звучит гордо!

*
მკაცრი დრაკონი, Fabes dorsalis,
ზის ჩემში, და ღრნის სიცოცხლის ხალისს,
დღითა და ღამით, დღითა და ღამით
მისგან სიცოცხლე სავსეა შხამით.
 
*
ბინა ჟორესის № 4.
კაბინეტი: სიგრძე - 10 მეტრი 92 ს., სიგანე - 8 მეტრი 74 ს. - 19,66.
საწოლი ოთახი: სიგრძე - 8 მეტრი 74, სიგანე - 7 მეტრი 20 - 15,94.
სასადილო: სიგრძე - 11,40, სიგანე - 7,04 - 18,44.
სამზარეულო და სხვ.: სიგრძე - 11,40, სიგანე - 8,74 - 20,14.
აივანი ეზოს: სიგრძე - 16,08, სიგანე - 4,90 - 20,98.
აივანი წინა: სიგრძე - 6,82, სიგანე - 2,46 - 9,28.
სულ: 106 მეტრი 44 ს.
[ერთიანად: სიგრძე - 44,98, სიგ. - 32.08 - 77,06]. 67.10.

*
სტალინის რაისაბჭო - სავაჭრო შინაგანი განყოფილება. ხელაშვილი (ფეხსაცმელი და ფართლი).
 
Детям о Ленине. Государст. изд. 1926.

<...> <...> №3. სადგურის ქუჩაზე.

პატივცემულო პოოეტო გალაქტიონ, [მე] ჩემი სახელი სერგო ქოჩლაძე, აბასთუმნის ქ. №6.

1. Звонить Георгию Петр. 2. Пойти в Лечкомис. 3. Госиздат. 4. Типография. Как дня.

ლენტეხი (ქვემო სვანეთი). ლ. ძ.
ლენინგრადის ქუჩა№№1. პატარაია დიმიტრი.
3-37-06 - техник Иванов. სამსახური.
ვაკე. მეორე ირიბის ქ. ტეხნიკი ჟორა ბახტ. Георгий Петрович.